Jump to content
Planeta.Ge

dariala

პლანეტელი
  • პოსტები

    990
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი dariala

  1. საერთოდ არ ვაპირევ არჩევნებზე წასვლას, ჯერ ერთი ვაზისუბანში გასვლა მეზარება და მერე მეორე არცერთი კანდიდატი არ მომწონს :|
  2. ადგილობრივებს არ უნდათ ლარსის გახსნა, ყველას ეშინია, ჯერ ერთI იმიტომ რომ ვინ ძაღლი და მამაძაღლი გადმოვა კაცმა არ იცის, ვლადიკავკაზში უკვე რამოდენიმე მოხევე მოკლეს კიდეც. თან თრუსოს ხეობაში მიტოვებული ოსურის სოფლები რამოდენიმეჯერ გაიძარცვა ისევ და ისევ იქვე მდებარე კობში მაცხოვრებელი ოსების მიერ (ასე ამბობენ და რა ვიცი). რას იზამენ დაბრუნებული ოსები არავინ იცის. მოკლედ ყველას გონია იქ, რომ ლარსის გახსნით სიტუაცია დაიძაბება. მთავრობას იქაური ხალხი არ აინტერესებს და შესაბამისად რამე რომ იყოს არც დაიცავს მოხევეებს. მაშინ ვითომდა მიტინგი რომ ჩატარდა ლარსის გახსნის მომხრეების სულ ძალით მიყვანილი ხალხი იყო. ეგ მაინც ვიცი სხვა თუ არაფერი. წეღან ვუსმენდი კურიერში - ხალხიც ვერ გადავა და პროდუქტების გატანაც აკრძალულიაო. ნეტავ რატომ უნდა შეეწიროს იქაური ხალხი სომხების ინტერესებს. აუ ვეღარ გავიგე რაა რა ხდება სინამდვილეში.
  3. რაღაცაში მართალი ხარ ჩემო კარგო, მაგრამ ჩემი აზრით სულიერ სიწმინდეს ისე ვერ მიაღწევს ადამიანი თუ ხორცი სუფთა არ აქვს გავიხსენოთ მაგალითად თუნდაც წმინდა მარიამ ეგვიპტელი irene siknadmo
  4. აბაიმეეე, აქაცა რეკააამს? რაღაცა გლახა სუნი უდის ამ თემას ახალი ინტერნეტ ომი ხომ არ იწყება აპკიანებსა და უაპკოებს შორის
  5. ისე რა არის რაა, ადამიანური სიწმინდე ფიზიოლოგიურ, აპკის დონეზე დაგყავთ. ვინც ამას არ აფასებს ვერასოდეს გაიგებს რა ბედნიერებაა, როცა ჯვრისწერისას ცამდე მართალი და სუფთა ხარ. როცა შენი შვილების მამა არის შენთვის პირველი და უკანასკნელი. რატომ აკნინებთ ამას? შეეშვით ამ თემას ბოლოს და ბოლოს. ამოვიდა ყელში. რა გჭირთ! თუ არ გინდათ რომ გქონდეთ ეს აპკი ნუ გექნებათ და ვსიო. ვისაც უნდა რომ ქონდეს - ქონდეს! მორჩა. ეს დავა და ურთიერთ შეურაცხყოფა რა საჭიროა.
  6. პოსტებიდან გამომდინარე როგორ გეტყობათ, რომ ჯერ არ გაგიყვიათ უღელში თავი მერწმუნეთ ხალხოოოოოოო - უმნიშვნელოვანესია ქალისა და კაცის თანაცხოვრების პირველი სამი წელი. აი იმ სამ წელიწადში როგორც მოექცევით ერთმანეთს ისე გაგრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე. თუ კაცს თავიდანვე არ აჩვენებ, რომ შენ ხარ პიროვნება, გაქვს შენი ინტერესები, შეგიძლია შენი უფლებების დაცვა მერე ამას აზრი აღარ ექნება. ანუ ცოლმაც და ქმარმაც ერთმანეთი უკაცრავად და თავიდანვე უნდა გაწვრთნან თუ ქალი როგორც კი მივიდა კაცის ოჯახში და ეგრევე დაეტაკა ცოცხს და აქანდაზს და "უბორკა" დაიწყო და მარტო საჭმელების კეთებაზე და სახლის ლაგებაზე იზრუნა - იფიქრებს კაცი, რომ ეს ასეც უნდა იყოს და შესაბამისად დაჯდება გაზეთით ხელში სავარძელში აპა რას იზამს. ცოლსა და ქმარს შორის საჭიროა საუბარი. უნდა აგრძნობინოთ ერთMანეთს რომ გესმით და უფრთხილდებით საჭირო კი არა აუცილებელია. აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ასე რომ ჩემი დაჩაგრულო ქალებო ისევ თქვენი ბრალია ყოლფერიი პ.ს.ეხლა ისე არ გამიგოთ, რომ ქალმა არაფერი არ უნდა აკეთოს და მარტო თავის ცხოვრებას უნდა მიხედოს. არამც და არამც. ოჯახზე და შვილებზე ზრუნვა უპირველეს ყოვლისა ქალის ვალია. უბრალოდ უნდა მოვძებნოთ ოქროს შუალედი. რაშიც ისევ და ისევ ქმარი უნდა დაგეხმაროთ სამი შვილი მყავს, არც ძიძა და არც მოსამსახურე არ მყავს, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ინტერნეტისთვისაც კი მოვიცალე აი ეხლა ხომაა ათის ნახევარი, საჭMელიც გაკეთებული მაქვს და სახლიც დალაგებულია. ბავშვებს ჯერ სძIნავთ სანამ გაიღვიძებენ შემიძლია ჩემს თავსაც მივხედო როგორ მოვასწარი? უბარლოდ ადრე ავდექი ძალიან, თქვენც ადექით ადრე და ყველაფერი კარგად იქნება :D თვითრეკლამას კი არ ვეწევი, არც ბრძნული გამომეტყველებით ვიძლევი ამპარტავნულ რჩევებს, (არაა ოღონდ ეს არა ) უბრალოდ თვითგვემაში მყოფ ქალებს მეგობრულ რჩევას ვაძლევ. რა იცი რომელი შემოხეტიალდება ფორუმზე. წაიკითხავს და ცოტა დაფიქრდება წავედი ეხლა მე ბავშვებმა გაიღვიძეს
  7. გილოცაააავ, იყავ დღეგრძელი, ვითარცა კოშკი ეიფელისა
  8. ისეთი კაცი რა კაცია ქალს დღეში ორჯერ თუ არ სცემს, ქალს შიში უნდა ქონდეს მამაკაცის, აპა რავა გვინდა!
  9. მართლაც რომ საჭირბოროტო საკითხია. აი მე - ძალიან მინდა მეოთხე ბავშვის გაჩენა, დიდი სიამოვნებაა პატარას მოვლა მაგრამ ჯერ მარტო "პამპერსებში" და საჭმელში თვეში 200 ლარამდე გვინდა, იქ ექიმი, წამალი, ჩასაცმელი, გასეირნება... რომ გაიზრდებიან ხარჯები იმატებს. მარტო ცურვაზე რომ ატარო სამი ბავშვი თვეში 240 ლარი გინდა. ამ ყველაფრის შემყურემ როგორ ვიფიქრო მეოთხე ბავშვზე? მარტო დაყრა და ჭამა ხომ არ არის მთავარი? ჯერ მარტო ორსულობა და მშობიარობა სადღაც 2000 ლარამდე ჯდება. ამ ყბადაღებულ რუსეთში, კერძოდ კი ვლადიკავკაზში ორსულობისას ექიმთან კონსულტაცია და მშობიარობა საერთოდ უფასოა. თან ფულსაც კი გჩუქნიან აქეთ ბავშვს თუ გააჩენ. ასე რომ სანამ ქვეყანაში ცოტათი მაინც არ გამოსწორდება ეკონომიკური მდგომარეობა საშველი არ იქნება.
  10. მე არ ვარ დარწმუნებული რომ ძველი ქართველები ქალს ჯენტლმენებივით ექცეოდნენ. ქალს მამაკაცთან ერთად სუფრასთან დაჯდომაც კი არ შეეძლო და ესაა ადამიანური მოპყრობა? დაჯდებოდა და მოხვდებოდა ასტამი თავში
  11. ყველა ქალს თავისი "სეკრეტი" აქვს. რა გასწავლოთ უნდა მიხვდე თავადააააა
  12. მგონი თემას სულ სხვა მიმართულება მიეცა
  13. მე ყიყლიყოების მოყვარულთა საერთაშორისო საზოგადოება უნდა ჩამოვაყალიბო. საწევრო თითო ყიყლიყო იქნება გადასახდელი გვექნება ჩვენი დღესასწაული, სადაც გავაკეთებთ ბევრ ყიყლიყოს და ღარიბებს დავურიგებთ, დავაარსებთ სკოლებს, სადაც ყიყლიყოს მომზადებას შეასწავლიან. ასევე დავაარსებთ ყიყლიყოს მუზეუმს. რა ვიცი კიდევ ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება. პ.ს. ვბჟუტურობ ხო აშკარად, არ მოგერიდოთ პირდაპირ მითხარით
  14. არა, არა და არა! არ მსურს ვინმეს სათამაშო გავხდე. ვარდების "რევოლუციის" დროს რომ გავიძახოდი -ედიკა წადი, მიშა მოდი-თქო - ჯერ ეგ ვერ მომინელებია და ახალს ვეღარ დავიმატებ!
  15. Goddess[b/] რატომ გგონიათ რომ არ ხდება ეგრე, აი მაგალითად ჩემს ქმარს ბევრჯერ გაურეცხია ჭურჭელი როცა მე არ მცალია, ასევე გაუფენია სარეცხიც, სახლიც დაულაგებია. თუმცა ეს მხოლოდ მაშIნ როცა მე არ მცალია ან ცუდად ვარ. ისეეე? შენც არ მომიკვდე Indian_Summer[b/] რა კარგი ნიკი გაქვთ
×
×
  • შექმენი...