-
პოსტები
990 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი dariala
-
სკანდალური შეკითხვა ქალთა სქესს! ოღონდ არ შეგეშინდეთ!
dariala replied to ვეფხვი's თემა in ადამ და ევა
ცხოველი კი არ ვარ არა! მეც ვთვლი, რომ სკანდალური ამ შეკითხვაში არაფერია -
ძველმა ახლო აღმოსავლეთმა მსოფლიოს მისცა ორი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი დამწერლობა ეგვიპტური იეროგლიფები და ლურსმული. გარდა ამისა აქ წარმოიშვა სემიტური ანბანური დამწერლობაც, თუმცა ის არ იყო სრულყოფილი, რადგან მხოლოდ თანხმოვნებს აფიქსირებდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ განვითარებული ევროპა პასიური გამოჩNდა აღMოსავლეთის ფონზე, რადგან მეორადი ანბანური დამწერლობა. ლურსმული დამწერლობა წარმოიშვა მდინარე ტიგროსსა და ევფრატს შორის ძვ.წ. IV-III ათასწლეულში არსებული უმდიდრესი ცივილიზაციის წიაღში. მისი უძველესი ნიმუშები აღმოჩენილია ძვ. ურუქში, ასევე ჯემდეტ-ნასრსა და ფარში. ლურსმული მას მისი ვიზუალური ფორმის მიხედვით შეარქვეს. ლურსმულსა და ეგვიპტურ იეროგლიფებს შორის უდიდესი განსხვავებაა. საწერ მასალად იყენებდნენ სველი თიხის ფირფიტას, რომელზედაც სამკუთხა წვერის მქონე ჯოხით, სტილუსით გამოყავდათ ნიშნები, ჯოხი უნდა დაეკავებინათ დახრილად, რათა ნიშანს ლურსმნის ფორმა მიეღო. შემდეგ ამ ფირფიტებს მაღალ ტემპერატურაზე წვავდნენ. თუმა ლურმსული დამწერლობა მეტად მოუხერხებელი იყო ის მაინც გავრცელდა ბაბილონეთიდან მთელ წინა აზიამდე. ლურმული დამწერლობის თავდაპირველი სახე იყო ნახატობრივი. თითქმის არ განსხვავდებოდა ეგვიპტურისაგან. ეს უძველესი ფორმა სავარაუდოდ შუმერებმა გამოიგონეს და შემდეგ გადასცეს იქ მოგვიანებით მისულ აქადელებს. ამ გადაცემის მომენტში დამწერლობამ თანდათან მიიღო ლურსმული სახე. განასხვავებენ ლურსმული შუმერო-ბაბილონური დამწერლობის განვითარების შემდეგ ეტაპებს: 1) აღმოცენებიდან აქადის მეფე მანიშთუშუს მეფობამდე (ძვ.წ. 3000 წლიდან 2250 წლამდე) 2) მანიშთუშუდან ლაგაშის მეფე გუდეონამდე (ძვ.წ. 2250-2050 ) 3) ურის მესამე დინასტიის პერიოდი (ძვ.წ. 2050-1900) 4) ბაბილონის მეფე ხამურაბის დინასტიის პერიოდი (ძვ.წ. 1900-1500) 5) კასიტების მმართველობის პერიოდი (ძვ.წ. 1500-1200) 6) ასირიული მმართველობის პერიოდი (ძვ.წ. 1200-600) 7) ახალბაბილონური (ძვ.წ. 600-540) ასევე განასხვავებენ შუმერულ, აქადურ, ელამურ, ხეთურ, ხურიტულ ლურსმულ დამწერლობებს.
-
kj. ნწუ! შამპოლიონმა ეგვიპტური იეროგლიფები გაშიფრა, ლურსმული კი პირველად გროტეფენდმა, მერე კი მისი საქმე გააგრძელეს სხხადასხვა მეცნიერებმა
-
გაწმინდეეეეეეს!!! როგორც იქნა ვა-ბანკის მინის ყუთი გაწმინდეს
-
kj. კარგად მე კი არა დიაკონოვმაც არ იცოდა ისე, რომ ტექსტებს ვთარგმნი(დი)
-
რუსული (გადასარევად) გერმანული (საშუალოდ გადასარევად) ინგლისური (გადასარევად, ოღონდ ცუდი გაგებით) უკრაინული (ძალიან, ძალიან ცუდად) შუმერული(ისე, რომ ლურსმული ტექსტის თარგმნა შემიძლია) აქადური(ისე, რომ ლურსმული ტექსტის თარგმნა შემიძლია) ხეთური(ისე, რომ ლურსმული ტექსტის თარგმნა შემიძლია)
-
მომკალით, ჩამქოლეთ, მაგრამ ეკატერინე ჭავჭავაძეს ლამაზ ქალად ვერ აღვიქვამ :|
-
წანწალით დაღლილი ძაღლივით მოვალ და კარებთან დავწვები, თვალები მექნება დახრილი, მზერა კი დიდი და ხანგრძლივი. ბარათით დაღლილი მტრედივით, სარკმელთან სიახლეს მოგიტან, მერე დაგეხვევი რეტივით მთვარის უალერსო ლოგინთან. ოჯახით დაღლილი სახლივით ხმაამოუღებად გინატრებ. წანწალით დაღლილი ძაღლივით კარებთან მოგიტან სიმართლეს... ოდესღაც მიყვარდი!
-
Private Nodari გაიხარე ცოტა ეჭვი კი მეპარება ისე იმაში, რომ როდესმე ეშველება ჩვენს ქვეყანას :| ოფფად რომ არ ჩამითვალოს ჩვენმა მოდერმა - ამ წამს ნოდარიკოს ველაპარაკები
-
ყველა დავაძინე ეხლა და დავრჩი ჭოტივით მთელი ჩემი დრო ეხლა პლანეტას ეთმობა პ.ს.Private Nodari სამი წლისა და 7 თვის - ანდრია, ერთი წლისა და 5 თვის ნინო, 5 თვის ელენე
-
თან ბავშვს ვაჭმევ, თან მეგობარს ველაპარაკები სკაიპში, თან ფორუმ.გეზე ვარ ჩართული მეტად მწვავე პოლემიკაში, თან ფეისბუქზეც ვარ და თან კიდე მეორე და მესამე ბავშვებს ვაძინებ არ ვარ ქალიიიი?
-
კია ცანცარა ივანოვნა, მაგრამ ლამაზია უდაოდ ვერაფერში შეედავები. ძალიან ლამაზი გოგოა http://s004.radikal.ru/i206/1001/78/efa03fdf0743.jpg
-
კარტოფილის ჰაეროვანი ბურთულები თუ არ გაგისინჯავთ აგერ აჰა ბატონო რეცეპტი, გააკეთეთ და მირთვით მოხარშეთ კარტოფილი კარგად, გააცალეთ კანი და ცხელივე ჩაზილეთ, ათქვიფეთ 5 კვერცხი და ცხელსვე ნელნელა შეაზილეთ. ნახავთ, რომ კარტოფილი ცომივით წელვადი გახდება. დაუმატეთ მარილი გემოვნებით და გაწურული და მანანის ბურღულ მოყრილი ყველი. როცა მასა გერთგვაროვნდება შეწვით ცხელ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.
-
აუ ტატ, არ ვიცი სამწუხაროდ კვლიავი ვიცი რომ არის ქართულადაც
-
სანელებლების გარეშე ზოგ საჭმელი საჭმელი არ არის შემიძლია ჩემი გამოცდილების მიხედვით გითხრათ, რომ სანელებლები, კერძოდ კი უცხო სუნელი, ხმელი ქინძი ძალიან უხდება ხორციან კერძებს, გარდა იმისა რომ კარგ გემოს აძლევს ხელს უწყობს საჭმლის მონელებასაც. მე მაგალითად როცა ვაკეთებ ბულიონს აუცილებლად ბოლოს ვუკეთებ სანელებლებს. ძალიან უხდება ჩემი ბაბუშკა როცა აკეთებდა ბრინჯის რძიან ფაფას აუცილებლად უმატებდა ბოლოს ცოტა მიხაკ-დარიჩინს. ძალიან გემრიელი გამოდიოდა. სხვა რა გითხრათ აბა? მოხეური ხინკალი წარმოუდგენელია ძირას და კვლიავის გარეშე. ასევე უგემრიელესია ქონდარი აქვე თუ გნებავთ დაგიწერთ ქონდრიანი წვენის რეცეპტს. მოხევეები ასე ეძახიან და მეც ამ სახელით წარმოგიდგინეთ მოხარშავთ ხორცს, გნებავთ საქონლის, გნებავთ ცხვრის. ყველაზე გემრიელი ისე გამოდის ეს ჯიხვის ხორცისაგან მოკლედ მოხარშავთ, როცა კარგად მოიხარშება დაუმატეთ საშუალო ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი, როცა ისიც მოიხარშება ჩააყარეთ ბლომად ბეგქონდარა (მთის ველური ქონდარი) და დაჭ####ტილი ნიორი გემოვნებით. ბოლოს მარილი და მორჩაა. ისეთი გემრიელია თითებსაც მიაყოლებთ მე ვაყოლებ ხოლმე პირადად და მერე ახალი ამომდის
-
ვინმემ მოისმინეთ პოსტ სკრიპტუმში? დედამიწას რაღაცა ბზარი მოუყვებაო, თუ რაღაც ამის მსგავსი თქვეს. ვინც იცით დაწერეთ რაა, საქართველომდეც მოდის ეს ბზარიო, მართალია?
-
არაა, უბრალოდ მაინტერესებს ხოლმე თან როცა დისკზე გადააქვთ ფერებს ვასწორებინებ, მეც კი შემიძლია დამუშავება მაგრამ მაინც
-
ჭანო ხოო, ნეგატივს არაა, ისინი მისკანერებენ, მაგრამ მე ვადგავარ თავზე
-
ისა და მეც ამომშალეთ - ემანდ არავინ შემომიყვარდეს და :lol: ნუ დამინგრევთ ოჯახს :lol: p.s. თანაც დარიელა კი არა დარიალა ვარ
-
სად არიან და თბილისში, ზოგი სადაა ზოგი სად. მე ასე ვიცი, რომ სახლები არ აუშენებიათ მაგათთვის. კვიციანის ოჯახიც აქაა თU არ ვცდები/
-
ჭანო ხოო ქენონი დედოფალია, მაგრამ ნიკონი მეფე მე ვასკანერებ ხოლმე წერეთელზე, პანდას სავაჭრო ცენტრი რომაა იქაა ზედ გზაზე ფუჯის ფოტოსტუდია. თან ძალიან იაფია, ერთI კადრი 10 თეთრი+დისკის 50 თეთრი და მორჩA. ასე იყო აქამდე იმედია არ გააძვირეს
-
ჭანო ხო ანალოგია, როგორ ვიცი კარლ ცაისის ქარხნები რომ დაიშალა მეორე მსოფლიო ომის დროს კიევში გადაიტანეს და მერე კიევის გამოშვება დაიწყეს. ანუ გერმანულია ფაქტიურად ეეეხ, სადააა ობიექტივები და კაი ცხოვრება. ისე კიევი იმ მხრივაა კარგი, რომ 300 დოლარად თU იშოვე უყიდი ნიკონის ობიექტივს და გექნება ნიკონი ესენი ზოგი სონითაა გადაღებული, ზოგი ზენიტით და ზოგი კიევით შენ რომელი გაქვს?
-
რა უბედურებააა, საკუთარ ხალხს არ ინდობენ ეგენი და რამე რომ ყოფილიყო უკრაინელებს დაინდობდნენ?
-
არაა, არაა საიდუმლო sony DSH H3 და კიევ 19, რომელზედაც მიდის ნიკონის ობიექტივები და რომლებიც სამწუხაროდ არ მაქვს