-
პოსტები
990 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი dariala
-
ზღაპარი (რუსული ზღაპარი რომაა თალგამზე ანუ)
-
მე მგონია რომ ორივე მხარეზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს პასუხისმგებლობა. როცა კაცი ჩაგრავს ქალს ამაში ცოტათი ქალიცაა დამნაშავე. მე იმას ვგულისხმობ, რომ თავი არავის არ უნდა დააჩაგვრინო.
-
რა თქმა უნდა ეს არ არის ნორმალური. ერთერთი ძირძველი და ფესვგადგმული პრობლემაა საქართველოში. ამის მოგვარებას დიდი დრო უნდა, უნდა შეიცვალოს ზოგადად ქართველი კაცის და ქალის(აც) ფსიქოლოგია. საერთოდაც მე შეუძლებელი მგონია ეგ ამბავი
-
ცოტა არ იყოს შემაშინე ლიც თქვი ის, რასაც უკვე ვგრძნობ და რასაც ჯერ კიდევ არ ვუმხელ საკუთარ თავს :|
-
ბაზალთ ქალი ძაღლის ყეფაზე უცბად წამოდგა, ჯერ ჩუმად აყურადებდა და როცა ძაღლმა ისეც დაიყეფა - ალბათ მოვიდაო - ჩაილაპარაკა და გარეთ გაიხედა. ყუროს წვერზე ყვითელი მთვარე ქარში აფრიალებული მანდილივით ეკიდა. დადუმებულ სოფელს მხოლოდ ძაღლების კანტი-კუნტი ყეფა და შარაზე მომავალი მთვრალის ბურტყუნი არღვევდა. ეს ლეგაი იყო, ბაციეთ ბალღი. გიორგი არსად არ ჩანდა. - როდის-ღა უნდა მოვიდეს ბეჩავი! ხმამაღლა ფიქრობდა მარი. ის ქმარს ელოდა. გიორგის სტუმარი უნდა ჩაეცილებინა ყაზბეგამდე. მათი წასვლის მერე კარგა დიდი დრო იყო გასული და ქალი უკვე ნერვიულობდა. შინ შევიდა და ჯერ მძინარე ბავშვს გაუსწორა საბანი, მერე კი უკვე დალაგებული კარადის ხელმეორედ დალაგება დაიწყო. გურიეთ გიორგი თავის ტოლ-ბიჭებში გამორჩეული იყო და მაშინ ყველას გაუკვირდა მათი შეუღლება. მარი თავად ერთი ფეხმოკლე და უფერული გოგო იყო. ვერც კი შეამჩნევდი, მხოლოდ თავისი კოჭლობა გამოარჩევდა სხვებისაგან. -ბაზალთ ქალი რა გონჯი რაიმე გამოდგაო - იტყოდნენ ხოლმე ერობაში შეკრებილი ჭორითა და ხელსაქმით გართული ქალები. თავადაც გრძნობდა თავის ნაკლს და მუდამ ჩუმად დაიარებოდა. ცდილობდა თვალში არავის მოხვედროდა. იყო ჩუმად და სულ რაღაცაზე ფიქრობდა. ძალიან ბეჩავი ბედის პატრონი კი იყო. მამა არც ახსოვდა. სამი წლისa ყოფილიყო, როცა ფშანთ ჩხერი გამოვარდა და მათი სათიბი მთიბველიანად წაიღო . დედა ჯუთელ ხევსურს გაჰყვა ცოლად. ობლად დარჩენილი მარი ბებომ გაზარდა. ერთ ზაფხულს მარიმ ფეხი მოიტეხა. ცხელი დღე იყო, მარი და ბებო სახვეტზე იყვნენ გასულები. მოხუცი ქვემოდან აწვდიდა თივას, მარი კი თივის ზვინზე დაიარებოდა, რათა ბალახი კარგად დატკეპნილიყო. უცბად ფეხი გაუსრიალდა პრიალა, მზით გაცხელებულ ბალახზე და დაბლა ჩამოვარდა. სოფლის ექიმმა არტაშანი დაადო, მთელი შემოდგომა რაღაც მალამოებსაც ისმევდა, ძვალი გაუმთელდა, მაგრამ კოჭლობა კი დაუტოვა. იმ ზამთარს ბებოც წავიდა საიქიოს და დარჩა ბეჩავი ქალი მარტოდმარტო. თავი ძლივს-ძლივობით გაჰქონდა. ხან სახლებს ალაგებდა, ხან ნახირს ჩამორჩენილ ძროხას მოუძებნიდა , ხან სახვეტზე ან საკარტოფილეზე გაჰყვებოდა ვინმეს... როცა წამოიზარდა თავისი ნაკლი უფრო კარგად გაითავისა და თანდათან ჩაიკეტა საკუთარ თავში. მეგობრები არ ჰყავდა, ხალხმრავლობას ერიდებოდა, მხოლოდ რომელიმე დღეობაზე თუ ავიდოდა სამების მინდორზე, ისიც სხვის დასახმარებლად. პირველად გურიეთ გიორგი სწორედ სამების მინდორზე ნახა. მარიამობა დღე იყო. გიორგი თავის ცხენს "რიჟას" დააჭენებდა, ისედაც მაღალი და ტანადი ამ ვეებერთელა ცხენზე კიდევ უფრო დიდი და წარმოსადეგი ჩანდა. უდარდელად გადი-გამოდიოდა "გურიეთ ბალღი" და თითქოს ყურადღებას არ აქცევდა გოგოების აღტაცებულ მზერას. იმ საღამოს მარი ცდილობდა სულ გიორგის გვერდით ეტრიალა, მერე გაახსენდა, რომ "დაფეხვილი გონჯი" იყო და ამან ისეთი ტკივილი მოჰგვარა, რომ შეეშინდა... ტკივილის შეეშინდა და სახლში გაიქცა... პირველად მაშინ ილოცა... მეორე დილით სულ სხვანაირი გამოვიდა სახლიდან.უფრო უფერული, ფერმკრთალი და სევდიანი იყო. მალე სოფელში ხმა დაიყარა -ბაზალთ მარის გურიეთ ბალღი შაჰყორებიაო! კარგა ხანს იცინა ამაზე ხალხმა, მერე თანდათან დავიწყებას მიეცა ეს ამბავი. ამის გამო მარიმ კიდევ უფრო მოუკლო გარეთ გამოსვლას. ძაღლმა ისევ დაიყეფა... მარი წამოხტა და უკვე ნერვიული ნაბიჯებით გარეთ გავიდა. არავინ იყო. მურია სოფლის ძაღლობას ეხმიანებოდა მხოლოდ. - როგორ უყორს-კე ამ კაცსა ღამეჩი სიარული, გული უნდა გამიხეთქას? ასე გაბრაზებული ბურტყუნებდა ცოტა ხანს. მერე ისევ სახლში შებრუნდა. ცოცხს მოჰკიდა ხელი და იატაკს გამალებით დაუწყო ხვეტა. მერე გადააგდო და ცოტა ხანს იდგა გარინდებული. ბოლოს ხელსაქმე აიღო და ისა და ფიქრი ერთად ჩამოჯდნენ საბაასოდ. ერთ საღამოს ჩვეულებისამებრ სახლში იჯდა და წიგნს კითხულობდა. ძალიან უყვარდა წიგნი. ამ დროს ყველაფერი ავიწყდებოდა, წარმოიდგენდა, რომ თავად იყო ამ წიგნის გმირი და ყველაფერი რაც იქ ეწერა სინამდვილეში მის თავს ხდებოდა. წიგნი იყო მისი მესაიდუმლე, ერთადერთი ტოლ-ამხანაგი. უცბად ნაბიჯების ხმა შემოესმა. ეზოში აშკარად ვიღაც შემოვიდა, კართან მოვიდა და გაჩერდა. შეკრთა ქალი, წამოდგა. კარი რომ გააღო და გიორგი დაინახა სუნთქვა შეეკრა, თავბრუ დაეხვა და რომ არ წაქცეულიყო კედელს მიეყრდნო. გიორგიმ არაფერი უთხრა, ცოტა ხანს უყურა, უყურა უძირო თვალებით ისე, რომ მისი ხელი ხელში ეჭირა. მერე გატრიალდა და წავიდა. იმ ღამეს არც მარის სძინებია და არც გიორგის. ამ დღის მერე ყოველ დღე დაბარებულივით მოდიოდა გიორგი. ეზოში ისხდნენ და ლაპარაკობდნენ ბევრს, ძალიან ბევრს. დადნა, დაილია ქალი, ცალკე გაურკვეველი ბედნიერებით და ცალკე კიდევ სოფელში დაყრილი ცუდი ხმებით. ვერც ვერაფერს ლამობდა. თან სოფლისა რცხვენოდა და თან კიდევ იმის წარმოდგენაც კი არ შეეძლო, რომ შეიძლება გიორგი ერთ დღესაც აღარ მოსულიყო მასთან. ყოველ დღე დილიდან გიორგის მოსვლამდე თითებს იჭამდა ფარდის უკან დამალული. სოფლის ჭორი კიდევ უფრო გაიზარდა, იბარტყა და ეხლა უკვე ყველა ერობაზე ფუთფუთებდნენ მისი ბარტყები. ერთ დღეს გიორგი არ მოვიდა, დილიდან იდგა ფანჯარასთან მარი და ჭიშკარს უყურებდა. გარეთ გასვლა ძალიან უნდოდა, მაგრამ ისედაც აჭორებული ხალხის რიდით თავს იკავებდა. მხოლოდ დაბინდებულზე შევიდა მის ეზოში გიორგი, გარეთ გავარდნილ, სიხარულისაგან გულამოვარდნილ ქალს ხელი მოჰკიდა და გარეთ გაიყვანა. მთელი სოფელი შეკრებილიყო. ჩუმად იდგნენ, თითქოს რაღაცას ელოდნენ. გიორგიმ მარი სოფლის უხუცესთან მიიყვანა და ხმამაღლა, ყველას გასაგონად უთხრა: -ამ ქალასა გთხოვთ, ამის გარდა ცოლად ცხო არც ვინ არ მინდა! მარიმ ვერ გაარკვია მოესმა ეს, თუ მართლაც თქვა გიორგიმ. გაოცებისაგან აყაყანებული ხალხი დაიშალა და კვამლადენილ სახლებში დანაწილდა. ჯვარი გაზაფხულზე, გახსნილებისას მამა იოსებმა დასწერა. მთელი საღამო ბედნიერებისაგან ტიროდა მარი, ოღონდ ისე, რომ არავის გაეგო. უხმოდ, უცრემლოდ ტიროდა. ამ დღის შემდეგ მიიღო სოფელმა მარი... თითქოს აქამდე არც იცნობდა... თუკი მანამდე სალამსაც ამადლიდნენ, შეხვედრისას უკვე ყველა ეუბნებოდა გამარჯობას... "დაფეხვილი გონჯი" სადღაც გაქრა... მაგრამ მარი არ დაუბრუნდა სოფელს. სულ შინ იჯდა, იმ დღის მერე არც ერობაზე გამოსულა და არც ხატობებზე... თითში ნემსის ჩხვლეტამ გამოაფხიზლა. ჯერ ბავშვს გადახედა მერე კი წამოდგა, დიდი თავშალი მოიხვია და გარეთ გავიდა... შიში თანდათან ერეოდა. -ხომ არაფერი მოუვიდაო - ფიქრობდა. იდგა აივანზე და კარგა ხანს ზემოდან დაჰყურებდა გზას. მთვარეს ყუროს წვერები მიეტოვებინა და ეხლა სოფლის ზეცას დროებით შემოხიზვნოდა. ცოტა ხანში ცხენის ფლოქვების სუსტი თქარა-თქური მოესმა, რომელიც თანდათან ახლოვდებოდა. იცნო "რიჟაის" ახალდაჭედილი ნალების ხმა. გული სიხარულით აევსო. გაბრაზებული კი იყო -მოიდეს, რაი დღე ვაყარა, ასე რომ შამაშინაო! უკვე მოფიქრებულიც ჰქონდა როგორ უნდა გაელანძღა დაგვიანებული ქმარი. ეზოში შემოსული გიორგის დანახვაზე გამზადებული ქოქოლა პირზე შეადნა, უნებლიედ თვითონაც გაეღიმა, სიხარულისაგან ალეწილი სახით შეეგება. გუნებაში თავის თავს უბრაზდებოდა, რადა ვარ ასეთ გულჩვილიო. უნდოდა უკმეხად შეხვედროდა ქმარს, ხუთი თვის ორსული უძილო რომ დასტოვა და ანერვიულა, მაგრამ კრინტსაც ვერ ძრავდა. ის კი არადა ბედნიერი კუდში დასდევდა, ხომ არ გშია, ხომ არ დაიღალეო. გიორგიმ ჯერ ცხენი დააბინავა, წყალი და თივა მიუტანა. მერე კი მარის მხარზე მოხვია ხელი, სიხარულით ატაცებული ქალი მკერდზე მიიკრა და შინ შეიყვანა. კარი მიიხურა და ეზოც დადუმდა. სოფლის თავზე აბრიალებული მთვარე გაინაბა, წყვილს დაუწყო ძებნა, მაგრამ იმდენ ვარსკვლავებში ტოლი რომ ვერ იპოვა დაღონებულმა ღრუბელი მოიხვია თავზე. :siriko: :nekro: : :malina:
-
пятикнижие არის იგივე მოსეს ხუთწიგნეული исход არის გამოსვლათა წიგნი, ანუ ებრაელების გამოსვლა ეგვიპტიდან
-
კურტ კობეინი (ეს შეიძლება?)
-
აჰა თU გიყვარს ბავშვები და აჰაა თანაც ორი ერთად http://s003.radikal.ru/i203/1002/a6/343081f2644d.jpg
-
Pariz ეგ შენ რომ ჭამ ხოლმე ეტყობა იმიტომ გეწვის ცხვირი, მე თვალები ამეწვა
-
თვალები ამეწვა
-
მიშამ ბრძანა: დასავლეთში ჩერჩილია, აღმოსავლეთში-მეო
dariala replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეუფ! რა ჩერჩილი, მიშაა დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც. ვავა ნანა ჩქიმი ცოდვა -
http://s40.radikal.ru/i088/1002/2a/9bf33d3c424e.jpg მე მინდოდა ჩემს ქორწილში ასეთი მოკლე კაბა მცმოდა. რადგან მაღაზიებში ვერ ვნახე სასურველი ვარიანტი გადავწყვიტე შემეკერა. გავიკითხე, გამოვიკითხე და ბარნოვზე მიმასწავლეს ერთი "დიზაინერი". მოკლედ მივედი ამ ქალთან, მოველაპარაკე და ზომები რომ ამიღო შევეცადე ამეხსნა თუ როგორი კაბა მინდოდა ზუსტად. ამ ქალმა ხელები გაასავსავა -აპა, პა, პა, პააა. მე ხელოვანი ვარ და უკვე ჩემს წარმოსახვაში ვხვდები როგორი კაბა უნდა შეგიკეროო. არაფერი არ მითხრაო. მეც უვიცი და ხეპრე რომ არ ვგონებოდი ბრძნული სახით ვუქნევდი უბედურ თავს. "პრიმერკებზე" რომ მივდიოდი კი მიკვირდა აბსტრაქცია-კაბას რომ მაზომებდა, მაგრამ მეთქი ალბათ საბოლოო სახე უკეთესი იქნება-თქო. მოკლედ ამ ქალმა ისე გააჯანჯლა კერვის პროცესი, რომ ზუსტად ქორწილის დილას იყო მზად ჩემი კაბა. მივედი და რას ვხედავ - საკიდზე რაღაც კრემისფერი გეომეტრიული ფიგურაა დაკიდებული. დაბლა ბოლოშემომწვარივით გამოჩრილია თეთრი "წიული". სახელოები შეშის "ფეჩის" "ტრუბებს" გავს. გავწითლდი, გავმწვანდი, მაგრამ გადავწყვიტე ქორწილის დილა არ ჩამეშხამებინა, ცივად დავემშვიდობე "დიზაინერს" და წამოვედი გულგასიებული. სახლში რომ მოვედი ფაქტიურად დავშალე კაბა და ხელახლა შევკერე. სხვათაშორის კარგი გამოვიდა ასე იყო თU ისე მაინც კარგად ჩაიარა ქორწილმა. ჭკუა კი ვისწავლე - ჩემს ცხოვრებაში აღარ მივალ "დიზაინერთამ" მაგას ციგნებში წასვლა მირჩევნია. ხოდა ეხლა სინანულით ვუყურებ ამ ლამაზ კაბებს.
-
ეგ ის ირაკლი ხომ არაა, რომელზედაც ჭორი დადის, რომ ერთ სუფრაში გაცვალა ზვიად გამსახურდია?
-
თემის სათაურმა იმოქმედა ძაააააან!
-
დედამიწაზე არსებული ხილის ყველა სახეობა მიყვარს, უკლებლივ ყველა. შემიძლია მთელი დღე საჭმელი არ ვჭამო თუ ხილი მაქვს
-
საწყალი ზვიადი, საფლავშიც ვეღარ მოისვენა. ეს რა დრო მოვიდა - ძეგლებსა და მკვდრებს აქეთ-იქით დააკონწიალებენ :|
-
დასახლება (ლილოს დასახლების "პონტში")