გზა მკვლევი? აი წესის აგებისთვის რომ მიხვალ და სთხოვ მამაოს მოვიდეს და მკვდარს წესი აუგოს, მერე ამ მომსახურებაში ფულს რომ გადაუხდი მასეთი გზამკვლევი მაგარია. შენ ყველას ერთიან დიაგნოსს უსვამ როგორც ჩანს. აგერ ამ ფორუმზე არის თემა, რომელიც ღვთის არსებობა არარსებობის დამამტკიცებელ ფაქტებზე მსჯელობს. დაწერე ათეისტებისთვის ის ფაქტები რომლებიც ღვთის არსებობას დაამტკიცებდა და დაეხმარე მათ. შენ ხომ ამბობ გაეცნო ფილოსოფიას და დაიკარგაო. ხოდა დაეხმარე. მოიყვანე ის განათლებული მამაოები ამ ფორუმზე და დაწერონ, მოგვევლინონ გზამკვლევად. თუ არა და, ტაძარში სანთლების დანთებით, მარხვების დაცვით მასე იოლად არ გვარდება საჭირბოროტო საკითხები. აქაც ყველა იეჰოვას მოწმეზე ერთ დიაგნოსს აკეთებ. მიდი კითხე იეჰოვას მოწმეებს რატომ გახდი მორწმუნეთქო, იმიტომ რომ შვილი, ქმარი ან ნათესავი მოგიკვდათქო? და გიპასუხებს. რაც შეეხება მამაოებს, ვინ რატოა ეკლესიის ბიზნესში, ეგ ღმერთმა იცის. შუამოვლობენ ხალხს უფალთან თუ შემოსავლით ითბობენ ხელს.