-
პოსტები
4.587 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
53
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი აზრი
-
ერთმა ათეისტმა მითხრა, ათეისტობა უფრო მოდაშია ვიდრე თეისტობაო. ათეისტები საქართველოში ცოტანი ვართო და კარგია გამორჩეული და განსხვავებული რომ ხარო.
-
ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი სქესის არჩევანის უფლება
აზრი replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
Pariz პირადად მე წამიკითხავს ინტერვიუ ქართველ ჰომოსექსუალთან და ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო. დევნიდნენ, ცემდნენ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ვინ მოთვლის რამდენი ასეთ შემთხვევას ჰქონია ადგილი ჯორჯიაში. როგორც ჩანს თემის გამხსნელმა იცის ეს ყველაფერი და დროულად მიიჩნია ამ საკითხებზე მსჯელობა. -
ის მავანი იქნებ და პაპარაცი იყო და ყველაფერი ფოტოზე ასახა რა და როგორ იყო?
-
თქვენი აზრით, რატომ ხდებიან ადამიანები ათეისტები. ნუთუ ათეისტებად იბადებიან?
-
Nukriko დაწერე, რატომ არ წერ ...
-
ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი სქესის არჩევანის უფლება
აზრი replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
Pariz არ ვიცნობ ქართველ ჰომოსექსუალისტს რომ მსგავსი მოთხოვნის სურვილი ვინმეს გამოეთქვას და უკმაყოფილო ყოფილიყოს. ამიტომ ვერაფერს გეტყვი. უბრალოდ სადაც უფლებებზეა საუბარი, იქ ისიც იგულისხმება რაზეც აქ ვწერდით. შენი პოსტებიდან ისეთი აზრი იქმნება რომ მათი ქორწინების უფლების წინააღმდეგი ხარ. ასეა? თუ არა დაწერე რომ შენი აზრი ვიცოდე, მაინტერესებს. მგონი ამ ფორუმზე სიტყვის თავისუფლება არ იკრძალება, ასე რომ შეგიძლია შენი გრძნობები, აზრი და შეხედულებები თავისუფლად დაწერო. მე არცერთი შემთხვევა არ გამიგია ვინმე ჰომოსექსუალისტს ცხოველთან დაქორწინების სურვილი ჰქონოდა. ამიტომ, სრულიად ალოგიკურია მაგაზე ფიქრიც კი. -
შენს მიერ მოცემული გამოკითხვის სიებში ამერიკა რომელ ადგილზეა?
-
აბა საქართველოში რაღატო ჭარბობს მორწმუნეების რაოდენობა ათეისტებისას???
-
Nukriko აბა Siknadmo-ს ჰკითხე თუ უწევს კონკურენციას ათეიზმი თეიზმს. ისე, კარგი იქნებოდა კონკრეტული მტკიცებულებები დაგედო რაც შენს მოსაზრებას დაუჭერდა მხარს.
-
Nukriko გეთანხმები, დაზომბირებული ბრბოს მართვა გაცილებით იოლია ვიდრე განსხვავებული აზრის მოსმენის და შეწყნარების უნარი ვისაც აქვს იმ ადამიანების. რაც შეეხება ათეიზმს: ათეიზმი ყოველთვის არსებობდა, წარსულშიც და დღესაც; იმ განსხვავებით რომ დღეს სიტყვის თავისუფლების უფლებამ ათეისტებს საშუალება მისცა ხმამაღლა დააფიქსირონ თავისი აზრი და აღარ ეშინიათ კოცონზე დამწვავს, რასაც წარსულში ბევრი ერიდებოდა იმის შიშით რომ რომელიმე რელიგიის მრევლი დაწვავდა კოცონზე. ესაა და ეს.
-
Siknadmo ის იგულისხმება რომ შენ თუ მართლმადიდებელი რელიგიის მიმდევარი ხარ და თავისუფლად შეგიძლია შენი რელიგიური ცხოვრებით იცხოვრო, ის ვინც არაა მართლმადიდებელი ეკლესიის მიმდევარი, უნდა შეეძლოს ისევე თავისუფლად ცხოვრება როგორც შენ. ისე არა ოღონდ ზოგს რომ ჰგონია, ჩვენ XI-საუკუნეში გამოვეყავით კათოლიკებს და მეტი უფლებები უნდა გვქონდეს ვირდე სხვა რელიგიებსო, რადგან მეთერთმეტე საუკუნიდან ვარსებობთო. არაა ეგრე. ერთი თვის წინ შექმნილი რელიგიის მიმდევრებსაც იგივე უფლებები უნდა ჰქონდეთ რაც შენ და შენს მსგავსად მოაზროვნე რელიგიურ ადამიანებს.
-
ჩემი აზრით რელიგიებს თანასწორი უფლებები უნდა ჰქონდეთ. არ უნდა ჰქონდეს რომელიმე რელიგიურ მიმდინარეობას სხვაზე აღმატებული და მეტი უფლებები და სტატუსი. პირადად ჩემთვის იმას ნიშნავს რომ ნებისმიერ ადამიანს, მნიშვნელობა არ აქვს რომელ რელიგიას მიაკუთვნებს თავს, სრულიად თავისუფლად უნდა შეეძლოს თავისი რელიგიური მრწამსის ცხოვრებაში გამოყენება, სამლოცველო ადგილების აშენება, რელიგიური რიტუალების შესრულება, ლოცვა და ა.შ. ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე რაც კანონითაა ნებადართული იმ ფარგლებს ვგულისხმობ. შეზღუდვები ცხადია უნდა იყოს. თავისფულება აფსოლუტურ თავისუფლებას არ გულისხმობს. თავისუფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს იქ, სადაც სხვისი თავისუფლება და უფლებები ილახება და იზღუდება. თუკი ყველა რელიგიურ მიმდინარეობას თანაბარი უფლებები მიეცემოდა, რელიგიის მიმდევართა შორის ნაკლები უთანხმოებები იქნებოდა.
-
აჰაა, გასაგებია.
-
კომბოსტოს ყიდვაათქო ნამდვილად არ ვეტყოდი. ვეტყოდი იმას, რაც სინამდვილეშია, მაგრამ ვეტყოდი იმდენს და ისე, რისი აღქმის და გაგების უნარი ექნებოდა. მოკლედ ვეტყოდი რომ სექსი არის ინტიმური ანუ განსაკუთრებული ურთიერთობა ზრდასრულ ადამიანებს (უფროსებს) შორის. სამწუხაროდ, ზოგჯერ მშობლებს ჰგონიათ რო თუ შვილებს აუხსნიან სექსუალურ საკითხებს, ამით მათ უზნეობისკენ უბიძგებენ. ამ დროს კი პირიქითაა. ბევრი მშობელი შვილებს პატარაობიდანვე გულწრფელად ესაუბრებოდა სექსუალურ საკითხებზე. ამიტომ, როცა ბავშვი, რომელსაც გულწრფელად უსაუბრია მშობელთან ამ საკითხებზე და სხვა ბავშვების საუბარს ისმენს, დიდად არ ინტერესდება მისით. ეს მათთვის საიდუმლოებით მოცული თემა არ არის. ხოლო როცა მშობელი ბავშვთან სექსუალურ საკითხებზე საერთოდ არ საუბრობს, მავშვი დიდი ინტერესით ისმენს მას სხვაგან, თუნდაც თანატოლებისგან ან ქუჩიდან. ჩემი აზრით, ბავშვებისთვის სექსუალური განათლების მიცემა მშობელმა პატარაობიდანვე უნდა დაიწყოს. როცა მშობელი ბავშვს სხეულის ნაწილებს ასწავლის, თავი არ უნდა აარიდოს სასქესო ორგანოების ხსენებას, თითქოს ეს სამარცხვინო იყოს ან მიუღებელი და საშიში. მშობელმა ბავშვს უნდა აუხსას რას რა ჰქვია. დროთა განმავლობაში აუცილებელია, ბავშვებმა ისწავლონ, რაზე უნდა ილაპარაკონ და რაზე არა, რა უნდა გააკეთონ და რა არა. უფრო მეტიც, უმჯობესია ორივე მშობელმა (მამამაც და დედამაც) ასწავლოს შვილს, რო სასქესო ორგანოები სხეულის განსაკუთრებული ნაწილებია. მათ სხვები არ უნდა შეეხონ და არ უნდა დაათვალიერონ და არ შეიძლება მათზე უხამსი ლაპარაკი. როცა ბავშვი იზრდება, მშობელმა უნდა მოუყვეს, როგორ ხდება ბავშვის ჩასახვა. ისინი კარგად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი სქესობრივ მომწიფებაზე და ორგანიზმში მოსალოდნელ ცვლილებებზე. ასეთი სახის ბავშვის აღზდა ბავშვს იცავს ქუჩისგან, პედოფილებისგან და სხვა მრავალი რამისგან და რაც მთავარია, ბავშვს მშობელთან გულწრფელი საუბარი არ მოერიდება და როცა პრობლემა ექნება, მივა მშობელთან და დახმარებას სთხოვს.
-
კაია ერთ ქალაქში რო ცხოვრობთ. ადვილია შეხვედრა და გაცნობა.
-
ხო, ეგა თქვი რაა მხოლოდ ცემა? კიდევ გულმოწყალედ მოქცევია პაპს.
-
ვინც ვწერთ ხომ საზოგადოების ნაწილს წარმოვადგენთ?
-
ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი სქესის არჩევანის უფლება
აზრი replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
Pariz გამარჯობა. ველოდებოდი შენ პოსტს და კარგია რომ დაგიწერია პასუხი: რას ქვია თეორიულად. აფულება უფლებაა. იმ უფლების რა ვთქვა, რომელიც მხოლოდ ფურცელზე იქნება და პრაქტიკულად არ შეგიძლია უფლების განხორციელება. ეს იგივე იქნებოდა, ადამიანისთვის გეთქვა, თეორიულად თავისუფალი ხარ აკეთო ის, რაც კანონით არაა აკრძალული მაგრამ აი პრაქტიკულად კი ამის უფლება არ გაქვსო. არც შენ, არც მე და არც ამ ფორუმის რომელიმე მოდერატორს არ აქვს იმის უფლება მოსილება რომ ერთი სქესის წარმომადგენლებს დაქორწინება არდაქორწინების უფლებები აამუშაპს საქართველოში. ამრიგად, რასაც აქ ვწერთ, ირეკლავს ქართვული საზოგადოების გონება-განწყობილებას. სამწუხაროდ მრავალს არ ესმის რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები ისეთივე უფლებებით უნდა სარგებლობდნენ როგორც მე ა შენ. ანუ, არ შეიძლება ადამიანის დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის გამო. თუ უნდათ იქორწინონ იქორწინონ. დაუშლი? ძალადობა ყოველთვის უკუღმა მოქმედებს. რაც მეტს დაუშლი მით მეტად ექნება ადამიანს საპირისპირო გააკეთოს. შენი მთავარი არგუმენტი არის შედეგები. რა შედეგები? უნდა გვეშინოდეს რომ ჩვენმა შვილებმა მათი ქორწინების შემხედვარეს იგივე სექსის წარმომადგენელთან ურთიერთობებეის გაბმა რო მოუნდეს? შენ როგორც მშობელმა აღზარდე შვილი და თუ მასში ჩადებ იმას რაც შენ მიგაჩნია რომ სწორია და მისთვის სასარგებლო, ბავშვის აღზრდაზე, მის ფსიქოლოგიაზე და სექსუალობაზე ლესბოესლი წყვილის ქორწინება არ მოახდენს გავლენას. ვერ წაართმევ. გადახედე ევროპის ქვეყნებში როგორ არის. ქორწინდებიან და შვილებსაც ზრდიან თუ სურთ. ვერავინ ვერ უკრძალავს დაქორწინებას. პირიქით, კანონია ისეთი რომლის მეშვეობითაც, ჩვეულებრივ შეუძლიათ იქორწინონ და მათ უფლებებს ვერავინ ვერ ზღუდავს. ევროპაში შესვლა გვინდა ქართველებს, და საერთაშორისო ადამიანის უფლებების გათვალისწინება და დაფასება არ გვინდა? მაშინ უნდა გავერკვეთ რა სახელწიფოს ვაშენებთ. კი ბატონო, მესმის შენი რომ არ მოგწონს ჰომოსექსუალიზმი. არც მე მეხატება გულზე და ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ჰომოსექსუალიზმი, მარა მე - მე ვარ, შენ შენ და სხვა სხვა. ყველას თავისი ცხოვრება აქვს და როგორც უნდა ისე იცხოვრებს. უნდა კაცზე გათხოვდება უნდა ქალზე. ისე ხო რას ამბობ ყვავის რაა საქართველო. ხალხს პურის ფული არ აქვს, განათლების მიღების საშუალება. უმუშევრობა. მკურნალობის ფული არ აქვთ, წამალს ვერ ყიდულობს ხალხი. სამღვდელოება კიდე კაი ფულს შოულობს მრევლისგან. ქრისტე განსჯიდა ჰომოსექსუალიზმს, ის ამბობდა რომ ღვთისთვის მიუღებელია ჰომოსექსუალიზმიო. მაგრამ, მათ ვისაც არც ბიბლიის სწამს და არც ქრისტესი, მითუმეტეს არც ღმერთის, მათ ხომ ვერ დააძალებ გინდა თუ არა ღვთის მიერ დადგენილი ნორმები მიიღეო? ქრისტე ძალას არავის ატანდა. ის ამბობდა თუ რა იყო ღვთისთვის მოსაწონი და მისაღები და დანარჩენს ადამიანი თავად წყვეტდა, გაითვალისწინებდა თუ არა იმას, რასაც ქრისტე ამბობდა. დღეს, XXI-თე საუკუნეში, ადამიანებს ვერ დააძალებ რა მორალურ და ზნეობრივ ნორმებს მისდიონ. ის რაც ერთისთვისაა სწორი, მისაღები და მორალური, სხვისთვის პირიქითაა. ამიტომ, ვერ მოსთხოვ სხვებს ისეთივე შეხედულებები იქონიან როგორიც შენ გაქვს. ამიტომ, თუ გინდა შენს მოსაზრებებს და უფლებებს სცენ პატივი, შენც უნდა სცე პატივი სხვის უფლებებს. ამაზე რა დავწერო არ ვიცი. ალბათ, ყველამ თავისი საქმისა იცის არა? -
ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი სქესის არჩევანის უფლება
აზრი replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
მიგეწერა მაინც რომ ირონიულად ამბობ, ხვალ მართლმადიდებელი ახალგაზრდა წაიკითხავს შენს სიტყვებს და დიდი საშიშროებაა რომ აიტაცოს.