Jump to content
Planeta.Ge

dariala

პლანეტელი
  • პოსტები

    990
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი dariala

  1. მაშ ასე ვაშლის ღვეზელი ცომი: 1) 200 გრამი მარგარინი გავადნოთ და შევათქვიფოთ 1,5 ჭ. შაქარი 2)დავუმატოთ 4 კვერცხი 3) სოდა ძმრით 4) 1 ჭიქა მაწონი 5) ვანილი 6) ლიმნის წვენი 1 ს.კ. ან ფორთოხლის კანი (წვრილად დაჭრილი) 7) ფქვილი იმდენი, რომ გამოვიდეს ნაზი ცომი. ცოტა ხანს დავდგათ თბილ ადგილას. ამასობაში 10 ვაშლი გავთალოთ და დავჭრათ პატარა კუბიკებად. მოვშუშოთ ერთ ჭიქა შაქართან ერთად, მანამ სანამ ცოტათი გამჭვირვალე არ გახდება. ყალიბზე წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ ფქვილი, დავბერტყოთ, რათა ზედმეტი ფქვილი გადმოიყაროს. ცომის დიდი ნაწილი გადმოვიღოთ ზედ და ხელით გავიყვანოთ. შემდეგ გავანაწილოთ ზედ მომზადებული ვაშლის შაქრიანი პიურე, ზემოდან მოვრთოთ დარჩენილი ზომით. შემდეგ შევდგათ გაზქურაში საშუალო ცეცხლზე. სადღაც 20-30 წუთში ცხვება. გამოცხვა თU არა იმის გასაგებად, შეგიძლიათ ასანთის ღერი ჩაარჭოთ ბოლომდე, თU ღერს სისველე ამოყვა, ე.ი. არ არის გამომცხვარი ჯერ, თU არადა ე.ი. მზადაა. როცა გამოიღებთ ნამცხვარს ცხელს ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა. პ.ს. ზემოდან მოსართავ ცომს შეურით ფქვილი სიმაგრისათვის. ანუ თავად ნამცხვრის ცომი იმდენად ნაზია, რომ მოსართავად არ გამოგადგებათ, ამიტომ უნდა გადაზილოთ იმდენ ფქვილთან ერთად, რომ მიიღოთ ცოტა მაგარი ცომი. http://i076.radikal.ru/1003/4e/ac6b0a44fe7e.jpg http://i027.radikal.ru/1003/1e/b622d5a48198.jpg
  2. ჭანო ხო, ისე საინტერესოა, კარგი იქნება ვინმემ რომ იმუშაოს მაგ სიმბოლოს წარმომავლობაზე. ისე სვასტიკას გავს რაღაცით. ამიტომ შესაძლოა ხურიტული ფესვები ჰქონდეს ულამაზესია, ძალიან მიყვარს, ჩემი აზრით მარადიულობას ან ნაყოფიერებას უკავშირდება. რომ დაუკვირდე მუდმივი ბრუნვაა ასახული. ძლიერი სიმბოლოა
  3. როგორც ვიცი ყოველ ერს საკუთარი მსოფლაღქნა აქვს, რაც ვლინდება სწორედაც რომ რელიაში. რელიგიის ოთხი სახე ხომ არსებობს - მაგია, სპირიტიზმი, ფეტიშიზმი და ტოტემიზმი. ცოტცოტა ყველაფერში ვიყავით მგონი გარეული, მაგრამ უმთვრესად ტოტემიზმი და სპირიტიზმი იყო ალბათ, ჩემი აზრით. ღვთაებებს ჰქონდათ ნახევრად ანთროპომორფული და ნახევრად ზოომორფული სახე. უნდა აღინიშნოს ასევე რელიგიური ნასესხობანიც, როგორ ცნობილია ზადენი და არმაზი ხეთური ღვთაებები იყვნენ. ამ დროს მაგალითად ოჩოპინტრე და დალი სუფთა ქართული ღვთაებებია. თUნდაც კოპალა. წარმართული წესჩვეულებები უფრო შენარჩუნდა მთაში მისი გარკვეულწილად იზოლაციის გამო. ასევე რაჭის სოფლებშიც შენარჩუნებულია ზოგან წარმართული რიტუალები, რაც მოსავლიანობის, ნაყოფიერი წელიწადის მოსვლისათვის ტარდება. ამ თემის ირგვლივ ბევრს ვერაფერს ვიტყვით, ცოტა რამაა ცნობილი. რადგან ქრისტიანობის მოსვლის შემდეგ წარმართული ძეგლის უმრავლესობა განადგურდა. ძალიან საინტერესო თემაა ისე
  4. საწყალი ქალები - ადამი რომ ვაცდუნეთ და გველთან რომ ვმეგობრობთ ვიცოდი, მაგრამ აი ავტობუსს და "სიმიჩკასაც" რომ ვგავდით ეს აღარ პ.ს. ძალიან მაინტერესებს პასუხი, რითI ვგავართ ნეტავ? მსუქან ქალს თუ ვიგულისხმებთ მაშინ ცოოტა გასაგებია
  5. ტესტირების შედეგი : 86 % მიზანდასახულობა და პრაგმატიზმი თქვენი ძირითადი მახასიათებლებია. პირად გრძნობებს, განცდებსა და ემოციებს ყოველთვის უმალავთ უცხო თვალს. საკუთარ ცხოვრებას, მის ყველა განზომილებაში თქვე წარმართავთ მხოლოდ პირადად, სხვას ერთი წუთითაც არ გადააბარებთ სადავეებს. თქვენი ცხოვრების ნებისმიერ ნიუანსში პასუხისმგებლად მიგაჩნიათ საკუთარი თავი. არ გეშინიათ სიძნელეებისა და ერთპიროვნულად იტვირთავთ ხოლმე ყველა საკითხისა თუ პრობლემის გადაწყვეტას, ამით ძალიან უმსუბუქებთ ცხოვრებისეულ ტვირთს თქვენ გვერდით მყოფ მეგობრებს, მაგრამ იმავდროულად ისევ თქვენი თვისებებიდან გამომდინარე საკმაოდ ზღუდავთ მათ ინიციატივას და დამოუკიდებლობას. - ტყუილია თავიდან ბოლომდე არცერთი აქ ჩამოთვლილი თვისება არ მახასიათებს
  6. ლიც სად იყავი დაკარგული? რამდენი ხანია შენი პოსტები არ წამიკითხავს წვეთიც არაა ჩემში სისხლი არაქართული მარტო იმით ვერ ვიამაყებ, რომ ქართველი ვარ, ამ ცარიელმა სიამაყემ ბევრი ცუდი რამ დაგვმართა. როგორ გვიყვარს რადიკალიზმი ქართველებს, ხან ვამბობთ - რაც კარგები ვართ ქართველები ვართ, ხან კი გურჯისტანს ვეძახით ჩვენს საცოდავ, აკუწულ ქვეყანას. კარგი - ვთქვათ< რომ ვართ ამაყები რადგან ქართველები ვართ. აბა ვკითხოთ საქართველოს - ამაყია ჩვენით? რას ვუკეთებთ მას კარგს? მარტო ვლაყბობთ. ბევრი არაფერი შეგვიძლია. თაობები მიდის-მიდის და ყველა ერთსა და იმავეს გაიძახის - სინათლე კი არ მოდის. აღთქმული ქვეყანასავითაა, მივდივართ მივდივართ და არ ჩანს. როგორც კომუნიზმის ლოდინი, ესეც არარეალურია. მე არ ვარ ამაყი, მე უბრალოდ ქართველი ვარ!!!
  7. ისა და სიდიზე ნეროთი ჩავწერო ალბათ ხო?თU არა აქვს მნიშვნელობა?
  8. ღვთაებრივი სასმელია, დიდება მას!!! ტესტირების შედეგი : 100 % საკმაოდ რთული ხასიათი გაგაჩნიათ, ბუნებით მეოცნებე ხართ, რომანტიკა გიზიდავთ, ცხოვრებაში აღმავლობა და ჩავარდნებიც გახასიათებთ. საინტერესო, შემოქმედებითი პიროვნება ბრძანდებით. - ასეთი ზუსტი პასუხი არც ერთ ტესტზე არ მქონია
  9. ისეთი ამ წერილში არაფერია, ორი ქალის შელაპარაკების ისტორიაა, თავისი წამოძახებებით და ცილისწამებებით. ეს იგივეა პოლიციელის ცოლთან რომ მოგივიდეს კამათი, შეურაცხყოფა რომ მოგაყენოს და მერე ვანო მერაბიშვილთან რომ მიხვიდე ჩივილით.
  10. ისა და რომ გადმოვიწერ მერე სიდიზე უნდა ჩავწერო? თU პიდაპირ დავაყენო? პირდაპირ რომ დავაყენო წინდოწსს ხომ გადაეწერევა და მერე არ გაჭედავს?
  11. აუ საიდან გადმოვტვირთო ლინუქსი, იმდენი აქეთ, რომ მგონი ღირს გასნიჯვა და დაგემოვნება
  12. აბა მე რა ვიცი, ეხლა მოვედი შენა და აღარ იძინებ? პატარა ბავშვებს უკვე სძIნავთ
  13. რომ იცოდეთ რა სიმაღლეზე ვაააარ http://s50.radikal.ru/i128/1003/ae/6990ebc9bed1.jpg
  14. საშIნელება ისაა, რომ როცა პოლიტიკა იქმნება იქ რიგითი ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი საერთოდაც არ განიხილება. პირიქით ეს მიიჩნევა როგორც თანმხლები მოვლენა. პოლიტიკოსების უმრავლესობას ეს კიდია
  15. ისტორიიდან ვიცით, რომ ყველანაირი გადატრიალების ან თU გნებავთ რევოლუციის დროს საჭიროა ორი რამ - მიზეზი და საბაბი. მიზეზი არსებობს, საჭიროა საბაბი. გუშIნდელი სიტუაცია ნეტავ საბაბი ხომ არ უნდათ რომ იყოს? მითუმეტეს რომ დღეს იგეგმება საპროტესტო აქცია. "ვარდების რევოლუციის" და 9 აპრილის ჩაფხავებული მიტინგების შემდეგ ძნელი იქნება ხალხის გარეთ გამოყვანა, ამიტომ საჭიროა უფრო რადიკალური ზომები მიღება. ხალხის როგორმე ისე აღშფოთება, რომ გარეთ გამოვიდეს. მერე ამ პროცესის მართვა ძნელი აღარ არის. პ.ს. დასვენებულ ტვინში ეს ზრი მომივიდა
  16. ანუ შენ გინდა თქვა, რომ ნოღაიდელს და ბურჯანაძეს დაიჭერენ და მერე იტყვიან - აი ბატონო, ესენი რას ამზადებდნენ და როგორ არ უნდა დაგვეჭირაო? პ.ს. კუმ გამოყო ფეხი და მეც ვიტყვი რამეს არ შეიძლება? :friends:
  17. ისე რატომ გახშირდა ნეტავ ტელევიზიით ხალხის დაშინება? ჯერ 2012იო, მერე კომეტაო, მერე მიწისძვრებიო, ეხლა ომიო. რა უნდათ? გასაგებია რომ უნდათ რომ დაგვაშინონ! ხოდა ბატონებო ძალიან გვეშინია, ძალიაან და დაგვანებეთ ეხლა თავი, გვაცადეთ მშვიდად ცხოვრება. ისედაც ხანმოკლეა ეს ოხერი!
  18. რაშია საქმე ნეტავ? რატომ დასჭირდათ ამის გაკეთება? ისე სულელები არ არიან, რომ ვერ გაეთვალათ რა რეაქციას გამოიწვევდა ეს გადაცემა ხალხში. მე არ მიყურებია, მაგრამ რომ მეყურებინა ალბთ ჯერ გადავრთავდი სხვა არხებზე, რომ გადამოწმებინა სიმართლე იყო თუ არა. მაგრამ მაინც შევშინდებოდი, რადგან ბავშვებთან ერთად მარტო ვარ სახლში. გიჟები არიან რააა.
  19. რაღაც პესიმისტური ასოციაციებია მე ვიტყვი გადარჩენას
  20. wanderer გოგოჭურები მართლაც კარგები არიან, მოხიბლული ვარ მაგ ბავშვებით. ჩემო ფოტოების სიკარგის რა მოგახსენო, ისე, ჩემს ჭიას ვახარებ თან არც აპარატი მიწყობს ხელს ფოტოებს გრაფზე და ბოკეზე ვტვირთავდი ადრე, ეხლაც დავდე ერთი-ორი ფოტო. kisa გმადლობ ყაზბეგში თU წახვალ არ ინანებ, მთელი ცხოვრება გემახსოვრება
×
×
  • შექმენი...