Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. lasha1997 მოდი ავდგეთ და შევაჯამოთ ზოგადად 80-იანების და 90-იანების ახალგაზრული თაობები და მათი გამოცდილება 1) ზვიადიზმი როგორც კერპიზმის ერთ-ერთი ფორმა 2) პროვინციალური-ფაშიზმი, რომელიც უპირველეს ყოვლისა საქმეში გამომჟღავნდა (აფხაზეთში და სამაჩაბლოში) 3) მხედრიონიზაცია 4) შევარდნაძიზაცია, კორუპცია, პოლიციური რეჟიმი
  2. ჯანსაღი ნაციონალიზმი როგორც ასეთი არ არსებობს, (კავკასიაში მაინც) ყველაზე მეტად საქართველო ნაციონალიზმმა აზარალა და ამ ნაციონალისტურ ტალღაზე, დაწყებულმა ომებმა. ფაქტია, რომ ჩოხის ტარებით და ყანწის სმით საქმე არ კეთდება, რომ ძველი ტრადიციების შენარჩუნებით, პროგრესი არ მოდის. პროგესი თავისთავად ითვალისწინებს ძველი ტრადიციების ნგრევას. ქართველებს რატომღაც მიაჩნიათ, (რაღაც ნაწილს) რომ საკარნავალო რიტუალებით, შეძლებენ ქვეყნის გადარჩენას, რაც თავისთავად აბსურდულია..
  3. ბადრი_წიქორაძე სომხეთი სხვა ისტორიულ საფუძვლებზეა აგებული. საქართველო თავის ბუებიდან და რეალობიდან გამომდინარე მონოეთნიკური სახელმწიფო ვერასოდეს ვერ იქნება, გამორიცხულია, ამიტომაც არის გაცილებით უკეთესი ვიდრე სხვა კავკასიური სახელმწიფო. საქართველოს სახელმწიფოებრიობას პრობლემები მაშინ ექნებოდა, როცა სურვილი ჰქონდა სწორედაც რომ მონოეთნიკურ სახელმწიფოდ ქცეულიყო. სანამ ვინმეს საქართველოს მტრად შერაცხავდით, ჯერ გაიგეთ რა უნდათ. რა იცი იქნებ საბოლოო ჯამში ბევრი ვისაც თქვენ ქართველთმოძულეს ეძახით, რეალურად საქართველოსთვის სიკეთე და პროგრესი მოაქვს.. ფესვებში არ ვიცი თქვენ რას გულისხმობთ, მარა კუთხური ნაციონალიზმს თუ გულისხმობთ, ეს სწორედაც რომ დასავიწყია და სწორედაც, რომ გადასალახავი. ერის გენი რა არის?
  4. პირობითად შეიკრიბება 100 შარის მსგავსი ადამიანი, შეადგენენ გეგმას, დაიწყებენ მოძრაობას, დაიწყებენ მედია სივრცეში გამოსვლებს, დაიწყებენ აქტიურობას. გაფართოვდებიან 100 კაცი 500 კაცამდე გაიზრდება. ეს უკვე აქტივია.. მივლენ პარტიებთან, ეტყვიან იმ შემთხვევაში დაგიჭერთ 500 კაცი მხარს და გვერძე ამოგიდგებით, თუ კი ამას და ამას შეასრულებ. ამით პარტიები იქცევა საზოგადოების ინტერესის გამტარებლად.. ლობიერება დაიწყება.. საბოლოოდ ეს ყველაფერი წაადგება ქვეყანას..
  5. chegesto კაროჩე ფეხბურთები რომ არის ტელევიზორში, პაპაჩემი პასტაიანად უყურებს ხოლმე და რომ ვეკითხები ვისკენ ხარ მეთქი, მპასუხობს ხოლმე, იმისკენ ვინც მოიგებსო.. :DD ეხლა ესეც იგივე პოზიციაზეა რა :DD
  6. ისე მგონი თემას საგრძნობლად გადაუხვიეთ, თუ მე მეჩვენება? :DD აუ ამდენს რა წაიკითხავს :DD
  7. nuaka თეისტის პოზიცია გასაგებლარია, არახალია არსებობს გარკვეული კანონზომიერება კი, მარა ამ კანონზომიერებებს აზრი როგორ შეიძლება ჰქონდეთ? ვერ გავიგე რომელ მატერიაზე გაქვს საუბარი... ძალიან შორს მიდიხარ, ცოტა აქეთკენ ადამიანისკენ.. რაღაც ზოგადზე ნუ მელაპარაკები, ადამიანი და თავისუფლება.. ინტელექტი და მატერია, ინტელექტი არ არის მატერიალური, მაგრამ მატერია მას ქმნის. შესაბამისად თუ სამყაროშI არსებობს რაღაც კანონზომიერება, ეს კანონზომიერება მატერიის შექმნილია როგორც ასეთი, მატერიის გარეშე არანაირი კანონზომიერება არ არსებობს, დედამიწა როგორც მატერიამ, შექმნა თავისი კანონზომიერება.. რა არის ამაში გაუგებარი ეს ვერ გავგე ბედცნიერება როგორც ინსტიკტური ასევე ინტელექტუალური სიამოვნებების შედეგია. რაღაც ზოგადი წესი ბედნიერების, როგორც შენ მიჯნავ, არ არსებობს.. ამაზე უბრალოდ ლაპარაკი არის უაზრო, ელემენტარულად, რომ აღქმა ბედნიერების არის სხვდასხვანაირი.. მასწავლებელო, აბა რა არ ვიცი :DD არაა აუცილებელი.. არაა აუცილებელი ყველა ზღაპარი გქონდეს წაკითხული, რომ ზღაპრის რეალობის არ გჯეროდეს და ვითომ რატომ არ ვისაუბრებდი? თეისტი ამბობს რომ ღმერთი არსებობს და ათეისტმა არ უნდა თქვას რომ ღმერთი არ არსებობს? რა ლოგიკაა ეს? ხო ვთქვი, საკუთარ რაღაც წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობ და იმით საზღვრავ ყველაფერს
  8. nuaka არც ხმა არ არის მატერია, მარა მატერიის შედეგია, აზრიც მატერიის შედეგია. არ არსებობს აზრი, მატერიის გარეშე. ნოუ კომენტ :DD მე არ ვიცი თურმე რომ ათეისტი არ ვარ :DD სოციალური გამოკითხვის შედეგად, ხართ თუ არა ბედნიერი? შვედეთმა ყველაზე მაღალი პროცესი აჩვენა..
  9. ინტელექტი სწორედაც რომ მატერიალურია. არამატერიალური ინტელექტი ვინმეს გაუგია? რაღაც უცნაური წარმოდგენები გაქვს ათეიზმზე.. :DD აი ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი. მოდი რეალობა ავიღოთ, შვედეთის 86% არის ათეისტი და გამოკითხვის თანახმად ყველაზე ბედნიერი ერი არის შვედეთი. აი ფაქტები, სხვა დანარჩენზე ადექით და იფილოსოფოსეთ :boli:
  10. გამოკითხვითი სახე რომ ჰქონოდა უკეთესი იქნებოდა :DD
  11. nuaka პირიქით მე ვერ დავინახე შენი ლოგიკა მერე, მე ვთქვი რომ ათეისტი თავის ინტელექტითით და თავისუფალი ნებით ამბობს უარს რწმენაზე.. აქ ინსტიქტი სადაა? სიტყვა-სიტყვით კი ჰგავდა მერაბ მამარდაშვილის ნააზრევს და რა ვიცი, რა ვიცი. კაი ამაზე კამათი მაინც და მაინც არ მინდა..
  12. nuaka მერაბ მამარდაშვილი მეცნო შენს ნააზრევში, უფრო სწორედ მის ნააზრევს იყენებ..
  13. ძლიერი სახელმწიფოს შენება, რომ მერე ამ სახელმწიფომ ჩემზე და ყველა მის მოქალაქის კეთილდღეობაზე იზრუნოს.
  14. nuaka ათეიზმი სწორედაც რომ არ არის ინსტიქტი, თავის ბუნებიდან გამომდინარე. ათეისტის თავისუფლება გამომდინარეობს იმით, რომ მან საკუთარი თავისუფალ ნებით, ინტელექტით უარი თქვა ეწამა ღმერთი. მოგეხსენება რომ ჯერ საზოგადოებაში გაჩნდა რელიგია და შემდეგ უკვე ათეიზმი, შესაბამისად ათეიზმი არის გააზრებული უარყოფა ღმერთის.
  15. წინასწარ არაფერს ვიტყვი, მაქვს გეგმები, როცა გავაკეთებ ჩემს საქმეს მერე დავდებ შედეგსაც..
  16. კეპიც, ღმერთიც, პიროვნება-ბელადი, ყველა არის ავტორიტეტი. მათ შორის საკუთარი თავი და საკუთარი აზრია ავტორიტეტული ადამიანისთვის. თავისუფლება სწორედაც ის არის როცა ამ ავტორიტეტებისგან განთავისუფლდები. ღმერთი როგორც ავტორიტეტის ფორმა, არის დიქტატი რომელიც გკარნახობს თუ როგორ უნდა მოიქცე და ზოგჯერ გსჯის კიდეც, შესაბამისად შენ თავისუფალი არ ხარ, ფსიქოლოგიურად, შენ მორჩილი ხარ, გეშინია ღმერთის და ა.შ ღმერთის რწმენა ჩემი აზრით სწორედაც მიუთითებს იმას რომ ადამიანი (ზოგადად ადამიანი ვერ იქნება თავისუფალი, ეს ოფრო იდეალია) უფრო შეზღუდულია ბუნებით, ვიდრე ის ადამიანი ვისაც არ წამს.
  17. მე არ მჭირდება არც შენი, არც არავის ნებართვა, რომ ისე გავაკეთო და ისე მოვიქცე როგორც ვთვლი საჭიროდ. მე მიმაჩნია რომ განმანათლებლობის გარეშე, შეუძლებელია ქართულ ერის განვითარება, შესაბამისად მე ისე მოვიქცევი, როგორც ვთვლი საჭიროდ და გავაკეთებ ყველაფერს, რომ განმანათლებლობაში სულ მცირე პატარა საქმე მაინც გავაკეთო.
  18. lasha1997 აქ ყველა თავისებურად აღიქვავს თავისუფლებას, მე როგოც აღვიქვავ, ისე დავწერე.. მე რომ ეს არ დამეწერა, მაშინ მე ჩემს აზრს ვერ გამოვხატავდი. მე მიმაჩნია, რომ მთავარია ის თქვა რისიც გჯერა და იმაზე არ უნდა იფიქრო, რომ შენ აზრს ეხლა ვიღაც მოიწონებს თუ არ მოიწონებს, ამაზე თუ იფიქრე, თავისუფალი ვერ იქნები. Siknadmo გამგები გაიგებს
  19. პირველ რიგში როცა საკუთარ "მე"-სგან ხარ თავისუფალი, ესაა თავისუფლება. მარა ამავე დროს როცა "მე"-ს კარგავ, არ უნდა გაცვალო "მე" სხვა კერპზე, ავტორიტეტზე ან ღმერთზე
  20. ნიჰილიზმი სად ნახე, ჩვენი ერი არის ჩამორჩენილი ერი, რომელსაც ჭირდება განვითარება, ახალი განმანათლებლობა რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს.. არანაირი ნიჰილიზმი, შენ თუ არ შეგიძლია ნორმალურად აღიქვა ჩემი ნაწერი, მკითხე და უფრო ბავშვურად გაგიმარტავ ხოლმე თემა ეხებოდა იმას, რომ უფრო ადვილი იყოს არაქართველების, ქართულ ერში ინგერაცია. ამისთვის კი საჭიროა ეს ფეოდალური ტრადიცია "წმინდა ქართული სისხლის" ინსტიტუტი გაუქმდეს. იასნია რომ არაქართველს ხელს შეუშლის, ის გარემო პირობა როდესაც მის გენეოლოგიით დაინტერესდებიან და აღმოაჩენენ, რომ ის ეთნიკურად არაქართველია, ამით ქართველი ერი ბევრს კარგავს.. თუ ამდენს ვერ ხვდები, წადი დაიძინე :DD ეს კიდე ერთი დიდი სისულელე, ქართული ტვინის ფენომენ. არსებობს რაციონალური და ირაციონალური აღქმა სამყაროსი. ილია ჭავჭავაძე რაციონალურქად აღიქვავდა სამყაროს აი ლუარსაბისნაირები, ირაციონალურ აზროვნებას ქართულ აზროვნებას ეძახდნენ, ისევე როგორც ამას დღეს შენ აკეთებ.
  21. Siknadmo მე არ მითქვამს რომ ზვიადისტი ხარ, მარა მისი და მისი გარემომცველებისნაირი პროვიცნიული-ფაშისტი კი ხარ :DD
  22. liliko იმ გაგებით არ მითქვამს, რომ სიკნადო არ არის მეთქი ქართველი, იმ გაგებით ვთქვი, რომ მსგავს ხალხს ეროვნებაზე, ნაციაზე ხმა არ უნდა ამოაღებინო, თორე ერთხელ ამოიღეს, ზვიადის დროს და რაც მოხდა ყველამ კარგად ვიცით :DD ისე ბარონესა ხარ შენ?
×
×
  • შექმენი...