რაც შეეხება ევოლუციას, მისი ძირითადი ასპექტები იგივე დარჩა, თუმცა ცხადია დაიხვეწა და დამუშავდა - უკეთესი გახდა და არა უარესი (ან საერთოდ უარყოფილი) ასე იმიტომ ხდება, რომ ბევრი რაღაცის, შემოწმება მოხერხდა ექსპერიმენტულად. ხოლო რაც შეეხება იმ მეცნიერებს, რომლებიც არ აღიარებენ, ნებისმიერი მათგანი აიღე და უბრალოდ დაგუგლე, მაშინვე აღმოაჩენ, რომ ეს ხალხი ფულს არა სამეცნიერო მოღვაწეობით შოულობს, არამედ სხვადასხვა რელიგიური ინსტიტუტებით ფინანსდებიან, ან თავად არიან ასეთი ორგანოები და ა.შ. რიჩარდ დოკინსის სიტყვებია, რომ ევოლუცია რელიგიის ჟანგივითაა, თითქოს არაფერი და ბევრი მორწმუნეც არის რომელიც ევოლუციას აღიარებს და მაინც რელიგიურია, იმ ახსნებით (გამართლებით) რომ თავიდან ღმერთმა მისცა ბიძგი ევოლუციასო, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, თუ არსებობს ევოლუცია და ადამიანი მისი ნაყოფია, მაშინ არ არსებობს არანაირი Original Sin (საწყისი ცოდვა, რომელიც ყველას დაყვება, ანუ აკრძალული ხილის ამბავი) და თუ ის არ არსებობს, გამოდის ქრისტეს ამბავიც მინიმუმ მითია. ბევრი ამას არ უფიქრდება, ხოლო ბევრიც უფიქრდება და მათი ტვინი ან კოგნიტიურ დისონანს განიცდის (როცა ცდილობენ იპოვონ ორი დაპირისპირებული პირობის გამართლება, მაგალითად "ვიცი რომ მოწევა ცუდია, მაგრამ მინდა და რა ვქნა" და ა.შ.) და ცდილობენ გაამართლონ როგორმე აუარება ევოლუციის ფაქტი და ან Open mind ხდებიან. რაც საკმაოდ რთულია. ბევრ ათეისტს და მორწმუნესაც, ხშირად გონია რომ საკმარისია ღმერთი უბრალოდ უარყო და ეგაა - ათეისტი ხარ, სინამდვილეში, ღმერთის ცნება, ძალიან კომპლექსური და ძალიან რთული ცნებაა, ის ღრმადაა ადამიანის ფსიქოლოგიაში გამჯდარი და იმიტომ კი არა, რომ აბოლებდნენ ბავშვობიდან (ეგეც არის მარა...) არამედ იმიტომ, რომ ადამიანს თან სდევს, ამოუცნობის შიში და მის ახსნას ცდილობს, ხოლო რელიგია უფრო ადვილი ახსნაა ვიდრე საკითხში ძირფესვიანი გარკვევა და მეცნიერული, ხშირად არასაკმარისი ახსნის მოსმენა. ეს ქცევა ყველა ცხოველს ახასიათებს, გადაუგდე ძაღლს ბურთი ერთხელ, მეორეჯერ და მესამეჯერ უბრალოდ ხელი გაიქნიე... ძაღლისთვის ბურთი გაქრა და ის სასწრაფოდ დაიწყებს "გაქრობის" მიზეზის ძებნას, თუ ვერ მიხვდა შფოთვას იწყებს. ეს ქცევა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ცხოველებს ევოლუციამ მისცა, უფრო მომგებიანია ცოტათი პარანოიკი იყო, ვიდრე აუხსნელი საფრთხე დაიკიდო და მერე იქიდან გაგანადგურონ, ასე რომ რელიგიაც შესაძლოა სწორედ ევოლუციური თვისებაა, იმიტომ რომ ასე უფრო უკეთ გადარჩება კონკრეტული ადამიანი და ასეცაა, რას ნიშნავს ბუნებრივი გადარჩევა? survival of the fittest! ანუ ყველაზე უკეთ მორგებული გადარჩება, ხოლო ყველაზე უკეთ მორგებული სიტუაციაზე, სწორედ რომ რელიგიური ადამიანია! ხოლო ათეისტი შეიძლება სადღაცა მიაქოლონ და ეგ იქნება. ამბობენ, ადამიანების უმრავლესობას მართლა არ უნდა თავისუფლებაო, იმიტომ რომ თავისუფლებას პასუხისმგებლობა მოაქვს, ხოლო პასუხისმგებლობა საშიშიაო