მე მგონია, რომ შიშია საზოგადოებაში დანერგილი... დააშინეს ნაცებმა ხალხი... ერთი მოკლეს, მეორე დაიჭირეს, მესამე გააძევეს, და შეშინდა ხალხი... ყველას ვერ მოთხოვ გმირობას, და საერთოდ აქედან, ფორუმიდან ბაქი-ბუქი, ასე ვიზამდი, ისე ვიზამდი არ არის კორექტული... არავინ იცის, სინამდვილეში რას იზამდა რეალურ სიტუაციაში... როცა იცი რომ პოლიცია შენ მხარეს არ არის და სამართალი, ძნელია... თავზე უნდა აიღო მაშინ ხელი და ყელი გამოჭრა იმ ნაბიჭვარს, მაგრამ მერე შენ რა... შენ ოჯახს რა... ამაშია საქმე... ფიქრობდა ის ნაცემი სტუდენტი, რომ ვიჩივლო, მაინც არაფერი გამოვა, მილიცია მის მხარეზეა და არასაუწყებო დაცვა... რომ ვცემო, ვერ მოვერევიო, ანდა სადმე მოფარებულში დავუხვდე და თავში აგური ჩავარტყა, დამიჭერენ, ციხეში ამომალპობენ (იმასაც ექნება გაგებული ჩვენი ციხეების ამბავი) ...