Jump to content
Planeta.Ge

აზრი

პლანეტელი
  • პოსტები

    4.587
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    53

ყველა პოსტი აზრი

  1. საშობაო განწყობა http://www.jw.org/assets/m/w12/20121201/w12_20121201.art/2012881_univ_cnt_1_sm.jpg „ძალიან ადვილია, წინასაშობაო ორომტრიალმა ჩაგითრიოს. საშობაო ტრადიციების დაცვა ვალდებულებად გვექცა; გადატვირთული გრაფიკის გამო კიდევ უფრო ნაკლებ დროს ვატარებთ ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებთან. სიხარულს, რომელსაც ამ დროს უნდა განვიცდიდეთ, სტრესი აუფერულებს“, — ოკლაჰომას შტატის (აშშ) ყოფილი გუბერნატორი, ბრედ ჰენრი, 23 დეკემბერი, 2008 წელი. დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ხალხს საშობაო განწყობა შეექმნას. სიმღერები, ფილმები და სატელევიზიო გადაცემები სწორედ ამას ემსახურება. რა უნდა ქმნიდეს საშობაო განწყობას: იესო ქრისტეს გახსენება? გაცემით გამოწვეული სიხარული? გაჭირვებულთა დახმარება? ოჯახთან ერთად დროის გატარება? მშვიდობისთვის ხელშეწყობა? როგორც ოკლაჰომას შტატის ყოფილმა გუბერნატორმა, ბრედ ჰენრიმ, აღნიშნა, მათგან ბევრს, ვინც შობის დღესასწაულს ზეიმობს, უჭირს ჩამონათვალიდან რომელიმე მიზნის მიღწევა. ხშირად შობის წინ ხალხი გადარბენაზეა და ყველაფრის მოსწრებას ცდილობს, რის გამოც სტრესულ მდგომარეობაშია. ამას ემატება გაცხოველებული ვაჭრობაც. ასეთ დროს შეუძლებელია განიცადო ის სიხარული, რომელსაც შობის დღესასწაულის დროს მოელიან. ბიბლია გვასწავლის, გვახსოვდეს იესო ქრისტე, გვიყვარდეს გაცემა, დავეხმაროთ გაჭირვებულებს და დრო გავატაროთ ოჯახის წევრებთან. ბიბლია იმასაც გვასწავლის, თუ როგორ შეიძლება გავხდეთ მშვიდობისმყოფელნი. ამიტომ, ამ სტატიათა სერიაში იმაზე კი არ ვისაუბრებთ, თუ რატომ არ აღნიშნავს ზოგი შობის დღესასწაულს, * არამედ შემდეგ საკითხებზე: რატომ ფიქრობს ზოგი, რომ უნდა აღნიშნოს შობის დღესასწაული? რატომ ვერ განიცდიან სიხარულს, რომელსაც შობის დღესასწაულის დროს მოელიან? როგორ დაეხმარა ბიბლია მილიონებს, ეპოვათ ის, რაც შობის დღესასწაულზე ძვირფასია? http://www.jw.org/assets/m/w12/20121201/w12_20121201.art/2012885_univ_lsr_lg.jpg ოჯახთან ერთად დროის გატარება „რა კარგია და რა სასიამოვნო, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები ერთობაში!“ (ფსალმუნი 133:1). რატომ აღნიშნავენ შობას? რადგან ისრაელები იაკობის ანუ ისრაელის შთამომავლები იყვნენ, ყველანი ძმები ანუ ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. როდესაც ისინი იერუსალიმში დღესასწაულზე იკრიბებოდნენ, დროს სასიამოვნოდ ატარებდნენ. დღესაც ბევრი იმედოვნებს, რომ თუ შობის დღესასწაულზე ოჯახის წევრები ერთად შეიკრიბებიან, დროს სასიამოვნოდ გაატარებენ. როგორია სინამდვილე? ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „დაძაბულობა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ოჯახის წევრებს შორის არსებობს, ხშირად კულმინაციას მაშინ აღწევს, როცა ისინი დღესასწაულებზე იკრიბებიან“ (Encyclopedia of Christmas and New Year’s Celebrations). რას ამბობს ბიბლია? „მშობლებს, ბებიებსა და პაპებს საკადრისი მიაგონ“ (1 ტიმოთე 5:4). თუ შესაძლებელია, რეგულარულად მოინახულეთ ოჯახის წევრები. იმ შემთხვევაშიც იქონიეთ მათთან ურთიერთობა, თუ თქვენგან შორს ცხოვრობენ. მისწერეთ წერილი, დაურეკეთ ტელეფონით, შეეხმიანეთ ელექტრონული ფოსტით ან ესაუბრეთ ინტერნეტით. ასეთ ურთიერთობას გაუგებრობები მინიმუმამდე დაჰყავს. „ჩვენში კი არა ხართ ვიწროდ, არამედ თქვენს სათუთ გრძნობებში . . . გაფართოვდით“ (2 კორინთელები 6:12, 13). თუ ნათესავს წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხვდებით, შესაძლოა ერთმანეთისგან გაუცხოვდეთ. ასეთი რამ უფრო ბავშვებს ემართებათ. ზოგი ბავშვი ფიქრობს, რომ პაპა-ბებიასთან და ნათესავებთან საერთო არაფერი აქვს. ამიტომ, ასწავლეთ შვილებს, „გაფართოვდნენ“ ანუ თბილი გრძნობები გამოავლინონ პაპა-ბებიის მიმართ. * ბავშვები, რომელთაც ხშირი ურთიერთობა აქვთ უფროსებთან, უფრო მეტად ავლენენ თანაგრძნობასა და პატივისცემას მათ მიმართ. „რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!“ (იგავები 15:23). როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან გაუგებრობები, რომლებიც ოჯახში სიტუაციას დაძაბავს? პრობლემაზე სასაუბროდ დრო სწორად შეარჩიეთ. თუ ერთმანეთთან ურთიერთობა ხშირად გექნებათ, მნიშვნელოვანწილად გაგიადვილდებათ ოჯახის თითოეულ წევრთან დალაპარაკება ნებისმიერ პრობლემაზე და დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. http://www.jw.org/assets/m/w12/20121201/w12_20121201.art/2012886_univ_lsr_lg.jpg „მშვიდობა და სათნოება კაცთა შორის“ „დიდება მაღალთა შინა ღმერთს, და მშვიდობა ქვეყნად, და სათნოება კაცთა შორის“ (ლუკა 2:14, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). რატომ აღნიშნავენ შობას? პაპი და სხვა რელიგიური წინამძღოლები ყოველ წელს მშვიდობაზე ქადაგებენ და იმედოვნებენ, რომ შობის დღესასწაულზე შესრულდება ანგელოზთა მიერ გაცხადებული ცნობა: „მშვიდობა ქვეყნად, და სათნოება კაცთა შორის“. ზოგი მომლოცველი ამ დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალურ პილიგრიმულ მსვლელობებში იღებს მონაწილეობას. როგორია სინამდვილე? შობის დღესასწაულის დროს ხალხში არსებული მშვიდობა დროებითია. მაგალითად, 1914 წელს, როდესაც ევროპაში პირველი მსოფლიო ომი მძვინვარებდა, ბრიტანელი და გერმანელი ჯარისკაცები სანგრებიდან ამოვიდნენ და შობა ერთად აღნიშნეს. მათ ერთად ჭამეს, სვეს, სიგარეტიც გააბოლეს და ფეხბურთიც ითამაშეს. თუმცა, მათი ზავი დიდხანს არ გაგრძელებულა. ფრონტის ხაზიდან გამოგზავნილი ერთი ბრიტანელი ჯარისკაცის წერილიდან ვიგებთ, რა უთხრა მას ერთმა გერმანელმა ჯარისკაცმა: „დღეს ჩვენ შორის მშვიდობაა, მაგრამ ხვალ შენ შენი ქვეყნისთვის იბრძოლებ, მე კი — ჩემი ქვეყნისთვის“. რას ამბობს ბიბლია? „შეგვეძინა შვილი . . . დაერქმევა მას . . . მშვიდობის მთავარი. მისი ხელმწიფობა განივრცობა და მშვიდობას ბოლო არ ექნება“ (ესაია 9:6, 7). განა არ გამხნევებთ ეს ბიბლიური დანაპირები?! იესო დედამიწაზე იმიტომ არ დაბადებულა, რომ წელიწადის მხოლოდ ერთ დღეს ყოფილიყო მშვიდობა. იესო, როგორც ზეციერი მმართველი, დაამყარებს ნამდვილ მშვიდობას, რომელსაც ბოლო არ ექნება. „ეს ყოველივე გითხარით, რათა ჩემით მშვიდობა გქონდეთ. ქვეყნიერებაში გასაჭირი გაქვთ, მაგრამ გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“ (იოანე 16:33). სწორედ იესოს სწავლებების წყალობითაა, რომ მის მიმდევრებს დღემდე მშვიდობა აქვთ ერთმანეთში. მართალია, პრობლემებიც აქვთ, მაგრამ ბიბლიის დახმარებით იციან, რა არის ტანჯვის მიზეზი და როგორ დაამყარებს იესო უსასრულო მშვიდობას. ამიტომ მათ შინაგანი სიმშვიდე ეუფლებათ. იეჰოვას მოწმეები ითვალისწინებენ იესოს სიტყვებს და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ეროვნებისა თუ რასის წარმომადგენლები არიან და სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, ერთმანეთში მშვიდობა აქვთ. ამის ხილვას საკუთარი თვალით შეძლებთ, თუ მათ სამეფო დარბაზში ქრისტიანულ კრების შეხვედრას დაესწრებით. ალბათ, ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, თქვენც დაინახავთ, რომ იქ გამეფებული მშვიდობა ბევრად აღემატება იმ მოჩვენებით მშვიდობას, რომელიც შობის დღესასწაულის დროსაა. იეჰოვას მოწმეები სხვადასხვა რასის წარმომადგენლები არიან და სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, მაგრამ მათ შორის მშვიდობაა. ამის ხილვას საკუთარი თვალით შეძლებთ, თუ მათ სამეფო დარბაზში ქრისტიანულ კრების შეხვედრას დაესწრებით.
  2. ბიბლიური პასუხიღვთის სამეფო არის იეჰოვა ღმერთის მიერ შექმნილი რეალური ხელისუფლება. „ღვთის სამეფოს“ ბიბლიაში „ზეციერი სამეფოც“ ეწოდება, რადგან ის ზეციდან იმართება (მარკოზი 1:14, 15; მათე 4:17). ეს სამეფო ბევრი რამით ჰგავს ადამიანურ მთავრობებს, თუმცა, ის მათზე ყოველმხრივ აღმატებულია. მმართველები. ამ სამეფოს მეფედ იეჰოვა ღმერთმა იესო ქრისტე დანიშნა და მას ყველა ძლევამოსილ მმართველზე მეტი ძალაუფლება მისცა (მათე 28:18). ღვთისგან მინიჭებულ ძალაუფლებას იესო მხოლოდ სასიკეთოდ იყენებს; მან თავისი ცხოვრებითაც დაამტკიცა, რომ სანდო და თანამგრძნობი მმართველია (მათე 4:23; მარკოზი 1:40, 41; 6:31—34; ლუკა 7:11—17). ღვთის ხელმძღვანელობით იესო ქრისტემ ყველა ერიდან აირჩია ადამიანები, რომლებიც „იქნებიან მეფეები, დედამიწის მმართველები“ მასთან ერთად ზეცაში (გამოცხადება 5:9, 10). ხანგრძლივობა. ადამიანური მთავრობებისგან განსხვავებით, რომლებიც გამუდმებით იცვლებიან, ღვთის სამეფო „არასოდეს დაიქცევა“ (დანიელი 2:44). ქვეშევრდომები. წარმოშობისა და დაბადების ადგილის მიუხედავად, ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვინც ღვთის მოთხოვნებს ასრულებს. კანონები. ღვთის სამეფოს კანონები (ანუ მცნებები) არა მარტო ცუდის კეთებას უკრძალავს სამეფოს ქვეშევრდომებს, არამედ ის მათში მაღალზნეობრივ პრინციპებს აყალიბებს. მაგალითად, ბიბლიაში ვკითხულობთ „მან უთხრა: «„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება. მეორე ამის მსგავსია: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მათე 22:37—39). ამ პრინციპიდან გამომდინარე, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით აღძრული ქვეშევრდომები საუკეთესოს აკეთებენ სხვებისთვის. განათლება. ვინაიდან ღვთის სამეფო მაღალზნეობრივ ნორმებს უდგენს თავის ქვეშევრდომებს, ის ასწავლის კიდეც ხალხს, თუ როგორ უნდა შეესაბამებოდნენ ისინი ამ მოთხოვნებს (ესაია 48:17, 18). მისია. ღვთის სამეფო, მმართველებს თავისი ქვეშევრდომების ხარჯზე არ ამდიდრებს. მომავალში ღვთის სამეფო შეასრულებს ღვთის ნებას, რაშიც შედის ღვთის დაპირება, რომ ღვთისმოყვარული ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ სამოთხეში დედამიწაზე (ესაია 35:1, 5, 6; მათე 6:10; გამოცხადება 21:1—4).
  3. anu eseni: ბოროტი ადამიანები, რომლებიც ჩვენს საზიანოდ მოქმედებენ აღარ იარსებებენ. „ბოროტები მოისპობიან დედამიწიდან“ (იგავები 2:22). ბოლო მოეღება ყველა ომს. „ის [ღმერთი] წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე“ (ფსალმუნი 46:9). დაისადგურებს უსაფრთხოება და კეთილდღეობა. „თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ძირში იჯდება და არავინ დააფრთხობს მათ“ (მიქა 4:4). დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა. „გაიხარებს უდაბნო და უწყლო მხარე, იმხიარულებს ხრიოკი და ზაფრანასავით გაიფურჩქნება“ (ესაია 35:1). ყველას ექნება აზრიანი და სიამოვნების მომგვრელი სამუშაო. „სრულად მოიხმარენ თავიანთ ნახელავს ჩემი (ღმერთის) რჩეულები. ტყუილუბრალოდ არ იშრომებენ“ (ესაია 65:21—23). ავადმყოფობა წარსულს ჩაბარდება. „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24). გავთავისუფლდებით სიბერის მარწუხებისგან. „განუახლდეს ხორცი ახალგაზრდობის დროინდელზე მეტად და დაუბრუნდეს ახალგაზრდული ძლიერება“ (იობი 33:25). მიცვალებულები გაცოცხლდებიან. „ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29). &&&&&&&&&& რატომ არის ასე რთული მსოფლიოში მშვიდობის დამყარება? ბიბლიური პასუხი მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად ადამიანების მიერ გაწეული ყველა ძალისხმევა მარცხით დასრულდა. ამ საკითხში წარმატების მიღწევა შეუძლებელია ქვემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე მიზეზის გამო: „მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). ღმერთს ადამიანები თავიანთ თავზე მმართველობის უნარით არ შეუქმნია, ასე რომ, მათ არ შეუძლიათ ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება. „იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა. ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები“ (ფსალმუნი 146:3, 4, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). საუკეთესო მოტივებით აღძრულ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც კი არ ძალუძთ ომის გამომწვევი მიზეზების ძირფესვიანად აღმოფხვრა. „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან ... სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები“ (2 ტიმოთე 3:1—4). ჩვენ ბოროტი ქვეყნიერების „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ და მისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებათა გამო ძნელია მშვიდობის შენარჩუნება. „ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხადება 12:12). ეშმაკი ღვთის მტერია და რადგან მისი მოქმედების სფერო მხოლოდ დედამიწით შემოიფარგლება, ის ცდილობს, რომ ადამიანები თავისი ბოროტი სულის გავლენაში მოაქციოს. ვიდრე ეშმაკი „ქვეყნიერების მმართველია“, ჩვენ ვერ შევძლებთ მშვიდობიან პირობებში ცხოვრებას (იოანე 12:31). „ის [ღვთის სამეფო] დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“ (დანიელი 2:44). ნებისმიერი ადამიანური მთავრობებისგან განსხვავებით, მხოლოდ ღვთის სამეფო დააკმაყოფილებს ჩვენს სურვილს და დაამყარებს მარადიულ მშვიდობას მსოფლიოში (ფსალმუნი 145:16). &&&&&&&&&&& ღმერთი „შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე“, რომ შეასრულოს თავისი დაპირება და მოუტანოს „მშვიდობა დედამიწაზე ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი იწონებს“ (ფსალმუნი 46:9; ლუკა 2:14). ღვთის სამეფო ზეციდან მთელ დედამიწაზე იმმართველებს (დანიელი 7:14). ის მთელ მსოფლიოში აღმოფხვრის უამრავი კონფლიქტის გამომწვევ მიზეზს — ნაციონალიზმს. ღვთის სამეფოს მეფე, იესო, რომელსაც ბიბლიაში „მშვიდობის მთავარი“ ეწოდება, დაამყარებს მშვიდობას, რომელსაც „ბოლო არ ექნება“ (ესაია 9:6, 7). მოძალადე ადამიანები ვერ იცხოვრებენ ღვთის სამეფოს მმართველობის დროს, რადგან „ძალადობის მოყვარული სძულს მის [ღვთის] სულს“ (ფსალმუნი 11:5; იგავები 2:22). ღმერთი თავის ქვეშევრდომებს ასწავლის, როგორ უნდა იცხოვრონ ერთმანეთთან მშვიდობიანად. ამ დასწავლების შედეგებს ბიბლია გვიმხელს: „ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს. ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს“ (ესაია 2:3, 4). დღეს, მთელ მსოფლიოში, მილიონობით იეჰოვას მოწმე ღვთისგან სწავლობს, თუ როგორ გახდეს მშვიდობისმყოფელი (მათე 5:9). ჩვენ მრავალ ეთნიკურ ჯგუფს მივეკუთვნებით და 230-ზე მეტ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჩვენ არ ვიღებთ იარაღს მოყვასის წინააღმდეგ. იეჰოვას მოწმეები დღესვე ვსწავლობთ მშვიდობიან ცხოვრებას.
  4. mama ai es temebi caikitxe, didi araa casakitxad: http://www.jw.org/ka/ბიბლიური-სწავლებები/კითხვები/
  5. mama me ar mitkvams ase iknebatko. Ar unda gamoiricxistko es agvnishne. Imitom rom adamianis shesadzleblobisgan gansxvavevit, gvtis shesadzleblobebi dzalian didia. Is rom gmerti chaereva kacobriobis istoriashi es gardauvalia. Imitom rom rasac ambibs aketebda, aketebs da gaaketebs kidec. Is movlenebic ki rac dges xdeba msofluoshi bibliashi nacinascarmetkvelebia da sruldeba. Aba Haerze ki ar mjera rasac vambob
  6. mama dges ar ginaxavs col-kmars survili rom ar akvs shvulebis kolis? Dges shvilebi guls gvixarebs adamianebs am usamartlobit da uamravi problemit savse cxovrebashi, magram shen ar ici radgan ar gicxovria isetpirobebshi romelsac gmerti miscems morchil adamianebs: ar ikneba avadmkofoba, sibere, sukvdili, kveka adamians sheedzleba tavisi gegmebis ganxircieleba. Aset piribebshi ra ici rom kvelas mainc da mainc shvilis kolis survili ekneba? Da romc hkondet, gmerts marto dedamica ar sheukmnia rogorc planeta. Amitom, arc imis gamoricxva iknebida scori adamianta garkveuli nacili sxva planetebze gadavides sacxovreblad. Dges tu shedzlo adamianma gvtis charevis gareshe sxva planetaze fexus dadgma, mitumetes gvtus xelmdzgvanelobit iseti rameebi gaketdeba rac adamianuri dzalebit sheudzlebelia gaketdes. Am shemtxvevashi amosavali certili isaa rom gmerti kvelas sachiroebas daakmakofilebs. Amis shesaxebacaa nacinascarmetkvelebi bibliashi: "ჩემი ღმერთი სრულად დააკმაყოფილებს ყველა თქვენს საჭიროებას თავისი დიდებული სიმდიდრისამებრ ქრისტე იესოს მეშვეობით." ase rom mtavari isaa rasas is pirdeba kacibriobas, anu kvelas sachiroebas daakmakofilebs. Tu rogor, magas gavigebt momavalshi. Mtavaria kacobriobis istoriashi gvtus charevis moaxloebul grandiozul movlenebshi im jgufs mivekutvnot romelsac gmerti maradiul cxovrebas miscems da rogor daakmakofilebs titoeulis sachiroebas eg araa adamianebis sazeunavi da sanerviulo.
  7. ახლა კი იმას, თუ როგორ დაიტევს დედამიწა ადამიანებს, თუ აღარავინ მოკვდება? დედამიწასთან დაკავშირებული განზრახვა ღმერთმა შემდეგი სიტყვებით გადმოსცა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა“ (დაბ. 1:28). ადამიანს ღმერთმა მისცა გამრავლების უნარი. როდესაც მისი განზრახვა განხორციელდება, ღმერთს შეუძლია შეაჩეროს გამრავლების პროცესი დედამიწაზე.
  8. mama შენ თუ ფიქრობ მაგდენს, როგორ გგინია, ღმერთი არ იფიქრებდა მაგაზე? :)/> "ადგილი საკმარისი იქნება. დედამიწაზე ხმელეთის ზედაპირის ფართობი დაახლოებით 147 600 000 კვადრატული კილომეტრია. ამ ფართობის ნახევარი სხვა მიზნებისთვის რომ იყოს გამოყენებული, დარჩენილი ტერიტორია მაინც ყველას ეყოფა. ასეთ შემთხვევაში თითო ადამიანს შეხვდება დაახლოებით 0,37 ჰექტარი მიწა..." p.s. მობილურით ვწერ და იმდენს ვერ ვწერ რამდენსაც კომპიუტერით დავწერდი. ასე რომ მოკლე ასუხებს მოგწერ ხილმე როცა ასე ვარ შემოსული.
  9. ის ბავშვები რომლებსაც დამოუკიდებელი აზროვნების უნარი აქვთ და ღვთის მოწვევას მიიღებენ, გადარჩებიან. ჩვეულებრივ გააჩენენ შვილეს ქალები როგორც აქამდე აჩენდნენ. პირობებს გააჩნია. წარსულშიც ცხოვრობდნენ ლამაზები და ეხლაც ცხოვრობენ. თუ ცუდ პირობებში აცხოვრებ ადამიანს, სადაც არც ჰიგიენაა დაცული და მოუვლელია ადამიანი, ცხადია ლამაზად ვერ გამოიყურება. მას შემდეგ რაც პირველმა წყვილმა ღვთის გარეშე ცხოვრება გადაწყვიტა, არასრულყოფილებისკენ აიღო გეზი და გენეტიკურად გადასცა მანკიერებები თავის შთამომავლობას. ეს არასრულყოფილება ანუ მანკიერება ადამიანებში სხვადასხვა ფორმებით ვლინდება. ზოგი ფიზიკურად მახინჯი იბადება, ან დაავადებების გამო მახინჯდება, ზოგს თანდაყოლილი დეფექტები აქვს, ზოგს ფარული დაავადებები და დეფექტები აქვს და გვიან ვლინდება. მოკლედ რომ ვთქვათ, არასრულყოფილება სხვადასხვა ფორმებით ვლინდება ადამიანში და ეს არასრულყოფილება ადამი და ევასგან გენეტიკურად გადმოგვეცა. წავედი ახლა აღარ მცალია. სხვა დროს შემოვისეირნებ. დროებით.
  10. ხო დედამიწაზე იქნება. ზემოთ დავდე ღვთის სიტყვიდან ღვთის მიერვე განმარტებული და ზემოთ მუხლებს თუ წაიკითხავ წერია სადაც იქნება სამოთხე. ეხლაც დედამიწაზე ვცხოვრობთ და ყოველთვის დედამიწაზე ვიცხოვრებთ. ასე იყო, ასეა და ასე იქნება. ყველა ადამიანი ადამისა და ევას შთამომავალია კი.
  11. mama რამ და იმან, რომ აირჩია აბსოლუტური დამოუკიდებლობა სიცოცხლის მომცემისგან, შემქმნელისგან. უარყო მისი მოწვევა, მისი რჩევები და ხელმძღვანელობა. ანუ ისე მოიქცა დავუშვათ 10 წლის ბავშვმა მშობლები რომ უარყოს, სახლი დატოვოს და უცხო ქალაქში წავიდეს. ბუნებრივია თავის ცხოვრებას დაიმახინჯებდა ბავშვი ასეთი მოქცევით. ანბალოგიურად, როცა ადამმა და ევამ, თავისი შემქმნელი უარყო და მისგან დამოუკიდებელი ცხოვრება არჩია, მოწყდა სიცოცხლის მომცემ წყაროს და სრულყოფილება დაკარგა, დამახინჯდა და გადაგვარდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასცდა მიზენს. იმ მიზანს, რისთვისაც ღმერთმა შექმნა. იმის ნაცვლად რომ ლამაზი პარკის მსგავს ბაღში, ანუ ედემის ბაღში ეცხოვრა, მისი დატოვება მოუწია თავისი გაკეთებული არჩევანის გამო და მოუწია მარტო (ანუ უღმერთოთ) ცხოვრება. ასეთმა არჩევანმა კი მის ცხოვრებას ცუდი დაღი დაასვა. გაიუბედურა ცხოვრება, დაიმახინჯა. შედეგად, რადგან სიცოცლის წყაროს მოსწყდა, არასრულყოფილი გახდა; ბოლოდ დაბერდა და მოკვდა. მოხდა ის, რაც არ უდნა მომხდარიყო, თუკი ღვთის მორჩილი იქნებოდა და ღვთის ხელმძღვანელობას არ უარყოფდა. აი ასე დაიმახინჯდა პირველმა ადამიანურმა წყვილმა თავისი ჯანმრთელობაც და ცხოვრებაც. ზეზვა და მზია არ ყოფილან ადამი და ევა. ადამი და ევა შექმნისას ლამაზები იყვნენ, სრულყოფილები, როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად. ეს უკვე მოგწერე წინა პოსტებში.... განგვიმარტა პირობები. ზეზვასნაირი არც მე მინდა ვიყო და არც მათ ვინც მიიღო ღვთის მოწვევა. პირობები ასეთია: დედამიწაზე, ლამაზი პარკის მსგავს, ედემის ბაღში ჯანმრთელი ფიზიკური სხეულით მარადიულ ცხოვრებას მისცემს მათ, ვინც მის მოწვევას მიიღებს. ამ პირობების შესახებ განგვიმარტა ღმერთმა თავის სიტყვაში ბიბლიაში: მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა. ლამაზი სახლები და ბაღები დაამშვენებს იმ ადგილებს, რომლებიც ერთ დროს ცოდვილი ადამიანების ხელით იყო გაპარტახებული (ესაია 65:21—24; გამოცხადება 11:18). დროთა განმავლობაში, დასახლებული ადგილები თანდათანობით გაფართოვდება, ვიდრე მთელი დედამიწა ისეთივე ლამაზი და ნაყოფიერი არ გახდება, როგორიც ედემის ბაღი იყო. ღვთის შესახებ ნათქვამია: „აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს“. ღმერთი არასდროს გაგვიმტყუნებს იმედს (ფსალმუნები 144:16). საკვების უკმარისობა აღარ იქნება. ფსალმუნებში ნათქვამია: „უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე, მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება“ (ფსალმუნები 72:16, აქ [71:16]). იეჰოვა ღმერთი აკურთხებს მართალ ადამიანებს. ბიბლია ამბობს: „დედამიწა მოგვცემს თავის ნაყოფს“ (ფსალმუნები 67:6, აქ [66:7]). ავადმყოფობა აღარ იარსებებს. იესო, ღვთის ზეციერი სამეფოს მმართველი, იზრუნებს იმაზე, რომ ავადმყოფები განიკურნონ. ხალხის განკურნება გაცილებით მასშტაბური იქნება, ვიდრე დედამიწაზე მისი ყოფნისას იყო (მათე 9:35; მარკოზი 1:40—42; იოანე 5:5—9). იმ დროს „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24, აქ; 35:5, 6). ბოროტება, ომები, დამნაშავეობა და ძალადობა წარსულს ჩაბარდება. „აღარ იქნება ბოროტი . . . ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას“ (ფსალმუნები 36:10, 11). ყველგან მშვიდობა დამყარდება, რადგან ღმერთი „შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით–კიდემდე“ (ფსალმუნები 45:10; ესაია 2:4). იმ დღეებში „აყვავდება მართალი და იქნება დიდი მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს“, — ეს კი იმას ნიშნავს, რომ მშვიდობა მარადიულად იქნება (ფსალმუნები 72:7, [71:7]). იეჰოვას თაყვანისმცემლები უსაფრთხოდ იცხოვრებენ. ბიბლიურ დროში, როდესაც ისრაელები ღმერთს ემორჩილებოდნენ, ისინი უსაფრთხოდ ცხოვრობდნენ (ლევიანები 25:18, 19). მსგავსად ამისა, მართლაც შესანიშნავი იქნება სამოთხეში უსაფრთხოდ ცხოვრება (ესაია 32:18; მიქა 4:4).
  12. mama არ მინახავს. გაგონილი კი ბევრი რამ მაქვს, ეგეც და მაგის მსგავსი ზღაპრებიც. ზღაპრებში იმას არ ვგულისხმობ რომ ნაპოვნი არაა უძველესი ჩონჩხები, მაგრამ ის რასაც ზეზვა და მზიას მიაწერენ ხოლმე, ხშირ შემთხვევაში არასაკმარის მტკიცებულებებს ეფუძნება. ჩემთვის ყველაზე უტყუარი წყარო რაცაა, იმას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ვიდრე იმას ზეზვა და მზია რას მიირთმევდნენ და რამდენად ჭკვიანები იყვნენ. სულაც რომ ისე იყოს როგორც შენ გჯერა ზეზვა-მზიაზე, ეგ არ ცვლის იმ ფაქტს რომ ადამი და ევა სრულყოფილები უყვნენ შექმნისას. საკითხი სხვანაირად დგას დღეს. საქმე ეხება თითოეული ჩვენგანის მომავალს და სიცოცხლეს. ამიტომ, ყველას იწვევს ღმერთი დედამიწაზე ნორმალურ პირობებში საცხოვრებლად. ზოგი მიიღებს, ზოგი არა. ასე რომ შენ თუ იმ კლას გინდა მიეკუთვნებოდე, რომლებიც უარს ამბობენ ღვთის საჩუზარზე, მაშინ ძალას არავინ დაგატანს.
  13. mama შენ წინაპრებს რომ იეჰოვა აერჩიათ და მისი მოწვევა მიეღოთ, დღეს შენ იეჰოვას მოწმე იქნებოდი. მაგრამ თუ არ გსურს რომ მარადიულად იცოცხლო, არავინ დაგაძალებს. არც ღმერთი და არც მოსი მოწმეები. ის გიწვევს, არ გაძალებს. მოწვევას მიიღებ თუ არა, შენი პირადი გადასაწყვეტია. ფიზიკურადაც და გონებრივადაც.
  14. mama ეგ შენი პირადი გადასაწყვეტია ირწმუნებ იეჰოვას თუ არა. ღმერთი ყველას იწვევს დედამიწაზე სამოთხის პირობებში მარადიული სიცოცხლისთვის. აი მისი მოწვევა: "სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდე წინ, კურთხევა და წყევლა; აირჩიე სიცოცხლე და იცოცხლებთ შენც და შენი შთამომავლობაც". - (მეორე რჯული 30:19). ტექნოლოგია განვითარდა მართალი ხარ და ეს ადამიანის გონებრივი შესაძლებლობის შედეგია და ამისთვის მორწმუნეები ღმერთს უხდიან მადლობას იმიტომ რომ ღმერთმა ადამიანი ასეთი უნარით შექმნა. ადმაიანში თავიდანვე იყო გონებრივი შესაძლებლობების განვითარება ჩადებული და დროთა განმავლობაში ამ პროცესმა თავისი ნაყოფი გამოიღო. ადამი და ევა სრულყოფილები იყვნენ თავიდანვე, შექმნის დღიდანვე.
  15. Shaten ურთიერთგამომრიცხავი რატომ გგონია ამიხსენი.
  16. Shaten სადმე ვახსენე ცის მოწმენდა ან წვიმის წამოსვლა? საიდან მოიტანე ეგ ზღაპარი?
  17. mama მართალი ხარ. ნამდვილ მორწმუნეებს არ შეეშინდებათ და მოდას აყოლილებს კი შეეშინდებათ. მოდას კიდე რამდენია აყოლილი ალბათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრს შეხვდები. რაც შეეხება გაგრძელებას. რელიგია რომ აიკრძალება, არ ნიშნავს რომ ყველა დაკარგავს რწმენას. თავისებურად ზოგს ექნება თავისი რწმენა, მაგრამ მთავარი აქ ისაა რომ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები მოვლენა შესრულდება - რელიგია აიკრძალება პოლიტიკის მიერ. ეს კი ამ სისტემის შეცვლის წინამორბედი მოვლენა იქნება. აი ამაშია საქმე. ამიტომ ეხლავეა ამაზე ფიქრის და მოქმედების დრო. ალბათ ხვდები რა მოქმედებას ვგულისხმობ. ღვთერთი იმმართველებს თავისი ქვეშევრდომობით. თეოკრატიული მმართველობა დაიწყება და დემოკრატიულს ჩაანაცვლებს. თუ გაინტერესებს ვინ იქნებიან ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები, რომლებიც დედამიწაზე იცხოვრებენ, გეტყვი რომ ამის შესახებაც ბიბლიით იუწყება ღმერთი. მაგალითად, იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათე 5:5; ფსალმუნი 37:29; 72:8). დედამიწაზე ის ადამიანები იცხოვრებენ, რომლებიც სწავლობენ ერთმანეთის სიყვარულს. იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:34, 35). არა. აი ნახე. შექსპირს წერა ხომ სხვებმა ასწავლეს, მაგრამ 'რომეო და ჯულიეტა', 'ჭირვეულის მორჯულება', 'მაკბეტი' და სხვები, შექსპირმა თვითონ დაწერა. ანალოგიურად, ადამიანს გამოქონების (შექმნის) უნარი, ნიჭი, შესაძლებლობა და ჭკუა ღვთისგან აქვს მიღებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის ბოროტება ან ცუდი, რასაც ადამიანი ქმნის და ახორციელებს ღმერთს მივაწეროთ.
  18. mama შიში აღმართს ხნავსო ხომ გაგიგია? როცა მთავრობები აკრძალავენ, ძალის წინააღმდეგ ფანატიკოსები ვერაფერს გახდებიან. ღვთის მმართველობა მოიტანს მშვიდობას და არა ადამიანური მმართველობა ან ანარქია. ;) შენ კომპიუტერის შემქმნელი ადამიანის იმედი გქონდეს. მე ადამიანის შემქმნელი შემოქმედის იმედი მაქვს და მექნება. ჩემი იმედი არასდროს გაცრუებულა. რაც ღმერთს უწინასწარმეტყველებია ბიბლიაში, შესრულებულა და კვლავაც შესრულდება. აი კომპიუტერის შემქნელ ადამიანებს კი ბევრი რამ უთქვამთ მაგრამ არ და ვერ გაუკეთებიათ. იმიტომ რომ როგორც ბიბლიაშია ნაწინასწარმეტყველები: "ადამიანი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს"...
  19. mama ეგ დროც ახლოსაა როცა რელიგია დავიწყებას მიეცემა. საერთოდ აიკრძალება რელიგიები მალე. ესეც ნაწინასწარმეტყველებია ბიბლიაში. თუმცა, ეს რომ მოხდება, ადამიანური მმართველობების ღვთის მმართველობით ჩანაცვლებაც მალევე მოხდება. ასე რომ ადამიანური ძალებით ნამდვილი მშვიდობის დამყარების იმედი ტყუილად ნუ გექნება. მეორეც, ადამიანურმა მმართველობებმა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, ვერასდროს ვერ შეძლო ნამდვილი მშვიდობისა და ბედნიერების მოტანა და შენ ნამეტანი ნუ იოცნებებ...
  20. mama ნების თავისუფლებას არ აღკვეთავს და ადამიანებს რობოტებად არ აქცევს. ადამიანურმა მმართველობებმა რომ ვერ შეძლო ნემდვილი ბედნიერებისა და მშვიდობის მოტანა, კაცობრიობის ისტორიამ უკვე დაამტკიცა. ამიტომ ახლა დრო დადგა ღმერთმა იმმართველოს და ის ადამიანები რომლებიც თავისუფალ ნებას ბოროტად არ იყენებენ, ღვთის მმართველობის ქვეშევრდომები გახდებიან და დატკბებიან ნამდვილი მშვიდობით და ბედნიერი ცხოვრებით. ასე რომ ნების თავისუფლებას კი არ ედება დასასრული, არამედ ურჩი, ბოროტი და ეგოისტი ადამიანების სიცოცხლეს. ესეც ნაწინასწარმეტყველებია ბიბლიაში: ბოროტება, ძალადობა და ომები წარსულს ჩაჰბარდება. ბიბლიაში ნათქვამია: „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით. მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნები 36:10, 11, 29). იეჰოვა ღმერთი „შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე“ (ფსალმუნები 45:10).
  21. იმიტომ რომ თითოეულ ადამიანს ღვთისგან საჩუქრად აქვს მიცემული ნების თავისუფლება. ვისაც უნდა ხარბი გახდება, ვისაც უნდა ასმოდეუსის ნაირი, ვისაც უნდა შენნაირი, ვისაც უნდა მორწმუნე, ვისაც უნდა ურწმუნო და ა.შ. ღმერთი არ ქმნის ადმაიანებს იმეებად რადაც თვითონ იხდიან თავის თავს ადამიანები. ;) მისივე შექმნილი ადამიანი არ იყო ხარბი. ღმერთს ხარბებად არ შეუქმნია ადამიანები. ღმერთმა ადამიანები თავისუფალი ნებით შექმნა. შენ რანაირი გინდა იყო, ეგ მხოლოდ შენზეა და მოკიდებული და ღმერთს ვერ დავაბრალებთ შენს პიროვნულ თვისებებს და არჩევანს. იგივე ითქმის ზოგადად ადამიანზეც. მე არ მითქვამს არ უნდა აკეთოსთქო. აკეთებს და ამიტომაც ჩაერევა მალე კაცობრიობის საქმეებში და შესრულდება დანიელის 2:44-ში ჩაწერილი სიტყვები, რომელიც ზემოთ დაგიციტირე.
  22. მთიები ჯერ ერთი, ჩვენი ქრისტიანული საკრებულო იესო ქრისტეს მიერაა დაფუძნებული პირველ საუკუნეში და არა რასელის მიერ. მეორეც, რასაც შენ რასელზე წერ ზემოთ, არის დიდი სიცრუე. მესამეც, სულაც მართალი რომ იყოს (გიმეორებ, სულაც მართალიც რომ იყოს) რა სიცრუესაც რასელზე წერ, ეგ არაფერს ნიშნავს ჩემთვის, იმიტომ რომ რასელი არაა ჩვენი ქრისტიანული საკრებულოს თავი და ფუძემდებელი. ის თუ ვინაა ჩვენი საკრებულოს ფუძემდებელი და მეთაური, ჩვენს მიერ გამოცემული ბიბლიის ზუსტ თარგმანში ბრწყინვალედაა გადმოცემული მოციქულის სიტყვების ქართულ ენაზე გადმოთარგმნით: "ყველაფერი მას [იესო ქრისტეს] დაუმორჩილა [ღმერთმა] ფეხქვეშ და იგი დააყენა ყველაფრის თავად კრებაში, რაც მისი სხეულია, მისი სისავსე, ვინც ავსებს ყველაფერს ყველაფერში". - ეფეს. 1:22, 23.
  23. mama არა. ხარბებად და მიმტაცებლებად არ შეუქმნია ღმერთს ადამიანი. ღმერთს ყველაფერი შეუძლია, მაგრმა ეს არ ნიშნავს რომ ყოველთვის ის უნდა აკეთოს რაც შეუძლია. არა, გამოსავალს თავიდანვე ხედავდა. ეგ არ იყო იმ კითხვის პასუხი რაც მე გკითხე. ანუ ამის:
  24. mama ევრო სასამართლო თუ არაა ობიექტური, აბა რომელი სასამართლოა ობიექტური? ჩვენი "კრიშა" ღმერთია ჩემო კარგო, ღმერთი და როცა ვინმე უკანონოდ გვექცევა, ადრე თუ გვიან პასუხის გება უწევს. ეს რეალობაა და ამ ფაქტს ვერავინ გაექცევა.
×
×
  • შექმენი...