-
პოსტები
7.011 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
51
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Nukriko
-
მაგაზე ვფიქრობდი თუ როგორ იქმნება ნორმა საქართველოში და იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ სატელევიზიო სივრცე გვინდა არ გვინდა მაინც შეუძლია აქციოს ყველანაირი მარაზმი, ნორმად. ქარიზმატული ლიდერი პრესის მეშვეობით, რეალურად გვაძალებს რომ მივიღოთ ის რაც მას მიაჩნია სწორეთ, ნორმად. გადის რამოდენიმე ხანი და ჩვენც ამ ნაძალევ ნორმებს, შევიხორცებთ. გადახედეთ 2003 წლიდან დღემდეგ, როგორ შეიცვალა ზოგადად სოციუმი. რა მიაჩნია მას ნორმად და რა არ მიაჩნია ნორმად. ნორმის შეცვლა ნორმალურია და ბუნებრივი. ალბათ ევოლუციას განიცდის ნორმა, ნორმალურ სიტუაციაში. მაგრამ როცა ერთ ადამიანის და პარტიის ნება-სურვილზე იცვლება ეს ნორმა, აი მაშინ გვაქვს ცუდად საქმე. ჩენც კი რომლებსაც არ მოგვწონს ეს ნორმა, საბოლოოდ ვეგუებით და ვიღებთ მას როგორც ნორმად. აბა დააკვირდით თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებს და ნახავთ, თუ რამდენი რამეა ნორმად მიღებული ამ ხელისუფლებიდან გამომდინარე. ჩვენ უკვე სამყაროს აღვიქვავთ, მათ მიე შემოთავაზებულ ნორმებიდან გამომდინარე. ყოველგვარი გადახვევა ამ ნორმიდან, ნიშნავს იყო მარგინალი. კარგად დააკვირდით სატელევიზიო გადაცემებს და მასში არსებულ ფასეულობებს. აი მაგალითად ავიღოთ რუსეთის აგენტობა, რუსეთუმობა. ხო დამკვიდრდა ნორმად ის რომ თუ კი ვთქვით, რომ ჩვენ დავიწყეთ სამხედრო მოქმედებები, ეგრევე რუსეთუმეებად გადავიქცევით და მარგინალები გავხდებით? ეს ხომ ტელევიზიით ნაძალევი ნორმაა, რომელიც საზოგადოებამ მიიღო. კიდე უამრავ მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგალითად ნეოლიბერალურ ეკონომიკაში უმრავლესობა ხსნას ეძებეს და ჰგონია ხალხს, რომ რადგან ხელისუფლება ვერ იქცევა სათანადოდ, ამიტომ ნეოლიბერალიზმი ვერ ამართლებს, არადა მე თუ მკითხავ ეკონომიკური სისტემა ნეოლიბერალური გვაქვს და შედეგიც სახეზეამ, არა თუ სოციალური პროგრესი, არამედ რეგრეს განიცდის ქვეყანა. (უმუშევრობის ზრდას, მძიმე სოციალურ ფონს და ა.შ) მიჩნდება შეკითხვა, როგორ ვებძოლოდ ამ ნორმებს? ერთ ერთი ალბათ ის არის, რომ გავაანალიზოთ ჩვენი აზროვნება და იქიდან გამოვყაროთ ის რაც "დაძალებით" ჩაგვინერგეს, ისე რომ ჩვენ ვერც კი ვხვდებით ამას.
-
ჩავიცუცქოთ და ისე ავხსნათ, ძმა?
-
Ostap Saturn avto 1961 Grig Siknadmo დეკომოდიფფიკაცია მშრომელთა ემანსიპაციის ძირითად პროცესს ანდერსონი აანალიზებს, როგორც ‘დეკომოდიფიკაციას’. ანუ, თუ კაპიტალიზმი მშრომელს აქცევს უბრალო საქონლად, ყიდვა გაყიდვის საგნად, ‘კომოდითი’, მაშინ მისი განთვისუფლება იქნება ისეთი მდგომარეობა, როცა იგი ბაზრზე შრომის გაყიდვის გარეშეც გდაირჩენს თავს და თვისუფალი ქნება აირჩიოს უნდა თუ არა ბაზარზე მონაწილეობა. ერთ მხრივ, ამის მისაღწევად სჭიროა, რომ სოცალური დაცვა და სოციალური სერვის გახდეს მშომელის კანონიერი უფლება ისევე, როგრც საკუთრების უფლება, რომელიც ქმნის ძლაუფლების საფუძველს კაპიტალისტისთვის. მეორე მხრივ, სოციალური დაცვა ბაზრიდან უნდა იყოს მნიშვნელოვანი და არა სიმბოლური. ამას გარდა მშორმელთა სვადასხვა სტრატები თვს უნდა გრძნობდნენ ერთი ინტერესის ჯგუფად, რათა სოლიდარობამ მათ პოლიტიკური ძალუფლება შეძინოს სპარლამენტო გზით. საკნდინავიური გზა ამ ორი ამოცანის გდასაწყვეტად სკანდინავიური ( შვედური) მოდელი აკეთებს ორ რამეს სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით. პირველი დონის დაცვა სახელმწიფო სოციალური სერვისების მხრიდან არის უნივერსალური და თანაბარი, რაც ყველას ეკუთვნის შრომითი გამოცდილების და შემოსავლების მიუხედავად. მეორე დონის დაცვა ითვალისწინებს ისეთ სერვისებს, რომლებიც ასევე უნივერსალურია მაგრამ დიფერენცირებული შემოსავლების მიხედვით. ეს მეორე დაცვა საშუალებას აძლევს საშუალო კლასს, რომ დაიკმაყოფილოს თავისი გაზრდილი მოთხოვნები სახელმწიფო სერვისის ხარჯზე და არ წავიდეს კერძო დაზღვევის სექტორში. ამგვარად ორივე ამოცანა მიღწეულია მშრომელები აღარ არიან ბაზარზე დამოკიდებულები სიცოცხლის შესანარჩუნებლად და ამავე დროს ‘მდიდრები’ არ გრძნობენ თავს ცალკე ჯგუფად, რამდენადაც შეუძლაით თავიანთი მოთხოვენბის დაკმაყოფილება იგივე სახელმწიფო სერვისების ხარჯზე. ეს მათ საშუალებას აძლევს ერთი ინტერესის ამომრჩევლად გამოვიდნენ და პარლამენტარიზმის გზით შეინარცუნონ ძლაუფლება. ეთილდღეობის რეჟიმები ამგვარად ანდერსონის სიმპატიებია სკანდინავიური ‘დეკომოდიფიკაციის’ პოლიტიკის მხარეს, რომელიც ქმნის კეთილდდღეობის სახელმწიფოს ‘სოციალ დემოკრატიულ’ რეჟიმს. სვა რეჟიმებია ’კორპორატისტულ–ეტატისტური’ (corporate-statist) , როგორიც გერმანიასი და საფრანგეთშია, და ‘ლიბერალური’, როგორიც ამერიკაში და ბრიტანეთშია. ‘ლიბერალური’ რეჟიმი ხელს უწყობს ბაზრის გაბატონებას რამდენიმე გზით – მხოლოდ მინიმლაურ დაცვას იძლევა და ამიტო მშომელს ბაზრისკენ ერეკება, აფინანსებს კერზო სოციალური დაზღვევის სქემებს და ქმნის შესაბამის ბაზარს, ხელს უწყობს გაჭირვებულთა ‘მიზნობრივი’ დახმარებით ამ ჯგუფების სტიგმატიზაციას და შედეგად მშრომელთა სტატიფიკაციას რაც მათ საშუალებას უსპობს სოლიდარულ საამომრჩევლო ძალად გამოვიდნენ. ეს ბოლო რეჟიმი კარგად აღწერს საქართელოში გატარებულ პოლიტიკებს. სხვათა შორის აქ ერთი რამეა საყურადღებო პოლტიკური თვალსაზრისით. სკანდინავიური რეჟიმი დიდ გადასახადებს მითხოვს, მაგრამ ეს გადასახადები საზოგადოების პროტესტს არ იწვევს განსხვავებით ლიბერალური რეჟიმისაგან, რომელსაც მცირე გადასახადები აქვს, მაგრამ ესენიც კი ძნელი შესანარჩუნებელია საპარლამენტო გზით, რამდენადაც მუდმივი პროტესტის ობიექტია.
-
Ostap აუჰჰჰჰჰჰჰჰ.......... რამდენჯერ ვიკამათე აქ მყოფ ხალხთან ამ თემაზე და მაინც იგივეს იმეორებს.. კაი რაც ადრე დავწერე და მერე მილიონჯერ ვაკოპირე, კიდე ერთხელ დავაკოპირებ.. ჩინეთის ეკონომიკა – 8,7 ტრილიონი , ინდუსტრია 46,8%= 4,2 ტრილიონი, ზრდის ტემპი 10%. 10 წელიწადში ეკონომიკა =21 ტრილიონი, 7 წელიწადში–15,4 ტრ ამერიკის ეკონომიკა – 14 ტრილიონი, ინდუსტრია 22%= 3 ტრილიონი, ზრდის ტემპი 2%, 10 წელიწადში ეკონომიკა =17 ტრილიონი, 7 წელიწადში–15,8 ტრ ანუ ჩინეთის ეკონომიკა 8 წელიწადში მოცულობით გაუსწრებს ამერიკას, დღეს კი ინდუსტრიით უკვე უფრო დიდია ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებით 25– 30 წელი დაჭირდება, რომ დაეწიოს. მაგრამ, მას შემდეგ რაც ჩინეთის ეკონომიკა მსოპლიოს ტექნოლოგიური ლიდერი გახდება ( და ეს ალბათ 8 წელიწადზე ადრე მოხდება), მით უმეტეს კი როცა მოცულობით გადააჭარბებს ამერიკისას (8 წელში), ამერიკული ვალუტის ადგილს დაიკავებს ან ჩინური ან საერთაშორისო ვალუტა. ამ დროისთვის ჩინეთი უკვე თავის ვალუტას თავისუფალ ბაზარზე გამოიტანს, რამდენადაც ექსპორტის მხარდასაჭერად ხელოვნურად ფიქსირებული კურსი აღარ დასჭირდება. ეს ამერიკის ზრდის პოტენციალს არა თუ გააუარესებს, არამედ ევროპულზე უკან დასწევს, ჩინეთის ზრდის ტემპი კი შეიძლება უფრო დაჩქარეს და 12 % ს გადააჭარბოს. ასეთ შემთხვევაში ჩინეთი 20 წელიწადში გაასწრებს ცხოვრების დონით ამერიკას, 14 წელიწადში კი ორჯერ დიდი ეკონომიკა იქნება, რაც არ მარტო საერთაშორისო ეკონომიკის სტრუქტურას შეცვლის არამედ გეოპოლიტიკასაც. როცა ჩინეთი ყველაზე დიდი ეკონომიკა იქნება ( 8–10 წელი) ყველა მას მიაკითხავს კრედიტისთვის, ყველ ბაზარი იძულებული იქნება კარი გაუხსნას მის საქონელს და ინვესტიციებს, ეყოლება ყველაზე ძლიერი არმია დ აყველაზე დიდი მოსახლეობა. მოწინავე ტექნოლოგიებთან ერთად ეს ჩინეთს საშუალებას მისცემს სხვა ქვეყნებს უკარნახოს პოლიტკები. რას შეცვლის ჩინეთი საერთასორისო პოლიტიკაში? პირველ რიგში აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას. ალბათ მხარს დაუჭერს სეცესიური პროცესების შეზღუდვას . რამდენადაც ენერგეტიკული რესურსები და სხვა ნედლეული დაჭირდება, ეცდება რუსეთის და სხვა რესურსების მიმწოდებელი ქვეყნების დაქვემდებარებას. აქედან გამომდინარე პირველ რიგში რუსეთი გახდება მისი სამიზნე. რუსეთის დღევანდელი ეკონომიკური სტრუქტურა (ნედლეულის მიმწოდებლის) სავსებით აწყობს ჩხინეთს და ამის შენარჩუნებას შეეცდება. ამის მისაღწევად რუსეთის სეცესიური კონფლიქტებით მანიპულირებას თავის ხელში აიღებს. რამდენადაც დაზვერვა და საეთაშორისო პოლიტიკის ძალოვანი ინსტრუმენტები არა აქვს განვითარებული, იმოქმედებს ღიად – კრედიტებით, ფასებით, ინვესტიციებით და იარაღის მიყიდვითაც კი. ასეთ პოლიტიკაში ევროპა გახდება ჩინეთის ბუნებრივი მოკავშირე, ხოლო რუსეთის ყოფილ გავლენის სფეროებს გადაინაწილებენ ევროპა (დსავლეთში) და ჩინეთი (აღმოსავლეთში). ამერიკა დაკარგავს გავლენას სამხრეთამერიკაში, რომელიც უკვე ცდილობს ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობას. შტატები ეცდებიან ინდოეთთან ურთიერთობის ხარჯზე დააბალანსონ ჩინეთი. ამ ფონზე ისლამური სამყარო ჩინეჩის მოკავშირე გახდება, რომელიც თუნდაც ნავთობის ფასების გამო მიებმება ჩინეთს. აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩინეთი მოქნილი ენერგეტიკული პოლიტიკის გამო ( ალტერნატიული ენერგოწყაროების დიდი წილი ინდუსტრიაში) უფრო ადვილად მართავს ნავთობის და გაზის ფასებს ვიდრე ამერიკა ახერხებდა ამას, როცა ყველაზე დიდი მომხმარებელი იყო. ფაქტიურად ჩინეთი მრავალწილად ამერიკის ადგილს დაიკავებს – ნედლეულის მწარმოებელი რეგიონები მასზე დამოკიდებული გახდება ( ნაწილობრივ სამხრეთ ამერიკა, აფრიკა, ისლამური სამყარო, და რუსეთი). ამასთან ამ ქვეყნებს არ ექნებათ ტრადიციული შუღლი ჩინეთთან, რაც ეხლა ამერიკასთან აქვთ. ეს ხელს შეუწყობს ახალი ეკონომიური წესრიგის მშვიდობიან დამყარებას. თუმცა მშვოდობიანი გარდაქმნებისათვის მთავარი იქნება ჩინეტის მიდგომა განვითარბასთან. ჩინური მოდელის მიხედვით ბაზრების გაფართოება აღარ არის განვითარების წყარო, რაც ადრე ომების ძირითადი მიზეზი იყო. ახალი მოდელის მიხედვით ყველას შეუძლია, თუ მოისურვებს, გონიერი მთავრობა ყავდეს, მოსახლეობამ მოხმარება შეზღუდოს და დაგროვილი ინვესტიციები წარსამართოს ინოვაციებში. აქედან გამომდინარე ნედლეულის მიმწოდებელ ქვეყნებსაც კი შეეძლებათ სხვათა თანაბრად განვითარდნენ, რათა აღარავინ აიძულებს (როგორც ამას ამერიკა აკეთებდა) მხოლოდ ის აკეთონ რისი კეთებაც ეხლა შეუზლიათ. ეს შეამცირებს საერთაშორისო დაძაბულობას. მაგრამ ასეთი პოლიტიკების განვითარებისათვის ბევრ ქვეყანას მოუწევს ტრადციული ელიტების შეცვლა, რამდენადაც ბევრი მათგანი გამდიდრებაზე ორიენტირებულია განვითარების სანაცვლოდ. იქნება ტუ არა ეს შეცვლა რევოლუციების ტალღა და რა ადგილს დაიკავებს მომავალში დემოკრატია? ალბათ ჩინეთი თვიტონ განიცდის დემოკრატიზაციას, მაგრამ ეს არ იქნება ტრადიციული საარჩევნო პოლიტიკური სისტემა. დემოკრატიის განსაზღვრება გასცდება საარჩევნო დემოკრატიის ფარგლებს, მაგრამ ეს ვერ შეცვლის დემოკრატიის არსს – მონაწილეობის აუცილებლობას გადაწყვეტილებებში. რამდენადაც ჩინეთს ღირსებაზე დაყრდნობილი და სეკულარული სახელისუფლებო სიტემის ტრადიციული გამოცდილება აქვს, დემოკრატიზაციის პროცესი წავა, ალბათ, შიდა პარტიული დემოკრატიის გზით, რასაც პოლიტიკური კლასის ტრადიციული სტრუქტურის გაუქმება შეიძლება მოყვეს. რა მოხდება თუკი საერთოდ აღარ იქნება პოლიტიკური პარტიები, მემარცხენეობა და მემარჯვენეობა? ეს სავსებით წარმოსადგენია, რამდენადაც ჩინური მიდგომა განვითარებისადმი მემარცხენეობასა და მემარჯვენეობას შორის ტრადიციულ დაპირისპირების მიღმურ გდაწყვეტილებებს გვთავაზობს. მაშ როგორ იქნება პოლიტიკური კლასი ორგანიზებული? ეს ალბათ უფრო დაემგვანება განათლებულ ბიუროკრატიას –ბიუროკრატები პოლიტიკური პრტიებიდან კი არ მოვლენ იმის გამო, რომ კარგი ინტრიგანები არიან, არამედ შეირჩევიან გამოცდების მიხედვით. ესენი უფრო კარიერული ტექნოკრატები და საუნივერსიტეტო ელიტის წარმომადგენლები იქნებაიან. კი მაგრამ ხელისუფლება როგორ შეიცვლება, ხელისუფლება ხომ რყვნის? ხელისუფლება იქნება მუდმივი ცვლის პროცესში – ქვემოდან ზემოთ ნიჭირები და მცოდნეები მუდმივად ჩაანაცვლებენ ზემდგომებს. საუკეთესო ინჟინრებს და ექიემებს ხომ არავინ ირჩევს? ესე დაემართებათ პოლიტიკოსებსაც. მედიაში თავისუფლება გაიზრდება და საზოგადოებრივი დისკუსია აღარ იქნება ისეთი კონტროლის ქვეშ როგორც ეხლანდელ ჩინეთშია, მაგრამ აღარ იქნება ისეთი რამის აუცილებლობაც, როგორიცაა დიდი ბიზნესის ქვეშ მყოფი პროპაგანდისტული მედია, რაც ტრადიციული დასავლური სტრუქტურული თავისებურებების ხარვზია და ასევე ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას. მედია ბიზნესის მაგივრად უფრო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში გადაინაცვლებს. მედიის თვითრეგულაციაც და სახელმწიფო რეგულაციაც უფრო დიდი იქნება ვიდრე ეხლაა დასავლეთში, მაგრამ ჯამში სიტყვის თავისუფლება ყველგან მოიმატებს. რა დემართებათ მდიდრებს? აღარ წავლენ პოლიტიკაში თავიანთი კლასის ინტერესების დასაცავად? რა თქმა უნდა წავლენ, მაგრამ ისეთი გავლენა არ ექნებათ, როგორც ეხლა აქვთ ამერიკაში. ფულის ტომრებს ჯამში მეტი ჭკუა ექნებათ და ჭკუის მიხედვით უფრო მოხვდებიან პოლიტიკაში ვიდრე სიმდიდრის მხარდაჭერით. ეს თავისთავად უფრო დემოკრატიულს გახდის სისტემას. შესაძლებელი კია საზოგადოების მეცნიერული მართვა ასეთმა სისტემამ რომ გაძლოს? ფაქტია, რომ ჩინეთში განათლებული ბიუროკრატია ათეულობით საუკუნის წინაც ამართლებდა. ეხლაა მას მეტი შანსი ექნება. მაგრამ ეს პოლიტიკურ დაპირისპირებებს ვერ მოსპობს. პოლიტიკური დაპირისპირება უფრო ერთი სტრუქტურის შიგნით იქნება და ხალხის უშუალო საოგადოებრივ აზრს პოლიტიკურ კარიერებზე გავლენა დაეკარგება. მაშინ ხალხის როლი როგორი იქნება? როგორ შევცლიან ხელისუფლებას? ხელისუფლება პიროვნებების სახით უფრო იქნება ხალხზე დამოკიდებული ვიდრე პარტიების სახით. ეს ეხლაც ტენდენციაა მსოფლიოში, მაგრამ კიდევ უფრო გამოიკვეთება და ინსტიტუციონალიზაციას განიცდის. გაძლიერდება პოლიტიკოსებზე სასამართლო კონტროლი და აღარ იქნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებების გამო დაუსჯელობაზე მდუმარე შეთანხმება საზოგადოებაში. საზოგადოებბრივი აზრის გამოკითხვები გაძლიერდება, მაგრამ პოლიტიკური არჩევნების სახე აღარ ექნებაიმიტომ, რომ უბრალო გამოკითხვისაგან არაფრით განსხვავდება თავისი ღირებულებით. სისტემა იქეთკენ წავა, რომ უამრავ გამოკითხვას თავისი ინსტიტუცინალიზებული ადგილი ექნება ამა თუ იმ თანამდებობის პირის კარიერაზე. ხელისუფლების დეცენტრალიზაციის დონე გაიზრდება, რის ტრადიციაც ჩინეთში ასევე ძლიერია. პოლიტიკრი სისტემების მოდის წინასწარმეტყველება დეტალებში ძნელია, მაგრამ ჯამში შეიძლება ითქვას, რომ საარჩენო დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის ტრადიციული დაპირისპირება შემცირდება და გზას დაუთმობს მეტ დეცენტრალიზაციას, სოციალურ თანსწორობას, განათლებულ არაკორუმპირებულ ბიუროკრატიას და პოლიტიკურ კარიერას, რომელიც თანაბრად იქნება დამოკიდებული საზოგადოებრივ აზრზე და კარირულ კიბეზე გადადგილებისათვის საწირო პროფესიულ ავტორიტეტზე (კოლეგიური ინსტიტუტების შეფასებებზე). არჩევითი დემოკრატია დარჩება, მაგრამ ადგილობრივ დონეეებზე. ფდერალური პირდაპირი არჩევნები, რაც სინამდვლეში ხალხის ინფორმირებულ არჩევნაზე ეხლაც არ არის დამოკიდებული, ნელ ნელა გაქრება. ასეთი ტედენციები უფრო გამოხატული იქნება დიდ სახელმწიფოებში მაშინ, როცა პატარა ქვეყნებში ტრადიციული დასავლური საარჩევნო დემოკრატიები კვლავ მოდაში იქნება.
-
მართლმადიდებლური სწავლება საღვთო სახელმწიფოზე
Nukriko replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ნტუ. ტაბუ არაფერ შუაში არ არის დემოკრატიულობასთან.. მთავარი სხვა რამეა. Nukriko 1 წლის შემდეგ შემეცვალა აზრი. მართლმადიდებლობა როგორც რელიგია არ უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე მართლმადიდებლამდელ (ანუ სანამ მართლმადიდებლობა ჩამოყალიბდებოდა) პოლიტიკურ სწავლებებს. ისინი მერე ჩამოყალიბდნენ და შესაბამისად, ყველა რელიგია რომელიც ჩამოყალიბდა შეესაბამება გარკვეულწილად იმ დროის ფასეულობებს, რა დროშიც ჩამოყალიბდა. დესტრუქციულ სექტების გარდა (ისინი არც ერთ დროის ფასეულობებს არ შეესაბამებიან) -
ეს რაღაც ახალი რელიგიური მიმდინარეობა გაჩნდა?
-
ამხანაგებო დავბრუნდი ახალციხის ტოტალიტარულ ქალაქ-სახელმწიფოდან და მზად ვარ გავცე ყველა შეკითხვასა თუ "პროვოკაციას" სათანადო პასუხი. "პროვოკატორი ადგილზე დაიხვრიტება" ჯ.იოსელიანი Ostap მაგას არავინ არ უარყოფს. მაგრამ ეკონომიკურმა კრიზისმა და განვითარების ტემპები გვაჩვენებს რომ 8- წელიწადში ჩინეთის ეკონომიკა და აშშ-ის ეკონომიკა დაახლოებით ერთნაირი ზომის იქნება. ხოლო 15-წლის შემდეგ კი ჩინეთი აშშ-ის ჩამოიტოვებს, თუ რა თქნა უნდა ამერიკულმა პოლიტიკურმა ელიტამ, თუ შეცვალა თავის ეკონომიკური დოქტრინა და შემოიტანა სოციალისტური გამოცდილება, მაშინ დიდი ალბათობით აშშ-ი კვლავ დარჩება წამყვანი სახელმწიფო. (რისი იმედიც მე ნაკლებად მაქვს, თუმცა სიმართლე გითხრათ სურვილი მაქვს იმის, რომ ამერიკა შეიცვალოს) Saturn მე ფაქტის კონსტატაციას ვაკეთებ ამ შემთხვევაში და თუ ფაქტი არ მოგწონს, მე რა შუაში ვარ? აქაც მარქსისტული აზროვნებაა რა.. ყველამ უნდა განვლოს რაღაც კონკრეტული გზა, რათა მივიდეს ახალ ფორმაციამდე. თუმცა აი ამ ლოგიკას აქვს თავისი კრიტიკოსები, რომელიც ამ ლოგიკას ანადგურებს, კერძოდ კი: ბალტიისპირეთის მაგალითი. 60 წელი იყო ბალტიისპირეთი დაქვემდებარებული, თუმცა შეძლო კარგი დამოუკიდებელი ეკონომიკის შექმნა, ჩემი აზრით პირველ რიგში ინოვაციების დანერგვის ხარჯზე. (პ.ს სკაიპი არა კერძო ფირმამ, არამედ სახელმწიფომ გაყიდა ;)) ვასკვნი იმას რომ შენ სტატიას, ჯიუტად არ კითხულობ. ეხლა შემდეგი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ინგლისის იმპერიამ ამოწურა იმის რესურსი, რომ იმპერიად დარჩენილიყო, ამიტომ არეულობას ამჯობინა, დამოუკიდებლობის მიცემა. ამის გარდა რელურად უამრავ ყოფილ ინგლისის კოლონიაში (აფრიკაში) ინგლისური კომპანიები კვლავ განაგძობდნენ თავიან კოლონიალურ მოქმედებას. სუეცის არხი, რომ აიღო ესეც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ნახო ინგლისის აგრესიული მოქმედება. ეგვიპტე გადაურჩა ოკუპაციას მხოლოდ იმიტომ, რომ ინგლის არ გააჩნდა რესურსები და აშშ-ს პირობა იყო, რომ თუ კი ინგლისი გაიყვანდა ეგვიპტიდან ჯარს, მხოლოდ ამის შემდეგ ასესხებდა ფულს. ინგლისი იძულებული იყო გაეყვანა ეგვიპტიდან ჯარი. შემდეგი მაგალითი დასავლურ ქვეყნების: 1) ვიეტნამის ომი (საფრანგეთ-ვიეტნამის, აშშ-ვიეტნამის ომი, ამ ომის დროს საკმაოდ დიდი რაოდენობით ვიეტნამელი დაიღუპა, ზოგი მონაცემებით 2 მილიოამდე, ზოგი მონაცემებით 2 მილიონზე მეტი) 2) ერაყის ომი სადაც უკვე ოფიციალურად 1 მილიონი ადამიანია დაღუპული. (ეხლა არ თქვათ, ატომური ბომბი ჰქონდა სადამსო) 3) ლათინურ ამერიკაში უამრავი მაგალითია იმისა, თუ როგორ იქცეოდნენ ამერიკელები. შეადარე ეხლა შენ ეს მაგალითები იგივე საქართველოს და მიხვდები, რომ არა რუსების კეთილგანწყობამ, არამედ იმ პოლიტიკურმა სისტემამ (საბჭოთა) იხსნა საქართველო იმგვარ რეპრესიებისა და გენოციდისგან, რომელსაც კაპიტალისტური ქვეყნები აწარმოებდნენ თავიანთ კოლონიებში. ამის გარდა ეხლა რადგან რუსეთი ახლა კაპიტალისტური ქვეყანაა, სწორედ ამიტომ რუსეთი უფრო საშიშია და უფრო რეპრესიული ამ მხრივ. [/b avto 1961 უკაცრავად და მაღალი შრომითი ნაყოფიერება აზიელებს (ჩინელებს, ვიეტნამელებს და ა.შ) რომ აქვთ, ისეთი ევროპელებს და ამერიკელებს არც დაესიზმრებათ. მაგრამ სწორედ იმპერიალიზმის ხარჯზე, ევროპელები უკეთესად ცხოვრობდნენ, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვიდრე აზიელები.
-
საფრანგეთის რევოლუცია დემოკრატიულ-კაპიტალისტური რევოლუციამ, იგივე გზა გაიარა ზუსტად რაც მომავალში სოციალისტური რევოლუციამ გაიარა. რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფალნი, ერთნაირად იქცეოდნენ. რა კაპიტალისტურ საფრანგეთში უფრო ფასობდა ადამიანის სიცოცხლე ვიდრე საბჭოთა კავშირში? საფრანგეთის რევოლუციის დამხობის შემდეგ, მიჩნეული იყო რომ მონარქიამ საბოლოოდ გაიმარჯვა. რომ დემოკრატიული ინსტიტუტები არ იყვნენ სიცოცხლის უნარიანნი. მაგრამ რა მოხდა? გავიდა 50-წელი და კვლავ მეორე რევოლუცია მოხდა საფრანგეთში, თუმცა ამ რევოლუციამაც გამოიწვია ჩავარდნა, რადგან რევოლუციის შემდეგ დემოკრატიას დიდი ხანი არ უარსებია. 10 წელი იმპერატორ ნაპოლეონ III მართველობის შემდეგ, როცა ნაპოლოენ III დაემხო საბოლოოდ დამკვიდრდა დემოკრატიული წეს-წყობილება საფრანგეთში. ანუ მთელი 19-ე საუკუნე ევროპაში იყო ბრძოლა რათა დემოკრატიული წეს-წყობილება დამყარებულიყო. ესეა სოციალიზმიც, კი სსრკ-მ კრახი განიცადა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სოციალიზმმა როგორც იდეოლოგიამ განიცადა კრახი, მე მგონია რომ ეს იყო იმპერიული და ტოტალიტარული რეჟიმის კრახი და არა სოციალიზმის. სოციალიზმი კვლავ არსებობს ჩინეთში და ვიეტნამში, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყნები არიან. ჩინეთი თავის ეკონომიკით დღეს მსოფლიოში მეორე ადგილზეა. მე მგონია რომ ჩინეთი საბოლოოდ გვცვენებს იმ გზას, თუ როგორ შეიძLება იარსებოს სოციალიზმმა, მაგრამ ამ გზას მერე უფრო განავიტარებს ევროპა და ამ ეკონომიკურ გამოცდილებას, დემოკრატიული გამოცდილებაც რომ დაემატება, მივიღებთ ისეთ სოციალიზმს, სადაც ყველას მოუნდება ცხოვრება. მე ეხლა მივდივარ ახალციხეში, ასე რომ 10-მდე ვერ დაგეკონტაქტებით.. იფიქრეთ ამ საკითხზე!
-
Ostap 1) ჩერჩილი როგორც იმპერიალისტი და დიპლომატი მართლა ძლიერი ისტორიული ფიგურა იყო, მაგრამ კარგად გადახედე მის ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას, სრული კრახი განიცადა, ინგლისმა. 2) საქმე გვაქვს რევოლუციის შემდგომ მოსულ ხელისუფლებებთან, რომლებმაც სამოქალაქო ომი უნდა დაასრულონ, ინტერვენცია შეაჩერონ და რაც მთავარია შემდეგ ყოფილი რევოლუციონრები მოიცილონ. ამ ყველაფერს სსრკ-ში შეეწირა 3 მილიონი ადამიანი აქედან ნახევარი დაიხვრიტა, ხოლო მეორე ნახევარი კი გულაგებში და სხვადასხვა ადგილზე, მძიმე პირობებში დაიღუპა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სოციალიზმი ცუდია. რა კაპიტალისტურ საფრანგეთში იგივე არ ხდებოდა 19-ე საუკუნეში, იქაც სამოქალაქო ომი უნდა დაესრულებინათ, ინტერვენცია შეეჩერებინათ და რაც მთავარია, კონტრევოლუცია უნდა შეეჩერებინად და მილიონამდე ადამიანს გილიოტინაზე დააყრევინეს თავი. როგორც ჩანს ეს პროცესი მოყვება ესეთ სიტუაციას და ამ კანონზომიერებას ვერ გავექცევით.. თქვენ ორივე, გავხართ იმ არისტოკრატებს, რომლებსაც ეგონათ რომ ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ, დემოკრატიის ექსპერიმენტი საბოლოოდ დასამარდა.
-
Saturn 1) სსრკს დროს საქართველოში მათხოვარი არ არსებობდა.. ბინა უფასო იყო, გადასახადები მინიმალური იყო და კიდე ბევრი პლიუსი ჰქონდა. ნუ ეხლა დეფიციტური ეკონომიკა რომ ჰქონდა, ამაზე არავინ დაობს და ეს დამახასიათებელი იყო სსრკ-ს ეკონომიკისთვის, სანამ იერარქიის მაღალ საფერხურზე მივიდოდა ცნობა, თუ რა სჭირდებოდა ხალხს, ამ დროს რაღაც რესურსი განცდიდა დეფიციტს ბაზარზე. დღეს კი ოლიგარქების ხელში რომ აღმოჩნდა წყალი, დენი და სხვა გადასახადებები, ამიტომ ვიხდით იმხელა თანხებს. ამის გარდა უამრავი ადამიანია სოციალურად და ეკონომიკურად გაჭირვებული. რა ხალხი რომ გაყარეს სამსახურებიდან, იმაზე ფიქრობდნენ, რომ ამ ხალხის ოჯახებს შემოსავლის წყაროს უპრყრობდნენ. თან ყველგან ნაც.მოძრაობისადმი ლოიალურ ადამიანებს ნიშნავენ. 2) სსრკ არ არის იდეალი და ის იმიტომ დაინგრა რომ იყო იმპერია. შეადარე ინგლისის კოლონიები და სსრკ-ში შემავალი რესპუბლიკები, რა ერთნაირი ექსპლუტაცია იყო? საქართველო რეალურად იქით ჰყავდა კოლონია გამხდარი რუსეთი.ქართველები ცხოვრობდნენ რუსების ხარჯზე. ეხლა წაიკითხე ის სტატია კონგო-ზე და ნახავ, როგორია კაპიტალისტური სამყარო.. 3) სამსახურს რაც შეეხება, ადამიანები იმიტომ კი არ მუშაობენ რომ ბირჟაზე დგომა მოწონთ, არამედ იმიტომ დგანან ბირჟაზე რომ არსებული სისტემა არ აძლევთ მათ იმის საშუალებას საკუთარი თავი წარმოაჩინონ. არ გყავს ძმაო კოლონია და ამიტომ ვერ აცხოვრებ ხალხს კარგად.. 4) სსრკ კვლავ ვიმეორებ დაინგრა იმიტომ რომ იმპერია იყო. ერიკ ჰობსბაუმი დღევანდელი ისტორიის მამა, მაგის ნაშრომი წაიკითხე და იქნებ აზრი შეგეცვალოს.. მის მიერ მოყვანილ ფაქტებს და არგუმენტებს, თუ წინ რამეს დაუდებ ვიტყვი რომ შენ ყოფილხარ ყველაზე ჭვიანი ადამიანი თუ მსოფლიოში არა, საქართველოში მაინც.
-
Saturn ის ვიცი, რომ დღევანდელობასთან შედარებით ცხოვრების დონე უფრო მაღალი იყო, ყველა სოციალური ფენისთვის. დღეს მარტო ერთეულებისთვის არის ძალიან მაღალი ცხოვრების დონე, დანარჩენს უჭირს, დაბალი ხელფასების ან უმუშევრობის გამო.. აბა სტატიას თუ არ წაკითხავ, ჩემი კომენტარი ცალკე აღებული არაფრისმთქმელი იქნება. დიდი არ არის მაქსიმუმ 2 გვერდი იყოს - ვორდის დოკუმენტით.. წაიკითხე და მითხარი, რომ ეს კაპიტალიზმის ბუნების გამოვლინება არ არის.
-
მე ვცხოვრობდი სსრკ-ში ;) საერთოდ სტატია წაიკითხე?
-
შეუძლებელია. მოდი ფაქტებიდან გამოვიდეთ, რომელ კაპიტალისტურ ქვეყანას იცნობ, სადაც უსამართლობის დონე მინიმუმამდე არის დაყვანილი. მე კაპიტალიზმის ორ ფორმას გამოვყოფ: 1) იმპერიალურს - ანუ კოლონიების ხარჯზე რომ ცხოვრობს და აცხოვრებენ საკუთარ მოსახლეობას 2) ოლიგიგარქიულს - საკუთარ ხალხის ხარჯზე რომ ცხოვრობენ newstudio მერე ვინ აქტიურობსო, რა ორგანიზაციებიო? ფაქტებიდან გამოვიდეთ, დღეს იქ ძირითადად დასავლური კომპანიები აქტიურობენ და ამ კომპანიების წყალობით, კონგო ცოცხალ არსებებისგან ცარიელდება. სოციალიზმის პირობებშიც კი, აი სსრკ-ს დროს, რომელ თავის დაქვემდებარებულ კოლონიას ექცეოდა ესე სსრკ?
-
newstudio წაგეკითხა სტატია და გაიგებდი.. ;)
-
სოციალიზმში ვხედავ მე გამოსავალს.. სოციალიზმი მინიმუმამდე შეამცირებს, იმ უსამართლობას რა უსამარტლობას სუფევს პენსიონრების და ინვალიდების ფულებსაც ჭამენ. მათ ჩვენ ვუყოფ ფულს და ეს ფული მათ ჯიბეებში მიდის..
-
Saturn საიდან კითხულობ ან ვინ გატყუებს მემარცხენეებზე ესე ძალიან, რომ ესეთ რამეებს ამბობ. მემარჯვენეები თავიდან იყვნენ არისტოკრატია, გენერალურ შტატებშ საფრანგეთის მეფისგან მარცხნივ იჯდნენ არისტოკრატები, მარცხნივ კი მესამე წოდების წარმომადგენლები. ესეგი თურმე უსაქმური, სახელმწიფოსგან პრივილეგირებულნი მემარჯვენეები მშრომელები ყოფილან, ხოლო ექსპლუატირებულ გლეხობა და სხვადასხვა ფენა, უსაქმურები და გათახსირებულნი ყოფილან. მე რომ ვიხდი ჩემი ხელფასის 20% და ამ 20%-ს რომ შენ მემარჯვენე ჭამს და მერე ისაქმებს, გამოდის რომ ჩემი შრომა ყოფილა უსაქმურობა, ხოლო მემარჯვენის მოპარული ქონება ყოფილა საქმე.. კარგი ლოღიკაა
-
ცხოვრობენ და ეს მე უსამართლოდ მიმაჩნია, შენ კი ამაში ვერაფერს ვერ ხედავ უარყოფითს. მოდი ესე ვთქვათ, უსამართლობ დიდი ხანი ვერ იარსებებს თუ კი ის ოფიციალურად დაგმობილია და ნორმად არ არის მიჩნეული. როგორც წესი უსამართლობას გვტენიან, როგორც ნორმად. "ესეთია ცხოვრება და რას იზავ" და ა.შ ეს მონათმფლობელების პოზიციაა..სისტემურ დონეზე მე, შენ და კიდე უამრავი ადამიანი ვართ მწველავი ძროხები, რომლითაც მდიდრდებიან ერთეულები. (ჩვენ შემთხვევაში ნაც.მოძრაობა)
-
შენს ხარჯზე გინდა იცხოვრონ სხვებმა?
-
50 лет в Конго практически не стихает война, именуемая и «конголезской гражданской» и «второй африканской» и «мировой колтановой». Вначале драчка шла за алмазы, а в 90-х появились мобильные телефоны, и начался «колтановый бум». За последние десять лет здесь погибло от 6 до 10 миллионов человек (по разным данным). Их немного, но их владельцы, по сути, главные спонсоры войны в Конго: Cobatt (США), H.C. Starck (Германия), Ningxia (Китай) и казахстанский перерабатывающий завод в Усть-Каменогорске. Последний предположительно через казахское руководство фактически контролирует швейцарский магнат Крис Хубер. Этот же казахско-швейцарский канал преимущественно и занимается набором летчиков в постсоветских странах. Сейчас ходит даже такая шутка: «в небе Африки нельзя летать без знания русского». Наши летчики («славные ребята») обслуживают все воюющие стороны, за день иногда просто развозя оружие всем участникам колтановой драки.
-
ერთ-ერთი არგუმენტი ჩემი მხრიდან იმისა, რომ კაპიტალიზმი წამოადგენს მახინჯ სისტემას, არის კოლონიალისტური სისტემა.. ევროპელთა ცხოვრების დონე მაღალია, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი დღემდე არიან კოლონიური იმპერიები. უზრუნველყოფილი ცხოვრება, ხდება სხვის ხარჯზე. ძალიან გთხოვთ, ეს სტატია წაიკითხეთ და მერე ვიმსჯელოთ.. არ არის დიდი სტატია. http://scepsis.ru/library/id_2755.html
-
ქრისტიანებმა დაანგრიეს, თუმცა შენ აზერს ვერ ჩაწვდი. რადგნა ისტორიულად რომელიღაცა რელიგიებს აქვს დიდი როლი ნათამაშები ქვეყნის ცხოვრებაში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ მოტივით ვინმეს რელიგიური თავისუფლება შეუზღუდო. პირდაპირ კავშირშია.. ევოლუციაც არ გცოდნია კარგად, მინდა გითხრა ;) იმის ფონზე, რომ გგონია რომ ჭეშმარიტებას ფლობ, ძალიან სუსტი არგუმენტებით მოდიხარ, ნამეტანი სუსტი არგუმენტებით, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს ;)