ახლა დავწერ თუ რა ფაქტორები უწყობს ხელს ურწმუნოებას ან ათეისტობას. ჩემი აზრით, ყველა ათეისტი ბავშვობიდან არ აღზრდილა ასეთად და მითუმეტეს, არც ათეისტად დაბადებულა და არც თეისტად. მსოფლიოში ცხოვრობს უამრავი ადამიანი, რომელიც მისდევდა რომელიმე რელიგიას და ერთ დროს სწამდა ღმერთი. მაგრამ ჯანმრთელობასთან თუ ოჯახთან დაკავშირებულმა სერიოზულმა პრობლემებმა ან გადატანილმა გარკვეულმა უსამართლობამ შეარყია მათი რწმენა და ათეისტებად აქცია. სხვების წარმოდგენაზე ღმერთთან დაკავშირებით უარყოფითად იმოქმედა უმაღლეს სასწავლებელში გავლილმა კურსებმა. მაგალიტად, პარიზში ერთი ქალი ძვლის დამაუძლურებელი ავადმყოფობით დაიბადა. თუმცა კათოლიკედ იყო მონათლული, ნუუ ტრადიციულად მონათლა ოჯახმა რაა, და როცა გაიზარდა ის თავს ათეისტად აცხადებდა. როდესაც მან მონაზვნებს ჰკითხა, რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ ასეთი უძლურებით დაბადებულიყო, მათი პასუხი ასეთი იყო: "იმიტომ რომ მას უყვარხარ". ის არ დაეთანხმა ამ უაზრობას. შესაბამისად, რელიგიებისადმი რწმენა სრულიად დაკარგა. სხვა ბიოგრაფია რომელიც წავიკითხე ყოფილი ათეისტის იყო ფინეთიდან. გავიხსენებ ფინეთში მცხოვრები ერთი ახალგაზრდის შემთხვევას, რომელსაც უკურნებელი კუნთოვანი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს და რომელიც ინვალიდის სავარძელს იყო მიჯაჭვული. დედამისმა ის პროტესტანტულ ეკლესიაში წაიყვანა, რომელიც ვითომ ავადმყოფებს ულოცავდა, (შელოცვას ვგულისმობ) და თან კურნავდა. მაგრამ არანაირი სასწაულებრივი განკურნება არ მომხდარა. შედეგად ამისა, ახალგაზრდამ ღვთისადმი ინტერესი დაკარგა და ათეისტი გახდა. ჰონდურასში ერთი კაცი კათოლიკედ აღიზარდა მაგრამ სოციალისტურ ფილოსოფიასა და ათეიზმს სწავლობდა. უნივერსიტეტში ნასწავლმა თეორიამ - რომ კაცობრიობა ევოლუციის ნაყოფი იყო, თანდათანობით ღვთისადმი რწმენა დააკარგვინა და ათეისტად ჩამოაყალიბა. მსგავსად ამისა, ერთი ჩემი ნაცნობი ქალი, ერთი ქალი მართლმადიდებლად აღიზარდა. უნივერსიტეტში ის ფსიქოლოგიის გაკვეთილებს ესწრებოდა. ამ ქალმა ასეთი რამ თქვა: "ერთ ზაფხულს ამ გაკვეთილებმა სრულიად დაანგრია რელიგიისადმი ჩემი რწმენა". ამ მოკლე ისტორიების გახსენებით იმის თქმა მსურდა, რომ ადამიანები ათეისტებად სხვა და სხვა მიზეზებისა და გარემოებების შედეგად ყალიბდებიან. ზოგი მიღებული განათლების გამო ამბობს რომ ათეისტია და რაციონალურობაზე დებს თავს; ზოგი პრობლემების გამო თუ საკუთარი თვალით ნანახი რელიგიური პირმოთნეობისა და დოგმატური რელიგიური შეზღიდვების გამო იყალიბებს თავს ათეისტად და ზოგი კი უბრალოდ ათეისტობას გონება გახსნილობის მაჩვენებლად მიიჩნევს. სინამდვილეში, თუ ადამიანს სურს გაეცნოს თანამედროვე დროში მცხოვრები მეცნიერების აღმოჩენებს, რომელიც ღვთის არსებობის საკმაოდ ძლიერ რაციონალურ მტკიცებულებებს გვთავაზობენ, გაერკვევა და ობიექტურ, რაციონალურ დასკვნებსაც გააკეთებს.