-
პოსტები
990 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი dariala
-
საპატრიარქოს ეხლა მეტი საქმე არ აქვს ფორუმებზე დაიწყებს ძრომიალს, აქ დავას და საქმის გარჩევას აზრი არ აქვს. ამის სწავლა მეც არ მაწყენდა. თავისუფალი აზრიო და ამ დროს როცა გამოთქვამ შენს აზრს ცინიკურ პასუხებს გცემენ. ეს არის აზრის პატივისცემა?
-
და აქამდე არ იცოდით, რომ ეკლესიისა და ღმერთის შეურაცხყოფა ერთი და იგივეა?
-
რაღაცეებში მართალი ხართ ფორუმ.გეს აქტიური მომხმარებელი ვარ მეც და ვიცი რა სიტუაციაა იქ. მაგრამ ისე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ხანდახან ეგ თავისუფალი აზროვნება მკრეხელობასა და ღმერთის (ეკლესიის) შეურაცხყოფაში გადადიოდა. გაწმენდა მართლაც სჭირდებოდა ზოგს
-
დიდი სიამოვნებით ვიმეგობრენ და ვმეგობრობ კიდეც მუსლიმებთან, იუდაისტებთან, კათოლიკეებთან და რა ვიცი ყველასთან, მაგრამ ლოცვით მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ვლოცულობ. თუ კი ღმერთი ყველგანაა მაშინ რაღა აზრი ჰქონდა ჩვენი წინაპრების და საერთოდ წმინდანების თავდადებას? რატომ აწამეს ის ხალხი? რა აზრი ჰქონდა 100 000 წმინდა მოწამის სიკვდილს? ან მილიონობით ჩვენი წინაპარის გმირობას, როცა სარწმუნოებრივი ღალატი სამშობლოს ღალატს უდრიდა? ისე ჯერ უნდა განვსაზღვროთ ვისთვის ვინ არის ღმერთი. ჩემთვის არის წინდა სამება ხო? ამ დროს მაგალითად ბუდისტები საერთოდ არ აღიარებენ მას, ისევე როგორც მსოფლიო რელიგიური ატლასის უმრავლესი წევრი. მართალია სახარებაში ამბობს მაცხოვარი, რომ სადაც ორი ან მეტი ადამიანი შეიკრიბება ჩემი სახელით მეც იქ ვარო, მაგრამ აქ არ იგულისხმება მთელი მსოფლიოს მოსახლეობა.
-
"გვეშინოდა, რომ როკის გვირაბს ააფეთქებდით
dariala replied to dariala's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მაპატიეთ ყველამ ვინც კი დაგამძიმათ ამ თემამა. მესმის რომ ძნელია, მაგრამ სირაქლემას პოზიციაში არ უნდა ვიყოთ. უნდა ვიცოდეთ რა, რატომ და როგორ მოხდა. მართალია სრულ სიმართლეს ვერასოდეს გავიგებთ მაგრამ მსჯელობა ხომ შეიძლება. -
თუ თანახმა იქნებით ძველი აღმოსავლეთის ისტორიის ან კულტურის განხრით მოვაწყოთ პრესკონფერენცია. ვისაც გაინტერესებთ შუმერული, აქადური,, ხეთური, ეგვიპტური და სხვა ძველაღმოსავლური კულტურები. შემიძლია ვთხოვო სპეციალისტს რომ გვეწვიოს და გვიპასუხოს კითხვებზე რაღაცრაღაცეებზე მეც შემიძლია გაგცეთ პასუხი )
-
მოსკოვში ჟურნალისტთა საერთაშორისო ფორუმზე წასვლა იმის გასაგებადაც ღირდა, თუ რა ალიაქოთი იყო ატეხილი 8 აგვისტოს დილას რუსეთის გენშტაბში და რატომ გზავნიან აგვისტოს ომგამოვლილ რუს ოფიცრებს სომხეთში... მოსკოვში ევროპისა და აზიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ფორუმში ქართველი ჟურნალისტების მონაწილეობის გამო სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ქართულ ტელეარხებზე ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟი ჩაცხრა, მაგრამ ცხარე დისკუსიებმა ტელეეკრანებიდან ინტერნეტსაიტებზე გადაინაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინტერნეტდისკუსიებში ამ სტატიის ავტორის გვარიც (როგორც მოსკოვში ჩასული ქართველ ჟურნალისტთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის) ხშირად ფიგურირებს (ბევრი გვამხნევებს, ზოგიერთი გვაკრიტიკებს), არავისთან თავის მართლებას არ ვაპირებთ, უბრალოდ, "კვირის პალიტრის" ერთგულ მკითხველს ვთავაზობთ წინა ნომერში დაპირებული იმ საინტერესო დეტალების გაცნობას, რაც მოსკოვში ყოფნისას გავიგე. ზემოხსენებულ ფორუმში მონაწილეობდა არაერთი ცნობილი რუსი ჟურნალისტი (ასევე უკრაინელი, შუააზიელი...), რომლებიც აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილ რუსულ სამხედრო დანაყოფებს მოჰყვებოდნენ სტატიებისა თუ სატელევიზიო სიუჟეტების მოსამზადებლად. არაოფიციალურ საუბრებში მათ ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი გაიხსენეს, რომლებმაც გადამწყვეტი, საბედისწერო როლი ითამაშა ქართული მხარისთვის. ერთ-ერთმა ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა გაიხსენა ომის პირველ საათებში თავისი საუბარი რამდენიმე რუს გენერალთან - "გვეშინოდა, რომ როკის გვირაბს ააფეთქებდით და ჯავას დაარტყამდით. თქვენ კი მთელი ძალები ცხინვალის ასაღებად გადაისროლეთ, ამაზე მეტ საჩუქარს ნამდვილად ვერ მოგვიძღვნიდით. ქართველებს როკის გვირაბი რომ აგეფეთქებინათ, ან იქიდან ერთადერთი გამოსასვლელი რთულად გასავლელი სერპანტინი რომ ჩაგეკეტათ, ჩვენი ჯავშანკოლონები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ და ცხინვალამდე ჩამოსაღწევად საათები კი არა, შეიძლება ერთი-ორი კვირაც დასჭირვებოდათ. ნამდვილად დარწმუნებული ვიყავით, რომ ცხინვალს გვერდს აუვლიდით და მთავარ შეტევას ჯავაზე განახორციელებდით, სადაც ომამდე ერთი წლით ადრე საიდუმლო სამხედრო საცავების მოწყობა დავიწყეთ იმ შემთხვევისთვის, თუ როკის გვირაბს ჩაგვიკეტავდით. მაგრამ თქვენმა გენერალიტეტმა ჩვენი ბედოვლათი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, გრაჩოვის სტრატეგიული შეცდომა გაიმეორა და ტანკები ცხინვალში შეიყვანა ისევე, როგორც გრაჩოვმა 1994 წლის 31 დეკემბერს - გროზნოში და იქ ცხვირმოუხოცავ ჩეჩენ "ბოევიკებს" ჩაახოცვინა"... ამ სიტყვების გაგონებაზე გული დამიმძიმდა, რადგან გუშინდელმა (და შეიძლება ხვალინდელმაც!) მოწინააღმდეგემ თითქმის სიტყვასიტყვით ზუსტად გაგვიმეორა იმ საბედისწერო შეცდომების თანამიმდევრობა, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ, უფრო სწორად, მათზე უდიდესი გავლენის მქონე პოლიტიკურმა ელიტამ დაუშვა. მეორე არანაკლებ საინტერესო დეტალი სხვა რუსი ჟურნალისტის მონათხრობიდან გამოჩნდა, რამაც კიდევ ერთხელ მატკინა გული - თურმე 8 აგვისტოს დილას მოსკოვში მდებარე რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ერთი შენობიდან მეორეში გადადიოდა (ეს საქმე რამდენიმე დღის დაწყებული იყო) და, შესაბამისად, თითქმის მთლიანად მოშლილი იყო გენშტაბის რამდენიმე მთავარი სამმართველოს, მათ შორის სამობილიზაციოს, მუშაობის პროცესი. მეტიც, არ ფუნქციონირებდა გენშტაბის დახურული კავშირისა და მართვის ძირითადი კომპონენტები, რის გამოც რუსეთის გენშტაბიდან ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქისა და 58-ე არმიის ხელმძღვანელობისთვის გაცემული ბრძანებების ადრესატამდე მისვლა 8-10 საათით იგვიანებდა, რის გამოც რუსი გენერლები იძულებულნი იყვნენ, ჩვეულებრივი მობილური ტელეფონებით, ღია კავშირით გაეცათ ბრძანებები. ჩვენ მოწინააღმდეგის ვერც ეს სერიოზული სისუსტე გამოვიყენეთ... და ერთიც: მოსკოვში ყოფნისას გავიგეთ, რომ რეფორმირების პროცესში მყოფი 58-ე არმიისა და, შესაბამისად, მასში შემავალი მე-19 მოტომსროლელი დივიზიის (ამ არმიის ბაზაზე ჩრდილოეთ კავკასიაში რამდენიმე ცალკეული ბრიგადა ყალიბდება) იმ ოფიცრების დიდი ნაწილი, ვინც აგვისტოს ომის დროს რეალური საბრძოლო გამოცდილება მიიღო, სომხეთში გადაჰყავთ. ჯერ ძნელი სათქმელია, ამ ომგამოვლილი ოფიცრებით გაძლიერებული გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზის დანაყოფების მთავარი მიზანი ისევ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე იერიშის მიტანის მზადება იქნება (2008 წლის 9 აგვისტოდან საქართველო-სომხეთის საზღვართან მობილიზებული იყო 50 ერთეული რუსული ჯავშანტექნიკა შესაბამისი ქვეითი დანაყოფების თანხლებით), თუ ამ რუს ოფიცრებს მთიან ყარაბაღში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის განახლების შემთხვევაში გამოიყენებენ. ეს ინფორმაცია უთუოდ ყურადსაღები უნდა იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობისთვის. 2005 წლის მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, ოქრუაშვილის "ჩაწოდებით", პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ სტატიის ავტორი ტელეეკრანიდან ერთ-ერთ პირველ "მარკოზაშვილად" მოიხსენია, თუმცა გავიდა ცოტა ხანი და გამოჩნდა, ვინ იყო მართალი. არა უშავს, დღესაც მოსკოვში ჟურნალისტური ვიზიტის გამო შეიძლება "ხელისუფლებასთან ჩახუტებულმა" ზოგ-ზოგიერთმა ჟურნალისტმა "თითქმის მოღალატის" იარლიყი მომაკერა, მაგრამ სიმართლე ხომ ერთია და ის მალე გამოჩნდება... ირაკლი ალადაშვილი ”კვირის პალიტრა” წყარო: http://www.ambebi.ge/samkhedro/14542-qgves...thqven-kiq.html რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?
-
დიდი მადლობა შენ ფრიდრიხ, ძალიან კარგი მასალები დადე. ზოგიერთებს უნდა გაუკრა ყველა კედელზე რომ დღეში რამოდენიმეჯერ მოუწიოთ წაკითხვა. იქნებ გაიგონ რამე.
-
რუსეთი მართლაც არასოდეს არ დაგხვმარებია, მაშინ როცა ფინეთთან და თურქეთთან ბრძოლაში ათასობით ქართველია დაღუპული, ისევე როგორც ჩრდ. კავკასიის დამორჩილებისას. იგივე გრძელდებოდა XX საუკუნეში, როცა ავღანეთში რუსეთის ინტერესებს შეეწირა ათეულობით ქართველი ბიჭი. როცა ამბობენ ხოლმე - ერთმორწმუნე რუსეთი გვირჩევნია ამერიკასო - მწარედ მეცინება. სანამ ასე მოაზროვნე ადამიანები არსებობენ ჩვენი საშველი არ იქნება. სამი წლის წინ ვიყავი მოსკოვში შემაძრწუნა ქართველებისადმი გამოვლენილმა ზიზღმა. მერწმუნეთ ხალხო მათ ჩვენ ვეზიზღებით. თუმცა ყველას არა, ძირითადად შეხება მქონდა იქაურ ინტელიგენციასთან და მათგან სითბოს და მონატრებას ვგრძნობდი, ნოსტალგიას მზიანი საქართველოს მიმართ. აი ქუჩაში როცა გავდიოდი თავი ნაცისტები თავყრილობაზე მეგონა. თბილისის გაგონებაზე ხალხს ბურძგლავდა, იმდენად დიდია მთავრობის მიერ ანტიქართული პროპაგანდის ძალა.
-
ჯერ არ მინდა სიკვდილი. უამრავი გეგმა მაქვს: მინდა რომ გავზარდო ჩემი შვილები, მივცე მათ სწორი აღზრდა, განათლება. მინდა რომ დავამთავრო დოქტორანტურა. დავწერო ნაშრომები, წიგნები, რათა პატარა კვალი დავტოვო ამ ქვეყანაზე. მერე შვილიშვილებსაც რომ გავზრდი დაე მოვკვდე
-
არ ვიცი როგორ, მაგრამ ასეთმა პატარა და მიუსაფარმა ქვეყანამ არც მწვადი უნდა დასწვას და არც შამფური. ანუ ორი ბატონის მსახური უნდა იყოს. სხვა გზა არ არის სამწუხაროდ
-
ფაშიზმის და დისკრიმინაციის პრობლემა ფორუმზე
dariala replied to babuagiorgi's თემა in ფორუმის შესახებ
"ჩემი ბრძოლა" წაკითხული გაქვთ? პ.ს. სიმართლე გითხრათ ფორუმის ზოგიერთი წევრის ნეოფაშისტური მიდრეკილებანი მეც თვალში მომხვედრია, მაგრამ ვთვლი რომ "არაა მაი ჩემი საქმე". მე უკვე ჩემი აზრი გამაჩNია, და ვერავინ და ვერაფერი ვერ შემაცვლევინებს. მაგრამ ამ ფორუმზე შემოსტუმრებული ბაღნობის რა მოგახსენოთ. -
მნიამ, მნიამ :takodazeppe: მეგობრები დამცინიან, მაგრამ ჩემი ერთერთი უსაყვარლესი სასუსნავია - ლუდი, შავი პური, თევზი ან სოსისი :love2: :love2: :love2:
-
ქორწინების ბეჭედს და მცირე ზომის საყურეები. საათიც, თუ არ დავკარგე რა თქმა უნდა :takodazeppe:
-
იქნებ გაასწოროთ ლინკი? ვეღარ ვიწერ პ.ს. ჩემი უსაყვარლესი კომპოზიტორია. ბაღნობაში ყველაზე კარგად მის ფუგებს ვასრულებდი
-
თუ განახორციელებთ კონკურსის იდეას, ცალკე ნომინაციად გამოყავით დედა-პლანეტა - ეს მე ვიქნები
-
Я за... :gavtsitldi: :buchti:
-
რადგან მოდერატორობის ერთერთ კანდიდატად წარვადგინე თავი ხომ უნდა დავპოსტო ამ განყოფილებაში : ხოდა აი ბატონო - ჩემი საფირმო კერძების არჩევანი დიდია, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს და მეგემრგიელება ჰაერღუმელში შემწვარი ქათამი ბრინჯის სატენით. რეცეპტს ბარემ დავდებ აქვე მოკლედ 1)გავასუფთავებთ ქათამს. გამოვაცლით შიგნეულობას (კუჭი, გულ-ღვიძლი, ფილტვები) 2) მოვხარშოთ მხოლოდ შიგნეულობა, დავჭრათ წვრილად. 3) მოვხარშოთ ბრინჯი დაახლოებით 1 ჭიქა. როცა კარგად მოიხარშება გადავავლოთ ცივი წყალი. მაგრად გავწუროთ და შევურიოთ ქათმის დაჭრილი და მოხარშული შიგნეულობა, წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში, 2 თავი ხახვი, ნიორი და შავი წიწაკა (ე.წ. "ჩორნი პერეცი" . 4) გასუფთავებული ქათამი კარგად ამოვტენოთ ამ ბრინჯის მასით და მაგარი ძაფით და ნემსით ამოვკეროთ. 5) ღრმა ტაფაზე დავასხათ ცოტა წყალი, იმდენი რომ ძირს კარგად ფარავდეს. დავდოთ ზედ ქათამი (ზურგით დაბლა) და შევდგათ ჰაერღუმელში ან გაზქურაში საშუალოზე დაბალ ცეცხლზე. 6) დრო და დრო გამოვიღოთ ქათამი და ტაფიდან კოვზით ზედ დავასხათო ხოლმე გამოყოფილი წვენი. როცა ზემოდან კარგად დაიბრაწება შევეცადოთ რომ გადავაბრუნოთ ქათამი, რათა ზურგიც დაებრაწოს. როცა ზურგიც დაიბრაწება დამიხვდებით რომ შიგნით ხორცი კარგად ამოშრა გამოიღეთ ჰაერღუმელიდან და გააციეთ. 7) როცა გაცივდება, გააცალეთ ძაფი და დიდ, ღრმა თეფშზე გადმოყარეთ ბრინჯი ქათმის "ორგანიზმიდან" 8) თავად ქათამი დაჭერით წესის და მიხედვით დაალაგეთ სასურველი ზომისა და ფორმის თეფშზე ან ლანგარზე. გარნირად გარშემო შემოუყარეთ მომზადებული და გაციებული ბრინჯი. მერწმუნეთ ძალიან გემრიელია. ჩEმებს მოსწონთ ყოველ შემთხვევაშI
-
ყვავილოვანი კომბოსტოს ჩახოხბილი და ვაშლი (კონკრეტულად 2 ცალი : )
-
NERVOSA სანამ ბავშვები მეყოლებოდა მეც მაგ აზრზე ვიყავი - ბავშვი ცელქი თუ არ იქნება, ისე არ მინდა თქო მაგრამ ეხლა ამათი არეული სახლი ჩემი დასალაგებელი როა აღარ მიყვარს ცელქი ბავშვებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!!!
-
გამოდის რომ ჩემი ბავ შვები გყვარებია ისე აუტანლად ცელქები არიან, რომ მე რომ ვალაგებ სახლს ეგენი უკან მომყვებიან და თან ურევენ
-
აი ეხლა ერთი ძლივს დავაძინე, მეორე მელოდება, მესამე კი ხელში მიჭირავს. მანამდე კი სამივე დავბანე. ეხლა კი თვალებს ძლივს ვახელ, აქ ვპოსტავ და თან ჩემს თავს ვეკითხები - რა ჯანდაბა მინდა ამ პლანეტაზე, რატომ არ ვიძინებ-თქო ეეჰ, წავედი, წავედი
-
აბა იმ ბავშვების მშობლების ადგილას წარმოიდგინეთ თავი, შვილები გყავთ? მათთვის ეს ჩვენი ღირსების დაცვა ტრაგედიის ტოლფასია აბა თქვენი შვილი იყოს გატაცეული, შეეხვეწებოდით კი არა, შეიძლება კატლეტებიც შეგეწვათ მათთვის!