1) სად იყვნენ მემარცხენე პარტიები სათავეში? ევროპაში? ამერიკაში? 2) ტეტჩერი რომ არ ყოფილიყო დარხეული ჰქონდა ინგლისს... ტეტჩერი იყო რომ გაატარა რეფორმები და არ წავიდა მეშახტეების შანტაჟზე და ბოლომდე მიიყვანა დაწყებული საქმე... 3) რომელ კაპიტალიზმს? ჩვეულებრივს, კერძო საკუთრებით და თავისუფალი ბაზრით... 4) მე არ ვმუშაობ 14 საათი... დილის 9 საათზე ვიწყებ და საღამოს 6-ზე სახლში მივდივარ... 5) ვინ ამბობს მაგას? ნუკრიკო, სოციალიზმი, ისეთი შენ რომ მოგწონს მხოლოდ წიგნებშია, როგორც ფანტასტიკა... რეალობაში კი კუბა, საბჭოთა კავშირი და მისთანანია... არ დაინტერესებულხარ, რატომ არ არსებობს სოციალისტური, კომუნისტური ქვეყანა? იმიტომ რომ კაპიტალისტები არ აძლევენ ნებას არსებობისა? იმიტომ არ არსებობს, რომ როგორც კი ხელისუფლებაში მოხვალ, საქმეა საკეთებელი და საქმის კეთება მხოლოდ კერძო საკუთრების არსებობის პირობებში შეიძლება... ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით უკეთესი არ მოუგონიათ...