Jump to content
Planeta.Ge

აზრი

პლანეტელი
  • პოსტები

    4.587
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    53

ყველა პოსტი აზრი

  1. ეგ სმაილიკი რომ დასვი, მაგაზე მეტ შთაბეჭდილებას ვერ ტოვებ რომ იცოდე. მოცლილი ხარ ვიღაც.
  2. mama როცა ხედავ რომ წარმოდგენა რა გაქვს საკითხზე, წიგნი უნდა გადაშალო ან თავმდაბლურად ითხოვო რომ აგიხსნან და გასწავლონ. სანამ მასეთი აგდებული დამოკიდებულება გაქვს, წინ ვერ წაიწევ. ასე რომ ერთი ვარიანტი გრჩება: გადაშალო წიგნები და ისწავლო.
  3. mama არა, ჟამთა სვლით დაიხოცნენო არსად დამიწერია. აკი ვამბობდი ელემენტარულ საკითხებში ვერ ერკვევითქო. ამიტომ უნდა გადაშალო წიგნი და წაიკითხო რომ იცოდა ქრისტიანული ეკლესიის ისტორია.
  4. mama არ იცი ვინ დევნიდა პირველ ქრისტიანებს? ან რა ისტორიულ ფაქტებს მთხოვ, გაეცანი ქრისტიანულ ოსტორიას. ფორუმზე თეოლოგიის და ისტორიის გაკვეთილებს ხომ არ ჩაგიტარებ. მთავარია ვისაც მივწერე ეგ პოსტი იმან ამოიცნო ვისზეცაა საუბარი და იმედია მაგიტომაცაა ჩუნად. შენ კი ელემენტარულ საკითხებში ვერ ერკვევი და უაზრო კამათებუსთვის არ მცალია მე, ასე რომ გაითვალისწინე რაც აქ დაგიწერე.
  5. mama 25-ე პოსტი ყურადღებით წაიკითხე და მიხვდები ვიზე დავწერე. თუ კითხვა გეზარება, უაზრო პოსტების წერა არ გეზარება?
  6. mama პოსტში წერია ვინც აღმოჩნდა ცუდ მდგომარეობაში. არ კითხულობ პოსტებს?
  7. Dakaray ხოდა მაგას გიხსნი ჩემო კარგო რომ ქადაგება სხვა რამეა. აღლუმების მოწყობა წელიწადში თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით და ნათლობის ღია ცისქვეშ მოწყობა, ქადაგება არაა. ქადაგება როგორ ხდებოდა პირველ საუკუნეში იცი? არ იცი ალბათ თორემ სირცხვილით იმას აღარ დაწერდი რაც აქ დაწერე. წაიკითხე სახარებები და ნახე რას ნიშნავდა სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგება, როცა იესო თავის მოწაფეებს ორ-ორად აგზავნიდა სახლებში და კარზე დაკაკუნებით ცალცალკე რომ ესაუბრებოდნენ მოწაფეები მობინადრეებს. კარდაკარ ქადაგება თქვენს რელიგიას ისტორიაში არ ახსოვს. არ იცის უბრალოდ, იმიტომ რომ თქვენ არ ხართ ღვთის ნების შემსრულებლები და იესო ქრისტეს მიერ დაკისრებული ქადაგების დავალების შემსრულებლები. თქვენი საქმეა დიდი და ძვირადღირებული ტაძრების შენება, ბიზნესის წამოწევა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველ წელს 25 000 0000 (მილიონი) ლარის ჩაჯიბება, ჯიპებში მოჯდომა და დიდი და ოქროს ჯვრით ბლატაობა. მაგას არ ქვია ქრისტიანობა ჩემო კარგო, მაგას ქვია ქრისტეს გზიდან განდგომა და ღვთის მტრისთვის მსახურება. აი ესაა სიმართლე რომლის გამოც მივატოვე თქვენი მართლმადიდებლობა და დღეს ბდნიერი ვარ. ეგ ტყუილები ჩემთან არ გასდით ხოლმე ჩემს ყოფილ თანამორწმონე მართლმადიდებლებს. იმიტომ რომ კარგად ვიცი მართლმადიდებლების ზღაპრები ჩემო კარგო. გადაშალეთ სახარება და გაეცანით რას ასწავლის ქრისტე! მათეს სახარების 24-ე თავი წაიკითხეთ და ნახავთ რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება დღეს უფრო საჭიროა ვიდრე ოდესმე და დღეს იმიტომაც ვქადაგებთ მას მთელს მსოფლიოში. (მათე 24:14). თქვენ ვიცი რომ ვერ გამოხვალთ გარეთ და ვერ უქადაგებთ ხალხს. ამას ღვთის ხალხი ვაკეთებთ. არაა საჭირო ცინიზმი. იმაზე რაც დაგიწერე. აი ეგ სიამაყეა რომ ვერ დგებით ჭეშმარიტებაში. ჩვენ არავის ვეცილებით სიკვდილის არჩევაში. ჩვენ სიცოცხლეს ვირჩევთ და ამისთვის მოვუწოდებთ ყველას, იცი რატომ? აი იმიტომ: "ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს".
  8. mama ყველა არ გვხვდება დიდი სიხარულით და ამას არც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. იცი რატომ? იმიტომ რომ არც პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტეს მოციქულებს ხვდებოდნენ დიდი სიხარულით როცა კარდაკარ ქადაგებდნენ სამეფოს შესახებ. მათაც დევნიდნენ, ლანძღავდნენ, დასცინოდნენ და ა.შ. მაგრამ ბოლოს ვინ აღმოჩნდა ცუდ მდგომარეობაში, ისტორიულმა ფაქტებმა დაგვანახვა. ასე რომ ღრიჭინი და მასხარაობა ჩვენ არაფერს გვაკლებს. პირიქით, ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს.
  9. BEST_GEORGIA ეგ ვიდეო გააკეთეს განდგომილებმა, რომლებიც განკვეთილნი არიან და უამრავ ცილისწამებას ამბობენ ვიდეოში რომ შენისთანები მოთაფლონ.
  10. Dakaray წელიწადში ერთხელ რომ გამოვა აღლუმივით მრევლი, დროშებითა და ჯვრებით ხელში, მაგას ქადაგება არ ქვია. ქადაგება იცი რას ქვია? აი იამს, რასაც პირველი საუკუნის ქრისტიანები აკეთებდნენ, როცა ორ-ორად დადიოდნენ კარდაკარ, ქუჩებში და თავშეყრის ადგილებზე და ღვთის სამეფოს მოახლოებას რომ ქადაგებდნენ. ასე დღეს არა თუ მართლმადიდებლობა, არამედ არცერთი რელიგიის წარმომადგენლები არი იქცევიან, გარდა ერთდაერთი ჭეშმარიტი ქრისტიანებისა, რომელიც ცნობილნი არიან სახელწოდებით იეჰოვას მოწმეები. მხოლოდ იეჰოვას მოწმეები დავდივართ კარდაკარ და სახალხო თავშეყრის ადგულებზე ყოველდღე და ღვთის სამეფოს სასიხარულო ცნობას ვუქადაგებთ ყველას. ამით კი იესო ქრისტეს მიერ დავალებულ საქმეს ვასრულებთ. (მათე 28:18-20, 24:14). მგონი უნდა გიღირდეს ამ საკითხებზე ჩაფიქრება. რას იტყვი მეგობარო? ალბათ იცი ჩვენგან, თუ რას მოიტანს ღვთის სამეფო. კაცობრიობამ უნდა იცოდეს, რადგან მხოლოდ ორი გზა არსებობს, რომელიც შეიძლება ადმაიანმა აირჩიოს: სიცოცხლე ან სიკვდილი. სიცოცხლეა მათთის ვინც ღვთის მოწვევას ღებულობს. ღმერთი თავის მორჩილ ადამიანებს დ ე დ ა მ ი წ ა ზ ე მარადიული ცხოვრებით დააჯილდოებს. ჩვენი ბაგით, დღეს ღმერთი კაცობრიობას ამცნობს იმას, რასაც მალე გააკეთებს. ეს არაა სახუმარო საკითხი...
  11. Dakaray კარგია რომ მორწმუნე ხარ. ალბათ ღვთის სიყვარულით ბევრ რამეს აიტან და ბევრ რამესაც გააკეთებ. თუმცა, ერთი ნამდვილად მიკვირს მართლმადიდებლების რომ არ გამოდიხართ გარეთ (მათე 10:5-7) და სამეფოს სასიხარულო ცნობას არ ქადაგებთ. (მათე 24:14). სხვათაშორის, სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ხალხებისთვის ქადაგება, მოყვასისადმი სიყვარულის უდიდესი მაჩვენებელია.
  12. BEST_GEORGIA ბოლოს რომელი ხელნაწერებიც ვნახე, გახლდათ დიდი ბრიტანეთის ბიბლიოთეკა, მანჩესტერში. ჩამოდი და თუ გინდა წაგიყვან და განახებ. აქ ვცხოვრობ მე. ასე რომ აწი მაინც ნუ ილაპარაკებ ჰაერზე, მითუმეტეს როცა წარმოდგენა არ გაქვს ამ საკითხებში. ნაცვლად იმისა ნორმალურად იკითხო და ითხოვო რომ გაგარკვიონ, ჯიქურ უარყოფ ფაქტებს.
  13. BEST_GEORGIA კი ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ამიტომ დაგიწერე შენსავით ჰაერზე არ ვსაუბრობთქო მაგრამ არ გინდა ამის გააზრება და იყავი მასე. ხო აპაჭინე ეხლა თვალები და იყავი. არა, მაგას არ გეტყვი. ეგ შენი წარმოდგენებია რისი ზეგავლენის ქვეშაც ხარ და შენ წარმოდგენებში იქმნი შეხედულებებს და ასაღებ იმად, ვითომ მასე გეტყვი და ყვები აქ უაზრობას. ეგ ალბათ ეკლესიაში დაგაჯერეს. თქვენი ეკლესიის ბიბლიებში ჩამატებებიც გაქვთ გაკეთებული და ამოკლებებიც. ასე რომ მორჩი უაზრობების წერას. როცა არ იცი, ზღაპრებს ნუ წერ მაინც თორემ ვინც შენზე მეტი იცის და გარკვეულია, შენი პოსტებით მხოლოდ გააცინებ და მეტი არაფერი. მოკლედ, ელემენტარულ საკითხებში არ ხარ გარკვეული და არც ამის სურვილს ავლენ. წერ შენ წამროდგენა-ვარაუდებს და ხარ მთელ ამბავში.... ჟალ..
  14. BEST_GEORGIA რა რის საფუძველზე რას კითხულობ აანალიზებ მაინც? ის ბიბლია თქვენ რომ გაქვთ მაგის საფუძველზე არ ვამბობ იმა სრაც გითხარი, იმიტომ რომ დამახინჯებული გაქვთ ბილია, ჩამატებული უამრავი მუხლი და მაგის საფუძველზე როგორ გეტყვი რასაც გეუბნები. მე როცა ვამბობ რომ ჩამატებული გაქვთ ბიბლია და დამახინჯებული, ამას ვამბობ უძველესი ბიბლიის მანუსკრიპტების საფუძველზე. შენგან განსხვავებით ჰაერზე არ ვსაუბრობ. სხვაში გეშლები ოქრო. მე შენთვის არ დმაიწერია ფსალმუნის ის მუხლი რომელსაც გულისხმობ. ისე ზერელედ კითხულობ პოსტებს, უკვე სხვის პოსტებსაც მე მაბრალებ. ყურადღებით იკითხე რას გწერ და ეცადე გაიაზრო ნაცვლად იმისა რომ არიქა და რაღაც მომწერო, თან რა დამოკიდბეულება გაქვს, აგდებული.....
  15. lasha_alo sami kitxva makvs shentan: 1. eg sheni piradi azria tu vinmem gitxra? 2. ratom ggonia rom gvtis mgmobi da cru kristianuli scavkebebi araa sadzulveli? 3. Ratom araa scoru usamartloba mdzuldes?! shen rogorc chans nametani mckralad xar qristianul scavlebebtan da ar icnob ras ascavlis qristianoba, torem cru da gvtismgmobel scavlebebze mase ar itkodi. axla ki ert bibliur muxls dagicitireb axali agtkmidan rom ifikro rac masshi ceria: "შენ სიმართლე შეიყვარე და უკანონობა შეიძულე. ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, დიდი სიხარულის ზეთით შენს მოზიარეებზე მეტად".
  16. Dakaray რათქმაუნდა. პირადად მე შენც, ბუდისტიც, მართლმადიდებელიც და ჩემი მუსლიმი მეზობელი ერთნაირად მიყვარხართ, ისევე როგორც ჩემი სულიერი ძმა ეთიოპიაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა ადამიანი მიყვარს რადგან ყველა ღვთის შვილები არიან. ის რაც მე მძულს (თუნდაც მართლმადიდებლობაში) არის არა თვითონ ადამიანები არამედ მათი უღვთო საქციელი და ღვთის მგმობი სწავლებები რომელსაც ეკლესია ისე უსაღებს ადამიანებს თითქოსდა ღვთისას ასწავლიდნენ. უფრო მეტსაც გეტყვი. მართლმადიდებლებისადმი ჩემს სიყვარულს მათდამი სიბრალული უფრო აღვივებს იმიტომ რომ დაკარგული ცხვრებივით არიან და ბევრი მათგანი თავიანთ "მანაოებს" ისე მეამიტურად უჯერებენ ზგჯერ პირი მრჩება ხოლმე ღია. მრევკის ამ სისუსტით კი, ხელს ითბობს სამღვდელოება. ამ ყველაფრის გამო კი უფრო მებრალებიან და იფრო მიყვარდებიან მართლმადიდებლები. ასე რომ მათდამი სიყვარული მაქვს მაგრმ ნათი ცრუ სწავლებებისადმი კი სიძულვილი. როცა ჩემ პოსტებს წაიკითხავ ხოლმე, ეს ორი ერთმანეთშიარ აგერიოს ხოლმე.
  17. mama მაგდენი ალბათ არ იცის რომ იეჰოვას მოწმეები ქრისტიანები ვართ, თან ნამდვილი ქრისტიანები, ისეთი კი არა, მარტო რომ ქვიათ და საქმით კი ღვთის საგმობი ცხოვრებით რომ ცხოვრობენ.
  18. alex შემთხვევით არავინ გაჩენილა.
  19. BEST_GEORGIA არაა ეგრე, "კიბატონო ძმაო ჩამატებული იყოს". მასეთ საქციელს უნამუსობა ქვიათქო ხომ დავწერე. რას ქვია კარგი ძმაო ჩამატებულია და ახლა გადავიდეთ სხვა მუხლზე. გადავალთ, აბა რას ვიზამთ, მაგრამ ეგრე ვერ გავატარებთ სისაძაგლეს და უნამუსობას. უნდა შევთანხმდეთ რომ ეკლესიის მესვეურებმა ღვთის სიტყვას ბიბლიას და ღმერთს პატივი არ სცეს როცა ბიბლიას გადაუარ-გადმოუარეს. აღიარებ ამ ფაქტს?
  20. mama ელექტრონულ სივრცეში უამრავი საზიზღრობა (ცილისწამება და ტყუილი) იწერება ჩვენზე, მაგრამ მაგდენი დრო არ მაქვს რომ ყველას სისაძაგლე ვაპროტესტო. შენ არ გვიცნობ და ამიტომ გასაკვირი არაა რომ მსგავსი ცილისწამება ჩაგაფიქრებს. მეც მასე დამემართებოდა რომ არ ვიცნობდე ჩვენს ქრისტიანულ საძმოს. ჩვენთან მსგავსი რამ არაა ხელდასაფარებელი და როცა ვინმე მძიმე დანაშაულს განზრახ ჩადის, ხელს არ ვაფარებთ, პირიქით. მსგავსი ცილისწამება კი რაზეც თემაა გახსნილი, პირველი არაა და არც უკანასკნელი. მსგავსი რამ მრავალჯერ წაუყენებიანთ ჩვენთვის მაგრამ საბოლოოდ გარკვეულა ვინ ვინ იყო და რასთან გვქონდა საქმე. ასე რომ ყველაზე საუკეთესო საშუალება შენთვის ან მისთვის ვინც გულწრფელადაა დაინტერესებული ჩვენი გაცნობით, ჭორებით კი არ უნდა გაგვიცნოს, არამედ მოვიდეს ჩვენთან, შეგვხვდეს და თავისი თვალით ნახავს ვინ ვართ.
  21. BEST_GEORGIA შენთვის არაა საკმარისი, მაგრამ ვინც ობიექტურია, მათთვის საკმარისია, რადგან ნებისმიერი საქმე რომელიც გასაჩივრებას ექვემდებარება, არ მიიჩნევა დასრულებულ საქმედ. შენისთანა ადამიანები კი არსებულ ვითარებას იმისთვის იყენებთ რომ იეჰოვას მოწმეებს ჩირქი მოგვცხოთ. ამ დროს თქვენი ეკლესიის შიგნით და გარეთ რაც ხდება, იმას ვერ აანალიზებთ. უაზროდ დავას არ ვაპირებ ჩემო კარგო. შენისთანებს რა გამოლევს ამ ქვეყნად.
  22. BEST_GEORGIA სტოქჰოლმი რა შუაშია? სტოქჰოლმის ბიბლია მე არ მიმაჩნია იმ საკითხის განსახილველად რაშიც წარმოდგენა არ გაქვს. არაერთი ბიბლიის თარგმანის დასახელება შემიძლია, მათ შორის კათოლიკურის რომ ეგ მუხლი ჩამატებულია. მაგრამ შენ ამის გაგება არ გსურს, იმიტომ რომ სიმართლის მხარდაჭერით არ ხარ დაინტერესებული.
×
×
  • შექმენი...