Jump to content
Planeta.Ge

dariala

პლანეტელი
  • პოსტები

    990
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი dariala

  1. :pupuza: მწვადი :ხმამაღლანერწყვისჩაყლაპვისსმაილი:
  2. ნანადირევი ხო- ისა და დავბრუნდი
  3. მადლობა ფორუმის წესები არ დაურღვევია - ჩემთან პირადად შეეშალა და ეშლება ამიტომ მირჩევნია აღარ შემოვიდე საერთოდ
  4. მოკლედ ხალხო - ძალიან მიყვარხართ ვინც მიყვარხართ მაგრამ უნდა დაგტოვოთ არ მინდა, მაგრამ ასეა საჭირო ვის გამოც მივდივარ თავად ის უზერი მიხვდება ყველაფერს! პ.ს.ძალიან გთხოვ თავი დამანებე... ლაშა - გთხოვ წამშალე, კარგი?
  5. ჰეჰ - დსმაა როგორ ხარ?
  6. რა ვიცი - მთავარ გვერდზე ჩანდა და რომ შევედი პოლიტიკაში ვერ ვიპოვე - მეც ვერ შევდივარ ამ საღამოს მანდ... მაგ სისულელეებს კიდევ სკოლების გაერთიანება, ხელფასების მომატება და დაქვითვის გაზრდა და სასკოლო ასაკის ხუთ წლამდე დაწევაც უნდა დაემატოს ჩემი აზრით
  7. აუ ეს თემა იქითა ფორუმზე იყო და მერე უცბად გააქრეს თუ რა არის არ ვიცი - ვეღარ ვნახე
  8. და ის თუ იცით, რომ მე მგლები მართლა კანონიერი ქურდები და შავი ხალხი მეგონა რასაც ქვია მეშინოდა ხოლმე ამ თემაში შემოსვლა :-))) ხოდა მერე განმანათლეს და ეხლა შემოვდგი ფეხი გწყალობდეთ ღმერთი მეზობელ ფორუმზე ჯერ მოუნათლავი ვოლჩიცა ვარ
  9. asesino_141 კი ვნახე დავაყენე ვინდოუს შვიდი უპრობლემოდ - მაგრამმ გადავრიე მეზობელ ფორუმზე პროგრამირების განყოფილების საზოგადოება ხო - ეხლა ისევ მინდა ლინუქსი, მითხრეს რომ წუბით შეიძლება გააკეთო ისე, რომ ვინდოუსიც გქონდეს და ლინუქსიც, უბრალოდ ჩართვის დროს ირჩევო
  10. მე ბალი მქონდა - მაგრამ ჯეოსელში რომ იყო აქცია - ოქროს ნომრების რეზერვაციი - ძალიან კარგი ნომერი ავიღე, თანაც სამ ლარად, მადლობა ჯეოსელს
  11. Private Nodari მე სულაც არ მგონია, რომმეორედ მოსვლა აუცილებლად რაღაცა კატაკლიზმების თანხლებით იქნება და ყველანი დავიხოცებით - მე მგონია რომ აქ გადატანითი მნიშვნელობით არის. ანუ უფრო სულიერად გარდავიცვლებით, კი არ მგონია უფრო სწორად იმედი მაქვს
  12. Nukriko გავიგე რაც დაწერე, აი ადრე რომ ლამაზი წუთურთმიანი გოგოს ფოტო დადე - ეგეთს გულისხმობ ლამაზში? მეც მომეწონა - აი ბავშVების თემაში რომ დადე და შენი შვილი რომ გეგონა
  13. მე საერთოდ არ მჯერა ასეთI რამეების - სახარებაში გარკვევით წერია - რომ ადამიანუს ბუნება ვერ ჩასწვდება მეორედ მოსვლის საიდუმლოებას, რომ ის სრულიად მოულოდნელად დაატყდება კაცობრიობას თავს - კიდევ ისიც წერია რომ სამი წელი ქრისტიანები დევნაში იქნებიან - რა ვიცი - მე ჯერ არ მიგძვნია ჯერ რომ ვინმე მდევნის
  14. აა, გასაგებია - ძალიან მიყვარს ეგ მონასტერი, მანდ მოვინათლე და პირველი აღსარებაა მანდ ვთქვი და პირველი ზიარებაც მანდ მივიღე - მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო სამი წელია ვერ მივდივარ - ძალიან დამაბრკოლა იქ ერთმა მოძღვარმა
  15. Siknadmo შენ მაშინ აუცილებლად იქნები - ან მამა დავით ისაკაძის, ან მამა შიო მენაბდის - ან მამა ბასილის(ზურაბი) ან მამა ბესარიონის ან მათი საძმოს რომელიმე მოძღვრის სულიერი შვილი
  16. ჭიათურაში თუ ხარ ნამყოფი - აუცილებლად ახვიდოდი აბა შენ მღვიმევის მონასტერში ისე სხვათაშორის ისე ბოღმიანად იტყვიან ხოლმე - "აი გადით ნახეთ, ჭიათურელებით არის სავსე ელიავა, აბა ასე შეიძლება?" კაცო - რომ დგას ის იქ - გართმევს რამეს? აბა ასფალტი და მარგანეცი თოხნოს იქ? რა ქნას? - გეკითხებით! შიმშილით მოკვდეს? ლოთობა დაიწყოს? მუშაობს ადამიანი პატიოსანი შრომით, არ იპარავს და არ ყაჩაღობს - რა უნდა ამ ხალხს ვერ გავიგე ნუ შენ რა შუაში ხარ :-))) ზოგადად ვამბობ
  17. ხო, ეგეც არის თან როგორ ხდება იცი? ამდენი მაღაროებია - ხოდა გამოყრიან ხოლმე ამ საწყალ მუშებს - თU ბიჭი ხარ ნუ გამოხვალ - არავის არ უნდა იმ 300 ლარის დაკარგვა. ყაზბეგის არ იყოს - აი ლარსის გზის გახსნაზე რომ შეიკრიბნენ ვითომ მომხრეები - ჩემი ოჯახი ეხლა იქ ცხოვრობს და კარგად ვიცი - სამსახურებიდან აყარეს ხალხი და წაიყვანეს - არც კი ოცოდა 80 პროცენტმა სად და რაზე მიდიოდნენ - ტელევიზორში ორი წინასწარ დარიგებული კაცი ალაპარაკეს და საქმეც გაკეთდა. არადა ხალხს იცით როგორ არ უნდოდა იმ გზის გახსნა? საშიშია მაინც - მოსაზღვრე რეგიონია და თან ძალიან ცუდად დაცული, თAნ როგორც იცით თრუსოს ოსური სოფლები სულ გაცლილია, გაძარცული - ამბობენ რომ ისევ კობში მცხოვრებმა ოსებმა გაძარცვესო - აბა ეხლა კარკუჩიდან იქ არავინ ჩავიდოდა და არც შეუშვებდნენ გასაძარცვად - ხოდა რომ დაბრუნდება ის ხალხი - ხომ მოიკითხავს საკუთარ ქონებას. ვაიმე - მე პირადად ვერ გავიგე რა დავწერე, იმედია თქვენ მაინც გაიგებთ
  18. ტაშს უკრავს კი არა - მიშა რომ იყო ჭიათურაში ჩამოსული იმდენი ხალხი იყო თაყვანსაცემად - როლინგ სტოუნზის კონცერტი გეგონებოდა
  19. რა თქმა უნდა - ვინც არ ყოფილა იმერეთში, მაგალითად ჭიათურაში ვერ იგრძნობს რა არის ბედნიერება - რომ ჩახვალ, გასცდები საჩხერეს და რომ გაივლის მარგანეცით დატვირთული კრაზი და რომ შემოგაფრქვევს კეთილსურნელებას... წყალს რომ მოუშვებ ონკანიდან და ისეთი მოდის - რომ გაყიდო 100 დოლარს მაინც მოგცემენ ლიტრაში იმდენი მარგანეცია შიგ. რა ჯობია - საბაგიროში რომ ხარ და ამ დროს დენი რომ წავა და ორი საათი რომ ხარ გაკონწიალებული 200 მეტრის სიმაღლეზე... ყოველ დღე რომ მიჩუქჩუქებს შავი ოქროთი დატვირთული კილომეტრიანი მატარებელი, რომელსაც მიშას ჯიბეში ასი ათასები შეაქვს და ამ დროს ბუნება რომ ნადგურდება და ქალაქი რომ ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა - ეს არავის აინტერესებს... უფსკრულები რომაა გაჩენილი ქალაქის გარეუბნებში ამ მარგანეცის ექსპორტიორებისგან, წვიმა რომ მოვა იიისე საყვარლად ითხაპნება შავი ტალახი - კოცნა მოგინდება ადამიანს - კიდევ რამდენი რამ ვთქვა აღარ ვიცი - ამდენი ბედნიერებისგან ენა მაქვს დაბმული
  20. http://s008.radikal.ru/i304/1010/d0/4ba1cbc6b402.jpg ერიკ პატრიკ კლაპტონი არის ცნობილი გიტარისტი, მომღერალი, კომპოზიტორი და მუსიკოსი. სხვა და სხვა ჯგუფებთან ერთად კლაპტონი ერთადერთი ადამიანია, რომლის სახელი 4-ჯერ შევიდა როკენროლის მუზეუმის ჩანაწერებში. კრიტიკოსებიც და ფანებიც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გიტარისტად აღიარებენ. 2003 წელს ჟურნალ “როლინგ სტოუნზში” გამოქვეყნებულ “მსოფლიოს 100 საუკეთესო გიტარისტს” შორის, კლაპტონმა მეოთხე ადგილი დაისაკუთრა. მიუხედავად კლაპტონის შემოქმედების მრავალფეროვნბისა, იგი მაინც ბლუზის შემსრულებლად დარჩა ყველას თვალში… დაიბადა 1945 წლის 30 მარტს ინგლისში.. ერიკი მეტად მუსიკალურ გარემოში იზრდებოდა. ბებია როუზი პიანისტი გახლდათ და კლასიკური მუსიკის დიდი თყვანისმცემელი იყო.. ბაბუა ჯეკი კი ჯაზისა და ბლუზის დიდი მსმენელი გახლდათ. სწორედ მათ ჩაუნერგეს ბავშვს მუსიკისადმი ასეტი ძლიერი სიყვარული. 13 წლის ასაკში ერიკს დაბადების დღეზე აკუსტიკური გიტარა აჩუქეს. გახარებულმა ბიჭუნამ მაშინვე გადაწყვიტა მასზე მისი საყვარელი სიმღერები აეწყო თუმცა რამოდენიმე კვირის შემდეგ იგრზნო თუ რაოდენ რთული საქმე იყო და პესიმისტურად განეწყო თვისი მუსიკალური მომავლის მიმართ. მიუხედავათ ამისა იგი ბედს არ შეეგუა და საათობით ვარჯიშობდა გიტარაზე რატა სასურველი ჟღერადობა მიეღო. მის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს ისეთმა ლეგენდებმა როგორებიც იყვნენ BB King და Buddy Guy. ერიკმა თავისი ცხოვრების მანძილზე მრავალ ლეგენდალურ მუსიკოსთან იმუშავა და თვადაც ელგენდად იქცა, გააკეთა პროექტები სადაც ისეთი ვარსკვლავები მონაწილეობდნენ როგორებიცაა: ბობ დილანი, ნილ იანგი, ტომ პიტი, ჯორჯ ჰარისონი, როჯერ უოტერსი და სხვა. მისი დრამატული ცხოვრება მის მუსიკაზე სარკესავით აისახა. ნელი და მელოდიური რიფები რომელიც ერიკის ყველა ემოციას გადმოგვცემდა იყო გადაშლილი წიგნი, წიგნი სადაც ეწერა უკანონო შვილის დამალული გრძნობები და შვილმკვდარი მამის უემოციო თვალების ნაამბობი. წიგნი რომელმაც შექმნა ეპოქა სახელად ერიკ კლეპტონი, ეპოქა რომლის ხსენებაზეც მისი მისტიციზმი და რომანტიზმი ნებისმიერ მელომანს სხეულში გაურბენს და თვალწინ წარმოუდგება თვალები რომლებიც მუსიკას აფრქვევენ.
  21. proletari მაპატიეთ - ბედნიერებაში რას გულისხმობთ? ანუ რითაა იმერეთში ხალხი ბედნიერი მაინც?
  22. მარტო მაგ სოფლებში კი არა იმერეთში თითქმის ყველგან ანალოგიური მდგომარეობაა
  23. T_A_T ) ვაიმეე, მაგარი ხარ ხოო, რა ჟარკოეს პონტშია - ოღონდ ცალცალკე მოვხარშ-დავბრაწე და მერე გადავურიე, ოღონდ ისე, რომ არ აზელილიყო, ხო, ცოტა შავი წიწაკა და ცხარე სანელებლებიც მოვაყარე
  24. უი, რამდენი ხანია აქ აღარ დამიპოსტავს წეღან გავაკეთე და უკვე აღგავეს პირისაგან მაგიდისა - ბატკნის ხორცის მწვადი კარტოფილის გარნირით სურათის გადასაღებიც კი აღარ დარჩა
×
×
  • შექმენი...