Jump to content
Planeta.Ge

აზრი

პლანეტელი
  • პოსტები

    4.587
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    53

ყველა პოსტი აზრი

  1. თითქმის ყველა ფორუმზე ბანი გადევს. მიზეზი ერთი და იგივეა. უზრდელობისთვის გადებენ ბანებს. ყელში ამოგყავს შენი ინტრიგული პოსტები მკითხველისთვისაც და მოდერებისთვისაც. შენი გამოსწორების მე არ მჯერავს. თუმცა, ვისურვებდი ზრდილობიანი პოსტები გესწავლოს და ყველა თემის ოფტოპიკებით გაბინძურებას გადაეჩვიო. ჯერჯერობით არ გამოგდის. მომავალში ვნახოთ.
  2. Asmodeus არ უნდა მორჩე მაიმუნობას? ყველა თემა როგორ უნდა გააბინძურო უაზრო ოფტოპიკებით? მერე წიკვინს დაიწყებ მოდერთან, რა დავარღვიე აბა მიმითითეო...
  3. მთიები ხო, დაახლოებით მასე გამოგივიდა. _______________________________________________________ Asmodeus
  4. BEST_GEORGIA მთავარია დედნისეულ ტექტს ზისტად მისდევს და სხვა თარგმანებს დაემთხვევა თუ არა, ეგ ბოლო ხარისხოვანია. შენ ამ თემაში ივაჟკაცო ხომ არ ჯობია აბა ნახე: http://planeta.ge/topic/40680-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98/page__view__findpost__p__324066
  5. აბა აკი ზუსტი ბიბლიის თარგმანი გვაქვს მართლმადიდებლებსო? სად ხართ მართლმადიდებლებო რომ შეიყუჟეთ და გატრუნულები ხართ. აბა მოდით ამ თემაში და დაიცავით თქვენი ბიბლიის თარგმანები. მაგრამ რას დაიცავთ, როცა თქვენც კარგად უწყით რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოცემული ბიბლიის თარგმანები სამარცხვინო გადაკეთებებს და უზუსტობებს შეიცავს... ასე რომ ალბათ ისევ ჯობს რომ იყუჩოთ....
  6. BEST_GEORGIA მადლობ კომპლიმენტისთვის. შენ ალბათ მართლმადიდებელი ეკლესიის სამარცხვინო თარგმანებს ადრი და მაგ "კრიტერიუმით" კი გამოდის შეცვლილი, იმიტომ რომ თქვენი ბიბლიასავით არაა დამახინჯებული, არამედ გადმოსცემს დედნისეულ შინაარსს მაქსიმალური სიზუსტით, ამიტომაც არ მოგწონთ ახალი ქვეყნიერების თარგმანი მართლმადიდებლებს.
  7. BEST_GEORGIA ერთ კარგ რჩევას მოგცემ. იმის ნაცვლად რომ გაბოროტებულმა და გაბრაზებულმა ცრუპენტელობა ავრცელო ინტერნეტში, გადაშალე წიგნი, პირველ რიგში გაეცანი თქვენი ეკლესიის სამარცხვინო ისტორიას, მერე თქვენი ეკლესიის ცრუ სწავლებებს, მერე მიდი მოწმეებთან და სთხოვე ბიბლიის სწავლებებში გაგარკვიონ. ამის შემდეგ, შენთვითონ, მამაოების "თითის ქნევისა და დარიგების" გარეშე, დაუფიქრდი ნასწავლს და იმედია სწორ დასკვნასაც გააკეთებ. თუ ასე არ მოიქცევი, ყოველთვის იქნები მასეთ ცუდ დღეში: გაღიზიანებული, აგრესიული, ინფორმაციის ვაკუუმში მყოფი, მართლმადიდებელი და სიცრუის გამავრცელებელი. ასე რომ რჩევა მოგეცი, მიიღებ? ხომ კაი, არა და, ეგეც შენი გადასაწყვეტია.
  8. ეხლა ერთი ის მითხარი, შენ თუ გწამს ღმერთის? თუ კი, რომელი რელიგიის აღმსარებელი ხარ?
  9. BEST_GEORGIA დემაგოგობ ისევ. თან აზრზე არ ხარ რაებს წერ. მე რომ ვიცი ჩვენი ორგანიზაციის ისტორია, შენ ეს არაფერს რომ არ გაძლევს ფაქტია. მოეშვი მაგ სისულელეების წერას. ვინმე ვისაც შენგან განსხვავებით დააინტერესდება რომ გაერკვეს, ნახავს რა ცრუპენტელა და დემაგოგიც ხარ. ასე რომ შენს რეპუტაციაზე შენ თუ არ იფიქრებ, მე სულ არ მადარდებს. მ.ჰ. ლარსონია ამჟამად ორგანიზაციის პრეზიდენტი. აკი გარკვეული ვარო? ისე ხარ გარკვეული, როგორც მე ვარ გარკვეული ჩინურის გრამატიკაში.
  10. BEST_GEORGIA წარმოდგენა არ გქონია ჩვენზე. სწორად მოგწერე ზემოთ რომ ცდები-თქო. შენი პრობლემა მარტო იმაში კი არაა რომ არ გვიცნობ და სისულელეებს წერ ჩვენზე, არამედ შენი პრობლემა იმაშიცაა რომ არც სურვილი არ გაქვს გაერკვე. მე კიდე არ დაგაძალებ გინდა თუ არა გაერკვიეთქო. ასე რომ შეგიძლია ტყუილები და ზღაპრების წერა გააგრძელო.
  11. mama ტყუილია რასაც წერ და იმიტომ. ჩვენი ორგანიზაცია არაა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შექმნილი ფულის კეთების სტრუქტურით. ჩენი შეკრებები ორგანიზებულია, არსებობენ კოორდინატორები, მათი დამხმარეები, არსებობენ კომიტეტები (თითოეულ კრებებში), მნიშვნელობა არ აქვს რომელ მიყრუებულ სოფელში ირკიბებიან მოწმეები. იქ არავინ არ დაუშვებს რომ ფულის დარიგება მოხდეს თანაც იმ მიზნით რასაც შენ ავრცელებ ამ ფორუმზე. მსგავსი რამ ჩვენთან არ ხდება. შენ რომ ერთხელ მაინც დასრებულიყავი იეჰოვას მოწმეების რელიგიურ შეხვედრას, მასეთ ტყუილებს არც დაიჯერებდი და არც გაავრცელებდი. მაგრამ სამწუხაროდ, ხალხი წინასწარ შექმნილი მცდარი შეხედულებებით განსჯის ბევრ რამეს რაც ჩვენ გვიკავშირდება და როცა ვიწვევთ რომ გვესტუმრონ და თავისი თვალით ნახონ როგორ ხორციელდება ქრისტიანული შეხვედრები 21-ე საუკუნეში, არ სურთ. ამ დროს კი არიან ინფორმაციის ვაკუუმში და მცდარი შეხედულებების ტყვეობაში. რაც შეეხება ცხვრის ტყავში გახვეულ მგლებ ზემოთ რომ ახსენეს. როგორც შენ თქვი, შემოპარული გაიძვერა თუ სახლში მიაკითხავს ქრისტიანული შეხვედრის შემდეგ და ფულს მისცემს ვინმეს, ჯერ ერთი მასეთი რამ რომც მოხდეს, მალევე გახმაურდება და გაიგებს კრების ერთი წევრი მაინც და მაგ შემოპარულ გაიძვერას კრებიდან მოკვეთენ. ასე რომ იეჰოვას მოწმეებზე მასე ლაპარაკი, ფულს არიგებტ და ხალხს ასე იტყუებთო, არის საზიზღარი სიცრუე და შეურაცხმყოფელია თითოეული ჩვენი თანაქრისტიანისთვის და საბოლოოდ შეგახსენებ რომ მსგავსი სიცრუის წერით, ჩვენ შორის დასრულდება მიმოწერა და აწი შენ გადაწყვიტე.
  12. mama იმიტომ რომ ადამიანების სიცოცხლეზეა აქ საუბარი და არა სხვა რამეზე. სიცოცხლე კი ერთერთი ყველაზე ძვირფასი რამაა რაც გაგვაჩნია. ძალით არავინ არსად არ დაგვყავს. ეს არის ტყუილი და როცა ასეთ სიცრუეს წერ ჩვენზე, გვაყენებ შეურაცხყოფას და ბოლოჯერ შეგახსენებ, თუ კიდევ გააგრძელებ ასეთი სიცრუის და ინტრიგების წერას, ჩვენი მიმოწერა დასრულდება. წერე მერე ეგ ტყუილები რამდენიც გინდა. აქაც იგივეს გეტყვი: რასაც აქ წერ, ეგ არის ტყუილი და როცა ასეთ სიცრუეს წერ ჩვენზე, გვაყენებ შეურაცხყოფას და ბოლოჯერ შეგახსენებ, თუ კიდევ გააგრძელებ ასეთი სიცრუის და ინტრიგების წერას, ჩვენი მიმოწერა დასრულდება. წერე მერე ეგ ტყუილები რამდენიც გინდა.
  13. BEST_GEORGIA ცდები. არასწორი წარმოდგენა გქონია ჩვენზე. კიდევ კაი ერთ რამეს მაინც ხვდები. სწორად ვასწავლით. ჩვენი სწავლების მეთოდი და არსი ზუსტად იგივეა, რაც წარსულში ჰქონდათ პირველ ქრისტიანებს. ასე რომ არასწორი წარმოდგენები გქონია შენც. mama ეს შეურაცხმყოფელია ჩემთვის და სხვა დროს ასეთ ინტრიგანულ რამეებს ნუღარ დაწერ თუ გინდა რომ ნორმალური ურთიერთობები გვქონდეს.
  14. mama დავწერე უკვე რომ არ გვაქვს ხელფასითქო და წრეზე სიარული და იგივე კითხვების დასმა რამეს გაძლევს? იმიტომ წირავენ რომ ფიზიკურად იყოს იმის საშუალება რომ ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობისთვის საჭირო თანხები არსებობდეს. ეგ კაცი რომელზეც ზემოთ დაწერე, არ იყო იეჰოვას მოწმე. როგორც ჩანს კაცს უჭირდა და დაეხმარნენ ჩვენი და-ძმები. ჩვენ, ისევე როგორც იესო და მისი მოწაფეები, ყველასადმი დადებითად ვართ განწყობილი და ვეხმარებით როგორც სულიერად, ისე მატერიალურადაც რამდენადაც ეს შეგვიძლია და ამას მხოლოდ სიყვარულიდან გამომდინარე ვაკეთებთ და არა იმ მიზნით როგორც შენ და კიდევ ერთი-ორს გგონიათ ამ ფორუმზე.
  15. mama ფულს (და ხელფასს) არავინ გვიხდის. არც იესოს უხდიდნენ ფულს (ხელფასს) და არც მის მოწაფეებს, როცა ხალხს ღვთის სიტყვას ასწავლიდნენ. (მათე 10:7, 8). ის რაც ღვთისგანაა, არასდროს არ იყიდებოდა და არც ეხლა იყიდება. სწორედ ამიტომაა რომ ბიბლიის სწავლებისას ფულს არ ვიღებთ. სინამდვილეში, არც გვაქვს იმის სურვილი რომ ვინმემ ფული გადაგვიხადოს იმაში, რაც უსასყიდლოდ მივიღეთ და უსასყიდლოდ გაცემას გვთხოვს ღმერთი. ბიბლიური ლიტერატურა ნებაყოფლობითი შესაწირავებით გამოიცემა. ნებაყოფლობით კი ბევრი ადამიანი სწირავს ფულს ბიბლიურ საგნანათლებლო საქმიანობას, რომელიც იეჰოვას მოწმეების მეშვეობით ხორციელდება მთელ მსოფლიოში. აგერ ამონარიდი იეჰვას მოწმეების ოფიციალური ვებგვერდიდან: როგორ ფინანსდება თქვენი საქმიანობა? http://www.jw.org/assets/m/ijw12fq/502012475/ijw12fq_id-502012475.art/502012475_univ_sqr_lg.jpg ჩვენი სამქადაგებლო საქმე ძირითადად იეჰოვას მოწმეების მიერ გაღებული ნებაყოფლობითი შესაწირავებით ფინანსდება. ჩვენს შეხვედრებზე არ ხდება ფულის და საწევრო მეათედის შეგროვება (მათე 10:7, 8). შეხვედრის ადგილებზე განთავსებულია შესაწირავების ყუთები და თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია ნებაყოფლობით გაიღოს შესაწირავი. შესაწირავის გაღება ანონიმურად ხდება. ერთი მიზეზი, რაც აადვილებს ფინანსების განკარგვას, ის არის, რომ ჩვენ არ გვყავს სამღვდელოება, რომელიც გასამრჯელოს იღებს. გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეები ანაზღაურების გარეშე ქადაგებენ კარდაკარ. ამასთან, ჩვენი თაყვანისცემის ადგილებიც მოკრძალებულად არის მოწყობილი. შესაწირავები, რომელიც იეჰოვას მოწმეების ფილიალში იგზავნება, ხმარდება სტიქიური უბედურების დროს დაზარალებულებს და მისიონერებისა და მიმომსვლელი ზედამხედველების საქმიანობას უჭერს მხარს; ასევე გამოიყენება განვითარებად ქვეყნებში თაყვანისმცემლობის ადგილების ასაშენებლად და ბიბლიისა და სხვა ქრისტიანული პუბლიკაციების ბეჭდვასა და ტრანსპორტირებას ხმარდება. თითოეული თავად წყვეტს, კონკრეტულად რისთვის გაიღებს შესაწირავს — ადგილობრივი საჭიროებებისთვის, ჩვენი მსოფლიო საქმიანობისა თუ ორივესთვის ერთად. თითოეული კრება რეგულარულად აწვდის საფინანსო ანგარიშს კრების წევრებს.
  16. ალბათ ფორუმელებმაც იცით რომ ჩვენ, იეჰოვას მოწმეები ბიბლიის შესწავლის მსურველებს უსასყიდლოდ ვასწავლით ბიბლიას. ალბათ გაინტერესებს რა ფორმით ვუტარებთ მსურველებს ბიბლიის შესწავლას და საერთოდ,კარგი იქნება იცოდეთ, თუ რა არის ბიბლიის შესწავლა და რას მოიცავს ის. მაშ ასე, რა არის ბიბლიის შესწავლა? http://www.jw.org/assets/m/ijw12fq/502012131/ijw12fq_id-502012131.art/502012131_univ_sqr_lg.jpg იეჰოვას მოწმეები მსურველებს სთავაზობენ ბიბლიის შესწავლას, რომლის მეშვეობითაც პასუხი ეცემა უამრავ შეკითხვას, მაგალითად: ● ვინ არის ღმერთი? ● ნამდვილად ზრუნავს ღმერთი ჩემზე? ● როგორ განვამტკიცო მეუღლესთან ურთიერთობა? ● რა არის საჭირო ნამდვილი ბედნიერებისთვის? ● როგორ ტარდება შესწავლა? ვირჩევთ კონკრეტულ საკითხს, მაგალითად „ღმერთი“ ან „ქორწინება“ და ამ საკითხთან დაკავშირებულ სხვადასხვა ბიბლიურ მუხლს განვიხილავთ. ამ მუხლების ერთმანეთთან შედარებით, ვიგებთ ბიბლიურ თვალსაზრისს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით; ამგვარად, საშუალებას ვაძლევთ ბიბლიას, თავად ახსნას მასში ჩაწერილი ინფორმაცია. ბიბლიის შესწავლაში გვეხმარება წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. ეს წიგნი ნათლად გვიხსნის, თუ რას ამბობს ბიბლია ღმერთის, იესოს, ჩვენი მომავლისა და სხვა საკითხების შესახებ. ● რა ღირს ბიბლიის შესწავლა? ბიბლიის შესწავლა და შესწავლაში დამხმარე სახელმძღვანელო უფასოა. ● რამდენ ხანს გრძელდება შესწავლა? ბევრი ადამიანი ბიბლიის შესასწავლად ყოველკვირეულად, დაახლოებით, ერთ საათს გამოყოფს. მაგრამ ბიბლიის შესწავლის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად განისაზღვრება. ჩვენ შეგვიძლია, ის თქვენს გრაფიკს მოვარგოთ. ● რა მოხდება, თუ ბიბლიის შესწავლას გადავწყვეტ? თუ ბიბლიის შესწავლას გადაწყვეტთ, თქვენთვის მოსახერხებელ დროსა და ადგილზე ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე მოგაკითხავთ. ის რამდენიმე წუთის განმავლობაში გიჩვენებთ, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ განაგრძოთ შესწავლა. ● ნიშნავს შესწავლაზე თანხმობა იმას, რომ მეც იეჰოვას მოწმე გავხდები? არა. ჩვენ გვსურს, რომ ადამიანებს ბიბლიის შესწავლაში დავეხმაროთ, მაგრამ მათ არასოდეს ვაძალებთ, რომ გახდნენ ჩვენი რელიგიის წევრები. პირიქით, ჩვენ პატივისცემით ვუზიარებთ ადამიანებს ბიბლიის თვალსაზრისს და გვესმის, რომ ყველას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რას ირწმუნებს (1 პეტრე 3:15).
  17. არაა მაგ საიტზე ვირუსები. პირიქით, სულიერი ანტი-ვირუსები დევს და თუ ჩამოტვირთავ, წაიკითხავ და გააანალიზებ წაკითხულს, სულიერი ვირუსებისგან დაგიცავს.
  18. Asmodeus შენ არც პირველიუ და არც უკანასკნელი ხარ ვინც გაბოროტებული, შურით სავსე და დაბოღმილი ათასგვარ სიცრუეს და ცილისწამებას ავრცელებს ინტერნეტ სივრცეში დაუღალავად. შენ შენმა დემონებმა შენი საქმე დაგაკისრეს რომ სიცრუე თესო. ჩვენ კი ჩვენმა ღმერთმა დაგვავალა სიმართლე ვთესოთ. ვისი დათესილი აბიბინდება, მაგას დრო გამოაჩენს.
  19. ხალხის გარკვეული ნაწილი ზოგჯერ გვეკითხება: თქვენ ქრისტიანები ხართ? ჩვენი პასუხია: დიახ. ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზები ადასტურებს რომ ქრისტიანები ვართ: ჩვენ ვცდილობთ ზუსტად მივყვეთ იესოს სწავლებებსა და ცხოვრების წესს (1 პეტრე 2:21). ჩვენ გვჯერა, რომ ხსნა მხოლოდ იესო ქრისტეს მეშვეობით არის შესაძლებელი, რადგან „სხვა არავისში არ არის ხსნა, რადგან არ არსებობს ცის ქვეშ ადამიანებისთვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით“ (საქმეები 4:12). იეჰოვას მოწმეები იესოს სახელით ინათლებიან (მათე 28:18, 19). ჩვენ იესოს სახელით ვლოცულობთ (იოანე 15:16). ჩვენ გვჯერა, რომ იესო ღვთის მიერ დანიშნული თავი, ანუ ყველა ადამიანის ზედამხედველია (1 კორინთელები 11:3). ეგრეთ წოდებულ ქრისტიანულ რელიგიურ ჯგუფებსა და ჩვენ შორის მართლაც დიდი სხვაობაა. მაგალითად, ჩვენ გვჯერა ბიბლიური სწავლების, რომ იესო ღვთის ძეა და არა სამების ნაწილი (მარკოზი 12:29). ჩვენ არ გვწამს სულის უკვდავების. ჩვენ არც ჯოჯოხეთის არსებობის გვჯერა, რადგან ბიბლიაში გაკვრითაც კი არ არის მოხსენიებული, რომ ღმერთი ადამიანებს მარადიულად ტანჯავს. ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ რელიგიური ლიდერების საქმიანობა და მათი ტიტულები მათ სხვებზე აღმატებულს ხდის (ეკლესიასტე 9:5; ეზეკიელი 18:4; მათე 23:8—10).
×
×
  • შექმენი...