-
პოსტები
990 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი dariala
-
მეც მომწონს, სახალისო რამე-რუმეებია და თან მეგობრებსაც შეგიძლია ეჭორაო
-
ბიჭი დაკუნთული და სიმპატიური თუ უბრალოდ განათლებული
dariala replied to Indian_Summer's თემა in ადამ და ევა
კუნთმაგარი და გონებაჩლუნგი ბიჭები მაპატიეთ და მხოლოდ ერთდღიანი ურთიერთობისათვის თუ გამოდგებიან. როცა ირჩევ პარტიორს იგულისხმება რომ მასთან მთელი ცხოვრება უნდა გაატარო (მე ასე ვარ ყოველ შემთხვევაში), ამიტომ აუცილებელია მამაკაცს იყოს ჭკვიანი, რომ არ მოგბეზრდეს. კარგი, ვთქვათ შენი ცხოვრება დაუკავშირე კუნთებიან იდიოტს - გავიდა ერთი კვირა, დავუშვათ თვე და ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გამოძვრე იმ საწოლიდან. მერე? რა დაგრჩება? ამოგივა ბოლოს და ბოლოს იმისი კუნთები და ცარიელი მზერა ყელში. ამ ყველაფრიდან გამომინარე მე კუნთმაგარსა და გონებაჩლუნგს მირჩევნია ჭკვიანი და გამხდარი. პ.ს. თუმცა არსებობენ კუნთმაგარი ჭკვიანი მამაკაცებიც, მაგრამ უფრო იშვიათები არიან. ერთი ჩემი მეუღლე იყო მთელ ქალაქში და ისიც მე დავისაკუთრე -
რიგ მოსაზრებებში გეთანხმებით ჭანო ხო, მართალი ხარ, ეხლა რომ გადავიკითხე პოსტები ჩხუბის ტონი აღარ მომჩვენებია. რა ვქნა, სამი შვილის პატრონი ვარ, უძილობისგან ტვინი მაქვს გადაღლილი :)
-
მე მკითხავს ნეტა ვინმე რამეს?
-
მე ძველი აღმოსავლეთის ისტორიისა და კულტურის სპეციალისტი ვარ. რვა წელი ვიყავი თსუ-ს სტუდენტი. როცა ერთერთ საერთაშორისო კონგრესზე ვიყავით ხუთი ქართველი დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სხვა სტუდენტებისაგან სწორედ რომ ცოდნით გამოვირჩეოდით. ამ კონგრესის ხელმძღვანელმა, მსოფლიო დონის მეცნიერმა კოგანმა უთხრა კიდეც თავის ბავშვებს - მიბაძეთ ქართველ გოგონებს, აი როგორები არიან ისინი. ამ დროს ჩვენ ყველანი თქვენი დაწუნებული თსუ-ან ვიყავით. პ.ს. მე ხომ ვერ ვისწავლე რა ჭკუა, ფორუმებზე კამათი ხომ არ შეიძლება. მე ჩემი აზრი მაქვს, თქვენ თქვენი. მე არ მითქვამს რომ მსოფლიოში საუკუეთესოა თსუ-თქო. ვთქვი და კიდევ ვიმეორებ რომ საქართველოში პირველია ამ სიტყვის როგორც ირიბი, ისე პირდაპირი გაგებით. ვინც არ მეთანხმებით ღმერთმა გაგიმარჯოთ!!!
-
თქვით რა ეხლა ვინმემ, რომ აგვისტოს ბრძოლები ამ მრავალწლიანი ომის კულმინაცია იყო და ეს აღარ განმეორდება. თან დაასაბუთეთ, თორემ ისეთი ღრმა დეპრესია მაქვს იმ ზაფხულის შემდეგ, რომ ვეღარ მოვდივარ აზრზე. თუ საქართველო არავის აღარ სჭირდება და თუ დერეფნის როლიც დავკარგეთ, მაშინ რატომღა იდება ამხელა ინვესტიციები ქვეყნის ეკონომიკურ სფეროში? თუ ესეც ფასადია მხოლოდ?
-
ანბანის ასო არ ვიცი, მაგრამ სახელიდან დამომდინარე - გვამს!!!
-
როგორც ჩანს ჩემი პოსტით გაგანაწყენეთ , თუ ასეა უკაცრავად ეხლა რაც შეეხება ჩემს "პასუხის პასუხს" - თუ ადამიანს სწავლა არ უნდა მისთვის თსუ-ში კი არა იენაშიც ფუჭად დაიკარგება დრო. მერწმუნეთ რომ როცა ადამიანს სურს განათლების მიღება - ამას უნივერსიტეტში განახორციელებს თავისუფლად :sorry: მე ვემხრობი იმ აზრს რომ თსუ პირველი უნივერსიტეტია, მიუხედავად იმისა რომ უკეთესიც მინახავს საზღვარგარეთ - საქართველოში კი არა!!! სხვათაშორის თქვენს მიერ ჩამოთვლილ სასწავლებლებში თსუ-ს ლექტორები კითხულობენ ლექციებს
-
მე იცით რა მაინტერესებს? რა მოხდა, 2008 წლის აგვისტოში თBილთისთან მოსული რუსეთი რამ გააბრუნა უკან? თუ მოვიდა რატომღა გაბრუნდა, ან თუ გაბრუნდა რატომღა მოვიდა? ანუ რაში ჭირდებოდა ან რუსეთს ან მიშას ეს ომი? ნუთუ მხოლოდ ახალგორისთვის?
-
აი ესენი რომ წავიკითხე ვიფიქრე - ნეტავ საერთოდ არ დავბადებულიყავი-თქო ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე-ს გავს ჩვენი ამბავი პ.ს. ანუ ამ ზაფხულზე ომი გარანტირებულია?
-
თსუ იყო, არის და იქნება ნომერ პირველი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ვინც ამას არ ემხრობა უბრალოდ თსუ-ელი არ არის მეხუთე კორპუსელი ვიყავი ერთ მშვენიერ და ლამაზ დროს ეხლაც ვარ პრინციპში
-
სამი დღის წინ ვიყიდე დევიდ ჯონსის ჩანთა და ძალიან მომწოოოოოოოონს :sorry:
-
ჩემი ქმრის უზარმაზარი სვიტერი და ჩემი უსაყვარლესი ჯინსი. თან მაგრად მეძინება აბა ძილი ნებისა ყველას
-
რა მაცვია და აჭარული ფორმა, ოღOნდ კაცის ხან რა მაცვია ხან რა. ეგენი რომ ვწერო კლავიატურა გამეცვითება
-
მზითევის შესახებ ჯერ კიდევ 5000 წლის წინათ იყო ცნობილი. ქალს საერთოდ არაფერი არ ეკუთვნოდა მამის სახლიდან. მისი კუთვნილება იყო მხოლოდ ის უძრავ-მოძრავი ქონება, რასაც მამა ან ძმები აჩუქებდნენ. ეს იყო მისი მზითევიც. სასიძო იხდიდა ურვადსაც. მაგრამ ქალს აუცილებლად უნდა მიეტანა მზითევი, რაც გაყრის შემთხვევაში ისევ უკან შეეძლო რომ წაეღო. ქმრის ქონებიდან არაფერი არ ეკუთვნოდა. ეს ისე ცნობისათვის პ.ს. ისე მე ვიცი რომ ზოგს სერიოზული პრობლემები ექმნება უმზითვობის გამო
-
დიდი მადლობა ყველას გაიხარეთ და გამრავლდით განსაკუთრებული მადლობა raziel-ს ამ თემის გახსნისათვის
-
რატომაა უცნაური, არც პირდაპირი ადამიანების მიყვარს, რადგან უტაქტოები არიან და არც პირფერები რადგან "აფერისტები" არიან მართლა კი არ ვცემ უბრალოდ ცხოვრებაში მხოლოდ ეგ მყავს ნაცემი და ვისზე დამეწერა აბა
-
ძალიან მაწუხებს ეს. ვნერვიულობ, სულ მგონია რომ ომი დაიწყება. ეს უკვე პანიკაში გადამეზარდა. :eshmak: ომში რა თქმა უდნა შეიარაღებულ კონფლიქტს, საომარ მოქმედებებს ვგულისხმობ. დაწერეთ თქვენი მოსაზრებები.
-
ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?
dariala replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
თქვენ გგონიათ რომ რელიგია და რწმენა ადამიანს წინსვლისკებ უკეტავს გზას? საიდან იცით რომ მე ბრმად მწამს? რა იცით ჩემს შესახებ :eshmak: ბრმად არც უნდა იწამო და არც უნდა გაკიცხო. რას ნიშნავს შენით დაამტკიცო რაღაც სანამ რამეს დაამტკიცებ ჯერ განათლება უნდა მიიღო შესაბამისი. თქვენ როგორც ჩანს ბევრი რამ წაიკითხეთ ღმერთზე და იმიტომ ამტკიცებთ რაღაცეებს :eshmak: -
ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?
dariala replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
მაპატიე ნუკრიკო, მაგრამ დიდი მკრეხელობაა ღმერთის არარსებობა-არსებობაზე ლაპარაკი საერთოდ. შესაძლოა მე არასწორად გავიგე თემის აზრი. მაპატიეთ თუ ასეა, მაგრამ ვერ ვილაპარაკებ ამ თემაზე. -
მიყვარს - ყველა და ყველაფერი ვოცნებობ - ბედნიერ მომავალზე ვფიქრობ - შვილებზე მძულს - მარტოობა ვნანობ - არაფერს კმაყოფილი ვარ - ჩემი ოჯახით მენატრება - დედა მსურს - ნაყინი მაღიზიანებს - პირფერობა და პირდაპირობა ვგრძნობ - შიშს და ბედნიერებას ერთად მეშინია - ომის და საყვარელი ადამიანების გაკარგვის ვიცი - რომ როცა იქნება მოვკვდები არ ვიცი - როდის მოვკვდები შემიძლია - ბევრი რამ არ შემიძლია - მომავლის განჭვრეტა ვმეგობრობ - ძაღლებთან ვაპატიებ - ყველაფერს ვტირი - როცა მარტო ვარ ვიცინი - როცა მინდა ვეძებ - მუდმივად ჩემს ტელეფონს ღირსი ვარ - ბედნიერების ვკარგავ -არაფერს მშურს - არაფრის ვემალები - არავის ვემტერები - არავის მაინტერესებს -ყველაფერი არ მაინტერესებს - ფული და სიმიდრე მახსოვს - ჩემი ბაბუა მრცხვენია - სიშიშვლის უარვყოფ - ფანატიზმს ვავადმყოფობ - იშვიათად ვმალავ - საიდუმლოს ვინახავ - ძველ ნივთებს მწამს - ღმერთის, ადამიანების და კეთილი მომავლის მიკვირს - აღარაფერი მიხარია - ყველაფერი ვჭორაობ - არასოდეს უფრო სწორად იშვიათად ვდარდობ - ყველაფერზე ვამაყობ - შვილებით ვაკეთებ - გემრიელ საჭმელებს ვეფერები - შილებს მსიამოვნებს - ზრუნვა და ყურადღება მესიზმრება - ომი ვეხმარები - ყველას თითქმის ყველას ვეწევი - ჯანმრთელ ცხოვრებას მწყინს - უსამართლო საყვედურები ვხარჯავ - ფულს და დროს ვღალატობ - არავის ვკამათობ - ხშირად ვუხეშობ - იშვიათად ვუსმენ - მუსიკას ვყოყმანობ - შოპინგისას ვკითხულობ - წიგნებს ვამზადებ - მობილურის ჩასადებებს ფასი 5 ლარი :eshmak: ვუყურებ - ფილმებს ვკლავ - ჭიანჭველებს ვაფუჭებ - მობილურებს ვცხოვრობ - ბევრგან ვცემ - ანდრიას ვყვირი - ხშირად ვმღერი - სამწუხაროდ ეხლა უკვე იშვიათად ვასრულებ - ვერ გვაიგე დავდივარ - აღარსად ვმკურნალობ - ჯერ არა ვერიდები - ალკოჰოლს და სიგარეტს ვთამაშობ - ნერვებზე ვიტყუები - არასოდეს ვეთაყვანები - ღმერთს ვგიჟდები - ბავშვებზე ვაგროვებ - ფულს ვიხდი - ტანსაცმელს ვეჭვიანობ - ქმარზე "ვკაიფობ" - აუ დავიღალე ამის წერით :eshmak: ვიზიდავ - ხალხს ვალამაზებ - რა ვიცი მე
-
ალბათ საქმე ისევ ქართულ ხასიათშია. ჩვენს კარგს ისევ სხვისი ცუდი გვირჩევნია. კარგ ტონად ითვლება ბარბარიზმებით საუბარი. ალბათ ადრეც ასე იყო. რა ვიცი აბაა :sorry:
-
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქალი ერთნაირია, ამავე დროს განსხვავებულებიც არიან. ანუ ვართ. ყველა ქალს თავისი სურვილები და მოთხოვნილებები აქვს. უმრავლესობა ითხოვს ყურადღებას, სითბოს და სიყვარულს ფულის თანხლებით. სამაგიეროდ კაცს ასაჩუქრებს ზრუნვითა და ალერსით
-
ჯერ უნდა ვაღიაროთ ის, რომ შოუბიზნესი იყო უგემოვნობის სინონიმი და ცოცხალი არც არასოდეს ყოფილა. დღეს როგორც ვხედავ სახელმწიფოს ყურადღება მთლიანად ფოლკლორისაკენ არის გადატანილი, რაც ჩემი აზრით სწორია. ეროვნული შოუბიზნესი თავად ხალხში ვერ იქნება პოპულარული. რადგან ძაღლების მაგივრად კატებს ვაყეფებთ. როგორც ადრე ეხლაც მხოლოდ მასა უსმენს იმას, რასაც ჩვენ ქართUლ შოუბიზნესს ვეძახით. უნდა ვაღიაროთ რომ ის მდარე ხარისხისაა. ისევ და ისევ ჯობია ყურადღება მივაქციოთ ფოლკლორს, რომელის უნიკალურობაც მთელი მსოფლიოს ფონზე გამოგვარჩევს. ყურადღების მიღმა არ მინდა დამრჩეს ის ჯგუფები რომლებიც სხვადასხვა მუსიკალურ მიმდინარეობებს მიყვებიან. ისინი მიმაჩნია რომ არ ეკუთვნიან შოუბიზნესს. რადგან ისინი ხელოვანები არიან და არა შოუ-ბიზნესმენები. რაც ვთქვი ეს ჩემი აზრია და თავზე არავის ვახვევ, შეიძლება მე ვცდები