სწორედ მაგას ვამტკიცებ მე... და არ უნდა ეგ გაიგოს სატურნმა... რა გარანტიაა, რომ დონაძე სულ მასე არ აკეთებდა რეიტინგის ასაწევად და ფულის საკეთებლად? რა გარანტიაა, რომ ვინც მანქანაში ჩაცხრილეს და მერე კრიმინალად გამოაცხადეს, სინამდვილეში პატიოსანი ადამიანი არ იყო... რა გარანტიაა, რომ შავაძე მართლა მოღალატე იყო? თუნდაც მოღალატე იყო, ადამიანი ასე უნდა აწამო? გაქცევის დროს, უამრავი ტყვია მოახვედრეს წინიდანო... თუ ადამიანი გარბოდა, როგორ გარბოდა, უკან-უკან? თან როგორც მახსოვს, მთელ სხეულში დამტვრეული იყოო და ექსპერტი ამბობდა, გამორიცხულია ფეხზე ამდგარიყო, გაქცევაზე ლაპარაკი ზედმეტიაო... ჩვენ კი, ედიკას დროს ვადარებთ და გვიხარია/უხარია რომ ცოტათი (ესეც საკითხავია) ჯობია იმ დროს? რით ჯობია? შუშის ახალი შენობები რომ გახსნეს პოლიციის? და პოლიციას რომ პატრული დაარქვეს და ახალი მანქანები მისცეს?