Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. ვიღაც გიჟის გამო არ გინდათ ეხლა ამდენი ლაპარაკი........ :DD
  2. lasha_alo კანონი N1 უნდა გაიხსენო, შენ როგორც მასწავლე :DD არასოდეს არ ეკამათო ........... :DD
  3. საბჭოთა კავშირის დაშლამდე და ახალი დამოუკიდებელ ქვეყნების სუვერენიზაციამ ძირეულად შეცვალა მსოფლიოში არსებული წესრიგი, კარდინალურად შეიცვალა სიტუაცია კასპიის ზღვის რეგიონშიც. რუსეთს და ირანს, რომლებიც ასწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდნენ კასპიის რეგიონის ბედს, დაემატათ აზერბაიჯანი, თურქმენეთი და ყაზახეთი, რითაც საფუძველი დაედო რეგიონის განვითარების ახალ ისტორიულ ეტაპს. სსრ კავშირიდან გამოსული კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები იმთავითვე წამყვან სახელმწიფოთა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ. ეს ახლად ჩამოყალიბებული ქვეყნები, ისევე როგორც ირანი, თურქეთი და რუსეთი იწყებენ საკუთარი რეგიონალური პოლიტიკის გატარებას, თუმცა გეოპოლიტიკური ვაკუმი ჯერ კიდევ არსებობს, რადგან იმთავითვე თავის დომინირებულ პრეტენზიებზე მიანიშნა დასავლეთმა. ერთადერთი გამაერთიანებელი იდეა, რომელიც თითოეული ქვეყნის ყურადღებას იქცევდა და იქცევს, ეს არის ნავთობი და გაზი, რომლებიც წარმოადგენენ აბსოლუტურად ლიკვიდურ საქონელს და მოთხოვნით სარგებლობენ ნებისმიერი ეკონომიკური კონიუნქტურის პირობებში. ეს არის ნედლეული, რომელზეც დიდათ არის დამოკიდებული თანამედროვე ეკონომიკა. მათი მნიშვნელობა მსოფლიო პოლიტიკაში თავიანთი მარაგების ამოწურვასთან ერთად, სულ უფრო იზრდება. შესაბამისად, ნათელია ის მჭიდრო კავშირი, რომელიც არსებობს საერთაშორისო ურთიერთიობებსა და ენერგოუსაფრთხოების პრობლემას შორის. ჯერ კიდევ 10 წლის წინ კავკასია ცენტრალურ აზიის ქვეყნებთან ერთად მხოლოდ სსრკ-ის ნაწილი იყო. ტერიტორია, რომელზეც კონსოლიდირებულია დიდძალი ნედლეული, ექცევა სხვადასხვა რეგიონალური თუ დიდი სახელმწიფოების ინტერესების სფეროში. აშშ-მა ეს რეგიონი თავისი საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებად გამოაცხადეს. სტრატეგიული გეგმების ჩარჩოებში აშშ აფართოებს თავის გავლენას როგორც მახლობელ აღმოსავლეთში, ასევე კავკასიაში და კასპიისპირეთში. აშშ-ის რეგიონში შეღწევა და საკუტარი პოზიციების გამყარება განისაზღვრება მრავალმხრივი თანამშრომლობითი პოლიტიკით როგორც საკუთრივ რეგიონის ქვეყნებთან, ისე მის მოსაზღვრე სახელმწიფოებთან (მაგალითად, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან. მართალია, საქართველოს არ გააჩნია გასასვლელი კასპიის ზღვაზე, მაგრამ საყურადღებოა მისი ხელსაყრელი სატრანზიტო გეოგრაფიული მდებარეობა). ამ მხრივ მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა დიპოლომატიური და წარმომადგენლობითი დელეგაციების გაცვლებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკმაოდ მცირე დროში მოახერხა როგორც დიპლომატიური, ასევე ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება რეგიონის სახელმწიფოებთან. უცხოურმა და უპირველყოვლისა, ამერიკულმა კაპიტალმა გამოაცოცხლა რეგიონის განვითარებადი ეკონომიკა, რომელიც გარკევულ ეტაპზე დამოიკდებული იყო რუსეთის ეკონომიკაზე. ეს უკანასკნელი მთელი 1990-იანი წლების განმავლობაში, სულ უფრო და უფრო კარგავდა თავის პოზიციებს. სსრკ კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში, რუსეთი ძირითადად საკუთარი ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემით იყო დაკავებული და, შესაბამისად, დიპოლომატიური სტრატეგიაში პირველობა დასავლეთს დარჩა. სწორედ ეს განსაზღვრავდა მოგვიანებით რეგიონში, ერთის მხრივ, შეღწევის (აშშ), მეორე ხმხრივ „თავდაცვით“ (რუსეთი) პოლიტიკას, რაც რიგი უსიამოვნო პრეცენტენტებით და ხშირად კონფლიქტებით მთავრდებოდა. (ამჟამად, აქ მოაქმედი კონფლიქტური კერებია ყარაბახი, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, ჩეჩნეთი, რომლებიც ვაშინგტონის ყურადღების მიღმა არ რჩება). სწორედ რუსეთის უნიათო საგარეო პოლიტიკის წყალობით, აშშ იქცა კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და კასპიის რეგიონში წამყვან გეოპოლიტიკურ სუბიექტად. რაც შეეხება ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებსა და რუსეთის ეკონომიკური და კულტურული კავშირების შესუსტებას, შესაბამისად, დასავლურ პოზიციების გაძლიერებას, ის ეტაპობრივად ხორციელდებოდა. ამის ერთ-ერთი ძირითად სტიმულატორად კი ამ ქვეყნებში მოსახლეობის ცხოვრების ეკონომიკის კატასტროფული დაცემა იქცა. ამ უკანასკნელმა ხელი შუეწყო რეგიონის ხალხებში პროდასავლური ხედვის გაძლიერებას - დასავლეთიდან ისინი გაცილებით დიდი დახმარებას იღებდნენ, ვიდრე იგივე რუსეთისგან. ამას დაემატა მრავალპარტიული სისტემის ფორმირება. და ბოლოს, ამ რეგიონში შექმნილია სიტუაცია, როდესაც ყველაფერი ეკონომიკურ ინტერესებით განისაზღვრება. ვაჭრობა, იმ სახით, რა სახითაც იგი არსებობს, ობიექტური გარემოებებით გამოწვეული მოვლენაა. უფრო მეტიც, ის არის საგარეო პოლიტიკის წარმოების მნიშვნელოვანი ფაქტორი. მთავარი კი ისაა, ვინ რით ივაჭრებს - საქართველოს აქვს ზღვა, აზერბაიჯანს ნავთობი და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკული პოზიციების გამყარებას დიდათ შეუწყო ხელი რუსეთის პასიურმა საგარეო პოლიტიკამ, რომელმაც ვაშინგტონს თავისი მიზნების წარმატებით რეალიზაციის საშუალება მისცა. მათი კლასიფიკაცია კი, ქართველი პოლიტოლოგის ვ. რჩეულიშვილის მიხედვით, შემდეგნაირად არის შესაძლებელი: 1) ამიერკავკასიისა და კასპიისპირა სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. მათი დისტანცირება რუსეთთან და აშშ-ზე დამოკიდებულების გაზრდა. 2) ენერგიის წყაროების საკუთარი პოტენციალის ზრდა და საჭიროების შემთხვევაში მისი დივერსიფიკაცია, შესაბამისად მართვისა და კონტროლის მაქსიმალური უზრუვნელყოფა. 3) ცალკეულ სახელმწიფოთა დასავლურ ორგანიზაციებში ინტეგრაციის უზრუნველყოფა, რაც ხშირად ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს; 4) აქ მოქმედი ამერიკული ნავთობკომპანიების მხარდაჭერა. 5) არსებული სიტუაციის შეცვლის მიზნით ირანზე ზეწოლა. Fაქტობრივად, საუბარი არის რეგიონში აშშ-ის იმ პოლიტიკურ კურსზე, რომლის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენს ეკონომიკური, ენერგეტიკული, გეოსტრატეგიული ინტერესები. როგორც გეოპოლიტიკური სკოლები გვასწავლიან, არ არსებობს იზოლირებული რეგიონი, ყველა რეგიონი ერთმანეთთან კავშირშია. შესაბამისად, საქართელოს გეოპოლიტიკური სიტუაცია არ უნდა განვიხილოდ სხვა რეგიონებისგან განცალკევებულად. ვფიქრობ, აშშ-სთვის საქართველო არის იმ დიდი გეოპოლიტიკური სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ერთის მხრივ, ის ახორციელებს „ჰართლენდის“ ირგვლივ რკალის შექმნის მიზნით, ხოლო მეორეს მხრივ, პლაცდარმს ქმნის საქართველოში ირანზე და მახლობელ აღმოსაცვლეთზე კონტროლის დასამყარებლად. მესამე ასპექტს, აშშ-ის პოლიტიკის საქართველოს მიმართ, წარმოადგენს ენერგომატარებლებისადმი ინტერესი, ანუ აშშ-ებს საქართველო სჭირდება როგორც სატრანსპორტო გზა, რომლის საშუალებითაც ის მოახდენს კასპიის ზღვის ენერგორესურსების ტრანსპორტირებას. აშშ-ს 1990-იან წლებამე არ გააჩნდათ განსაკუთრებული „კავკასიური პოლიტიკა“. ყველაფერი შეიცვალა სსრკ-ს დაშლის შემდეგ: აშშ-მა სუფთა ფურცლიდან დაიწყეს ურთიერთობის სისტემის შექმნა აზერბაიჯანთან, სომხეთთან და საქართველოსთან. ამისდა მიუხედავად შეერთებული შტატები დაკავებული იყო აღმოსავლეთ ევროპის ათვისებით და ნაკლებ ყურადღებას აქცევდა კავკასიის რეგიონს, რითაც რუსეთმა ისარგებლა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი ყველაფერს აკეთებდა რომ, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე გავლენა შეენარჩუნებინა. რუსეთი კარგად ხვდებოდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კავკასიისა და კასპიისზღვისპირა რეგიონებს. ამიტომ ის პირველ რიგში ცდილობდა, ამ ქვეყნებში აერია სიტუაცია, და ამ გზით გაეზარდა საკუთარი გავლენა მანდ. საქართველოს მიმართებაში შეგვიძლია მაგალითის სახით მოვიყვანოთ ოსური სეპარატისტული მოძრაობა, რომლებსაც რუსეთი აღვივებდა. მსგავსი სეპარატისტული მოძრაობები, რომელთა უკან იდგა რუსეთი, მოქმედებდნენ საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც. ამის გარდა, რუსეთს ჰქონდა საკუთარი დასაყრდენი საქართველოს სახელმწიფო ორგანოებში – ეგრედწოდებული საკუთარი “მეხუთე კოლონა”. როგორც შემდგომ გაირკვა, ამ ძალების ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო ყოფილი თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი. Nაწილობრივ რუსეთის მიერ ინსპირირებულმა ჯერ „თბილისის ომმა“ და შემდეგ ფართემასშტაბიანმა სამოქალაქო ომმა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა კინაღამ შეიწირა. პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საკუთარ მეუმარებში იხსენებს, რომ თენგიზ კიტოვანმა მისგან უკითხავად შეიყვანა ჯარი აფხაზეთში, რასაც მოჰყვა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. თავისთავად კონფლიქტის წამოწყება, რუსეთის ინტერესში შედიოდა, და ეს მან მოახერხა იმ ძალების მეშვეობით, რომლებიც გააჩნდა მას როგორც აფხაზურ ისე ქართულ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სტრუქტურებში. 1991 წლის 8 დეკემბერს ბელარუსიაში რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსიის მეთაურების მონაწილეობით, ხელი მოეწერა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის - „დსთ“ - შექმნას. მას იმავე წლის 10 დეკემბერს შეუერთდა 11 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა. არ შეუერთდნენ მას საქართველო, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი. დსთ უნდა გამხდარიყო (და ეს ასეც მოხდა) რუსული გავლენის ორგანიზაცია – რაღაც სახის ახალი ლიბერალური სსრკ. საქართველოს უარი, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, რუსეთისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. საჭირო იყო საქართველოში ახალი არეულობა და ზეწოლა. 1993 წელს, როდესაც აფხაზეთში სიტუაცია კრიტიკული იყო, სამეგრელოში ჩამოვიდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. Aმან ახალი ბიძგი მისცა ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომს. Yველაფერი კი იმით დასრულდა, რომ 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა და იმის შიშით, რომ ზვიადის მომხრეები თბილისში შემოვიდოდნენ, ედუარდ შევარდნაძემ 1993 წლის 3 დეკემბერს ხელი მოაწერა დსთ-ში შესვლას. მან მოგვიანებით, რუსული ჯარების დახმარებით, მოხერხდა ზვიადის მოხმრეების დამარცხება და სამოქალაქო ომის დამთავრება საქართველოში. 1991 წლიდან 1994 წლებში რუსეთი სრულიად მართავდა კავკასიის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. თუმცა ნელ-ნელა, რუსეთი კარგავდა მონოპოლისტის როლს კავკასიის რეგიონში. აშშ ინტენსიურად შეუდგა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ჩაბმას დასავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პროცესში. ეს ქვეყნები გახდნენ ეუთოს (ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) წევრები, და ნატოს პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილეები. ეს ნაბიჯები ისახავდა მიზნად რუსეთის გავლენის შემცირებას და ამიერკავკასიის ქვეყნების ჩართვას ევროინტეგრაციის პროცესში. ვკასიულ თუმცა ამერიკული პოლტიკა სამ ამიერკავკასიურ სახელმწიფოში განპირობებული იყო სხვადასხვა ფაქტორით: სომხეთთან ურთიერთობა გამყარებული იყო, ამერიკაში ძლიერი სომხური ლობის მეშვეობით. საქართველოსთან ურთიერთობაში - ედუარდ შევარდნაძისა ამერიკულ ელიტასთან ხელსაყრელი პოლიტიკური ურთიერთობებით. აზერბაიჯანთან ურთიერთობაში - ამერიკული ნავთობ კომპანიების დახმარებით, რომლებმაც დაიწყეს დიდი პროექტების განხორციელება ამ რესპუბლიკაში. ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთის პოზიციების შესუსტება განპირობებული იყო ასევე, თავად რუსეთში და კერძოდ, ჩეჩნეთში დაწყებული ომით. ამ ომის პერიოდში, რუსეთმა მოადუნდა ყურადღება საქართველოს მიმართ, რითაც ისარგებლა ედუარდ შევარდნაძემ და მოიცილა ისეთი გავლენიანი პრორუსული ძალები, როგორებიც იყვნენ თენგიზ კიტოვანი, ჯაბა იოსელიანი და იგორ გიორგაძე. გარდა ამის სიტუაცია სრულიად შეიცვალა დასავლეთში, აშშ-მა მოახერხეს ლიტვა, ლატვია, ესტონეთის, ბულგარეთის, პოლონეთს, სლოვაკეთის, უნგრეთის და რუმინეთის შეყვანა ნატო-ში (ეს მოხდა 90-წლების დასასრულს). ამის შემდეგ შეერთებულ შტატებს მიეცათ საშვალება გააქტიურებულიყვნენ კავკასიაში და კასპიისზღვისპირა სახელმწიფოებში. ჯერ კიდევ 1994 წელს პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციამ მოიწონა გეგმა, კასპიის ზღვის ენერგორესურსების საქართველოს გავლით დასავლეთში ტრანსპორტირების შესახებ, ხოლო 1998 წელს კი დაიწყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი. რუსეთი ცდილობდა ხელი შეეშალა ამისთვის, 1998 წლის 9 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტზე ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის მეშვეობით. ტერაქტის შემდეგ, როგორც ედუარდ შევარდნაძე იხსენებს თავის მემუარებში, მას რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა დაურეკა. ე.შევარდნაძე იხსნებეს „ ტერაქტის მეორე დღეს თათბირს ვატარებდი, როდესაც თანამშრომელმა მითხრა, პირველ სართულზე უნდა ჩაბრძანდეთ, ელცინი გირეკავთო. ჩავედი და გავესაუბრე - გადარჩენა მომილოცა, მადლობა ვუთხარი. თბილად მომიკითხა და როცა ის იყო, გამომშვიდობება დავაპირე, მითხრა: „მოიცადე, ნუ ჩქარობ, საქმე მაქვს“. საუბარი კასპიის ზღვის ენერგომატარებლებს შეეხო. მითხრა, „ვიცი, თქვენ დაინტერესებული ხართ კასპიის ზღვის ნავთობის და გაზის ტრანსორტირებით დასავლეთის მიმართულებით. იცოდე, რომ ეს არ მოხდება საქართველოზე გავლით“. როცა ვკითხე, რატომ მეთქი, მიპასუხა: „იმიტომ, რომ ენერგომატარებლების ტრანსპორტირება მოხდება რუსეთის და არა საქართველოს ტერიტორიით“. წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, ერთმანეთს ეწინააღმდეგება რუსეთის და შეერთებული შტატების პოლიტიკა რეგიონში. რუსეთს სურს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში გავლენის მოპოვება. ამასთან ერთად მისი სურვილია, კასპიის ზღვის ენერგორესურსების გატარება რუსეთის გავლით, რაც მას მონოპოლურ მდგომარეობაში ჩააყენებს და მისცემს საშვალებას, აწარმოოს „შანტაჟის პოლიტიკა“ დასავლეთის ქვეყნებთან მიმართებაში. სწორედ ამის დაშვება არ სურს აშშ-ს, რომელიც ყველაფერს აკეთებს რეგიონში რუსული გავლენის მაქსიმალურად შემცირებისთვის, რაც საბოლოო ჯამში იწვევს გარდაუვალ დაპირიპისრებას. 2001 წლის 11 სექტემბერმა ქართულ-ამერიკულ და რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში დიდი გარდატეხა შეიტანა. აშშ-ში განმტკიცდა პატრიოტიზმი, ეროვნული სიამაყე, ერთიანობის შეგრძნება. ამავე დროს, შერთებულმა შტატებმა და მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ თუ საერთაშორისო ტერორიზმს საგანგებოდ და გლობალურ დონეზე არ შეებრძოლე, ვერც უზარმაზარი სამხედრო ძალა, ვერც მსოფლიოში უძლიერესი ეკონომიკა და ვერც უმაღლესი ტექნოლოგიები დაგიცავენ. 11 სექტემბრის შემდეგ მოხდა მნიშვნელოვანი ძვრები აშშ-ის გეოპოლიტიკურ ხედვასა და სტრატეგიულ გეგმებში. ცივი ომის დასრულების შემდეგ აშშ-ს საერიოზული საზრუნავი გაუჩნდა საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებისა და ზოგადათ ქვეყნის ეროვნულ ინტერესების ხელახლა განსაზღვრის თვალსაზრისით. ყველაზე აშკარა და გამოკვეთილი საფრთხე – სსრკ, გაქრა და უსაფრთხოების ახალ საერთაშორისო პირობებში საჭირო გახდა ქვეყნისთვის საფრთხის ახლებურად გაცნობიერება და შეფასება. Uკვე 90-იან წლების დასაწყისში საერთაშორისო ტერორიზმი ლამის ნომერ პირველ საფრთხედ იქნა აღიარებული, მაგრამ 11 სექტემბრის მოვლენებმა დააჩქარა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ახლებურად შეფასების პროცესი. „ალ ქაიდასა“ და თალიბებთან ჭიდილმა აიძულა აშშ მეტი ყურადღებით მოკიდებოდა საკუთარ ინტერესებსა და მიზნებს ევრაზიის ცენტრალურ ნაწილში, აგრეთვე რუსეთთან მიმართებაში. ახალი ურთიერთობები ჩამოყალიბდა ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან, გაძლიერდა ინტერესი კავკასიის მიმართ, კერძოდ, საქართველოსა და აზერბაიჯანის მიმართ. ავღანეთში რადიკალური, ექსტრემისტული ისლამისტური რეჟიმი დამხობილ იქნა და მიმდინარეობს, მართალია, დიდი სიძნელეებით, ახალი ავღანური სახელმწიფოს შექმნის პროცესი. საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემათა ჩამონათვალში საერთაშორისო ტერორიზმმა უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა. უნდა აღინიშნოს, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ აშშ-ის ხელმძღვანელობა ყოველთვის აღნიშნავდა საერთაშორისო ტერორიზმის მზარდ საშიშროებას. ბევრს ეს გაფრთხილება გაზვიადებული და არარეალური ეჩვენებოდა, თუმცა 11 სექტემბერმა ამ შეხედულებების სისწორე აჩვენა. აშშ-ში ტრადიცულად არსებობს დაპირისპირება ე.წ იზოლაციონისტებსა და იმ ხალხს შორის, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ აშშ-მა საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისთვის გლობალურ დონეზე უნდა იზრუნოს და აქტიურად იმოქმედოს საერთაშორისო ასპარეზზე. 11 სექტემბრის მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აშშ, ჭემარიტად გლობალური ძალისა და ავტორიტეტის მქონე სახელმწიფო, არ შეიძლება პროვინციული იზოლაციონიზმის შეხედულებებით ხელმძღვანელობდეს. შეერთებული შტატები წარმოადგენს მსოფლიოში ერთადერთ სუპერ-სახელმწიფოს და მას ევალება საერთაშორისო წესრიგის დამყარება. სხვა სახელმწიფოებს უბრალოდ ამის შესაძლებლობა არ გააჩნიათ. უახლოესმა მოვლენებმა განსაკუთრებით გააძლიერა აშშ-ის ინტერესი ცენტრალურ ევრაზიის მიმართ. ავღანეთი თავისთავად აშშ-ის ინტერესთა ცენტრში მოექცა. შეერთებული შტატები უდიდეს მნიშნველობას ანიჭებს პაკისტანსაც. ცენტრალური აზიის სახელმწიფოების მიმართ აშშ-ის ინტერესი ერთგვარად „გაცივდა 2000-2001 წლებში, რასაც რუსეთის მიერ რეგიონში საკუთარი გავლენის გაძლიერების მცდელობითაც იყო გამოწვეული, მაგრამ სექტემბრის მოვლენებმა და ავღანეთში ანტიტერორისტულმა ოპერაციამ ერთბაშად შეცვალა სტრატეგიული ბალანსი ცენტრალურ აზიაში, და რეგიონის ქვეყნების უმრავლესობა, განსაკუთრებით კი უზბეკეთი, აშშ-ის მოკავშირეთა წრეს მოექცა. არც ყაზახეთი, რომელიც ესაზრვრება რუსეთს და რომლის მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედი რუსულენოვანია არ დარჩა განზე და აშშ-ს აქტიური დახმარება შესთავაზა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ყაზახეთი უახლოეს 10 წლის განმავლობაში მსოფლიოს ნავთობისმომმარაგებელ ქვეყანათა პირველ ხუთეულში არის მოხვედრილი. რუსეთის რეაქცია აშშ-ის ცენტრალურ აზიაში გამოჩენასთან დაკავშირებით ბევრისთვის მოულოდნელი იყო. უნდა, ითქვას, რომ ეს იყო ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც რუსეთმა არა „ნულოვანჯამიანი“, არამედ რაციონალური, გაწონასწორებული მიდგომა დააფიქსირა და ცენტრალურ აზიაში აშშ-ის გამოჩენა მშვიდად მიიღო. კავკასიაში აშშ-ის გააქტიურება დაკავშირებულია მთლიანად ევრაზიული პოლიტიკის გააქტიურებასთან. თუმცა ევრაზიაში რუსეთი არ შეეგუა და არ ეგუება მშვიდად აშშ-ის გავლენის ზრდა. ეს გასაგებიცაა, რადგან კასპიის ზღვის ენერგორესურსების გატანა საქართველოს გარეშე დასავლეთში მხოლოდ რუსეთისა და ირანის მეშვეობით შეიძლება მოხდეს, ხოლო თუ კი საქართველოში რუსეთი მოახერხებს ამ პროგრამის ჩაშლას, მაშინ აშშ-ის კონტროლი ცენტრალურ აზიაზე მნიშვნელობას დაკარგავს. რუსეთის მთავარი მიზანი არის, დაანახოს ყველას საქართველოს არასტაბილურობა და შესაბამისად, მიზანშეუწონლობა და წამგებიანობა, განხორციელდეს ამ ქვეყნის გავლით დიდი საერთაშორისო ენერგოპროექტები. როგორც ზემოთ ავღნიშნე, აშშ-ის ქართული პოლიტიკა არის იმ დიდი პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც იგი აწარმოებს ცენტრალურ აზიაში. მას ამ პოლიტიკის გასატარებლად ესაჭიროება საქართველოში პროდასავლური ხელისუფლების არსებობა. შეერთებული შტატები ყოველთვის აკრიტიკებდნენ, საქართველოს ადამიანის უფლებების დარღვევასა და არჩევნების გაყალბებაში. შესაბამისად, აშშ-ის ყოველთვის შეეძლო გაკრიტიკებინა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება. 2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოში განხორციელებულმა ვარდების რევოლუციამ, რომელიც დასრულდა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომით, მხარი დაუჭირა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. 2003 წლიდან ახალი ეტაპი იწყება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. იმისთვის, რომ ქვეყანა უფრო სტაბილური გახდეს და დაცული იყოს თავისი ჩრდილოელი მეზობლისგან, აშშ-ის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რათAსაქართველო ნატო-ში გაწევრიანდეს. ვფიქრობ არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ აშშ-რუსეთის დაპირიპირება საქართველოში, მიმდინარე პოლიტიკური და გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე: 1) აშშ-ს სურს კასპიის ზღვის ენერგომატარებლების ხელში ჩაგდება და მისი ტრანსპორტირება დასავლეთით, რაც რუსულ ინტერესს ეწინააღმდება. რუსეთის მიზანია - ჰქონდეს მონოპოლური უფლება ენერგრორესურსების ტრანსპორტირებაზე. 2) აშშ-ის ინტერესებშია, რომ რეგიონში არსებული სახელმწიფოები იყვნენ ეკონომიკურად დამოუკიდებელნი. რუსეთს კი სურს, რომ კავკასია და ცენტრალური აზია, დამოკიდებულნი იყვნენ რუსეთზე. 3) აშშ-ის გეოპოლიტიკური ამოცანაა “ჰართლენდის“ სახელმწიფოს გარშემო ანაკონდისეული რკალის შეკვრა და ამ გზით რუსეთს გაფართოვების არ დაშვება. 4) ირანისა და რუსეთის დაახლოების არდაშვება, განსაკუთრებით კი უახლოეს დროში (ირანული ბირთულ პროექტი ამის კარგი მაგალითია). ირანი აშშ-თვის წარმოადგნეს დიდ თავის ტკივილს, ამიტომაც მას სჭირდება კონტროლის დამყარება კავკასიაზე. http://nukriko.blogspot.com/2010/01/blog-post.html იმედია ერთი ადამიანი მაინც დაპოსტავს ამ თემაში :DD იმედია ტყვილ უბრალო არ მიწვალია :DD
  4. კანონი ობობის ქსელს ჰგავს, ძლიერი არღვევს მას, სუსტი კი იბმევა მასში\ დაახლოებით ესეთი რამ თქვა სოკრატემ.. კანონი ხრენია, ხრენი მართველის ხელში..
  5. მემგონი ყველა ქართველი პოლიტიკოსს აქვს სერიოზული კავშირები რუსეთთან...
  6. Saturn ოფიციალური წყარო მაჩვენე სადაც ეწერება რომ ცხინვალს მთლიანად ვაკონტროლებდით. არამიშისტური წყარო ოღონდ :DD რამე ნეიტრალური წყარო ესე მემარჯვენეობაა ნაციზმიც.. ასე რომ თუ დეფინიციას არ გავაკეთებთ მემარჯვენეს ნაცისტთან ასოციაცია არ იქნება მცდარი.. Виктор Вольский მაგადია მაგადი... უბრალოდ Книга Роланда Хантфорда “Новые тоталитаристы” заканчивается вещим предостережением, что шведская система тоталитаризма может быть перенесена и в другие страны: “Шведы наглядно демонстрируют, насколько эффективны современные методы идеологической обработки в идеальных условиях. Швеция – это эксперимент по контролю над изолированным и стерилизованным объектом. ამას რომ დაწერ რა დონი .... უნდა იყო :DD თან მაგარი ფაშისტია მასტი Неудивительно, что мусульманские иммигранты в Швеции, число которых стремительно растет, слушают призывы шведских политиков к веротерпимости и делают совершенно не те выводы, на какие рассчитывают шведские прогрессисты. Их дифирамбы мультикультурализму воспринимаются мусульманами как акт капитуляции. Швеция для них – покоренная страна, ее население – законная добыча завоевателей.
  7. Saturn ბოევიკებიც ვერ დავამარცხეთ, ცხივალი რომ ცხინვალია ის ვერ ავიღეთ, არა და მარტო ბოევიკები იცავდნენ, მერე რუსები რომ შემოვიდნენ ყველა გამოიქცა.. მარა ესეც რომ ყოფილიყო რაც შენ თქვი, შედეგი? კასტროს ძირს ვერაფერი ვერ მოჭამეს, მიშას კი ჩაა&$ინეს, დაკარგა დამატებით ტერიორიები.. შენ ვერ არჩევ კომუნიზმს სოციალიზმისგან და რა გიყო ეხლა მე. უკვე აგიხსენი მგონი, მარა მაინც იმავეს აწვები..
  8. Saturn დესანტი კი მოიგერია კასტრომ. გაწვრთნეს, აღჭურვეს ამერიკელებმა ნაბიჭვარი ბაბტისტას ემიგრანტი კუბელები, მარა როგორც კი გადასხეს დესანტი, დედა უტირა კასტრომ.. მეორეც და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ კასტრომ ისეთი პოლირიკა გაატარა რომ ამერიკამ ვერ შეძლო სამხედრო მოქმედებების წარმოება კუბის წინაშე.. ნაკლებად, ცხელი ჰავა და კლიმატი არ მიყვარს, ჩრდილო ცივი კლიმატი მიყვარს, ესე სკანდინავიური კლიმატი უფრო მიზიდავს, ასევე ქერა ქალებიც
  9. Saturn კუბასთვის ოფიციალური ემბარგო აქვთ აშშ-ს, ელემენტარულად კუბაში საჭმელის შეტანის პრობლემა დგას. ამის მიუხედავად მიშასგან განსხვავებით ამდენი ხანია, ძირს ვერაფერი ვერ მოჭამეს კასტროს... და კიდე კუბას აქვს მსოფლიოში საუკეთესო სამედიცინო სამსახური, მსოფლიოში ვისაც შეუძლია ყველა კუბაში იკეთებს ოპერაციას.. ველური კაპიტალიზმი კი არა, გაქანებული ოლიგარქიაა... აქ ის სისტემაა რაც იყო ლათინო ამერიკაში და რასაც ჩეგე ებრძოდა..
  10. Saturn კარგი ერთი კაცო, :DD მოიყვანა უსერიოზულესი მაგალითი. მე გეუბნები საქართველოში რომელი ბიზნესი გაკეთდა პატიოსნათ სუფთა ფულით. რჩეულიშვილი რომ არის და მისი ცოლი და ცოლის და, ეხლა კარგი რა, ყველამ ვიცით რომ ტიპს სახელმწიფოსგან მოპარული აქვს ფული.. ნოღაიდელი და ბურჯანაძე იგივე, სააკაშვილის ოჯახი, მისი ძმების ბიზნესი :DD შენ ეხლა რაღაც ცარიელი იდეოლოგია თუ მოგაქვს ფაქტების გარეშე, ესე შეიძლება იდეალურად გამოიყვანო ყველანაირი იდეოლოგია.. კუბა კომუნისტურია და არა სოციალისტური. ამის მიუხედავად არსებობს რამოდენიმე კონპნენტი მემარცხენეობა ეკონომკაში არის ან სახელმწიფოს კონტროლი ეკონომიკაზე რაც კომუნიზმია, ან სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის დარეგულირება რაც სოციალიზმია. მემაჯვენეობა თავისუფალ ბაზრის იდეას აწვება. მემარჯვენეობაც და მემარცხენეობაც იყო დემოკრატიულიც და ავტორიტარულიც, უამრავი მაგალითია ამის. ასევე სამოქალაქო სექტორის განვითაღება მემაცხენულ იდეოლოგიშიც დევს და მემარჯვენულშიც. მარა მემარჯვენეები ამბობენ რომ სოციალური წყობა იერარქიულიაო, მემარცხენეები თანასწორობის იდეის ერთგულნი არიან. ასე რომ ჩემი აზრით აშშ, შვედეთი და კუბა სამი განსხვავებული სისტემებია, რომლებიც შეიძლება რაღაცით ჰგავდნენ ერთმანეთს, მარა შინაარსით განსხვავებულები არიან
  11. lasha1997 ბანზე არ ვაგდებ სიტყვას, არსებობს უამრავი მიზეზი რატომაც არ ვიცხოვრებდი ჩინეთში 1) კულტურული და მენტალური განსხვავებულობაა 2) მოსახლეობა არის ძალიან ბევრი, შესაბამისად ქონება იყოფა თანაბრად, ამის და მიუხედავად მოსახლეობის სიმრავლის გამო, ცოტა რაოდენობით აქვთ ხოლმე შემოსავალი. ამერიკული სისტემა რომ იყოს ეხლა ჩინეთში, ყოველთვიურად მილიონობით ადამიანი შიმშილისგან მოკვდებოდა... პრობლემები უფრო სერიოზული აქვს ჩინეთს ვიდრე ამერიკას, მარა მისი სისტემის წყალობით ის ხვალინდელი მსოფლიო ჰეგემონია... ასე რომ საცხოვრებლად ჩინეთი (თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე ქალაქს) არ გამოდგება, რადგან იქ რადიკალურად განსხვავებული პრობლემებია..
  12. lasha1997 შვედეთში რომელიც არის სოციალისტური ან რომელიმე სკანდინავიურ ქვეყანაში
  13. [Saturn მოსმენილი მაქვს მემარჯვენეების პროპაგანდა და ვიცი რომ არის სისულელე ეს შენი მემარჯვენეობა.. მემარცხენეობამ რომ გაამართლა ეს ჩინეთის საკითხშიც კარგად ჩანს.. მემარჯვენისტული ამერიკა ვალებს კრედიტებში იღებს მემარცხენულ ჩინეთისგან :DD მითხარი საქართველოში მილიონერი რომელმაც პატიოსანი შრომით მოიპოვა მილიონები, ყველამ კორუპციის წყალობით და ჩათლახიზმით მოიპოვა ეს მილიონები. ასე რომ არ მჯერა თქვენი მემარჯვენული იდეოლოგიის. გაღორებულ ბიზნესმენთა და ოლიგარქთა, გამდიდრებულ მაფიოზთა იდეოლოგიაა ეს მემარჯვენეობა მეტი არაფერი.. ხალხს აბოლებენ და მითებს ქმნიან რომ ისინი თუ არ მოიპარავენ და სხვის ხარჯზე ფულს არ გააკეთებენ ქვეყანა ვერ განვითარდება, მაშ სკანდინავიური ქვეყნები, გერმანია და ჩინეთი, როგორღა ვითარდება :DD დადგა უკვე დასასრული თავისუფალი ბაზრის და ამ ბოლო ეკონომიკურმა კრიზისმა ეს კარგად აჩვენა იმ ნაბიჭვარ ოლიგარქებს ებრძოდა რომლებიც პარაზიტებივით ეჯდნენ ლათინო ამერიკას და ამერიკულ იმპერიალიზმს ებრძოდა რომელიც საშვალებას არ აძლევდა და ეხლაც არ აძლევს ლათინო ამერიკას განვითარდეს..
  14. Grig პატრიარქისგან განსხვავებით ჩეგეს ტაბუირება ვერ მოხდებოდა და ჩეგეს კრიტიკა კრუნჩხვებში არავის არ ჩააგდებდა ჩეგე ადამიანური სიმბოლოა თავისუფალი ნებისა და არა მარტო ჩეგე პატრიარქის კი მისტიური-კერპია, რომლის კრიტიკაც არ შეიძლება და ტაბუ არის ის ფორმა რომლითაც მასზე უდნა ილაპარაკო
  15. Saturn ნუ შენ თუ მემარჯვენე ხარ, შენთვის სისულელე იქნება. მე ვარ ცენტისტ-მემარცხენე. შვედური სოციალიზმის მოდელი აიღე, თანაბარი გაყოფაა ქონების და მითხარი აბა რამდენი მდიდარი ჰყავს შვედეთს? არა, ჩეგე ჩემთვის სიმბოლოა მხოლოდ და მხოლოდ. მისი სიტყვებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მისი გზის განმეორებას არ ვაპირებ, უბრალოდ მომწონს რაც გააკეთა და მომწონს ესეთი ადამიანების თავისუფალი ნება.
  16. მიშა და ზვიადი აღიქმეოდნენ როგორც გმირ ღმერთ-კაცებად პატრიარქი აღიქმევა როგორც ღმერთის სიტყვად, მასში ღმერთია და მისი პირით ღმერთი ლაპარაკობს.. ორივე კერპია, უბრალოდ სხვადასხვა ფორმის კერპია
  17. ვერ დაგეთანხმები, დღეს პატრიარქი არის ზეკაცი საქართველოში.. ღმერთის ნების გამოხმოვანებელი, როგორც ადრე შამანები იყვნენ ისე. თვითიდენტიფიკაციაში რას გულისხმობ? კერპთაყვანისცემლობაში გარკვეული ზეწოლა მიდის ადამიანისა რომ კერპს პატივი სცეს და ეს ზეწოლა საზოგადოების მხრიდან ხდება. უმრავლეს შემტხვევაში ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა, ფიზიკური ზეწოლა, (რამე არ თქვა პატრიარქზე, თორე მოგკლავ ბიჭო ) და სოციალური ბოიკოტი. იძულებული ხარ ოფიციალურად მიიღო ის პოზიცია რომ მოგწონს პატრიარქი, რათა ამ გატისკვას გადაურჩე.. 1) საზოგადოების რაღაც ნაწილი რომელსაც აქვს პრეტენზიები საპატრიარქოს მიმართ და რომელიც აპოტესტებს, ფარულად (ფარულად ვგულისხმობ, იგივე ფორუმებში რომ აპროტესტებენ) თუ ღიად 2) ხელისუფლება რომელიც ცდილობს ეკლესია დაითრიოს 3) ყოფილი გაბოროტებული სასულიერო პირები საზოგადოების რაღაც ნაწილში იყო პროტესტი საპატრიარქოს მიმართ, მაგრამ რა მოხდა, არ აცალეს დამოუკიდებლად განვითარებულიყო ეს პროტესტი და პროტესტის თავში ჩააყენეს თავიანთი ხალხი და სახე მისცეს ისეთი რომ ეს ყველანი არიან ხელისუფლების ხალხი, არა და მხცოლოდ ისინი არიან ვიზეც ტელევიზიებმა ყურადღება გაამახვილა და ვინც რეალურად ორგანიზატორიც არ იყო ამ პროტესტის. ნუ ყოფილი სასულიერო პირებიც მერე შეუერთდნენ..
  18. kisa გამდიდრებული ადამიანი ჩემში ზიზღს იწვევს და ვთვლი რომ მდიდარი საზოგადოების ხარჯზე გამდიდრდა. თუ კი თანასწორი გადანაწილება იქნება ქვეყნის რესურსის, მიდარი არ უნდა არსებობდეს საერთოდ, რა თქმა უნდა შედერაბითი სოციალური დისბალანსი მაინც იარსებებს, ნიჭის გამო, მარა მდიდართა კატეგორია ეს ჩემი ხედვით არის ნაძირალათა კატეგორია, რომელიც საზოგადოებას პარავს და თვითონ მდიდრდება საზოგადოების ხარჯზე, ეს შეიძლება კანონიერი მექანიზმები იყოს ან უკანონო, დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას თუ როგორ მოიპარავს მდიდარი ფულს. ჩეგე ჩემთვის სიმბოლოა ამ მდიდართა, გაღორებულთა ფენის წინააღმდეგ მებრძოლის. ჩემი ათეისტური ავტარი რომ უფრო მომწონს
  19. ჭანო განსაკუთრებული ცოდნის გარეშე შესაძლებელია ტექნიკური პროგრესის მიღწევა და შუბის გამოგონება მაგალითად, მაგრამ ეს არ მიუთითებს განთლებულობას.. kisa ვაფშეტა ბელადიც და გმირიც ერთი და იგივე კატეგორიაა, ადამიანის გაღმერთების, ზეკაცის მითია ბელადიც და გმირიც. ჩემი გმირი არის კისა
  20. ცდები... მსგავსი არაფერი ხდება.. იგივე პატრიარქის ამბავმა ეს დაადასტურა.. ჯერ კიდე ურთიერთობის ფორმა რაღაც რელიგიური და პირველყოფული ტაბუა
  21. განათლება ქალაქის გამოგონებაა. ხოლო ქალაქი რომშიც ჯერ კიდე ქალაქელები ანუ სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს და ცხოვრობს აგრარული საზოგადოება, მასა. მისთვის მოერეხარისხოვანია განათლების საკითხი. განათლება ასოცირდება რაღაც მისტიურ-ფილოსოფიურ "სიბრძნესთან" პრობლემა ის არის რომ არავინ არ არის ჯერ-ჯერობით რომ განახორციელოს, ისეთი საგანმანათლებლო მოძრაობა, რომელიც თავის დროზე, განახორციელა ილია ჭავჭავაძემ..
  22. პირველყოფილ ადამიანისთვის საზღვარი ზებუნებრივსა და რეალურ სამყაროს შორის არ არსებობდა. სამყარო იყო მთლიანი, რომელშიც ზებუნებრივი და რელური სამყარო ერთმანეთში იკვეთებოდა. (გაგონებთ ქართულ ოფიციალურ მისტიციზმს?) ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ადამიანი გრძნობდა თავს ბუნებასთან ახლოს, ვიდრე ამ უკანასკნელ საუკუნეში. ის ბუნების სამყაროს არ განიხილავდა როგორც მისგან გამიჯნულს, ის განიხილავდა ბუნებას როგორც სამყაროს ნაწილს, რომელშიც ის ცხოვრობდა. ქალაქის აშენება ადამიანის მიერ, იყო პირველი ნაბიჯი გადადგმული ადამიანის თვითიზოლაციისა ბუნებისგან. ქალაქი - ეს არის სიმბოლო ადამიანის იზოლაციისა ბუნებისგან და ამავე დროს მისი შემოქმედების აქტიურობის. რა თქმა უნდა ქალაქს თავისთავად შემოაქვს სიმახინჯე ბუნებაში, მაგრამ არ შეიძლება დავივიწყოთ ის, რომ ქალაქი დაეხმარა ადამიანს შეეცნო საკუთარი თავი. ის დაეხმარა პიროვნების განთავისუფლებას. ქალაქის კედლებმა ადამიანი ამოგლიჯა ბუნებას, მაგრამ მისცა საშვალება შეეცნო ახლებურად სამყარო. ეხლა მინდა გითხრათ, რომ ქართული საზოგადოება არის აგრარული საზოგადოება, რომელიც შეიძლება დღეს ცხოვრობს ქალაქში, მარა ის მაინც აგრარულ სამყაროდან მოდის და აგრარული სამაყროსთვის დამახასიათებელი ნიშნები შემოაქვს ქალაქში. თავისთავად აგრარული საზოგადოებისთვის დამახასიათებელია, მაგიზმის და ანიმიზმი, ჩვენი საზოგადოება დღეს ქრისტიანობაში ხედავს მაგიზმს, ხოლო სასულიერო პირებში და საერო ხელისუფალში ხედავს ღვთაებრივ საწყისებს.. ამის გამო ქართველი ჯერ კიდე არის "მაგიური ადამიანი" რომლის ბედ-იღვალიც მასზე არ არის დამოკიდებული, ის ეძებს წარმატების და წარუმატებლობის მიზეზებს მისტიკაში. ამიტომაც მგონია რომ ჯერ ქართული საზოგადოება ცივილურ საზოგადოებათ არ ითვლება..
  23. ბელადის კულტს ისე შეეჩვია ჩვენი გასაბჭოებული საზოგადოება, რომ როცა სსრკ დაინგრა, მოთხოვნა ბელადისა იყო და დღემდე არის. თავიდან ბელადის როლი პოლიტიკოსებმა აიღეს, მერე რა თქმა უნდა ვერ გაამართლეს და ეხლა ბელადის როლი პატრიარქმა აიღო... ბელადის კულტი - ზეკაცის, ადამიანი-ღვთაების კულტისგან არაფრით განსხვავდება.. ეს პრიმიტიულ საზოგადოებისთვის დამახასიათებელი კულტები. და მე პირადად არ მიკვირს რომ მსგავსი კულტები არსებობს, რადგან დღეს ქართული საზოგადოება არის პრიმიტიული-ჩამორჩენილი, ველური საზოგადოება.. საქართველო, ქართველები დღეს არ ვართ ცივილიზებული ერი, ეს ფაქტია და სხვა დანარჩენი რაც მოდის ამ სიველურიგან მოდის.
×
×
  • შექმენი...