საერთოდ, როცა რომელიმე ერი ვერ აჰყვება განვითარების ტემპებს, ის ერი კვდება... ჯერ დაჩაჩანაკდება, მერე დაპატარავდება, და მერე საერთოდ მოკვდება, როგორც ერი და კულტურა... საქართველო პატარაა ისედაც, დაჩაჩანაკებული არის ხალხი... არ დამიწყოთ ახლა არაო... თუ სოფლებში მიიხედავთ-მოიხედავთ, მიხვდებით რომ მართალი ვარ... დაჩაჩანაკებულია ადამიანი, რომელსაც მხოლოდ იმაზე უწევს ფიქრი, თავი როგორ გაიტანოს... მილიონამდე ადამიანია წასული საქართველოდანო, ამბობენ... ცოტაა? ბევრია ძალიან... ახლა როგორ კვდება ენა და კულტურა... აძალებენ ბავშვებს უცხო ენას... მნიშვნელობა არ აქვს, რომელს, რუსული იქნება ეს თუ ინგლისური... ქართულად ვეღარ მეტყველებს ხალხი... შეხედეთ მმართველ ელიტას... ქართულად კი არ ლაპარაკობენ, არამედ ინგლისურიდან გადმოთარგმნილი ქართული სიტყვებით... ესაა ერის, კულტურის კვდომა, მეტი კი არაფერი...