-
პოსტები
7.011 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
51
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Nukriko
-
ლიდერების არ ჩასვლაში აშშ-იმ მოიცილა კაჩინსკი იმიტომ რომ რაკეტსაწინააღმდეგო პროგრამა პოლონეთში ჩააგდო, რუსებსაც თავისი მიზეზები ჰქონდათ. ამერიკელებმა რუსების ხელით მოიცილეს კაჩინსკი..
-
რომ ვიცოდე ეჭვი აღარ იქნებოდა
-
ვაფშე არ არის აქ რუსეთი შუაში. ევროპელ ქვეყნებს კაჩინსკის არ დავასების საკუთარი აზრი აქვთ და ეს აზრი რუსეთზე არ არის დამოკიდებული. მე ეჭვები მაქვს რომ კაჩინსკის მოცილებაში მარტო რუსეთის ხელი არ ურევია არამედ დასავლეთისაც.
-
სასწრაფოდ მოვითხოვ დაიხვრიტოს თარჯიმნები!!!!!!!!!!!
-
ბიჭოს, არც ერთი დიდი ქწვეყნის ლიდერი არ ჩავდია, სააკაშვილი კი ჰოლანდიიდან ჩავიდა უკაცრავად მაგრამ პოლიტიკაში ესე არ ხდება და არც ისე რომ დაკრძალვის დროს ობამა ოფიციალურად გოლფის სათამაშოდ მიდიოდეს..
-
უცხო_პლანეტელი როგორ სააკაშვილმა შეძლო ჩასვლა და მერკერი გვერდით რომ არის პოლონეთის, იმან ვერ შეძლო ჩასვლა სასაცილოა...
-
Lo Janko იყო ძალიან მარტივად საქმე, ამერიკა ცდილობდა შემდეგ რამეს 1) ნაბუქოს შექმნით ევროპისთვის ალტენატივის შექმნა და რუსეთის გავლენისგან განთავისუფლება ევროპის, ასევე რუსული მონოპოლიზაციის წინააღმდეგ იყო ეს პროექტი, რადგან რუსეთი დღეს რეალურად "გაზრპრომის" იმპერიას 2) ჯარის გაწვრთნა და ნატო-ში ინტეგრირება რეალურად რა მოხდა 2) ომის დაწყებით ნატო-ს პროგრამა რამოდენიმე ოცწლეულით გადაიდო რუსუებმა გაიმარჯვეს, ერთადერთი რაც არ დაუშვა ამერიკამ, ეს იყო საქართველოს სრული ოკუპაცია. მაგრამ რეალურად ეს ვერ შეძლეს, რადგან საქართველოში რუსული გავლენა ძალიან ძლიერია. არ ჩაერევა აქტიურად, ნუ იქნება გაფრთხილებები, მაგრამ გაყალბების შემტხვევაში დიდ ამბავს არ ატეხს. გეუბნები 90-იანი წლები ბრუნდება მეთქი. აქ დიდი ალბათობით რუსული სცენარი ამოქმედდება.
-
Lo Janko არა რეალურად ეს მზადდება, აგერ ალასანია რეალურად რომ რუსებისაა ამერიკული იმიჯით ამას ვხედავთ.. ეხლა ჩემი აზრით მიდის მცდელობა, თუ ამერიკა დაუჭერს მხარს მიშას, დატოვებენ. მაგრამ ხო ხედავ არ ხვდება ობამა მიშას ეხლა ამზადებენ რას, რომ რუსების დაკვეთით დაწყებული ომი ამერიკელებს გადააბარონ, იმ დროს როცა ყველა ოფიციალური სტრუქტურა, საელჩო იქნებოდა ეს ამერიკის თუ გაერო თუ რა ვიცი რა დასავლური ორგანიზაცია არ იქენბოდა, სულ ჩამოდიოდა და აფრთხილებდა არ დაეწყო ომი. დაჟე ტალიავინის კომისიაში დაწერეს რომ აგვისტოს ომი დაიწყო ქართული არტილერიის მიერ ცხინვალის დაბომბვით, ანუ კი არ აყვნენ მიშას ვერსიად, რეალურად დაწერეს და დაგმეს. ეხლა რუსების მთელი პროპაგანდა იმაშია რომ რუსეთის კაცებმა ეომი ამერიკას დააბრალონ ამის გარდა, არის ძალიან რთული სიტუაცია საქართველოში, ამერიკას არ ჰყავს არანაირი დასაყრდენი, ჯარს წვრთნიდნენ, დაშალეს რეალურად ჯარი, იქ ვირაც ნაბოზრები შეყარეს. პროვოკაციები თვითონ მოაწყეს მუხროვანშიმ, ეს ვითომ აჯანყებულები შეყარეს იქ და მერე მთელი ბატალიონი დაიჭირეს. რეალურად მიშას ჯარის ეშინია, ანუ იმ სტრუქტურის რომელშიც ამერიკლელებს შეიძლებოდა გავლენა ჰყოლოდათ.; ამერიკას ჯერ საქართველოში არანაირი დასაყრდენი არ აქვს. პოლიტიკოსები რუსების ხელშია, ელიტა რუსების ხელშია, ოპოზიცია რუსების ხელშია და რამე მართლა პროდასავლური რომ შეიქმნა ვერ ხერხდება. ამიტომ არამგონია იაქტიუროს ამერიკამ საქართველოში, ერთი რაც შეიძLება მოხდეს ეს არის ნაბუქოს პროექტის დაცვა, სხვა დანარჩენში უბრალოდ შანსი არ არის, რომ ამერიკამ რამე ზემოქმედება მოახდინოს. ამიტომაც არ იაქტიურებს, ამრა არც დაუჭერს ჩვენ პოლიტიკოსებს მხარს. კაროჩე 90-იან წლების საერთაშორისო იზოლაციას უნდა ველოდოთ მომდევნო 5 წელი..
-
ეს დავა ამერიკა ვს რუსეთზე გადავიდა? კაიფია რა კაიფი
-
1) აგვისტოს ომით 2) ეკონომიკის რუსეთზე მიყიდვით 3) არადემოკრატიული სახელმწიფოს შექმნისთვის
-
Lo Janko წყდება იმიტომ რომ რუსეთს აქ თავისი კაცი სჭირდება პროამერიკული იმჯით. მიშა რომ უკვე გაშიფრულია როგორც რუსეთის კაცი, ამიტომაც დაიკიდა ამერიკამ მიშა. ეხლა უნდათ მეორეჯერ გაადურაკონ ამერიკელები, მარა არ გამოვა. ამ გადურაქკების მცდელობა იქნება, ვითომ მIშას პროამერიკული ძალები დააამ,ხობენ, რომლებიც სინამდვილეში პრორუსული ძალები იქნებიან..
-
დიდი ალბათობით მიშას ნაირი რუსეთის კაცი, პროამერიკული იმიჯით :beach:
-
ხო არა და ეხლა იგივე პროექტს აპირებენ რუმინეთში გადაიტანონ.. :beach: პაჟივომ უვიდემ.. უკვე მომწონს ის რომ ამერიკა იკიდებს მიშას, მიშა კი შეინარჩუნებს ტახტს ამერიკის გარეშე..
-
დეზინფორმაცია. კაჩინსკიმ მიქარა თან ძალიან, როცა ჩააგდო ამერიკის ანტისარაკეტო სისტემის დაყენება პოლონეთში.. მე მაგას ვუკავშირებ იმას რომ დასავლეთის ლიდერებმა დაიკიდეს კაჩინსკი და რუსეთის შიში არაფერ შუაშია. ესეგი მიშისტების ლოგიკა მომწონს რა. თუ მიშას კრიმინალურ საქციელს არ უჭერენ მხარს, რუსეთის შიში ჰქონიათ ევროპელებს :beach: და რომ დაამტკიცონ რომ არ ეშინიათ რუსეთის მიშას უნდა დაუჭირონ მხარი
-
რაც შეეხება დაუმარცხებელ რუსეთის მითს და მითს რომ რუსეთი ჰა-ჰა 10-20-30-40-50 წელში დაიშლება.. ფაქტი ერთია რუსეთი არც საუმარცხებელია და არც იშლება. ქართველებმა ჯობია დავიწყოთ რეალურად ფიქრი იმაზე, რომ რუსეთი არ იშლება და ლოდინს დავანებოთ თავი და ვიფიქროთ თუ რა ვუყოთ ისეთ მეზობელს როგორიც არის რუსეთის და რომელიც არ იშლება.
-
რეალობის არ დანახავაზე დღევანდელი ხელისუფლება საკმაოდ დიდ ხელფასებს უხდის ხალხს :beach: რაც შეეხება კაჩინსკი, ძალიან დამაინტერესა, ობამამ მის დაკრძალვის დღეს გოლფის სათამაშოდ წავიდა, არც მერკელი არ იყო მისული და არც ერთი დიდი წამყვანი ევროპილი ქვეყნის ლიდერი. მე ახსნას ვერ ვუძებნი ამას, ერთადერთი რაც მგონია, ისაა რომ კაჩინსკი მოკლულია.
-
და მამენტ ვერ უშველის თავს.. კაჩინსკის ბედს თუ არა, თუ ძალიან გაატრაკებს ზვიადის ბედს გაიმეორებს.. მიშას სიცოცხლე წყდება სწორედაც ამერიკაში :beach:
-
ის მიხარია რომ ამერიკა აქ სხვას მოძებნის
-
ევრაზისტობა წარმოადგენს პოლიტიკურ-ფილოსოფიურ მოძრაობას, რომელსაც საფუძვლად უდევს დებულება ერაზიის ცენტრის განსაკუთრებულობის შესახებ, ცენტრისა, სადაც ჩამოყალიბდა განსაკუთრებული სახელმწიფო რუსეთის სახით. ევრაზისტთა პოლიტიკურ-იდეური და ისტორიულ-კულტურული კონცეფცია, განიხილავს რუსეთს როგორც განსაკუთრებულ ეთნოგრაფიულ სამყაროს, რომელიც მდებარეობს ევროპასა და აზიას შორის. ევრაზისტებმა გადაიღეს ბევრი ადრეული პანსლავისტური იდეა. კერძოდ ისინი ეყრდნობიან ისეთ მეცნიერთა სწავლებებს, როგორებიც არიან კონსტანტინ ლეონტიევი, ნიკოლაი სტრახოვი და ნიკოლაი დანილევსკი. Aმ უკანასკნელმა განსაკუთრებული გავლენა იქონია მათზეი. დანილევკის თეორიით არსებობს „კულტურულ-ისტორიული ტიპი“ – რუსი ერის სახით, რომელიც სხვა ევროპული ხალხებისგან.. მისი თეორიის მიხედვით, ადრე არსებობდა ორი დაპირიპირებული კულტურულ-ისტორიული ტიპი, ეს იყო რომანულ-გერმანული და ბერძნულ-ბიზანტიური, და ისინი შემდგომში გარდაიქმნენ რუსულ და ევროპულ დაპირისპირებად. ევრაზისტთა მამებად ითვლება ნ. ტრუბეცკოი, პ. სავიცკი, გ. ფლორონსკოვი და პ. სუვჩინსკი. მათ 1921 წელს გამოსცეს რამოდენიმე სტატია გეოპოლიტიკის შესახებ. Iსინი, პანსლავურ იდეების მსგავსად, ეყრდნობიან ევრაზიის განსაკუთრებულ ისტორიულ-კულტურულ ტიპებს და ხაზს უსვამენ ევრაზისტების მსგავსებას აზიურ-თურქულ სამყაროსთან და ასევე ორივე ტიპის წინააღმდეგობრიობას ევროპასთან. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ევრაზისტები ანიჭებენ „შეგრძნებების“ თეორიას - ე.წ გარე სივრცის აღქმა - ზღვის აღქმა და კონტინეტის აღქმა. პირველი მათი აზრით წარმოადგენს ევროპულ აღქმას, ხოლო მეორე კი მონღოლურს. მათი მტკიცებით, დასავლეთ ევროპელები მთელი თავიანთი ისტორიის მანძილზე აღიქვამდნენ ზღვას როგორც თანასწორს კონტინენტისა, მიუხედავად იმისა, რომ კონტინეტის აღქმა, იყო სუფთა მონღოლური ფენომენი. აქ აშკარად იგრძნობა მაკინდერის გავლენა ამ თეორიაზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ რომაულ-გერმანული ცივილიზაცია იყო „საზღვაო“, ხოლო ბერძნულ-ბიზანტიური კი „მატერიკული“ ცივილიზაცია. პ. სავიცკის აზრით, რუსები წარმოადგენენ გარკვეული აზრით მონღოლებს, რამეთუ რუს გზამკვლევებში შეიგრძნობა იგივე სულისკვეთება, რაც ახასიათებთ მონღოლებს. პ. სავიცკი ცდილობდა აეხსნა, თუ რაში მდგომარეობდა რუსეთის ისტორიულ-კულტურული ტიპი. მისი აზრით, რუსეთის წარმოადგენს ზღვისპირა სამყაროსგან ყველაზე დაშორებულ მხარეს, და ის არის გაცილებით უფრო ღრმა კულტურული ტრადიციის მატარებელი ქვეყანა, ვიდრე ევროპა. ის მოიცავს თავის თავში ერთდროულად „მომთაბარე“ და „არამომთაბარე“ ცხოვრების სტიქიებს, რაშიც ის ხედავს უახლესი რუსული ისტორიის, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გარემოებას. ჩამოვთვალოთ ევრაზისტების კონცეფციები და მაშინ უფრო გაგვიადვილდება მათი სწავლების არსის აღქმა. ესენია: 1) ეთნიკურ კუთვნილებაზე ყურადღების გამახვილება, (მათი ხედვით რუსეთი იყო სინთეზი სლავური და თურქული ეთნოსებისა, და ის არ განეკუთვნებოდა არც ერთს და არც მეორეს). 2) ევროპა, სადაც საზოგადოებრივი წყობა არის აგებული ინდივიდებზე და მათ უფლებებზე, მტრულად არის განწყობილი რუსეთისადმი - ევრაზიისადმი, რომლის საზოგადოებრივი წყობა აგებულია საზოგადოების, კოლექტივის, სახელმწიფოს უფლებებზე. 3) ევრპელთა პროგრესისადმი ლტოლვა ეგოცენტრულია, ხოლო რუსეთში კი ერთიანი, და აქ მხოლოდ ცალკეული პარალელები შეინიშნება. 4) ძირითადი ეკონომიკური სისტემა ევროპაში, აგებულია კერძო საკუთრებაზე, ხოლო რუსეთში კი სახელმწიფო საკუთრებაზე. 5) ევროპაში ძირითადი მმართველობის სისტემა არის პარლამენტური მართველობა, ხოლო რუსეთში კი იდეოკრატია (უმაღლესი იდეის მბრძანებლობა, რომელიც აღიარებულია მთლიანად საზოგადოების მიერ). ი. სოლონევიჩის აზრით, 1917 წლის ოქტომბრის რევოლუცია რუსეთისთვის იყო საკუთარი თავისკენ მიბრუნება. რუსეთი, რომელიც ამდენი ხანი ცდილობდა ევროპაში შესვლას, მიუბრუნდა საკუთარ თავს და თვითმპყრობელურ იმპერიად იქცა
-
მიშა უკვე 1 თვეა რაც ვაშინგტონშია და ობამა მას ჯერ არ შეხვედრია..' რა ხდება, ამერიკელებმა დაიკიდეს მიშა?
-
ეს ისეთი რამეა რა, მომავლზე ვიკამათოთ ჩემი ხედვით რელიგიას ჩაანაცვლებს დოკმატური მეცნიერებები. და მერე დაპირისპირება იქნება ამ დოგმატურ მეცნიერებებსა და ნამდვილ მეცნიერებებს შორის.
-
newstudio ისტორიკოსი არ არის ობიექტური, ისტორიკოსი სუბიექტურია რაც შეეხება თემას, თემა ეხება იმას, რომ იწერებე ისტორია ისე როგორც ეს მიშას უნდა და ამას უნდა დავუპირისპირდეთ, მეტ-ნაკლები ობიექტურობით და არ მივცეთ საშვალება ისტორია გამოიყენონ პროპაგანდად
-
ნებისმიერი კოლექტიური მეხსიერება ხელოვნურია, ბუნებრივი კოლექტიური მეხსიერება არ არსებობს შესაბამისად ნებისმიერი ისტორია არის ხელოვნური და არა რეალური.
-
9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მე-19 წლისთავზე, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც ისტორიული სამართლიანობის დამდგენი კომისია შეიქმნა. განკარგულების მიხედვით, კომისია იურიდიულ და ისტორიულ შეფასებას მისცემს როგორც საქართველოს უახლოესი წარსულის, ასევე რუსეთთან თითქმის ორასწლიანი ურთიერთობის მნიშვნელოვან მოვლენებს. საგულისხმოა, რომ ზუსტად ერთი წლის წინ, 2009 წლის მაისში, რუსეთში, ასევე პრეზიდენტის ბრძანებულებით, მუშაობა დაიწყო ისტორიის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ მებრძოლმა კომისიამ. ვინ, როგორ და რა მიზნით წერს ისტორიას.? საქართველოს პრეზიდენტმა კომისიის შექმნის შესახებ საზოგადოებას ოკუპაციის მუზეუმიდან აცნობა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ისტორიის ადეკვატური ცოდნის გარეშე საქართველოს გაუჭირდება ოკუპაციის დაძლევა და სრული თავისუფლების მოპოვება: „ზუსტი შეფასება იმისა, რაც ხდებოდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების მიერ საკუთარი მომავლის სწორი განსაზღვრის კუთხით. ბევრი ისტორიკოსი და მეცნიერი უნდა ჩაერთოს ამ კომისიის მუშაობაში. მინდა, რომ ეს კომისია რამდენიმე თვეში წარდგეს ფუნდამენტური ნაშრომით რამდენიმე ენაზე, რომელიც მსოფლიოს და, მათ შორის, ჩვენს შემდგომ თაობებს გააცნობს ამომწურავად ყველაფერს, რაც ამ თემას ეხება.“ კომისიას, პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, პოლიტიკის ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე და ისტორიკოსი, კენტის უნივერსტიტეტის დოქტორანტი ვასილ რუხაძე უხელმძღვანელებენ. ჩვენი, როგორც ერისა და როგორც სახელმწიფოს, ამოცანა, ამ კომისიის ჩამოყალიბებიდან გამომდინარე, გახლავთ ის, რომ გამოვიძიოთ 187-წლიანი მემკვიდრეობა ცარისტული და საბჭოთა ოკუპაციისა საქართველოში, ყველა ის ძალადობა და უსამართლობა, რომელიც ჩვენმა ერმა და სახელმწიფომ გადაიტანა“, განაცხადა ვასილ რუხაძემ. მისი თქმით, წარსულის საფუძვლიანი გამოძიება მნიშვნელოვანია ერისა და საზოგადოების „კოლექტიური მეხსიერებების“ ფორმირების თვალსაზრისით. თანამედროვე მსოფლიოში თითქმის არ დარჩენილა განვითარებული ერი, რომელსაც ტრაგიკული წარსულის შესახებ კოლექტიური ხსოვნის ჩამოყალიბების ინტენსიური პოლიტიკა არ გაეტარებინოს. მაგრამ ვინ და როგორ ქმნის კოლექტიურ ხსოვნას? ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე ამ შეკითხვას ასე უპასუხებს: „ნებისმიერი კოლექტიური მეხსიერება ხელოვნურია, ბუნებრივი კოლექტიური მეხსიერება არ არსებობს. ის არის ყოველთვის ხელისუფლების მიერ შექმნილი და ყოველთვის ხდებოდა მისი, შეიძლება გაუცნობიერებელი, მაგრამ აქტიური გავრცელება.“ ბუნებრივია, რომ განსხვავებულ საზოგადოებებს განსხვავებული კოლექტიური მეხსიერება აქვთ. ნიმუშად გამოდგება გეორგიევსკის ტრაქტატისადმი ქართული და რუსული საზოგადოებების დამოკიდებულება. 9 აპრილს, როცა მიხეილ სააკაშვილმა კომისიის შექმნის განკარგულებას მოაწერა ხელი, მოსკოვსა და თბილისს შორის ტელეხიდი გაიმართა. დისკუსიის მონაწილე რუსეთიდან: „რომ არა რუსეთი, საქართველო ვერ გადარჩებოდა. შესაბამისად, საქართველომ თავად, საკუთარი ნებით, ითხოვა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა. ამის შესახებ ჩვენთან, რუსეთში, მოსწავლემაც კი იცის.“ დისკუსიის მონაწილე საქართველოდან: „ისტორიული საკითხების მსგავსი განხილვა და საკუთარი ინტერპრეტაციები ისეთ ვითომ ისტორიულ ფაქტებზე, როგორიცაა „ქართული ენა გადაარჩინა რუსეთის იმპერიამ“, კარგს არაფერს მოიტანს. იქნებ ანბანიც თქვენ მოგვეცით და ქრისტიანობაც თქვენ შემოიტანეთ საქართველოში?! არ არის ეს საჭირო!“ თუმცა იმაზე, არის თუ არა ამგვარი კამათი საჭირო, ისტორიკოსებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ. თბილისის ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ გურული განმარტავს: „ამ საქმეს სახელმწიფო კურირება სჭირდება, იმიტომ რომ იმავე პრობლემას საქართველოსთან მიმართებაში ძალიან კარგად კურირებენ რუსები. საქართველოს უახლოესი ისტორიის გასაყალბებლად ამ საქმეზე უამრავი ფული იხარჯება, ისტორიკოსებს სპეციალურად უხდიან ფულს. ეს ხდება აფხაზეთთან, ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში და სახელმწიფოა ამის პროტექტორი.“ რუსეთის ხელისუფლება რომ ისტორიისადმი გულგრილი არ არის, ამაზე მეტყველებს გასული წლის მაისში ისტორიის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ მებრძოლი სახელმწიფო კომისიის შექმნაც. დმიტრი მედვედევმა საკუთარი ქვეყნის ახალგაზრდა მოქალაქეებს კომისიის შექმნის აუცილებლობა ასე აუხსნა: „ისტორია არაფერს ასწავლის. ის მხოლოდ სჯის საკუთარი გაკვეთილების არცოდნის გამო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიით არა, უბრალოდ, დაინტერესება, არამედ მისი საფუძვლიანი ცოდნა. ეს, უწინარეს ყოვლისა, საჭიროა თქვენი და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის.“ თუმცა ის, რაც მნიშვნელოვანია ერთი სახელმწიფოსათვის, შესაძლოა უმნიშვნელო და ზიანის მომტანიც კი იყოს მეორისათივს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, გიგი თევზაძეს, არ უკვირს, რომ ყველა სახელმწიფო საკუთარ ისტორიას წერს: „ყველა ისტორია ტენდენციურია, არატენდენციური ისტორია არ არსებობს. ისტორია არის შეხედულებების ანალიზი შეხედულებების მიერ. შესაბამისად, ერთი ამბავია, მაქიმალურად მეცნიერული იყო და, მეორე, იყო ადეკვატური იმ გარემოსი, რომელშიც ცხოვრობ. რუსებს კი არ უნდა დაუპირისპირდე და ამიტომ კი არ უნდა წერო შენი ისტორია, არამედ შენი ისტორია ისე უნდა ააგო, რომ მოემსახუროს შენი სახელმწიფოს მომავალსა და თითოეული ადამიანის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას.“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილი კომისიის გაცხადებული მიზანიც ესაა, თუმცა, გიგი თევზაძისგან განსხვავებით, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ისტორიკოს დავით ბერძენიშვილს, არა აქვს საფუძველი იფიქროს, რომ ხელისუფლება ცდილობს საბჭოთა პერიოდის ამსახველი ადეკვატური ისტორიის შექმნას. „რესპუბლიკურ პარტიას არ დაკავშირებია ოკუპაციის მუზეუმის ხელმძღვანელობა და არც 1979 წელს გამოცემული ჟურნალი „სამრეკლო“ , მისი ასლი და სხვა ანტისაბჭოთა ორგანიზაციის ატრიბუტი მას არ მოუთხოვია, რომ გადაგვეცა. მე არ ვიცი ეს კომისია რას გააკეთებს. ჯერჯერობით რეპრესირებულებთან და საბჭოთა ისტორიასთან მიმართებით სააკაშვილი აგრძელებს მისი მშობელი წინამორბედის შევარდნაძის გზას.“ კიდევ უფრო რადიკალურია კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური: „სააკაშვილს ახლავე ეჩქარება, რომ სასწრაფოდ ჩაწერონ საქართველოს დიდი წინაპრებისა და შეუმცდარი ადამიანების სიაში. ამის გაკეთებას კი, ალბათ, მის მიერვე შექმნილი კომისიის ხელით აპირებს.“ თუმცა ამგვარი რამ წარმოუდგენლად მიაჩნია ისტორიკოს ვახტანგ გურულს. მისი თქმით, შეკვეთის მიცემას და ყალბი ნაშრომის დაწერას აზრი არა აქვს: „ცუდი ნაშრომი თუ დაიწერება, ის ცუდი იქნება საქართველოსათვის. არავინ მას ჭეშმარიტებად არ მიიღებს, იმიტომ რომ ის მოხვდება გერმანელი, რუსი, ამერიკელი, ფრანგი ისტორიკოსების ხელში და ექნება უკუცემის ძალა, რის გამოც საქმის წარმატებით გადაჭრის საშუალება ის არ იქნება“, უთხრა ვახტანგ გურულმა რადიო თავისუფლებას. მაგრამ კვალიფიციური ნაშრომის დაწერაც საქმის მხოლოდ ნახევარია. იმისათვის, რომ საზოგადოებამ გადატანილი საშინელებების კოლექტიური ხსოვნა შექმნას, გაცილებით მეტი ძალისხმევაა საჭირო. კომისიის თანათავმჯდომარე ვასილ რუხაძე სააგენტო „პირველისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ საჭირო იქნება ცარისტული და საბჭოთა ოკუპაციის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულობების სათანადო ასახვა ყოფაში, განათლებასა და მეცნიერებაში. კომისიის მუშაობის საფუძველზე უნდა შეიქმნას ოკუპაციის დროს დაღუპულთა საძმო სასაფლაოები, მემორიალები, ძეგლები; დაწესდეს რუსული ოკუპაციის შედეგად დაღუპულ ქართველთა ხსენების დღე; ქუჩებს, სკოლებს, სკვერებსა და პარკებს მეტი ინტენსივობით ეწოდოს რუსეთის ძალადობის შედეგად დაღუპულ ქართველ გმირთა სახელები. ვასილ რუხაძის თქმით, ყოველივე ამის შედეგად, შეიქმნება საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის ერთიანი, საერთო თხრობა-ნარატივი, რაც, თავის მხრივ, გააადვილებს საქართველოს განვითარების საერთო ეროვნული სტრატეგიის შემუშავებასა და ხელს შეუწყობს საზოგადოების კონსოლიდაციას, რომელსაც ამჟამად ხელს უშლის ქართული საზოგადოების საბჭოთა კავშირისადმი ლოიალურად განწყობილი კოლექტიური ხსოვნა. გიგი თევზაძის თქმით, ამგვარ კეთილგანწყობაში გასაკვირი არაფერია, რადგანაც ეს ხსოვნა იქმნებოდა ჯერ საბჭოთა კავშირის პერიოდში, შემდეგ კი საბჭოთა კავშირისადმი ლოიალური ხელისუფლების ხელში. http://www.tavisupleba.org/content/article/2016003.html