-
პოსტები
4.587 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
53
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი აზრი
-
T_A_T ისე, წინასწარ რა იცი რა პასუხს მიიღებ. ნუ განაწყობ თავს უარყოფითად. ეცადე რაციონალურად, ობიექტურად და მიკერძოებულად განიხილო ის პასუხი რასაც პასუხად მოგწერენ, (თუ მოგწერენ).
-
მოაქვს ლოცვას რამე სარგებლობა? ისმენს მას ადრესატი?
აზრი replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ვიფიქრე რაიმე კონკრეტული სამეცნიერო შედევრები გქონდა მხედველობაში. T_A_T ნეტა დიდხანს ეცოცხლა შენი მეგობრის დედას. რაც შეეხება სასწაულს და რწმენას, ჩემი აზრით, მანდ სასწაული არაფერ შუაში არ იყო. როგორც ჩანს, ექმიმების მხრიდან დიაგნოზი იყო არასწორად დასმული. ხო, და დავამატებ. ზოგჯერ ექიმებს შეცდომები მოსდით ხოლმე და ისეთ რამეებს ეუბნებიან ავადმყოფს, უსწრაფებენ სიცოცხლეს, ნაცვლად იმისა დაამშვიდონ და დაეხმარონ. :viking: პ.ს. თუმცა, ყველა ექიმზე იგივეს ვერ ვიტყოდით. -
მოაქვს ლოცვას რამე სარგებლობა? ისმენს მას ადრესატი?
აზრი replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
T_A_T მაგაზე პირველ პოსტში დავწერე. ადრესატია ის, ვისზეც ადამიანები ლოცულობენ. აი გაგიასნეთ და ახლა დაწერე შენი აზრიც. -
მოაქვს ლოცვას რამე სარგებლობა? ისმენს მას ადრესატი?
აზრი replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
gendolf აი ამ სიტყვებმა კი ლოცვის ძალა კი არ დაასაბუთა, არამედ სულ სხვა რამ: თუ ადამიანები კარგად მოიქცევიან, ნამდვილად მოიკლებს დანაშაულის რიცხვი. ამაში გეთანხმები. -
აი ხომ არსებობენ რელიგიური ადამიანები, რომლებიც ირწმუნებიან რომ იციან ეს საკითხები, ხოდა ერთხელაც შემოვლენ და "გიპასუხებენ".
-
მოაქვს ლოცვას რამე სარგებლობა? ისმენს მას ადრესატი?
აზრი replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
T_A_T და ღმერთი ისმენს თუ არა მაგაზე რომ არაფერი არ გითქვამს. დაჟე ტაააკ? კაი ფოილა ლოცვა, მარა ადრესატი? ადრესატი არაო ისმენსაო? ვინმემ არ იცით არამეულად მამაო ჩვენოს ლოცვა რომ დაწეროთ? სახლის ერთი (პატარა) ნაწილის მონგრევა მინდა და იქნებ იოლად მოვანგრიო. ეგ მეცნიერული ფაქტები გაგვაცანი თუ შეიძლება, დამაინტერესდა. მასეთი განკურნების არცერტი ფაქტი არ მინახავს, ყოველთვის სხვისგან როგორ უნდა გიგებდე. -
T_A_T მე კი ვიფიქრე რა შუაში ვარ, გართობა რა შუაშიათქო. ჩაგეთვალა. კარგი შეკითხვა გამოგივიდოდა.
-
gendolf მადლობ რომ შენი აზრი და დამოკიდებულება ზემოაღნიშნულ საკითხებზე დააფიქსირე, მაგრამ, ადამიანმა რომ სარწმუნოდ მიიჩნიოს ის რასაც წერ, მტკიცე არგუმენტებს უნდა ეფუძნებოდეს. "არსაიდან არ ვიცი არც არავინ გამომცხადებია", მაგ მოსაზრებას არანაირად არ ხდის სარწმუნოს და დასაჯერებელს. აი წარმოიდგინე, რომ შენ თავს რაღაც უბედური შემთხვევა გატყდება ყოველი წლის მეორე თვის მეორე დღეს, არ დაინტერესდები რა განაპირობებს თავზე დატეხილ უბედურ შემთხვევას? ვინმემ რომ გითხრას ვინმე ვახუშტი გიკეთებს ამ ყველაფერს იმიტომ რომ შენმა წინაპრებმა რაღაც უსამართლო საქციელი ჩაიდინესო. დაიჯერებდი? არ ეტყოდი საიდან იციო? არ ეტყოდი, გინდაც მასე იყოს, მე რა შუაში ვარო?
-
მოაქვს ლოცვას რამე სარგებლობა? ისმენს მას ადრესატი?
აზრი replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
FRIDRIX გეთანხმები. საინტერესოა რელიგიური ადამიანები რა აზრის არიან ამ თემაში დასმულ შეკითხვებზე. -
T_A_T გასართობად არ გამიხსნია ეს თემა. მართლა საინტერესოა რა სჰკითხავდნენ ადამიანები ღმერთს, თუკი ამის საშუალება მიეცემოდათ. აი შენ რას ჰკითხავდი ღმერთს, დაწერე. gendolf ესე იგი, მილიონობით ბავშვი რომ იტანჯება შიმშილით, მრავალნაირი სნეულებებით, ათი ათასობით უდანაშაულო ბავშვი რომ იხოცება ომებში, ღვთისგან მოვლენილი სასჯელია ოღონდ სატანის ხელით? ნუ კაი, დაუშვათ და ისეა როგორც შენ გვეუბნები აქ. საიდან იცი რომ მასეა???
-
FRIDRIX ამ სიტყვებს ვეთანხმები.
-
gendolf გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი, კოფი ანნანი წერდა: "მილიონობით ბავშვი კვლავ საშინელ სიღარიბეში ცხოვრობს; ასი ათასობით ბავშვი იტანჯება კონფლიქტებისა და ეკონომიკური ქაოსის გამო; ათი ათასობით მათგანი ომებში სახიჩრდება; კიდევ უფრო მეტი ობლდება ან შიდსით იღუპება". შენ ამბობ რომ ღმერთი სჯის მათ? http://s41.radikal.ru/i094/1003/5c/e05ae70b9e22.jpg http://s006.radikal.ru/i214/1003/ec/b93943d9e2c2.jpg
-
gendolf შენ რა იცი?
-
მოაქვს ლოცვას რამე სარგებლობა? ისმენს მას ადრესატი?
აზრი replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
gendolf ესე იგი, შენი პოსტიდან გამომდინარე თუ დავასკვნით, გამოდის რომ ეს ერთგულები (არ ვიცი ვის გულისხმობ კონკრეტულად) ტყუილად ლოცულობენ. ახლა შეკითხვა: მთელ მსოფლიომ რომ ილოცოს, ეშველება მსოფლიოში გაბატონებულ სიდუხჭირეს, ომობანას, შიმშილობას, ავადმყოფობას და ა.შ. ? FRIDRIX ამბობ: ლოცვის დროს, ადამიანი განიმუხტება და იმუხტებაო. ესე იგი, რაღაც დადებითი მოაქვს. -
რელიგიურო ადამიანებო, გაეცით ამ შეკითხვებს პასუხები (თუ გაქვთ).
-
მოაქვს ლოცვას რამე სარგებლობა? ისმენს მას ადრესატი?
აზრი replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
FRIDRIX აბა რატომ ლოცოლებონ [ეს] ადამიანები თუკი არავინ არ ისმენს მათ ლოცვებს და თუკი ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს? http://i076.radikal.ru/1003/3d/9cef78be975b.jpg -
ამასობაში ცოტა დავისვენე და წერის "მუღამშიც" მოვედი.
-
ზოგჯერ, რელიგიური ადამიანები ამბობენ, რომ მათ ლოცვის მოთხოვნილებაც კი აქვთ. ფაქტობრივად, რელიგიური ადამიანი მთელი გულით ლოცულობს. ეს ასეა, თითქმის ყველა რელიგიური მრწამსის ადამიანის შემთხვევაში. მაგალითად, ბუდისტები ლოცვას "მე მწამს ამიდა ბუდასი" დღეში რამდენიმე ათასჯერ იმეორებენ. მართლმადიდებლებს, სპეციალური "ლოცვების წიგნი"-ც კი აქვთ რომელსაც გამოდმებით რამდენჯერმე იმეორებენ, თუმცა ზოგიერთი იზეპირებს კიდეც 'ლოცვების წიგნში' ჩაწერილ ლოცვებს. თუ მხედველობაში მივიღებთ მთელ მსოფლიოში არსებულ პრობლემებს, გონივრულია, დავსვათ კითხვა: ლოცვის საშუალებით რის მიღწევას მოელის ეს ხალხი? მოაქვს ამ ლოცვებს რამე სარგებლობა? ქვეყნიერება სავსეა უბედურებებით, ავადმყოფობისგან გამოწვეული ტანჯვით, დანაშაულით, რომელიც როგორც კარგ, ისე ცუდ ადამიანებს აყენებს ტრამვას, ტკივილს, დარდსა და დეპრესიაში აგდებს. რას ფიქრობთ, რატომ ლოცულობს ხალხი? იმიტომ რომ მართლა კმაყოფილდება მათი მოთხოვნები ლოცვის შემდეგ თუ მხოლოდ იმედი ამოძრავებთ? საინტერესოა, რომ აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში თავიანთი წინაპრებისა და ღვთაება სინტოს ან დაოსის მიმართ ლოცულობენ. ამ დროს ისინი იმედოვნებენ, რომ სკოლაში გამოცდებს ჩააბარებენ, კარგ მოსავალს აიღებენ ან დაავადებებს აირიდებენ. ბუდისტებს იმედი აქვთ, რომ თავიანთი ძალისხმევის წყალობით ნირვანას მიაღწევენ. ინდუსები ცოდნის, სიმდიდრისა და მფარველობისათვის მხურვალე ლოცვით მიმართავენ თავიანთ ღმერთებსა და ქალღმერთებს. მსოფლიოს თითქმის ყველა მხარეში, მილიონობით მუსლიმი http://www.pic4ever.com/images/43qoqxf.gif დღეში რამდენჯერმე — დანიშნულ დროს ლოცულობს, ზოგიერთი მათგანი საათობითაც კი ლოცულობს, რომ ღმერთმა (ალაჰმა) მათი გულის ზრახვები მოისმონოს და პასუხი გასცეს. ზოგი მართლმადიდებელი და კათოლიკე იმედოვნებს, რომ მონასტერში ბერად ან მონაზვნად აღკვეცით და გამუდმებული ლოცვით http://www.pic4ever.com/images/d2.gif კაცობრიობას სარგებლობას მოუტანენ. მილიონობით მართლმადიდებელი და კათოლიკე მორწმუნეები, მღვდლებიც და მრევლიც http://www.pic4ever.com/images/pop.gif მარიამის კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად დაზეპირებულ ლოცვებს წარმოთქვამს კრიალოსნით ხელში; და ამას ბევრი იმიტომ აკეთებს, რომ თითებზე არ დაითვალოს ლოცვები , არამედ უფრო იოლ მეთოდს იყენებს, კრიალოსანს. http://www.pic4ever.com/images/63izs7n.gif უფრო მეტიც, მრავალი ლოცვისთვის განსაზღვრულ საგნებსაც კი იყენებს. მათ სჯერათ, რომ საგნების გამოყენება, უფრო აახლოებს მათ ლოცვის ადრესატთან და მათი აზრით, ბუნებრივია რომ მათ ლოცვას ადრესატი მოისმენს (შეისმენს) და უპასუხებს. ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებში მოსიარულე მრევლი, "მამაო ჩვენოს" სიტყვებს გამუდმებით, მრავალჯერ იმეორებს, თუმცა ღვთისადმი ლოცვაში წინასწარგაზეპირებული ფრაზების გარეშეც შეუძლიათ თავიანთი გრძნობების გამოხატვა. მრავალი იუდეველი (ებრაელი თუ არაებრაელი) საკმაოდ დიდ მანძილს გადის გოდების კედელთან (რომელიც ისრაელშია) http://s59.radikal.ru/i163/1003/b6/bb0d5c7a1142.jpg სალოცავად. ისინი იმედოვნებენ, რომ ტაძრის აღდგენის, აღორძინებისა და მშვიდობის ახალი ერა დადგება. მოკლედ რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა რომ მილიონობით ადამიანი ლოცვისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს, საზოგადოებაში სიღარიბესთან, ნარკომანიასთან, დანგრეულ ოჯახებთან, დამნაშავეობასა და ომებთან დაკავშირებული პრობლემები სულ უფრო და უფრო იზრდება. ათეისტებს, და ზოგიერთ თეისტსაც კი, ამ პოსტში დაწერილ საჭირბოროტო საკითხებზე ფიქრის გამო, მრავალი შეკითხვა უჩნდებათ http://www.pic4ever.com/images/169.gif და საკმაოდ ლოგიკურიც. თქვენ რას ფიქრობთ ფორუმელებო, დასაშვებია თუ არა ის აზრი, რომ: 1. [იქნებ] ყველა, ვინც ზემოთ იყო მოხსენიებული, სათანადო სახით არ ლოცულობს? 2. ან იქნებ არც არავინ ისმენს მათ ლოცვებს? 3. ანდა საერთოდ, ვინ ისმენს ლოცვებს: ალაჰი, ბუდა, ქრისტიანული სამყაროს ეკლესიათა "სამება", სალოცავები, თავად მლოცველები თუ ვინ?
-
დაღლილი ხარ და წერაც კი გეზარება