Nefertiti ყოჩააღ ძალიან ლამაზია გუშინ გავაკეთე კომშის, ბანანისა და კივის ნამცხვარი აი რეცეპტიც: სანამ დაიწყებთ ცომის მომზადებას ჯერ დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად ნებისმიერი ხილი. ამ შემთხვევაში მე გამოვიყენე ბანანი, კივი და კომში. ისე რჩევისათვის გეტყვით. რომ ძალიან გემრიელი გამოდის ტკბილი და მჟავე გემოს ხილის ერთად გამოყენებისას. ეხლა ცომი: 5 კვერცხის გულის, 1,5 ჭ. შაქრის, სოდა/ძმრის, 500 მლ. მაწვნის, ფქვილისა და ვანილისაგან გავაკეთოთ დასასხმელი ცომი. ფქვილი უნდა იმდენი რომ გამოვიდეს არაჟნის სისქის. მიღებული ცომი ჩავასხათ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ყალიბში და შევდგათ ქურაში საშუალო ტემპერატურაზე. სანამ გამოცხვება 5 კვერცხის ცილისა და 2 ჭ. შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ მაგარი ბეზე. შევამოწმოთ ქურაში შედგმული ცომი, ძირი უნდა გამოცხვეს, მაგრამ ზედაპირი ჯერ კიდევ სველი როცა იქნება გამოიღეთ და წინასწარ დაჭრილი ხილი თანაბრად მოალაგეთ ზედ. მერე კი გადაუსვით მომზადებული მაგარი ბეზე და შედგით ისევ ღუმელში. დაახლოებით ხუთ-ათ წუთში ბეზე შეყავისფერდება. გამორთეთ ქურა და დატოვეთ შიგნით ნამცხვარი გასაციებლად. ქურის კარი არ გამოაღოთ. ბოლო მიიღებთ დაახლოებით ასეთ რაღაცას. მერწმუნეთ გემრიელია http://i038.radikal.ru/1001/27/aac482192766.jpg რეცეპტისათვის დიდი მადლობა რთულს მეზობელი ფორუმიდან მე ცოტა ჩემი ვარიაციებით გავაკეთე, მაგრამ პრინციპი მისია