Jump to content
Planeta.Ge

dariala

პლანეტელი
  • პოსტები

    990
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი dariala

  1. კაცოუ - ხო ფაქტია რომ ხალხი უყურებს არა? თუ არ მოსწონს ხალხს რატომ უყურებს? პროფილი თითქმის ყველაზე რეიტინგული გადაცემაა ალბათ ჭორიერის შემდეგ. მე არ ვუყურებ - ჯერ თავად წამყვანი მაღიზიანებს თავისი მანერებით და პლიუს მისი სტუმრები ხომ საერთოდ. თუ არ მოსწონთ ეს ბეგაშვილი არ უყურონ, არ უყურო შენ, იმან, სხვამ - და რომ ნახავენ რომ დაეცა რეიტინგი დაფიქრდებიან და ნორმალურ ხალხს მიიყვანენ სტუდიაში. ტელევიზიები მუშაობენ სანახაობაზე ძირითადად - აი მაგალითად ნიჭიერი ავიღოთ - გავედი პრეკასტინგზე - საკუთარი საფორტეპიანო ნაწარმოებები მაქვს - ცხოვრებაში არავის უსწავლებია კომპოზიციის ხერხები - ყველაფერს ჩემით ვაკეთებ - პირველი ნაწარმოები სამი წლისამ დავწერე, ჰო - სამი წლისამ - ვისაც მოვასმენინე ყველა გაგიჟდა და ეხლაც დარბიან ფოლკისა და კლასიკის სინთეზია - ხოო გავედი და რა - მაქეს მადიდეს, ჩაიწერეს ყველაფერი და არ დამირეკეს რომ ვკითხე - რატომ არ დამირეკეთ თქო? ჩვენ პლიუსი იქვე დაგიწერეთ, მაგრამ შენს ნიჭს ხალხის 90 პროცენტი ვერ გაიგებდაო - ანუ რა? ვიცი რომ შემიძლია - მაქვს ნიჭი - მაგრამ არ არის ეს სანახაობითი - არ აინტერესებს ხალხს და ამიტომ კარგად იყავიო. ტელევიზია არის ხალხის სარკე - გიჩვენებენ იმას, რასაც იციან რომ უყურებ!
  2. Nukriko სილამაზე კონკრეტული არ არის ნუკრიკო
  3. ეხლა ის გამახსენდა - ააიღე ბიჭო - გალტუკიაა
  4. lasha1997 ისევ ეს რუსეთი, თავისი ნატაშებით - მალე დეპრესია დამეწყება :018:
  5. gruzian_ka შენ ჩარჩზეც ხომ არ პოსტავდი? როგორ ხარ თუ ის ხარ
  6. გინდა ასე თქვი - გინდა ისე - ლამაზი გოგო კია და მასას მოსწონს, მოთხოვნაა ხალხიდან, თორემ ისე გიჟები კი არ არიან საკუთარი ნება-სურვილით რომ გამოაჭენონ ვინმე. ხალხი ითხოვს სანახაობას, პურს არ გვაძლევთ და სანახაობა მაინც მოგვეცითო
  7. irusha ირუუუშ, შენ საუკეთესო მოდერი ხარ მსოფლიო ფორუმების ისტორიაში მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი ჩვენი ასევე საუკეთესო მეგობრის ქორწილში ეს იყო გუშინ...... :-))))))) http://s49.radikal.ru/i125/1010/0d/9df947598382.jpg
  8. ეგ ძალიან საინტერესოა, მაგრამ აი მაგალითად მე ამას წინათ კბილი მტკიოდა - ერთსაათიანი თვითდარწმუნების მიუხედავად ვერაფერს გავხდი, მაინც მტკიოდა ნუ ამის მსგავს თემაშიც დავწერე და აქაც დავწერ - ინდოეთში ერთერთ ტაძარში სპილოს ქანდაკებამ დაიწყო რძის მოშარდვა. ათასობით მომლოცველი მიაწყდა იქაურობას, მიჰქონდათ ეს რძე და სვამდნენ/დაავადებულ ადგილებზე ისვამდნენ - უამრავი ავადმყოფი განიკურნა - არადა აღმოჩნდა, რომ ამ ქანდაკებას ტაძრის მსახურები რძით ავსებდნენ... არადა ხალხი განიკურნა :-)))))))))))))
  9. რაც ეკრანზე დედიშობილა მოტანტალე პრეზიდენტი ვნახე მას შემდეგ ჩემს თვალს ძილი არ ეკარება, დავიძინებ თუ არა ხელებგაშლილი, ბანჯგვლიანი მიშა მელანდება - მეშველება რამე?
  10. ნუღარ დებთ რა ასეთ ფოტოებს, უამრავი ახლობელი ყავდა იმ ბიჭს, მძიმეა საყურებლად ((((((((((((( კი არ ვბრძენობ - უბრალოდ, ისე ვამბობ
  11. გაისად ალბათ იმ ტიპს ჩამოიყვანენ - "სტიუარდესა პა იმენი ჟანას" რომ მღეროდა (სახელი და გვარი აღარ ვიცი)
  12. მიეცი ხალხს პურის და სანახაობა - ეგ პონტია რააა
  13. ჩვენი ტელევიზიისა და "შოუ-ბიზნესის(მართლაც რომ ბიზნესის)" სიამაყე, მშვენება, კაშკაშა ვარსკვლავი - ნინო ჩხეიძე და მაია ასათიანი. როგორც ვთქვი ყველა ოთახში, ყველა კედელზე მაგათი სურათები მაქვს და თვალები მტკივა უკვე მაგათI კაშკაშისგან :018: ხო, ღვედს მივესალმები, კარგი ინიციატივაა, ძალიან მომწონს
  14. ღვედთან რა შუაშია, ჰა? ხო, ფანი ვარ, თან ისეთI რომ მაგათი დიიიიდი სურათები მაქვს ყველა ოთახში დაკიდებული, სულ უნდა ვუყურებდე - გაღვიძებისას, დაძინებისას, როცა ვჭამ და ა.შ.
  15. გეხვეწებით ამიხსენით როგორ უნდა დაგახრჩოს ვინცხამ უკნიდან შენივე ღვედით? :018: მე ისედაც სულ ღვედიანი დევიარებოდი მანქნით ამიტომ ჩემთვის არაფერი შეცვლილა, ხოდა ძალიან მომწონს ეს ახალი ინიციატივაა თU რაც არის
  16. თურქეთი კი მოგივლია, მაგრამ არ გიცვლია ფერი, ლექსის წერას ისწავლიდე, არ მინდოდა არაფერი. დღენიადაგ სულ ტრაბახობ, მაგრამ საქმეს მე ვერ ვხედავ, სულ რაღაცას ბაქი-ბუქობ, იარაღსა კი მე ვჭედავ. არა მგონია ვაჟაო, აჯობო ჩემსა გორდასა, პასუხ ჩქარ მითხარ სანამ მზე, მიეფარების გორასა
  17. თემა ეგზომ უარყოფით ნოტაზე რომ არ დამთავრდეს გთხოვთ - http://albomi.ge/details.php?image_id=4116 აი აქ შედით და თU მოგეწონებათ ჩემი ფოტოები მომეცით ხმაი
  18. გილოცავ ასდს, რა ახალგაზრდა ყოფილხარ და უკვე ამხელა ბრძოლებში ჩართული,წარმატებებს გისურვებ
  19. G.BoSnake გზა მშვიდობისა ძმობილო, ღმერთს მუდამ ებარებოდე, იქნება იქაც ლექსობდე, და ქნარზე დაამღეროდე. თურქ ძმებსა ჩვენი სალამი, გვეყო ომი და ჭირია, ქიშპის გამოა ამდენი ჯანდაბა რომა გვჭირია. მალე ჩამოდი თორემა დამიჟანგდება კალამი აქ ვიღას ვუთხრა ლექსები, ვის ვუფრიალო ალამი?
  20. G.BoSnake პროზას სწერ ასე მითხარი? ვაჰ, როგორ გამაკვირვეო, იქნება ელდა არ დამცე, ვაჰ, როგორ გამაცინეო. აქეთ დაგიდებ ლინკებსა, და კარგად წაიკითხოდე, იქნება წერა ისწავლო და ამდენს არ ტრაბახობდე. http://urakparaki.com/?m=7&WUID=3489
  21. G.BoSnake ეს თავის ქებია რა არის? ან ჯილდოს მისაკუთრება? პროფილ ვნახ კაცი მგონიხარ, სად არის ბიჭავ ღირსება? ქალსა შემები რითმაში, თან გჯობივარო იქადი სადაც რომ გაგიმარჯვია ისევ იქ მიდი, იქ წადი გამგები კარგად გაიგებს ვინაა მჯობნის მჯობნიო იქნებ რადგანაც შენა გწერ გგონივარ ვიღაც გომბიო. ერთ ბრძენსა უთქვამს: ვინცა რომ ბევრსა იქადის, იძრახის, ის უფრო არას მქნისია და სულ ტყუილებს იძახის. სიტყვაი ვერცხლი რომ არის დუმილი ოქრო რჩეული ეს ხომ შენც იცი ძმობილო, თავ რომ გგონია რჩეული მე კიდევ ერთს გეტყვ და ბოლოს: განა მე ვცეკვავ ხორუმსა. თუ გინდა ლამაზ სიტყვები ვუთხრათ ერთურთს და ფორუმსა. თუ შენა ბრძოლა გწადია მე რას მეომრი ქალსაო წადი და გადი ტატამზე ასე უშველე თავსაო ხოლო თუ გინდა ლექსები მოდი და წყნარად სწერეო ხომ არ გგონია შენ აქა იმედი და პირველ სტერეო და კიდევ: შენი ლექსები აკითხე მარიშასა და თიკასა ანდა წადი და მიხედე ქართულსა გრამატიკასა რა გინდა შვილო, აღარ შეეშვები ჭიდილს?
  22. G.BoSnake ბეჩაო შენ ჩემო თაო, გითენებია ღამენი, დაგიწერია ლექსები, თუმცა კი ძლიარ ბლაგვენი. სჯობს წერო ერთი და კარგი, სიტყვაი მოხდენილიო, რად გინდა ამად უბნობა და ევროპული სტილიო მე განა უქმად მჯდომი ვარ, სამ ბალღ მიტირის ნადურსა, ათს დასწერ, ერთს გეტყვ ვაჟაო, ამაზეც იყავ ყაბულსა. :nekro:
  23. G.BoSnake დაგვას მიწუნებ ბიჭაუ? და ენის სიგრძე-სიმოკლეს? თუ ეგ სიტყვები სწორ იყოს, დე დღეთა რიცხვი მიმოკლდეს. სჯობს ისევ შენს თავს მიხედო, სხვა ნახო ვინმე ტოლ-სწორი, თორო ისე ვზომ სიტყვასა, როგორც მართალი სასწორი. მე ისე მშვიდად ვიყავი, როგორაც მაღლა მყინვარი, მემრე შენ დაბლით მიძახდი, ყალგაძაბული, მყივარი. მანამ იძახე ხმაგაბმით, სანამ მიიღე სახარე, ხოდა იკმარე, გეყოფა, აწი ვთქვათ ლექსი სალაღე
  24. აი გიყურებ რამდენ ხანს, კლავიშზე მიდევს ხელიო, რატომ არა მწერ პასუხსა? კალამი გაქვსო ნელიო?
×
×
  • შექმენი...