Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. leo25 რატომ გგონია რომ ჩვენი დამოძღვრის უფლება გაქვს?
  2. ვავა ვავა ვავა........... :018: :018: :018:
  3. Grig სიმართლე გითხრა მე ეხლა თომას მაბშტადტის წიგნი მაქვს და იქ ამოვიკითხე.. ლინკენი არ მიძებნია.. კანეშნა
  4. დაქვემდებარება საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში გლობალიზმის პარადიგმის ერთ–ერთი თეორია, რომელიც განვითარებადი ქვეყნების ჩამორჩენის მიზეზებს განვითარებული ქვეყნების მხრიდან დომინირებაში ეძიებს. ტერმინი დ. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის კვლევის სფეროს განეკუთვნება. ამ თეორიის კვლევის მთავარ საგანს მდიდარ ჩრდილოეთსა და შედარებით ჩამორჩენილ სამხრეთს შორის ძალაუფლების ასიმეტრია წარმოადგენს. დ–ის პარადიგმამ განსაკუთრებული გავლენა ლათინური ამერიკის მკვლევრებს შორის XX ს–ის 60–იანი წლებიდან მოიპოვა, როდესაც ისინი ამერიკის ორივე კონტინენტის სახელმწიფოების შორის ძალაუფლებისა და დ–ის საკითხებით დაინტერესდნენ. დ–ის თეორია უარყოფდა ლიბერალიზმის ძირითად პრინციპებს და ახალი საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის (NIEO – New International Economic Order) თეორიულ საფუძველს ქმნიდა XX ს–ის 70–იანი წლების განმავლობაში. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=3584
  5. დაქვემდებარების თეორიის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ მსოფლიო დაყოფილია სამ ძირითად კლასად: ინდუსტრიალური ბირთვი, ნახევრადპერიფერია და პერიფერია. პერიფერიული ქვეყნები ბაზრით, კაპიტალით და ტექნოლოგიით დაქვემდებარებულნი არიან ინდუსტრიულ ბირთვზე. ინდუსტრიულ ქვეყნების ინტერესებს წარმოადგენს ამ დაქვემდებარების სამუდამოდ შენარჩუნება. დაქვემდებარების სისტემა მსოფლიო უთანასწორობის მუდმივ შენარჩუნებას რამდენიმე გზით უზრუნველყოფს. ჯერ ერთი, ბირთვის სახელმწიფოები აწარმოებენ ძვირადღირებულ საქონელს, ხოლო პერიფერიებიის ქვეყნები მათ იაფ ნედლეულს აწვდიან. ფასების მანიპპულირება წამყვან ეკონომიკურ ძალების ხელშია - შედეგად, ვაჭრობის პირობები ბითვი სახელმწიფოებისთვის უფრო ხელსაყრელია. მოხმარების საგნები ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი (მოგება) ძალზე მგრძნობიარეა ფასების რყევის მიმართ, რაც ექსპორტიორი ქვეყნების კონტროლს არ ექვემდებარება. მაგრამ განვითარებადი ქვეყნები იძულებულნი არიან გააგრძელონ იმპორტი და იმპორტისთვის გადაიხადონ კონვერტირებული ვალუტა (როგორიცაა დოლარი). ხშირად ეს ქვეყნები იძულებულნი არიან ფული უცხოეთში ისესხონ, არჩევანი არ აქვთ და იხდიან იმ საპროცენტო განაკვეთს, რომელსაც საერთაშორისო ფინანსისტები ბირთვის ქვეყნებში მოითხოვენ. რატომ მდიდრდება ელიტა, ესეთი სწრაფი ტემპებით, როცა ქვეყნის ეკონომიკა ინგრევა? დაქვემდებარების თეორიის მიმდევართა თანახმად, მთელი ამ სისტემის განსაკუთრებით უსამართლო ასპექტი ბირთვი სახელმწიფოების კაპიტალისტთა და პერიფერიულ ქვეყნების ელიტას შორის არსებული შეთანხმებაა. ელიტა დიდ მოგებას ნახულობს ამ შეთანხმებით, მაგრამ გარიგება ორმხრივად მომგებიანია: ბირთვი სახელმწიფოები ეხმარებიან მთავრობის ძალაუფლების (ხშირად დიქტატურის) შენარჩუნებაში, ისინი კი, თავის მხრივ, ინარჩუნებენ წესრიგს და სტაბილურობას, თანაც შიდა ბაზარს უხსნის საერთაშორისო ბიზნესს (ჩვენ შემთხვევაში რუსეთს) სამხედრო და ეკონომიკური დახმარების სუბსიდიები, თუკი ამ კუთხით შევხედავთ, ქრთამია, რომლებსაც დონორი ქვეყნებისთვის უფრო დიდი დივიდენდები მოაქვს, ვიდრე მიმღებ ქვეყნებისთვის, ნაწილობრივ იმის გამოც, რომ კორუმპირებული მმართველები თანხების დიდ ნაწილს ითვისებენ.
  6. ეპიკურე (341–270) დაიბადა ქ. სამოსში, ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, მორალისტი, ათეისტი. ეპიკურეიზმის დამაარსებელი. 14 წლისა გაეცნო ფილოსოფიას, შეისწავლა დემოკრიტეს მოძღვრება ეკუთვნის უამრავი ნაშრომი. ამჯერად კი მის მიერ ჩამოყალიბებულ იდეაზე - "ტეტრაფარმაკოსზე" ( τετραφάρμακος ) გავამახვილებ ყურადღებას, რომელსაც მის მოსწავლეებს ასწავლიდა და მიაჩნდა, რომ ამ 4 ნაწილიანი "მკურნალობით" შეიძლებოდა ადამიანს ეცხოვრა მაქსიმალურად ბედნიერი ცხოვრებით: 1. არ გეშინოდეს არანაირი სახეობის ღმერთის(ების) - ეპიკურეს მიაჩნდა რომ ღმერთის შიში უაზრო და უმიზნო იყო, რადგან ეპიკურეს მიაჩნდა რომ ღმერთს(ების) მოდელებს სულაც არ ანაღვლებდათ ადამიანის ბედი - მიუხედავად იმისა, არსებობდნენ თუ არა ისინი. 2. არ გეშინოდეს სიკვდილის - ეპიკურე თვლიდა, რომ სანამ ცოცხლები ვართ - სიკვდილი არ არის, ხოლო როცა სიკვდილი დადგება - მაშინ ცოცხლები აღარ ვიქნებით, ამიტომ ტყუილად თავის შეწუხებასაც არ ქონდა აზრი. ეპიკურე თვლიდა, რომ სიკვდილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზია ადამიანის შფოთისა, რადგან ადამიანს ეგონა რომ არსებობდა "იმქვეყნიური" ცხოვრება და ამდაგვარად - შიშობდა არ მომხვდარიყო მუდმივი ტანჯვის ადგილას. 3. რაც კარგია - ადვილად მიღწევადია - ეპიკურე თვლიდა, რომ კვება და თავშესაფარი, ყველასთვის ადვილად მიღწევადია, როგორც ადამინისთვის ისე ცხოველისთვის, ხოლო სიხარბე წარმოშობდა დამტებით შფოთს ადამიანის ცხოვრებაში 4. მტკივნეული და ცუდი - მალე გადის - ეპიკურ თვლიდა, რომ ტკივილი და ცუდი მოვლენები, თავისი არსით ძალიან მოკლე ხნიანია, მალევე ქრება და მას სიამოვნება მოსდევს. ამიტომ ტკივილთან დაკავშირებული შფოთიც უნდა მოეშორებინა ადამიანს. როგორც უკვე მიხვდით, 4 ივე წესის მთავარი მოტივია - "მოიშორე შფოთი" და იქნები ბედნიერი... P.S. ეპიკურე ერთ-ერთი პირველი ათეისტი იყო, მან პირველად ჩამოაყალიბა შემდეგი იდეა, რომელიც დღემდე ღმერთის(ების) გულმოწყალების იდეის წინააღგმდეგ წარმატებით გამოიყენება: თუ ღმერთს სურს გააქროს ბოროტი და არ შეუძლია - ის ყოვლისშემძლე არ არის! თუ ღმერთს არ სურს გააქროს ბოროტი და შეუძლია - ის გულმოწყალე არ არის! თუ ღმერთს სურს და შეუძლია გააქროს ბოროტი - მაშინ ბოროტება არ იარსებებდა! თუ ღმერთს არც სურს და არც შეუძლია გააქროს ბოროტი - მაშინ რატომ ვეძახით ღმერთს საერთოდ?
  7. babuagiorgi ასე თუ ისე არჩევანი ფართოა: ს. ასათიანის სახ. თბილისის ფსიქიატრიული საავადმყოფო ბ. ნანეიშვილის სახ. ქუტირი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი წალკის (ბედიანი) ფსიქიატრიული საავადმყოფო ბათუმის ფსიქიატრიული სააავადმყოფო სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო ფოთის მკაცრი რეჟიმის ფსიქიატრიული საავადმყოფო ქუთაისის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი სენაკის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი ლანჩხუთის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი თბილისის ფსიქიატრიული საავადმყოფო (გლდანი) – თავშესაფარი ძევრის საავადმყოფო თავშესაფარი იქნებ გეშველოს.....
  8. მსოფლიო მაშტაბით - ვიკილიქსი საქართველოში - მოდელირებული ქრონიკა
  9. Saturn კაპიტალიზმი ზემოდან ქვემოთ გავრცელდა საზოგადოებაში.. თუ უყურებ იმ ვიდეოს, დიდი არაა.. ბევრ ფაქტებს მოიყვანს საამისოდ..
  10. არის მოსაზრება რომ კაპიტალიზმი ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა.. http://www.russia.ru/video/diskurs_11330/ ამ ვიდეოში კარგად არის ახსნილი, რამდენად "ბუნებრივია" კაპიტალიზმი
  11. იქიდან გამოვიტანე ეს აზრი, რომ შენ ბექა მინდიაშვილი, თეა თუთბერიძე და ეს სასტავი ათეისტების რიცხვში გაიყვანე. ათეისტები კი ეკლესიის შიდა საქმეში არ ჩარეულან, ჩვენი პოზიცია მარტივია, არანაირი ცვლილება არ სჭირდება ეკლესიას, მას უბრალოდ დრო გააქრობს (როგორც ინსტიტუტს) მიგვიჩნევს, ეს პატრიარქის განცხადებაშიც კარგად ჩანდა ;)
  12. ნაც.მოძრაობის სტილის რომ ყველა იღებს როცა აწყობთ, ამაზე ვკაიფობ რა..
  13. ra qveyana daangries პაიჭაძემ გააკრიტიკა და მიუვარდნენ, არიქა დახურეთო გადაცემა.. თუ ცნობილ ჟურნალისტს მივარდებიან, ჩვეულებრივ ადამიანს რა მოუვა ამ დროს?
  14. სისულელეა. ათეისტებს და თეისტებს ერთმანეთში ვერ არჩევ იმიტომ რომ ცრუ სწავლებას ასწავლის და ხალხს აბოლებს ეკლესია უპირისპირდება საღ აზრს და საღი აზრის დამცველებად ხშირად ათეისტები მოევლინებიან ხოლმე და ამიტომ მიიჩნევს ეკლესია ათეისტებს მტრად ;)
  15. იმიტომ რომ მორწმუნე არ ვარ.. და გინდ 25-ში აღნიშნეთ და გინდ 7 იანვარს.. მე რაში მეხება ეს საკითხები?
  16. გავიგე პატრიარქის გარდა ვისი კრიტიკაა აკრძალული საზოგადოებაში
  17. ძველი აღთქმა მეორე მეფეთა თავი ოცდამეოთხე 1. კვლავ აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე და წააქეზა მან დავითი მათ წინააღმდეგ და ათქმევინა: წადი, აღრიცხე ისრაელი და იუდა. ძველი აღთქმა პირველი ნეშტთა თავი ოცდამეერთე 1. სატანა აღდგა ისრაელზე და ისრაელის აღრიცხვის სურვილი აღუძრა დავითს.
  18. ბევრი მორწმუნე ამბობს, რომ მის რწმენას არ სჭირდება მტკიცებულება, რომ წინააღგმდეგ შემთხვევაში ის რწმენა აღარ იქნება არამედ ფაქტი. თუმცა, ბიბლია ამბობს: 19. ვინაიდან რაც შეიძლება იცოდე ღმერთზე, ცხადია მათთვის, რადგანაც ღმერთმა განუცხადა მათ. 20. და მართლაც, მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება: ასე რომ, არა აქვთ პატიება. 21. რაკი შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდენებს, როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს არამედ ამაონი იქმნენ თვიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული; გამოდის, მორწმუნეს უნდა ჰქონდეს დამტკიცებული, უეჭველი ფაქტი იმის რომ ღმერთი არსებობს! მაგრამ ისევ ბიბლიის მიხედვით: 11. ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე, გამოდის მორწმუნე ვერასდროს იქნება დარწმუნებული, ტყუილის სწამს თუ სიმართლის... Saturn ათეისტური საიტებიდან.
  19. რელიგიური პარანოია იწყება მაშინ, როდესაც რომელიმე კონკრეტული რელიგიური ჯგუფი, ყალბ საფრთხეებზე იწყებს საუბარს, რომელიც მათ თითქოსდა ემუქრებათ, მათ წინააღგმდეგ მიზანმიმართულად იბრძვიან და ა.შ. რელიგიური პარანოიით დაავადებულებს ასევე ეჩვენებათ რომ გარკვეული "აგენტი" მუდმივად იბრძვის მათ წინააღგმდეგ და ახორციელებს შეტევებს, პირადად მათი ან მათი რელიგიის ჯგუფის წინააღგმდეგ ამ ტერმინის კარგი მაგალითია ე.წ. "ალქაჯებზე ნადირობის" ფენომენი თუმცა რელიგიური პარანოიით შეპყრობილები უფრო შორსაც მიდიან, მათ ხშირად ეჩვენებათ, რომ სწორედ მათი აზრია ჭეშმარიტი და სწორედ ამ სიმართლის გამო ებრძვიან მათ, ხშირად ეს აზრი "მესიანიზმში" გადაიზრდება, სადაც პიროვნებას გონია რომ ის მესიაა და ამიტომ მას გარკვეული ხალხი ებრძვის...
×
×
  • შექმენი...