Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. newstudio კავალერია ორგანიზებული ძალაა. ორგანიზებულ ძალად უნდა იქცეს საზოგადოება, ანუ მე და შენ უნდა ვიქცეთ ორგანიზებულ ძალად, იმიტომ რომ ჩვენ ვართ საზოგადოება. ასე რომ თუ საზოგადოების გაერთიანება გვინდა და ძლიერ ძალად ჩამოყალიბაბ, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ჯერ... თუ რამის შეცვლა გვინდა ჩვენ უნდა შევცვალოთ.. კი შეიძLება განათლება ბევრ რამეში გვაკკლია, ბევრ რამეში გამოუცდელები ვართ და ბევრ რამეში ნებაც არ გვაქვს, მაგრამ თუ კი ორგანიზებული ვინქნებით უფრო შევძლებთ ამ ნაკლოვანებების შევსებას, სხვადასხვა საშუალებებით.. და სამწუხაროდ მე შენში ვხედავ ისეთ ადამიანს რომელიც ენდობა პოლიტიკურ ლიდერს და მთელ იმედებს მასზე ამყარებს, მე კი იმედებს ვამყარებ ჩვენზე, ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, თუ ჩვენ ვერ გადავარჩინეთ საქართველო, მაშIნ საქართველო დასრულდება. ჭანო მმათ განათლება უცხოეთში აქვთ მიღებული და ამიტომ ვახსენე განათლებუილები არიან მეთქი..
  2. აუ გული მიკვდება ალასანიას იმედი რომ გაქვთ... იმიტომ კი არ მიკვდება, რომ თქვენი პოლიტიკური ხედვა მძულს ან რამე არამედ იმიტომ მიკვდება რომ დიდი იმედები გაქვთ და არის ერთი ჩვეულებრივი ჩინოვნიკი, რომელიც მიშას გზას გააგრძელებს, უბრალოდ შოუების მხრივ იქნება უფრო ზომიერი, რეალურ საქმე კი თითქმის, უმნიშვნელო ცვლილებებს თუ არ ჩავთვლით იქნება იგივე.. გული მიკვდება იმიტომ რომ უკვე მერამდენეჯერ იმედგაცრუებული დარჩება ქართული საზოგადოება..
  3. newstudio მე მგონია რომ ელიტამ ქართული საზოგადოება ჩიხში დააყენა, ანუ რასაც ისინი გვთავაზობენ ყველა გზა რუსეთისკენ მიდის, მიშას დავტოვებთ რუსეული გზაა, ავჯანყდებით და სხვა ოპოზიცონერით შევცვლით, (ეს სხვაც რუსეთუმეა, რადგან საქართველოში არ არსებობს ისეთი ძალა, რომელიც არ თანამშრომლობს უცხოეთთან, არ არსებობს უბრალოდ) მაინც რუსული გზაა.. ანუ ეხლა ის დროა, რომ საზოგადოებამ ჭკუას მოუხმოს, და მესამე გზა მოძებნოს, ამისთვის კი საჭიროა, საზოგადოებრივი გაერძთიანებების შექმნა და მათი აქტიობა.. რომ საზოგადოებრივმა ლიდერებმა გადაუჯოკრონ პოლიტიკურ ლიდერებს... სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებრივი ლიდერები არ გვყავს... და საქართველოს დასასრული ის არის რომ არჩევნის გზა აღარ აქვს, ყველა გზა რომ რუსეთთან მიდის.. თუ საზოგადოება არ გააქტიურდა რუსეთამდე მივალთ..
  4. და ეს კონტროლი ვინ უნდა დააწესოს, რუსეთუმე მიშამ? აჰა გვაქვს ტოტალური კონტოლი, ტელეფონზე ლაპრაკის ეშინათ ხალხს.. თავის პოზიციების თავისუფლად დაფიქსირება, სამსახურში ეშინიათ, ვაი და არ დაკარგონ ამის გამო სამსახური.. ტოტალიტარიზმი არის ჩიხი და ხალხის დადებილებისკენ გადადგმული ნაბიჯი..
  5. 1) ქართული ელიტა იმდენად არის დაინტერესებული თავის ტახტის შენარჩუნება/მოპოვებით, რომ მზადაა უცხო ძალებს მოუხმოს, ზოგი რუსეთში გარბის, ზოგი ამერიკაში, ზოგი ევროპაში, მარა ძირითადად ქართული ელიტა ყველგან დადის რათა მოიპოვოს მხარდაჭერა. პირდება სხვება პრეზიდენტებს მათი ინტერესის გატარებს თუ კი მოვა სათავეში, მერე უცხოელები ისეთ პირობებს აყენებენ რომ სათავეში მოსული ელიტა იძულებული ხდება ის შეასრულოს, რაც დაპირდა უცხოელებს შეასრულოს.. ესე დაპირდნენ ომებს ჩვენი ელიტა რუსეთს, ომის შედეგად რუსეთი დაიკავებდა ტერიტორიებს და ესეც მოხდა.. 2) ქართული სოციუმი იყოფა ორ უკიდურეს ნაწილად, მდიდრებად და ღარიბებად, საშუალო ფენა ძალიან მცირეა და უძლური. მდიდარი ფენა კი ძირითადად ელიტას განეკუთხვება, რომელიც სახელმწიფოდან იპარავს, უცხოურ დაფინანსებას ტეხავს და თავის ქონება დააგროვეს კორუფციის ხარჯზე ან უცხოურ ფულის ხარჯზე. შესაბამისად ეს ის ელტაა რომელიც დავალებულია სხვა ქვეყნებისგან, შესაბამისად ამ ელიტის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ სხვისი ინტერესები დაიცვან ქართველი ხალხის ინტერესების ხარჯზე. 3) ჩრდილოვანი მეზობელის ინტერესებია ქართული სახელმწიფოებრიობა ქართველების ხელით დაასამაროს და ქართველება ლანგარით მიუტანონ საქართველო ჩრდილოვან მეზობელს, ამისთვის კი ის იყენებს ქართულ ელიტას. 4) ქართული კულტურული ელიტა რომელიც დაფასებული იყო საბჭოთა კავშირში, დღეს მსოფლიოში ყველას კიდია, ხშირ შემტხვევაში საქართველოშიც კიდიათ, ასე რომ დღესაც კი რუსეთში გარბის რომ დააფასონ..ისინი რუსეთუმეებს წარმოადგენენ და ხაზს უსვამენ ქართულ-რუსულ კულტურის, ერთმორწმუნეობის სამუდამო კავშირს. ხშირად ეს შენიღბულად კეთდება, გეუბნებიან რომ კი დასავლური კულტურა კარგია, მარა რუსეთი მაინც ჩვენთან ახლოსაა, ვგიჟდებით რუს მწერლებზე და ისინი არიან ყველაზე დიდი მწერლები მსოფლიოში და ა.შ ანუ რუსული კულტურის უმაღლეს სიმაღლეებზე დაყენება. ვინ იცავს საქართველოს? საქარტველოს უკანასკნელი ციტადელი არის ჩVეულებრივი ძირითადად ნაკლებად განათლებული და გაუნათლებელი, დაბალი და საშუალო კლასი, ჩვეულებრივი ადამაიანბეი რომლებიც დიდად არ გამოირჩევიან. ეს ის ხალხია რომელსაც ატყუებენ, რომელსაც იყენებენ, მარა რომლის შიშIთაც საქართველოს ვერ ყიდიან. ეს ის ხალხია, რომელის სულის, ნების გატეხვა უნდათ, მოუწტყეს აფხაზეთის ომი, აბრძოლეს, ჩახოცეს, მოუწყეს 2008 წლიოს აგვისტოს ომი, ასვე ჩახოცეს, სახლები გადაუწვეს, სულში ჩააფურთხეს, მაგრამ ის მაინც არ გატეხილა, ეს ის ხალხია ვინც ეკონომიკური კრიზისი გამოცდა, ეს ის კრიზისი იყო რომლიოს დროსაც პურის რიგებში სათობით იყვნენ, უშუქობაშI და გაჭირვებაშI ცხოვრობდნენ. მაგრამ სწორედ ამ ხალხის დამსახურებაა, ის რომ დამოუკიდებლები ვართ და ჯერ ჩვენ ელიტას არ მიურთმევია ლანგრით რუსეთისთვის საქართველო. ამიტომაც საშჭიროა რომ მაქსიმალურად მიაჩმორონ ეს ხალხი, უამრავ გაჭირვებაში, უმარავ უბედურებაში ამყოფონ ეს ხალხი, ამ უბედურებაზე კი ხელს ითბობს ელიტა. საქარტველოს დასრულება მაშIნ დაიწყება როცა ამ ხალხს ისე გატეხენ, რომ თვითონ ხალხი მოითხოვს, აღარ მიდნა გაჭირვებაში ყოფნა დაე კარგად ვიყო და რუსეთსაც დავUჩოქავ. ეს ყველაფერი, არასტაბილურობა, კრიზისები, ომები სწორედ ამიტომ ეწყობა, რომრამენაირად ქართველებმა დაიჩოქონ უკეთესი, მარა მონური ცხოვრების გუსლითვის, ჩვენ ელიტას დაუჩოაქოს და შესბამისად რუსეთს.. საქართველო დღეს დგას ყველაზე სუსტ ნიადგზე, არა სახელმწიფოზე, არა ეკლესიაზე, არა ელიტაზე, არა ლიდერებზე არამედ ჩვეულებრივ ქართველ ხალხზე, რომელსაც ყოველდღიურად სულში აფურთხებენ, მაგრამ ის მაინც არ იჩოქება.. ხო ხედავთ რას გვთავაზობს ელიტა, ზოგიერთები, რათ გვინდა რუსეთთან დაპირისპირება, ვერ ხედავთ რუსეთს სინამდვილეში უყვარს ქართველები, მაგრამ მიშა ეზიზღება, (სინამდვილეში მიშა რუსეთის კაცია) ამიტომ გადააგდე მიშა და დაუჩოქე რუსეთს. დატოვებ მიშას მაინც ამით რუსეთის პოზიციებს გაამყარებ, არ დატოვებ და ამითაც რუსეთის პოზიციებს გაამყარებ.. საქართველოს დასასრული მდგომარეობს იმაში რომ ყველანაირი არჩევნის გზა რუსეთისკენ მიდის.. ამიტომ მე ვარ მომხრე, სახახლო მოძრაობის და არა პოლიტიკური პარტიის შექმნის, რომელიც შეძლებს, ხალხს დაუბრუნოს ის გზა რომელიც მისი იქნება.. მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, ხალხს იოლი გზა უნდა და ბრიყვდება, ენდობა პოლიტიკურ პარტიებს რომლებიც არ გაატარებენ მათ ინტერესებს და ვინც არ ენდობა პოლიტ პარტიებს და ლიდერებს, მათ ნიჰილისტებს უწოდებენ.. მე ვენდობი ჩვეულებრივ ქართველ ხალხს, რაც არ უნდა გაუნათლებელი იყოს ის და არა განათლებულ ქართულ ელიტას.
  6. არც მონათა აჯანყებაა რევოლუცია. ის აჯანყებაა.. ხო და აჯანყებები ხელს უწყობს გარდაქმნებს.. ნუ თვითონ რომის იმპერრია დაინგრა და დას ევროპაში შეწყვიტა მონათმფლობელურმა სისტემამ არსებობა.. მარა რას ამბობ რომ გარდაქმნა ძალადობის გარეშე შესაძლებელია, თუ კი სათავეშია ტირანია? ტირანი სანამ არ მოკვდება არაფერს გარდაქმნის.. თუ გინდა რომ შეცვალო ის, უნდა ადგე და აუჯანყდე დაამხო, რევოლუცია მოაწყო..
  7. მონების აჯანყებამ დიდი როლი შეასრულა რომის იმპერიის დაქვეითებაში... ასევე იმ ფაქტორმა, რომ მონები უერთდებოდნენ გერმანულ ტომებს რომაელთა წინააღმდეგ.. მონობა იმიტომ გადაშენდა, რომ სახელმწიფოს რესურსი აღარ ჰქონდა მონები ჰყოლოდა.. ამ აჯანყებებმა კი სერიოზული როლი ითამაშა იმაშI რომ მონათმფლობელური სახელმწიფოები დაქვეითებუილიყვნენ.. თუმცა საფრანგეთის რევოლუციის დროს, ადამიანი არ იყო თავისუფალი, ბატონის საკუთრებად ითვლებოდა, ადგეს აუჯანყდნენ, ბატონებს თავი დააყრევინეს და განთავისუფლდნენ.. იმის შემდეგ ესეთი ურთიერთობის ფორმა საფრანგეთში ვეღარ აღდგა..
  8. T_A_T წარმოიდგინე ხარ მონა.. რა უფრო პროგრესულია, ეხვეწო ბატონს გაგანთავისუფლოს (ან გაგანთავისუფლება ანა არა), თუ ადგე აუჯანყდე, თავი მოაჭრა და ათასობით ადამიანი განთავისუფლდე?
  9. kisa ლენინი მოხვდა ჯოჯოხეთში და სატანას აუჯანყდა სატანა ღმერთს ურეკავს და თხოვს მომაცილე, წაიყვანე სამოთხეში, თორე ამიჯანყა ჯოჯოხეთიო ღმერთი დათანხმდება და წაიყვანს გავა რამოდენიმე ხანი და სატანა ურეკავს ღმერთს: -ბატონო ღმერთო როგორ ხარ? ღმერთი უპასუხებს - ჯერ ესერრთი ამხანაგო და მერე ღმერთი არ არსებობსო უნდა მოიჭრა ის ხელი აბაა..
  10. T_A_T ევოლუცია რევოლუციას არ გამორიცხავს..
  11. kisa შენ რას მკადრებ, ანტისექსისტი ვარ როგორ შეიძლება სექსი, ის ადამიანს ყვრნის...
  12. kisa დასანგრევი უნდა დაინგრეს და რატომ, არ შეიძLება რაღაც რეგრესულ სისტემაში ცხოვრება.. არ შეიძლებოდა რაღაც პერიოდში უკვე მონათმფლობელობა და სისტემა მონათმფლობელობა დაინმგრა, ეხლა ეს დანგრევა როგორც კატასტროფად ისე რომ წარმოვიდგინოთ და ვთქვათ რომ აი მონათმფლობელების მთელი შრომა წყალში ჩავრდა და იმ ფილოსოფოსების შრომა ჩავარდა წყალში რომლებიც მონობას ამართლებდნენო, იქნება არაადეკვატური.. ის სისტემა იმიტომ დაინგრა რომ რაღაც ეტაპზე ადამიანი უფრო მოძლიერდა და უარი თქვა მსგავს ურთიერთობის ფორმაზე. ანუ რაც უშლის ადამიანს, საზოგადოებას გაზრდას, ის უნდა დაინგრეს. ეხლა ბავშვი რომ იზრდება და რაღაც ავადმყოფობა რომ ჰქონდეს, რომელიც ხელს უშლის რომ ნორმალურად განვიტარდეს ბავშვი, იმ ავადმყოფობას არ უმკურნალებ?! [ის ხო მიუღებელი იქნება რომ ავადმყოფობა, ვირუსი, ბაქტერია და ა.შ არის ცოცხალი ორგანიზმი და არ შეიძLება მისი მოკვლა, ამით ბავშვს აზარალებ. რევოლუცია ჩემთვის არის ის წამალი რომელიც დაავადებას კლავს..
  13. ერს ესაჭიროება: 1) სექსუალური რევოლუცია (ამდენი გაბოროტებული ადამიანი აღარ ივლის საქართველოში ) 2) სინდისის თავისუფლება, უსინდისობის უფლება 3) ქვეყნის ფედერალიზმზე გადასვლა 4) ხელისუფლების გამიჯვნა 5) დემოკრატიული ღირებულებების დანეგვა 6) დასავლეთთან ინტეგრაცია
  14. newstudio საპატრიარქო არის პოლიტიკური ძალა დღევანდელ საქართველოში და კაკ მინიმუმ ის უნდა ვაღიაროთ რომ პოლიტიკური ძალა არის და შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს პოლიტიკისა...
  15. lasha1997 ახალი წელია ხუმრობითაა ეს დაწერილი, ყველამ დავახასიათოთ ერტმანეთი ხუმრობით და მერე შემდეგ წელს შევადაროთ რა შეიცვალა როგორ შეიცვალა და ა.შ საინტერესო იქნება.. ჭანო - მისი პოლიტიკური მრწამსი ჯერ კიდე გაუგებარია, პოლიტიკა თუ მეცნიერება?
  16. T_A_T სისტემა უშლიდა ხელს.. ჯემალა და ნაპოლეონი ერთმანეთისგან განხვავდება, განსხვავდება ასევე მთელი მარშლები, ასევე ხელოვნება, ადამიანთა უფლებები და ა.შ უამრავი რამ რაც ადამიანიებს მიცა განვითარების საშვალება.. საფრანგეთის რევოლუციის შედეგად სამხედრო რევოლუციაც მოხდა ნაპოლეონის სახით.. ყველა რევოლუცია აისახება შემდეგშI სხვადასხვა სფეროში განვიტარებით.. kisa აბა დემაგოგია? მე ვამბობ იმას რაც არის, შენ თქვი რომ არაძალადობრივი რევოლუცია არ არსებობსო, მე გითხარი რომ არსებობსო.. ასე რომ დემაგოგი შენ ხარ, იიიშშშშშშშშშ :ish: :ish: :ish:
  17. kisa რატომ? რევოლუციები არსებობს მშვიდობიანი მაგ: ინდუსტრიული რევოლუცია, კულტურული რევოლუცია, სამეცნიერო რევოლუცია და ა.შ მაგრამ გააჩნია რა, ის ადამიანი თუ მოაცილე სათავეში ვინც საზოგადოებას უმწატრებს სიცოცხლეს, ეს ძალადობა გამართლებულია..
  18. T_A_T მინუს-პლიუსი ყველა მოვლენას გააჩნია. საბოლოო ჯამში ამ საფრანგეთის რევოლუციას უფრო მეტი პროგრესი მოჰყვა თან, ნიჭიერმა ხალხმა შეძლეს თავის ნიჭი გამოემჟღავნებინათ..
  19. T_A_T ქალი მშვენიერებაა...... სანამ ხმას არ ამოიღებს :ish: :ish: :ish: ჩემი პოლიტიკიური შეხედულებები მშვენიალურია :eshmak: kisa - ფსიქოლოგიურ-პოლიტიკური მიმდინარეობის მატარებელი...
  20. T_A_T საფრანგეღის რევოლუცია პროგრესი იყო...
  21. :DD T_A_T - თქვენ მურთაზოიდებო თქვენ, ქალის უფლებებს რატომ ლახავთ.. :DD
  22. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ რაც არ უნდა სამართლიანი იყოს ეს რევოლუცია, საბოლოო ჯამში დიდი ალბათობით ძალიან ცუდად აისახება ეს საქართველოზე.. საქართველოს სჭირდება ერთი პრეზიდენტი მაინც, რომლის დროსაც, ომი და დესტაბილიზაცია არ მოხდა.. უნდა ვაჩვენოთ დასავლეთს რომ ჩვენ აფრიკული ქვეყანა კი არა, არამედ სტაბილური ქვეყანა ვართ და რომ თუ უნდათ ითანამშრომლონ ჩვენთან, ჩვენ ვიქნებით სტაბილურები და თანმიმდევრულები, ამიტომაც მათ ექნებათ უფრო დიდი სურვილი ითანამშრომლონ და შესაბამისად, უფრო მეტი შანსი იქნება ნატო-ში და სხვა დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია მოვახდინოთ..
  23. Jonathan Livingston და რომ არ ვიცი რა პოლიტიკური შეხედულებები გაქვს, ნაკლებად გვიკამათია ერთმანეთთან და ვერ მოვახერხე შენი პოლიტიკური შეხედულებების აღქმა.. მე მაპატიე
  24. ნიუსტუდიო, ლაშა-ალო - ალასანია მაგარია სატურნი - მიშა მაგარია, მარა ხმამაღლა არ ვთქვათ გაგი67 - ანტიმიშიზმი საქართველოს ღალატია, მიშას კრიტიკა ეროვნულ კაცს არ ეკადრება და თუ აკრიტიკებს პუტინისტია შამილი - იბერო-კავკასიური რასა, უნდა გავყაროთ კავკასიიდან არა იბერო-კავკასიიური რასის წარმოამდგენლები და მარტო დავასახლოთ იბერო-კავკასიელები. ნიკუშა-მარქსი - სოციალისტ, კომუნისტ სტალინი 4 ევერ :DD (ხუმრობით) ანალგინი - ჩვენ ქართველებმა რამე რომ შევცვალოთ, ტრადიცია რომ შევცვალოთ გადავშენდებით, ამიტომ რომ არ გადავშენდეთ ესეთები უნდა დავრჩეთ დედამიწის დასასრულამდე.. ლიცემერი - იქაც მე ვარ, აქაც მევარ, ყველგან მე ვარ ლაშა1997 - ჩვენ თაობას პატივი ეცით!! განსაკუთრებული სტატუსი უნდა ჰქონდეს ჩემ თაობას და მორჩა! ფრიდრიხი - მიშა მაგარია პროლოგიკი, ძუკუ - ყველაზე ზომიერი ხალხი პლანეტაზე ერეკლე2 - ებრალიძე მაგარია :DD მაგარი სასტავი ვართ რა..... :DD ვინც გამომრჩა მე მაპატიეთ...
×
×
  • შექმენი...