-
პოსტები
7.011 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
51
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Nukriko
-
ძირითადი ნაკლი მაინც ისაა, რომ ფაქტების გადმოცემის, ანუ ინფორმირების უნარი არა აქვს დღევანდელ მედიას და ჟურნალისტების დანაშაული ამაში ძალიან ცოტაა. პროპაგანდისტული მანქანის ჭანჭიკი როცა ხარ აზროვნება საერთოდ არ მოგეთხოვება ეს კი იწვევს, როგორც ანალიტიკოსი ჟურნალისტების გადაშენებას ასევე ახალი ამბების ისეთ გაშუქებას, როცა ფაქტი გამიზნულად დამახინჯებულია პროპაგანდისტი "რედაქტორის" მიერ , ერთის მხრივ, მეორეს მხრივ კი ჩანს, რომ ჟურნლაისტი აზრზე არ არის რას ლაპარაკობს. მაგრამ ეს პოზიციის უქონლობის გამო არ ხდება, რა თქმა უნდა....
-
საიდან მოგაქვს ეს განმარტება? :D :)
-
დამნაშავეს ფსიქოლოგიაა რა. რომ დაულაგებ კანონზომიერებებს, მკვლეობის იარაღს რომ აჩვენებ მისი ინიციალებით, მის ხელის ანაბეჭდებს რომ აჩვენებ და რიტორიკულ შეკითხვას რომ დასვამ, ეხლა ხვდები რასაც ვამტკიცებო? და რომ გიპასუხებს, ვერა ვერ ვხვდები, აბა შენ მიპასუხეოო (თან ცინიზმით ) კაიფია რა
-
ქრისტე ისტორიული პიროვნება(ღმერთი) თუ მითი?
Nukriko replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
რაღაცის გადათარგმნა მაინც გეკადრათ ან ამხელა უცხოურ ენაზე, სტატიის დადება რა საჭირო იყო, მოკლე ამონარიდებითაც შეგეძლო პასუხი გაგეცა? მოკლედ და კონკრეტულად გაგეცათ პასუხი, თან მშობლიურ ენაზე კაი მე ეხლა ამხელას წამკითხავი ერთ დაჯდომაზე არ ვარ, ნებისყოფა ამდენი არ მაქვს, რასაც წავიკითავ იმაზე გავცემ პასუხს. წყარო? რის მიხედვით არის დადგენილი იესოს ჩასახვა 21-22 მარტს? ბიბლიაც მოაშველეთ გეთაყვა ისე ჩემთვის საინტერესოა რომელ ბიბლიურ ქრონოლოგიითდაადგინეს 22-23 დეკემბერს ქრისტეს შობა? დანარჩენი ჯერ არ მაქვს წაკითხული და ეხლა ალბათ არც დავწერ არაფერს მეტს. მარა კარგი იქნებოდა ჩემს მიერ მოყვანილი, კორნელი კეკელიძის ლექცია დაგეყოთ და ცალ-ცალკე მის არგუმენტებისთვის გაგეცათ პასუხი... -
სახარებათა მოთხრობებში გვაქვს ქრონოლოგიური შეუსაბამობანი. საყურადღებოა, მაგალითად, შემდეგი გარემოება: აღწერა, რომელსაც თითქოს ქრისტეს დაბადების წელს ჰქონდა ადგილი, მომხდარა, ლუკას ცნობით, მაშინ, როდესაც ასურეთს მთავრობდა კვირინე. კვირინე კი, ისტორიიდან ვიცით, გარდაიცვალა 60 წლით ადრე, ვიდრე ქრისტე დაიბადებოდა. შემდეგ - ქრისტე გასამართლებულ იქნა თითქოს მაშინ, როდესაც იერუსალიმში მღვდელმთავრებად იყვნენ ანა და კაიაფა; ცნობილია ნამდვილად, რომ იერუსალიმში ერთსა და იმავე დროს ორი მღვდელმთავარაი არ ყოფილა არასოდეს. ქრისტე, სახარების ცნობით, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქ. ნაზარეთში. ეს კი პირწავარდნილი ანაქრონიზმია, რადგანაც ნაზარეთი ჩნდება 130 წლით გვიან ქრისტეს დაბადების შემდეგ. სახარებათა ცნობით სახელწოდება "ქრისტიანი" გაჩნდა პალესტინაში, "საქმე მოციქულთა" კი გადმოგვცემს, რომ ეს სახელწოდება პირველად ანტიოქიაში გაჩნდა (XI,26). სახარებები ყალიბდებოდა საუკუნეთა განმავლობაში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პირობებში, ამიტომ ისინი შეიცავენ ისეთ წინააღმდეგობას, რომელთა მორიგება პირდაპირ შეუძლებელია. შეიძლება განა ენდოს კაცი ისეთ წყაროს, რომელიც სავსეა შეუსაბამობით და წინააღმდეგობებით? ვფიქრობთ, რომ არ შეიძლება. განსაკუთრებით ვერ შეურიგდება ჭკუაში მყოფი კაცი სახარების იმ ამბავს, რომ ქალწულს, უქმრო ქალს შეეძლოს უთესლოდ, უქმროდ შვილი გააჩინოს; მითუმეტეს შეუძლებელია დავიჯეროთ, ქალწულმა დაბადოს და ამის შემდეგ ქალწულად დარჩეს, როგორც ამას ამტკიცებენ მარიამის შესახებ მისი თაყვანისმცემელნი, რომელნიც მას "მარადის ქალწულად" თვლიან. მტკიცება ასეთი რამესი (ეპიფანე კვიპრელი და იერონიმე) არის აბუჩად აგდება, შეურაცხყოფა ადამიანის გონებისა თვით ბნელით მოცულ საშუალო საუკუნეებშიაც კი. მარიამი სახარების თხრობის მიხედვითაც კი არ დარჩენილა ქალწულად, ის იყო ცოლი იოსებისა; მათე ამბობს: "თხოვილ იყო დედა მისი (ქრისტესი) მარიამ იოსებისა" (1,18), "ხოლო იოსებ, ქმარი მისი, მართალი იყო" (1,19). ანგელოზი ეუბნება იოსებს: "ნუ გეშინიან მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა" (მათ. 1,20), "და წარიყვანა იოსებ ცოლი თვისი და არა იცოდა იგი, ვიდრე შვა ძე იგი მისი პირმშო" (მათ. 1.24-25), ესეიგი - იოსებმა თუმცა დატოვა თავისთან, თავის სახლში თავისი ცოლი მარიამი, მაგრამ ცოლქმრული ურთიერთობა მასთან არ ქონია, სანამ მან, მარიამმა, არ შვა პირმშო, პირველი შვილი - ქრისტე, ამის შემდეგ კი ეს ურთიერთობა ძალაში შევიდა, მარიამს გაუჩნდა სხვა შვილებიც - ვაჟები: იაკობი, იოსია, სიმონ და იუდა (მათ. XIII, 55, მარკ. VI,3), ე.წ. "ძმანი უფლისანი", და ქალები მარიამი და სალომე. ლეგენდარული ქრისტეს სახის შესაქმნელად ფანტაზიამ გამოიყენა მითები და თქმულებები თითქმის ყველა ღვთაებათა შესახებ, რომელთაც თაყვანს სცემდნენ ჩვენს ერამდე ცნობილ რელიგიებში, ქრისტე უკვე ამ რელიგიებში იყო მოცემული. ასე რომ სავსებით მართალი იყო ნეტარი აგვისტინე იპონელი (IV-V ს.), რომელიც ამბობდა: "ის რასაც ქრისტიანულ რელიგიას უწოდებენ, არსებობდა უხსოვარი დროიდან და დაცული იყო იმ დრომდე, სანამ ქრისტე განხორციელდებოდაო". ნათქვამის ნათელსაყოფად ჩვენ არ შევუდგებით ქრისტეს მთელი ბიოგრაფიის შედარებას ძველი ღმერთების ბიოგრაფიასთან, დავკმაყოფილდებით მხოლოდ ერთი მომენტით ამ ბიოგრაფიიდან, სახელდობრ - ქრისტეს შობის ამბებით. რელიგიათა ისტორიიდან ცნობილია რომ ქალწულისაგან გამოქვაბულში იბადება არა მარტო ქრისტე, არამედ ოზირისი, თამუზი, ადონისი, ატისი, აგნი, მანუ, მითრა და აპოლონი. ეგვიპტის თებაიდაში ცნობილია ღვთაება ამონის ტაძრის ნანგრევები; ამ ტაძარში ადგილი ჰქონდა "შობის" სამლოცველოს, რომელიც ბარელიეფებით ყოფილა შემკული. ამ ბარელიეფებზე გამოხატულია ამენოფისე III დაბადება. ერთ ბარელიეფზე მოთავსებულია დედოფალი მეტ-ემ-ვე, მის წინ დგას ღვთაება ამონის მიერ გამოგზავნილი თოთი, რომელიც, როგორც ღვთისაგან გამოგზავნილი მთავარანგელოზი გაბრიელი მარიამს, ახარებს, რომ ის შობს ძეს. მეორე ბარელიეფზე გამოხატულია მუცლადღება ან დაორსულება დედოფლისა. მესამე ბარელიეფზე ვხედავთ "ღმერთკაცის" (ეს ქრისტეს ტიტულია) ამენოფისე III დაბადებას. მეოთხე ბარელიეფზე ახალდაბადებული ღებულობს სამი კაცისაგან ძღვენს, როგორც ქრისტე აღმოსავლეთის მოგვებისაგან. აღმოსავლეთის რელიგიებში ძალიან პოპულარულია სურათი, რომელზედაც გამოხატულია, თუ როგორ აწოვებს დედა ძუძუს ახალდაბადებულ ღვთიურ ბავშვს. პომპეის ერთ-ერთ ფრესკაზე წარმოდგენილია იზიდა, რომელიც ზის სახედარზე და ხელში უჭირავს პატარა ჰორუსი. ეს სურათი ძალიან გვაგონებს იოსებისა და მარიამის ეგვიპტეში გამგზავრების სურათს ახალდაბადებული იესოთი ხელში. უფრო მეტ მსგავსებას ვპოლობთ მითრას და ბუდას მითოლოგიაში. მითრაიზმი ის რელიგიაა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვის პირველ ოთხ საუკუნეში მსოფლიო ბატონობისათვის ებრძოდა ქრისტიანობას. ის ჩვენშიც, საქართველოშიც კარგად იყო ცნობილი. "შობის" დღესასწაული სცოდნია მითრაიზმსაც. რას წარმოადგენს ნამდვილად ქრისტეს "შობა"? ეს არის მიბაძვა მზის ღვთაების დაბადების დღესასწაულისა. 25 დეკემბერი (დღე ქრისტეს შობისა) იულიოსის კალენდრით ითვლებოდა დღედ მზის დაბადებისა, რადგან ამ რიცხვიდან დღე მატულობს და მზე მეტ სინათლეს იძლევა. ამ დღეს იბადებიან სხვა, ისტორიულად ცნობილ რელიგიათა, ღმერთებიც, როგორიცაა: ოზირისი, თამუზი, ადონისი, ატისი, აგნი, მანუ და აპოლონი. ამ დღეს იბადება კერძოდ მითრაც, რომელიც არის "ღმერთი უძლეველი მზისა". რადგანაც მითრა და მისი ამბები ქრისტიანობაში ქრისტეზეა გადმოტანილი, ამიტომ მითრას დაბადების დღე გამოაცხადეს ქრისტეს დაბადების დღედ, იმ ქრისტეს, რომელსაც მათ, მითრას მიბაძვით, უწოდეს მზე, "მზე სამართლისა". თვით ქრისტიანობის იდეოლოგიური მებაირახტრენი, მაგალითად გრიგოლ ნოსელი და აგვისტინე იპონელი, არ მალავდნენ, რომ ქრისტეს შობი დღესასწაული მათ მიერ დაკავშირებულია მწის მოქცევასთან. საყურადღებოა, რომ მითრა, როგორც ქრისტე, იბადება ქალწულისგან გამოქვაბულში და იმასაც ისე მიართმევენ ძვირფას ძღვენს, როგორც ქრისტეს. ამასთან ერთად უნდა მოვიგონოთ ერთი გარემოება. ცნობილია, რომ საქართველოში თითქმის ყველგან წესად მიღებული იყო, რომ "შობის" დღესასწაულს ღორის დაკვლით ეგებებოდნენ თითქმის ყველა ოჯახში. ღორის გასუქებას, მის დაკვლას, მისი ხორცით გახსნილებას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, პირდაპირ რიტუალური ხასიათი ქონდა. რით აიხსნება ასეთი უპირატესობის მინიჭება ღორისთვის, რატომ სხვა დღესასწაულთან არაა ასე ხაზგასმით მის მოხმარება დაკავშირებული? ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს მითრაიზმის ერთ გადმონაშთთან. როგორც ზემოთაც ავღნიშნეთ, 25 დეკემბერი, ქრისტეს შობის დღესასწაული, ქრისტეს შობამდე, ყველგან მაშასადამე ჩვენშიაც, იყო დღესასწაული მითრას შობისა. ღორი კი ყველგან და ყოველთვის მითრას წმინდა ცხველად ითვლებოდა, ის მტკიცედ და ურყევად იყო დაკავშირებული მითრას კულტთან. გარეული ტახი იხსენიება როგორც მითრას ცხოველი, რომლის მოდგმა, მითრაისტების რწმენით, მკვდრეთით აღდგომამდე გრძელდებოდა. ამრიგად, ქრისტეს შობის დღესასწაულთან ღორის დაკავშირება არის მონაგონარი მითრას კულტისა. გაცილებით მეტი მსგავსება აქვს ქრისტეს შობის ამბავს ბუდას შობის ამბავთან, რომელიც წარმოდგენილია ბუდისტთა წიგნში "ლალიტა ვისტარა". აი ეს მსგავსება: 1. ქრისტეს, მის მიმდევართა რწმენით, არსებობდა "უწინარეს ყოველთა საუკუნეთა" და გარკვეულ დროს, როგორც კაცი დაიბადა ამ ქვეყნად; ასევე ბუდა არსებობდა უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და მერე დაიბადა როგორც კაცი. ორივე დაიბადა საკუთარი ნება-სურვილით კაცობრიობის სიყვარულით. 2. ბუდა მეფის საგვარეულოს ეკუთვნოდა, მისი მამა მეფე იყო; ქრისტეც, სახარების მიხედვით, წარმოიშვა ებრაელთა მეფის დავითის ტომიდან, მას ეწოდება "ძე ღვთისა", დავითს კი "ღვთის მამა". 3. ქრისტეს დედას, ე.წ. "ღვთიშობელს", ერქვა მარიამი, ეს სახელი არის შესატყვისი ბუდას დედის სახელისა - მაია. 4. ბუდას დედა მაია ნახულობს სიზმარს, რომ მას ეყოლება შვილი ბუდა; ამ სიზმას ბრამინები მას უხსნიან იმავე სიტყვებით, რიგირითაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა "ღვთიშობელს" მარიამს აუხსნა საიდუმლოება მისგან ქრისტეს შობისა. 5. როგორც ქრისტეს დაბადება ეუწყა აღმოსავლეთის ასტროლოგებს ვარსკვლავის გამოჩენით, ისე ბუდას დაბადებაც ვარსკვლავის გამოჩენით იქნა აღნიშნული. როგორც ქრისტეს, ისე ახლად დაბადებულ ბუდას საჩუქრებს მიართმევენ. 6. მეორმოცე დღეს დაბადებიდან, სახარების თქმულებით, ქრისტე მიიყვანეს ტაძარში, სადაც ის მკლავზე მიირქვა მოხუცებულმა სვიმეონმა და აკურთხა. ახლად დაბადებული ბუდაც მიუყვანიათ ტაძარში, სადაც მოხუცებულ ასიტას თაყვანი უცია მისთვის. 7. სახარებაში გადმოცემულია: როდესაც იროდი მეფემ გაიგო უხუცესებისგან, რომ ბეთლენში, ქრისტეს სახით, დაიბადა მეფე ურიათა, ძალზე შეშინდა და აღმოსავლეთიდან მოსულ მოგვებს თხოვა გაეგოთ ბეთლემში ყველაფერი დაწვრილებით და ეხნობებიათ მისთვის. ასე მოიქცა მეფე ბიმბისარაც: როდესაც მის ყურამდე მივიდა ცნობა "ინდოელთა მესიის" დაბადების შესახებ, მან გაგზავნა ჯაშუშები და სთხოვა გაეგოთ ყველაფერი დაწვრილებით ახალდაბადებულის შესახებ და ეცნობებინათ მისთვის. ასეთი მსგავსება, თითქმის იგივეობამდე დაყვანილი, დამაფიქრებელია. შეიძლება ზოგიერთმა ამ შემთხვევაში პირიორიტეტი სახარების ამბებს მიანიჭოს და ბუდისტური ლეგენდების წყაროდ სახარება ჩათვალოს. მაგრამ ეს სწორი არ იქნება, რადგანაც ბუდისტების "საღვთო წიგნები" რომლებიც შეიცავენ ბუდას შესახებ ლეგენდებს ჩამოყალიბებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ასე რომ ეს წიგნები ქრისტიანულ წყაროებს ვერ გამოიყენებენ. ამავე დროს იოსებ ფლაბიოსის შრომებიდან ვიცით, რომ ინდოეთი პალესტინაზე გავლენას ახდენდა ჯერ კიდევ სახარების შექმნამდე ("ებრაელთა ომის ისტორია", VII, VIII, 7). ყველაფერი რაც აქამდე ითქვა, ნებას იძლევა დავასკვნათ, რომ შეუძლებელია დამტკიცებულ იქნას ისტორიულად ფაქტი ქრისტეს დაბადებისა და მისი რეალურად არსებობისა. ქრისტე დაიბადა ადამიანის შ ე გ ნ ე ბ ა შ ი მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა ის მოძღვრება, რომელსაც ქრისტიანობა ეწოდება. მიუხედავად ამის, საქრისტიანო ქვეყნებში დამყარდა წელთაღრიცხვა ქრისტეს დაბადებიდან; ქრისტეს დაბადებას ჩვეულებრივ სდებენ 753 წელს ქ. რომის გაშენებიდან შეიძლება თუ არა ზუსტად გამოანგარიშება იმისა, თუ როდის დაიბადა ქრისტე, გვაქვს თუ არა რაიმე მონაცემი ამის გასარკვევად? არავითარი, გარდა იმ ცნობებისა, რომელთაც სახარებაში ვპოულობთ, მაგრამ ჩვენ უკვე ვნახეთ, რა ღურებულებისაა ეს წყარო.
-
ხალხის დასაბოლებლად კი სჭირდება 80-იანი წლების დისიდენტების გამოყენება. არა და ჩემი ხედვით, ქართველი დისიდენტები დიდი ჭკუით არ გამოირჩევიან და ადვილი სამართავი არიან.. ამიტომ მიშიკოც ადვილად მართავს მსგავს დისიდენტებს, თან რა უნდათ უკვე საზოგადოებისგან დავიწყებული პირებს? ისევ აღმოჩნდნენ ყურადღების ცენტრში და ისევ იგრძნონ თავი მნიშვნელოვნად. ამიტომაც იქნებიან ადვილი სმართავი. მიშა ეხლა განსხვავებულ აზრის მქონე ადამიანებს მიუსევს ამ ხალხს..
-
ქართველი ჟურნალისტი ქართული გვარის კაცზე ამბობს "კავკასიური წარმოშობის ვიმეო". ადვიალად მისახვედრია, რომ ეს ტერმინი რუსული "ლიცო კავკაზსკოი ნაციონალნოსტი" ს თარგმანია. ჩვენში ამ ტერმინს საერთოდ არ იყენებენ, მით უმეტეს ქართველის მიმართ. რა გამოდის? ესე იგი, ნიუსების ტექსტიც სხვისი დაწერილი მოდის და ჟურნალისტი მხოლოდ კითხულობს. ეხლა ვიკითხოთ – ვისი დაწერილია ეს ტექსტი? ალბათ ამ კითხვაზე თქვენც გაცემთ უჩემოდ პასუხს და მერე მიხვდებით კიდეც საიდან იმართებიან "ჩვენი ტელევიზიები"....
-
პატრიოტიზმით დაბოლილი ხალხი + დიდი სიფრთხის ქვეშ დაპანიკებული ხალხი = სააკაშვილის სისტემის საზრდოს დარწმუნებული ვარ რომ რაღაც პერიოდში დაიწყება, რა დროს დემოკრატიაა ჯერ ოკუპანტები უნდა მოვიცილოთ. ამ დროს კი მიშა და ნაც.მოძრაობა გულაობს, ახალ ჯიპებს ყიდულობენ, მდიდრულ სახლებს, სხვის ხარჯზე მდიდრდებიან და ა.შ
-
გილოცავ და ვისურვებ შენს დაბრუნებას ფორუმზე
-
[ნათია ნოდია] როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება “ამერიკანიზაციის” მომხრეებს საკუთარ თამაშში ჩართვისკენ მოუწოდებს, გამართლედება თუ არა ექსპერტების პროგნოზები რუსეთ-საქართველოს ომის განახლებაზე და რატომ შეიცვალა “ოთხმოციანელების“ დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, ამ საკითხებზე “პრესა.გე“ ეროვნულ-დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერს, ირაკლი წერეთელს ესაუბრა: როგორ გამოვიცნოთ ვინ არის პრო-რუსი და ვინ მოწინააღმდეგე? რეცეპტს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერი ირაკლი წერეთელი გვთავაზობს: - “ვინც ეწევა ირაკლი წერეთელის და მისი პოლიტიკის იგნორირებას, ყველა რუსეთის მოკავშირეა, ხოლო ვინც დაინტერესებულია ირაკლი წერეთელით, მისი პოლიტიკით და მისი მიმართულებების წინ წასვლით, ის არის საქართველოს თავისუფლების მსურველი”- გვიმხელს წერეთელი. კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი: ირაკლი წერეთელი 2010 წლის იანვრის ბოლოდან, ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასის კოორდინატორად დაინიშნა. - “ჯერჯერობით გასული საუკუნის ყველა ეროვნული მოღვაწის შემოკრება ვერ მოვახერხეთ, გაერთიანდა “ეროვნულ-დამოუკიდებლობის პარტია“ – ლიდერი ირაკლი წერეთელი, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია – ლიდერები იასონ ფავლენიშვილი და დავით კოპალეიშვილი, “სახალხო ფრონტი“ – ლიდერი ნოდარ ნათაძე, წმინდა ილია მართლის საზოგადოება – ლიდერი გურამ გოგბაიძე. ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ლიდერთან თამარ ჩხეიძესთანაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. იმ საკითხებში, რასაც ჰქვია საქართველოს დეოკუპაცია, ნატოში გაწევრიანება, აშშ-თან პირდაპირი ორმხრივი ხელშეკრულება ეს პარტიები ერთ პოზიციაზე ვდგავართ. აღნიშნულ საკითხებში ჩვენი და ხელისუფლების პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. მაგალითად, ხელისუფლების წარმომადგენელი გიგა ბოკერია აბსოლუტურად იზიარებს ჩვენი ორგანიზაციების პოზიციებს საგარეო ვექტორის ჩამოყალიბების მიმართულებით“- აცხადებს ირაკლი წერეთელი. ირაკლი,დიდი ხანია რაც გოგა ბოკერიასთან ინტერესთა თანხვედრა აღმოაჩინეთ? - გიგა ბოკერია ჩემი ოჯახის ახლობელია. დედაჩემის უახლოესი მეგობარი იყო მისი ბაბუა, უაღრესად განათლებული პიროვნება, ნამდვილი ინტელიგენტი ალექსანდრე ალექსანდრია. გიგა ბოკერიას მამა, ლელო ბოკერია, ჩემი მეგობრის თემურ სუმბათაშვილის უახლოესი მეგობარი. გიგა ბოკერიასთან ყოველდღიური ურთიერთობა არ მქონია, მიუხედავად ამისა, ამ კაცის მიმართ ყოველთვის დადებითად ვიყავი გამსჭვალული. იმიტომ რომ, ამას წინათ მივიპატიჟე ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მოვიდა, ძალიან გამიხარდა. პრეზენტაციაზე იყვნენ ნუგზარ წიკლაური, გიგი წერეთელი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე ასევე ჩვენი ძველი მეგობარი. სხვათაშორის, გიგა ბოკერიას ვაჩუქე ჩემი წიგნი წარწერით და ვუწოდე ნიჭიერი, ენერგიული და უშიშარ პოლიტიკოსი. ამ თვისებების მატარებელია ნამდვილად და აღიარებენ თუ არა, ფაქტი მაინც ფაქტად რჩება. დღეს ჩვენი შეხედულებები ემთხვევა ამერიკასთან, ნატოსთან და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. რა უფლება მაქვს დადებითად არ ვიყო განმსჭვალული იმ პიროვნების მიმართ, (იმის მიუხედავად, ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება თუ ოპოზიციის) რომელიც თავიდან თავიდან ბოლომდე დგას იმ სტრატეგიულ შეხედულებებზე, იდეებზე და პრინციპებზე, რომელზეც ვდგავართ მე და ჩემი პარტია ბოლო 23 წლის მანძილზე. ესე იგი, თქვენს და ხელისუფლებას შორის, ურთიერთობები დათბა... - ხელისუფლებიდან ჯერჯერობით ურთიერთობები მაქვს: გიგა ბოკერიასთან, ნუგზარ წიკლაურთან და გიგი წერეთელთან. წიგნის პრეზენტაციაზე ეს ხალხი იყო, ხოლო პრესა გაფრთხილების მიუხედავად მაინც არ მოვიდა. ჩემი წიგნი ”ეროვნული თავისუფლების სათავეებთან” ეძღვნება ეროვნული თავისუფლების და დამოუკიდებლობის იდეას. ამ წიგნის პოპულარიზაცია მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს საქართველოში ეროვნული თავისუფლების, ეროვნული თავმოყვარეობის განცდას. რა თქმა უნდა. ეს ის წიკლაური , წერეთელი და ბოკერიაა, ვინც ლამის სრულიად ჩრდილოეთ კავკასიას თბილისში მოუყარა თავი და შეხვედრას შეხვედრაზე მართავენ, იქ იჩქერიის დამოუკიდებლობა უნდა ვაღიაროთო, აგერ ჩეჩნეთის გენოციდია დასაგმობიო. მაშინ როცა, ექსპერტები გაზაფულზე რუსეთ-საქართველოს ომის განახლებას ვარაუდობენ, ფაქტები არაფერს გეუბნებათ? - საქართველო კავკასიის გული იყო და იქნება, რაც შეეხება, აგრესიის განმეორებას, თუ მიხეილ სააკაშვილმა იარაღის ჟღარუნი არ დაიწყო და ამ პროვოკაციაზე არც წავა, ომის განახლება წარმოუდგენელია. ამ ბოლო დროს, ნატოში გაწევრიანების იდეა პრიორიტეტად აღარ ითვლება, როგორია “ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის” ინიციატორთა პოზიცია? - მიმაჩნია ნატო საკმაოდ პრიორიტეტულია, უბრალოდ, ამ ბოლო დროს თავი წამოყვეს რუსეთთან შეკრულმა კოლაბორაციონისტებმა, რენეგატებმა. მათ წმინდა პრაგმატული მოტივაციიდან გამომდინარე დათმეს ეროვნული თავისუფლება და დამოუკიდებლობა. უღალატეს ეროვნული თავისუფლების და დამოუკიდებლობის მაღალ იდეალებს. ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ ქართველმა ერმა პოზიცია შეიცვალა, ქართველ ერს პოზიცია არ შეუცვლია, იმიტომ, რომ 2008 წლის 5 იანვარს ჩატარებული პლებისცისტის თანახმად, ნატოში ინტეგრაციას საქართველოს მოქალაქეების 70%–მა დაუჭირა მხარი. ის ფაქტი, რომ არჩევნებში გაიმარჯვა მიხეილ სააკაშვილმა ასევე ნატოს იდეის პოპულარიზაციაზე მეტყველებს იმიტომ, რომ მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა, მიხეილ სააკაშვილი მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანების სტრატეგიას და იდეას. ამავე მოთხოვნით ქართველი ერის ისტორიაში პირველი გამოვიდა ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია და თქვენი მონა-მორჩილი ირაკლი წერეთელი. მიუხედავად ამისა, აშშ-თან მჭიდრო ურთიერთობის მომხრე ძალებს მინდა გაგახსენოთ აგვისტოს მოვლენები, როცა თეთრი სახლის დახმარება მხოლოდ სამხედრო ხომალდით შემოტანილი ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლა, გამორიცხავთ ისტორიის განმეორებას? - ვერ დაგეთანხმები. პირიქით, აგვისტოს მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ამერიკა ძალიან აქტიურად ჩაერია. ამ ჰუმანიტარულ დახმარებას გარკვეული შეიარაღება შემოჰყვა და სწორედ, სამხედრო ხომალდის გამოჩენას მოჰყვა რუსეთის აგრესიის შეჩერება. რაც მთავარია, გამოგვიგზავნეს ბუშის თანაშემწე კონდოლიზა რაისი და ამერიკამ მრავალგზის მოუწოდა რუსეთს დაეტოვებინა საქართველო. თუ რუსეთი აგრესიას განავრცობდა, აშშ მასთან შეტევაზე გადავიდოდა. მოსკოვი ამას დროულად მიხვდა და არ წამოეგო პროვოკაციას. სხვათა შორის, ამერიკა და ნატო, რომ არ იყოს საქართველო საერთოდ ვერ გახდებოდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. დღესაც იქნებოდა საბჭოთა იმპერია, ვერც აღმოსავლეთ ევროპა დაიხსნიდა იმპერიის კლნაჭებიდან თავს და ვერც გერმნიის გაერთიანება მოხერხდებოდა. დიახ, რუსეთის იმპერია თავისი ვარშავის ხელშეკრუკებით იარსებებდა და შეიძლება კიდევ უფრო ფუნდამნეტალურად ჩამოყალიბებულიყო. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც ძალიან სრულყოფილად უნდა გააცნობიეროს და მოიაზროს ქართველმა ერმა. ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან მჭიდრო ურთიერთობებით, მეგობრობით, მეკავშირეობით კიდევ უფრო გააძლიეროს და განამტკიცოს თავისი ეროვნული თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ამ ღირებულებებს რუსეთთან ურთიერთობის პირობებში შენარჩუნება არ უწერია. რუსეთ-საქართველოს ურთიერთოებები როგორ გესახება? - სანამ რუსეთის შეირაღებულ აგრესიას და სამხედრო ოკუპაციას საშვილთაშვილოდ არ დაესმება წერტილი არანაირად არ მესახება, პირიქით, კიდევ უფრო უნდა გამწვავდეს რუსეთთან ურთიერთობები. საქართველომ მსოფლიოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში პრინციპულად და კატეგორიულად უნდა დასვას საკითხი, რომ რუსეთს დაეკისროს საერთაშორისო პასუხისმგებლობა საქართველოს წინააღმდეგ 1921 წლიდან დღემდე განხორცილებული 89–წლიანი შეიარაღებული აგრესიის გამო და უნდა მოხდეს ამ აგრესიის უკლებლივ ყველა შედეგის ლიკვიდაცია. თუმცა ამ რეალობის პარალელურად ქართულ პოლიტიკაში პრო-რუსული ვექტორი იკიდებს ფეხს, ამ ფაქტს როგორ შეაფასებთ? - ძალიან სამწუხარო აზრის ვარ. ეს არის იმ გზის უარყოფა, რასაც ჰქვია ღირსეული მსვლელობა ეროვნული თავისუფლების და დამოუკიდებლობის გზაზე. უპირველეს ყოვლისა, გული მწყდება ნინო ბურჯანაძეზე და ზვიად ძიძიგურზე. იმიტომ, რომ ზვიადი ეროვნული მოძრაობიდან არის მოსული, პატრიოტი კაცია, ხუთი შვილის მამაა. ძალიან საბედისწერო შეცდომებს უშვებს. ნინო ბურჯანაძემაც საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაზე დაუშვა უარსებითესი და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული შეცდომა. მინდა გითხრათ, ნინოს საკმაოდ დადებითი კუთხით ვიცნობ, ურთიერთობებში არის ძალიან სასაიმოვნო ადამიანი, აბსოლუტურად არ ახასიათებს აგრესია. ნოღაიდელი თქვენს სიმპათიებს არ იმსახურებს? - ნოღაიდელი არის უნიკალური შემთხვევა, თუ როგორ შეიძლება მოღალატე კაცი იყოს “გადასარევი” ტიპი. მე ეგეთი ურცხვი ადამიანი არ მინახავს. ნოღაიდელი ქართველ ერს პოლიტიკაში ჟვანიას და შემდგომ შევარდნაძის წიაღიდან მოევლინა. ახლა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის წინამძღოლობა დაიჩემა და ამას ურცხვად აცხადებს, საქართველოსთან მიმართებაში ცალსახად დამნაშავე და ცალსახად აგრესორი, ჩვენი ქვეყნის ანექსიის შემოქმედთან, პუტინთან, ერთად უნდა ნოღაიდელს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის აღდგენა? ეს ან ცინიზმია, ან გაურკვევლობა. ჯერ ერთი ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრობა აღმდგარია ჩვენი ახლად შექმნილი ორგანიზაციის სახით. ამას გარდა, თუ მართლა სურს ეროვნული მოძრაობის მარაქაში გაერიოს, უნდა მოიხადოს ბოდიში პუტინთან ჩასვლის გამო, მიაფურთხოს რუსეთს, პუტინს და ეშმაკს, კაცურად აღიაროს თავისი დანაშაულებრივი შეცდომა და თუ გულწრფელი იქნება, პრობლემა არ არის, იმიტომ, რომ მე და ჩემმა მეგობრებმა საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის, საქართველოს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ახალი ეტაპი დავიწყეთ ახალი, სუფთა ფურცლიდან და ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ვინც რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბოლომდე ღირსეულად იბრძოლებს საქართველოს დეოკუპაცის გზით საქართველოს სრული თავისუფლებისათვის. ისე, აღიარეთ, რომ ხალხის დიდ ნაწილს რუსეთთან ურთიერთოების აღდგენის სურვილი აქვს, თქვენ კი, მშვიდობიან, თუმცა უკომპრომისო დაპირისპირებას სთავაზობთ. იქნებ, მოსკოვთან შეხების წერტილებია მოსაძებნი? - ქართველი ერი ორ ნაწილად იყოფა, დიდი ნაწილი არის თავმოყვარე ქართველები და არიან, მონები, რომლებიც გაჩნდნენ საბჭოთა ოკუპაციის პირობებში. თუ გასაღების პრობლემაზეა საუბარი, კი ბატონო, იმ ციტრუსსაც გავიტანთ და ყველა პროდუქტს მოვუნახავთ ბაზარს. რუსეთზე უკეთესი ბაზარი გვექნება ჩინეთში, აშშ-ში, ინდოეთში. უნდა ვეცადოთ ჩვენი პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე შევიდეს. როგორ მიგაჩნიათ, რიგი პოლიტიკოსები დღეისთვის პრიორიტეტულად რუსეთთან ურთიერთობების დათბობას რატომ გვისახავენ? - იმიტომ, რომ ფინანსდებიან რუსეთიდან. როგორც ჩანს, ძალიან ბევრი მათგანი წარსულში გადაბირებული ჰყავდათ რუსულ სპეცსამსახურებს. ალბათ, ახლა, რუსეთმა თავის აგენტურას კატეგორიულად მოთხოვა მოქმედება საქართველოს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ეროვნული თავისუფლების წინააღმდეგ. უბრალოდ, ეს პოლიტიკოსები “დავერბოვკებული” არიან თავის დროზე ჩემთან ინტერვიუში განაცხადეთ, მიშა სააკაშვილი რუსეთის აგენტიაო. ახლა რა შეიცვალა? - ჯერ ერთი, მიშა სააკაშვილს, ასეთ პოლიტიკოსს არ ვიცნობ. ვიცი მიხეილ სააკაშვილი. რაც შეეხება კითხვას, თეორიულად ყველაფერი შეიძლება წარმოიდგინოს და დაუშვას ადამიანმა. ოფიციალურად, ხმამაღლა და გაცხადებულად, მიხეილ სააკაშვილი, როგორც საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი ეწევა დეოკუპაციის, ნატოში გაწევრიანების, საქართველოს აშშ-თან მჭიდრო დაახლოების და დამეგობრების პოლიტიკას. მიხეილ სააკაშვილი და ეს ხელისუფლება რუსეთთან გარიგებული რომ იყოს, ამ ღირებულებების პროპაგანდას არ წამოიწყებდნენ. სხვათა შორის, პარლამენტში ჩვენმა ორგანიზაციამ ორჯერ შეიტანა განცხადება ლუსტრაციის კანონის მიღების შესახებ. 11 და 25 თებერვალს, ორჯერვე მოვიდა პასუხი. არსებობს მზაობა. უბრალოდ, გვითხრეს, ეს კანონი არ არის ინიცირებულიო. ამიტომ ჩვენ საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის თანახმად, ყველა პარლამენტარს მოვუწოდებთ შეიტანონ ინიციატივა, ახლა უკან დახევის საშუალებას არ მივცემ. პარლამენტის თითოეულმა წევრმა 200-ვე კაცმა უნდა შეიტანოს ეს ინიციატივა და პრობლემა მოიხსნება. თუ არ დამიჯერებენ, მეცოდინება, რომ ამ პარლამენტის უმრავლესობაც დამოუკიდებლობის და თავისუფლების საკითხთან მიმართებაში არაკეთილსინდისიერ თამაშს ეწევა. ვინც დამოუკიდებლობის და ეროვნული თავისუფლების მაღალ იდეალებში ბოლომდე ღირსეულად არ დაიხარჯება არავის აცდება ჩემი კრიტიკის ქარცეცხლი. წყარო: http://presa.ge/index.php?text=news&i=9846
-
ვაძლევ ხმას
-
არა (ვხუმრობ) რა თქმა უნდა კიიი!!!
-
dire მესმის, შენი გამოცდილება მწარე იყო, არ უნდა შეგეხედავ საკუთარ თავისთვის გვერდიდან მარა ყველა შენნაირი ნუ გგონია.
-
განყოფილებაში არჩევნებთAნ დაკავშირებით
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჩემი არჩევის შემთხვევაში 1) ქალიშვილობის ინსტიტუტს ბოლო მოეღება 2) გარყვნილება დაისადგურებს ფორუმზე 3) მორალური ღირებულებები დაიმსხვრევა 4) სიშიშვლე ნორმად იქცევა 5) მიშა, ალასანია, ნოღაიდელ-ბურჯანაძე-დავითაშვილ-ძიძიგური-ნათელაშვილი და ა.შ ერთად დაიხვრიტებიან 6) ტაბუები დაიმსხვრევა 7) ბურჟუები მაყუთებს დადებენ -
განყოფილებაში არჩევნებთAნ დაკავშირებით
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
asesino_141 დაიცა შენ ხო ისედაც ხარ მოდერატორი, რათ გინდა კიდე მოდერატორობა? მილიონრობა მოუნდათ! -
21-ე საუკუნეა რა დროს ქალიშვილობაა?
-
განყოფილებაში არჩევნებთAნ დაკავშირებით
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
analgin რელიგიური ან მორალური ცენზურა იქნება ფორუმზე თუ კი შენ აგირჩევთ? მაგალითად ლეო_ნაფტას ან სხვადასხვა იუზერის მიერ ანტისაპატრიარქოს თემებს რა ბედი ელის შენი არჩევის შემთხვევაში? -
მემგონი ტან-ფეხს.......
-
მაინდ და მაინც ბევრი არ ვიცი მის შესახებ. ერთადერთი კარლოს კასტანედა მაქვს წაკითხული, მარა ის მგონი შამანიზმია და არა ოკულტიზმი ერთი სიტყვით, ვისაც რა ინფორმაცია აქვს ოკულტიზმთან დაკავშირებით დადეთ და გაგვაცანით
-
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი! ფუუუუუუუუუ
-
იმას თუ ხვდები რომ სრულ კრეტინიზმს ამბობს ის კაცი? შიდცთან დამოკიდებულებაში და ელემენტარულად შეურაცხყოფას აყენებს ისეთ ადამიანებს ვინც ქორწინებამდელ სექსითაა დაკავებული და მას მეძავს უწოდებს..
-
შევიარაღდეთ ინტელექტით, ზნეობრივი ნორმები დავაწესოთ, (დღეს საზოგადოებას არ გააჩნია ზნეობრივი ნორმები, ის რაც გააჩნია არის ფარსი, სპექტაკლი და მეტი არაფერი) და უარი ვთქვათ ხალხიდან არ მოსულ პოლიტიკოსებზე. შევქმნათ ჩვენი ხალხიდან წამოსული პოლიტიკოსები და უარი ვუთხრათ მოქალაქეთა კავშირიდან და ნაც.მოძრაობიდან წამოსულ პოლიტიკოსებს
-
ფეისბუქზე ბასილ კობახიძე ნახე და მაგას უდევს ინფორმაციები, შედი და გაიგებ....