-
პოსტები
7.011 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
51
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Nukriko
-
გიორგი68 ჰო და იქნებ ვკვდებით როგორც ერი და გვგონია რომ მუდმივად ვიარსებებთ Grig ხუის დემოკრატიას ვერ ვეტყვი პოლიტიკის არ არსებობა ნიშნავს დემოკრატიის არ არსებობასაც
-
ისე როგორ გგონიათ ერი, სახელმწიფო როცა სიკვდილის წინაა, გრძნობს რომ მოკვდება, თუ ჰგონია რომ მარადიულად იარსებებს?
-
პლანეტელების დამოკიდებულება რუსეთისადმი
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Lo Janko სალიტერატურო კულტურის გარდა უფრო მეტად ყოფითი კულტურის მსგავსება მაღიზიანებს რუსეთთან და ეს მსგავება პირველ რიგში მინდა რომ აღარ არსებობდეს, სოციალურ, მენტალურ სფეროში რუსებს არ ვგავდეთ. რაც შეეხება საპირისპიროს, მარტივია, აიღე პრიბალტიკა და მიხვდები რატომ დავწერე ის რომ მის საწინააღმდეგოდ უნდა შევქმანთ მისი ალტერნატიული სისტემა ხოლო ჩვენ ელიტას რაც შეეხება, ის არ არის ანტირუსული, რეალურად და საქმით ის პრორუსულია. ანტირუსული რიტორიკა უბრალოდ სიტყვებია რომლის უკანაც პრორუსული საქმე დგას ;) -
პლანეტელების დამოკიდებულება რუსეთისადმი
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Lo Janko იქნებ ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ რომ რუსულ კულტურის, პოლიტიკის და ა.შ საწინააღმდეგო ავაგოთ. არ გვინდა რუსული კულტურა და მათი კულტურის საპირისპირო შევქმნათ არ გვინდა მათი პოლიტიკური სისტემა და მათი პოლიტიკურ სისტემის საწინააღმდეგო შევქმნათ (მათ დიქტატურა აქვთ ჩვენ დემოკრატია) და ა.შ იქნებ ეს იქნება ჩვენთვის სწორი გზა -
ქართული ტერიტორიები ოკუპირებულია თვითოეულ ქართველის დამოკიდებულება რუსეთისადმი სხვადასხვანაირია თაობების დამოკდიებულება რუსეთისადმი კიდე სხვასხვაა, თუ კი ახალგაზრდები ანტირუსულად არან განწყობილი, უფროსი თაობა უფრო რუსეთისადმი ან ლოიალურია ან ნეიტრალური ჩემი დამოკიდებულება რუსეთისადმი არის ძალიან უარყოფითი როგორია თქვენი დამოკიდებულება რუსეთისადმი?
-
შაქროII ისიც გაიხსენე რომ რომში სულ სამოქალაქო ომები, სულ ძალაუფლებისთვის სამხედრო დაპირისპირებები იყო და ამან ძალიან აზარალა თავად რომი ძალაუფლების ცენტრი გახდა ლეგიონი დღეს ერთი პრობლემაა, მიშას ჯარის ეშინია, ხოლო მისი მთავარი ძალაუფლერბა აგებულკია შინაგან საქმეთა სამინისტროზე ჯარს რამეს უზავ, მაგრამ ამ სტრუქტურის განეიტრალება გაცილებით ძნელია ვიდრე ჯარის.
-
სიმართლე გითხრა იცი რა შეგრძნება მაქვს, აი რომის იმპერიის ბოლო წლებში უკვე ისეთი უიმედობა რომ იყო რომ გასაგები იყო რომ იმპერია დაეცემოდა დაახლოებით ისეთივე დამოკიდებულება მაქვს დღევანდელ საქართველოზე
-
არა, არ მაქვს, იმიტომ რომ რაც არ უნდა იდეა იყოს, არ არის ისეთი ავტორიტეტი, რომელიც ამ იდეას ხორცს შეასხამდა.
-
გავარკვიოთ მორწმუნეთა სტატისტიკა პლანეტაზე
Nukriko replied to FIORENTINO's თემა in რელიგია და ფილოსოფია
1 ათეისტზე 3 თეისტი მოდის ამ ფორუმზე -
რუსეთს ოკუპირებული აქვს ქართული ტერიტორიები ხელისუფლება არადემოკრატიულია და ოლიგარქიულია ცხოვრების დონე დაბალია ამ ყველაფერთან ერთად არ არსებობს ალტერნატივა სისტემამ ფესვები გაიდგა და მის ამოძირკვას ვერავინ ვერ ახერხებს საზოგადოება სუსტია, მისი სისუტე ამ ფორუმშიც ჩანს (უმოძრაობა, ინიციატივების არ ქონა) პოლიტიკური ოპოზიცია, უპრინციპო, უთავოა და ნდობას არ იწვევს ერთი სიტყვით პოლიტიკა საქართველოში მოკვდა (რა მდგომარეობაშიც ვართ ამას ჰქვია კრიზისი, კრიზისის დროს ესე რომ ვართ, ეს ნიშნავს სიკვდილს) ბელადის ბრძანების და ამ ბრძანების აღსრულების ხანა კიდე 3-4 წელი გაგრძელდება
-
ისტორიულ ფილმების მოყვარულებს მოეწონებათ, მგონი
-
ვულოცავ და ჩემნაირ პრიჩოსკის დაყენებას ვუსურვებ
-
"მე მხარს ხელისუფლებას კი არა არჩეულ კურსს ვუჭერ"
Nukriko replied to analgin's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ათეიზმს და ათეისტებს რას გვერჩიან მაინც ვერ მივხვდი დედას ვფიცავარ -
ღმერთის არ არსებობა აქსიომაა თუ კი ვინმე გააპროტესტებს ამ აქსიომას, ის გადავა სოფიზმის სფეროში აი დაამტკიცე რომ არ არსებული, მართლაც არ არსებულია? - ეს არის სოფიზმი და შესაბამისად არ იმსახურებს არანაირ კამათს და არანაირ მსჯელობას, იმიტომ რომ სისულელეა არ არსებულის, არ არსებობას მტკიცებულება არ სჭირდება - ეს დებულება აქსიომაა შემდეგი არგუმენტი რომელიც სოფისტებს (ყველა თეისტი ბუნებით სოფისტია) მოჰყავთ არის "ცხოვრების საზრისი" თითონ ცხოვრების აზრის ძებნა ფილოსოფიური სფეროა, რომელიც თავისთავად პირდაპირ კავშირში არ არის ღმერთთან ყველა მცდელობა დაუკავშირო ორი სხვადასხვა თემა ერთმანეთს რომელიც არ ეხება ერთმანეთს არის კვლავ სოფიზმის სფერო
-
სიძულვილის ენის კრიმინალიზაციის შემთხვევაში, ისინი, ვინც ამ ხერხს მიმართავენ, იძულებულნი გახდებიან, რომ ყველაფრის უმცირესობებზე დაბრალების ნაცვლად, ან პრობლემების ლოგიკურ და რაციონალურ მოგვარების გზებზე ისაუბრონ, ან საერთოდ შეწყვიტონ მაღალი ტრიბუნიდან ქადაგება. hate საქართველოს კანონმდებლობა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის კონცეფციას არ ცნობს. არ ისჯება სიძულვილის ენაც, ანუ გარკვეული ჯგუფის, უმთავრესად უმცირესობების, წინააღმდეგ გამოთქმული დისკრიმინაციული ხასიათის გამონათქვამები. სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა ორი სხვადასხვა კატეგორიაა. სიძულვილის ენა გულისხმობს არა რაიმე კონკრეტულ დანაშაულს, არამედ გარკვეული ჯგუფის მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ და დამცინავ მოსაზრებებს. სიძულვილით მოტივირებული დანაშაული (ე.წ. hate crime) თითქმის ყველა დასავლურ ქვეყანაში ისჯება და წარმოადგენს განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებას. ხოლო სიძულვილის ენა (hate speech), მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, არ არის კრიმინალიზირებული, რადგან ამერიკის უზენაესი სასამართლო თვლის, რომ მისი კრიმინალიზება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პირველ შესწორებას და გამოხატვის თავისუფლების პრინციპს. საქართველოში სიძულვილის ენაც და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულიც აქტუალური თემებია, რაზეც ხშირად საუბრობენ არასამთავრობო ჯგუფები. ისინი პრობლემებს არ აზვიადებენ. მედიაში სისტემატიურად ისმის რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციული ფრაზები. 2008 წლის, კონრად ადენაუერის ფონდის კვლევის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 19.1% მხარს უჭერს აგრესიას რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ. 32.4% _ მათი ლიტერატურის განადგურების მომხრეა. ბოლო ხანებში, გახშირდა სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული მსგავსი „კამპანიები". მაგალითად, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე შეიქმნა სპეციალური გვერდი „სიკვდილი ჰომოსექსუალებს", ახლად დაფუძნებული სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ლიდერი მალხაზ გულაშვილი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში არ ერიდება სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი კომენტარების გამოთქმას. ქართულ მედიაში ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც დამამცირებელ კონტექსტში ხდება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების მოხსენიებაც. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ბოლო ხანებში მომხდარი ინციდენტი, როდესაც 'ტელეიმედის~ გადაცემა „სიმართლის დროში" ერთ-ერთ სტუმარს დაუსვეს კითხვა, რცხვენოდა თუ არა მას საკუთარი ეთნიკური წარმომავლობის. აღნიშნულის გამო 'ტელეიმედმა~ მოგვიანებით ბოდიშიც მოიხადა. ერთი სიტყვით, ისეთი ფაქტები, რაც თითქმის ყველა დასავლურ ქვეყანაში სიძულვილის ენად ანუ hate speech-ად ჩაითვლებოდა, საქართველოში კრიმინალიზირებული არ არის. რამდენად მიზანშეწონილი იქნება, არსებული სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, მსგავსი კანონმდებლობის მიღება, შეცვლის თუ არა ეს რეალობას და რა გზები არსებობს იმისთვის, რომ მსგავსი ცვლილებები განხორციელდეს? პირველ რიგში, მხედველობაში უნდა მივიღოთ განსხვავებები ამერიკულ და ევროპულ მიდგომებს შორის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამერიკაში სიძულვილის ენა კრიმინალიზირებული არ არის, თუმცა მთელ რიგ შემთხვევებში, არსებობს საზოგადოებრივი კონსენსუსი, რომელიც ფაქტობრივად უკრძალავს საჯარო პირებს, მათ შორის ჟურნალისტებს, დისკრიმინაციული კომენტარების გაკეთებას. მაგალითად, ცნობილი რადიო კომენტატორ რაშ ლიმბოს შემთხვევა, როდესაც მან ორაზროვანი კომენტარი გააკეთა აფროამერიკელი ფეხბურთელის მისამართით, რის შემდეგაც ლიმბო თანამდებობიდან გადადგა. ამავე დროს, იგივე რაშ ლიმბო რადიოს ეთერში ლაპარაკობდა ამერიკაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში სეგრეგაციის დაბრუნების აუცილებლობაზე, ანუ თეთრკანიანებისა და შავკანიანებისთვის განსაზღვრული სივრცეების გამოყოფაზე. ბევრმა ლიბერალმა აქტივისტმა ლიმბოს ეს ფრაზა „სიძულვილის ენად" შეაფასა, მაგრამ ამას ლეგალური დავა არ მოჰყოლია. ევროპაში სიძულვილის ენის მიმართ რადიკალურად განსხვავებული მიდგომაა. მაგალითად, გერმანიის კანონმდებლობაში არსებობს Vოლკსვერჰეტზუნგ-ის ცნება, რომელიც გულისხმობს სიძულვილის ენის კრიმინალიზაციას. განსაკუთრებულად ისჯება ჰოლოკოსტის უარყოფა და იკრძალება ნაცისტური გერმანიის განდიდება. შვეიცარიაში სიძულვილის ენის გამოყენება სამწლიანი თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ევროპული და ამერიკული გამოცდილების განხილვა ნიშნავს ორი განსხვავებული მოსაზრების გამოკვეთას: პირველი, რომ საზოგადოებამ თავად უნდა მოახდინოს სიძულვილის ენის მარგინალიზაცია, და მეორე, რომ საკანონმდებლო ზომები აუცილებელია იმისთვის, რომ მოსახლეობის დაუცველმა ჯგუფებმა _ უმცირესობებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. აშშ-ში, ევროპისგან განსხვავებით, მიაჩნიათ, რომ საზოგადოებრივი კონსენსუსი მიიღწევა მოქალაქეთა მასობრივი აქტივობის შედეგად. მაგალითად, იმისთვის, რომ სეგრეგაცია და რასისტული დისკრიმინაცია საბოლოოდ დამთავრებულიყო, ამერიკას დასჭირდა სამოქალაქო უფლებების ამოქმედება, რომლის შედეგადაც მიიღეს სამოქალაქო უფლებების აქტი (1964). ევროპაში პრობლემების პირდაპირ საკანონმდებლო გზით მოგვარებას ანიჭებენ უპირატესობას. ჩვენს შემთხვევაში, მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ფონს თუ მივიღებთ მხედველობაში, სიძულვილის ენა, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაისმის, მასობრივი აღშფოთების საბაბი არ ხდება. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მატერიალური პრობლემების მოგვარებას უნდება, რითაც წარმატებით სარგებლობენ ექსტრემისტები და ცდილობენ, დისკრიმინაციული ენით გზა გაიკვალონ _ ყველა პრობლემა მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებს გადააბრალონ. ამ რეალობაში მალხაზ გულაშვილს შეუძლია თამამად თქვას, რომ ქართველი ადამიანის უფლებების დამცველნი იცავენ უმცირესობების უფლებებს და არ იცავენ უმრავლესობისას. ამის თქმის საბაბს მას აძლევს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განუვითარებლობა და, რაც ყველაზე სამწუხაროა, მსგავსი ლოგიკა, უმთავრეს შემთხვევაში, მოსახლეობის გარკვეულ ფენებზე ჭრის. გულაშვილის წინააღმდეგ ისეთი ფართო, მასობრივი კამპანიის დაწყება, რომელშიც ათასობით ადამიანი იქნება ჩაბმული, ამ შემთხვევაში, თითქმის შეუძლებელია, რადგან თავად ეთნიკურ, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებსაც, რომ არაფერი ვთქვათ მოსახლეობის ფართო მასებზე, საქართველოში უამრავი ზოგადი პრობლემა აწუხებთ, მალხაზ გულაშვილის არცთუ ისე გონივრული გამოსვლის გარდა. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, გამოსავალი ისეთი კანონმდებლობის მიღებაა, რომელიც სიძულვილის ენის კრიმინალიზაციას მოახდენს. ამ შემთხვევაში, ის ადამიანები, რომლებიც სიძულვილის ენას მიმართავენ, იძულებულნი გახდებიან, რომ, ყველაფრის უმცირესობებისთვის გადაბრალების ნაცვლად, ან საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემების ლოგიკურ და რაციონალურ მოგვარების გზებზე ისაუბრონ, ან საერთოდ შეწყვიტონ მაღალი ტრიბუნიდან ქადაგება. აუცილებელია, რომ აქტიურად დაიწყოს სიძულვილის ენის კრიმინალიზაციის ლობირება საკანონმდებლო ხელისუფლებაში. ამაში დიდი როლის შესრულება შეუძლიათ მედიას, ადგილობრივ და უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებს. პირველ ეტაპზე, მართებული იქნებოდა, თუ მოხდება ქართულ მედიაში უკვე არსებული უამრავი ფაქტის შეკრება და გაანალიზება, ხოლო შემდგომ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა. ამას არ დასჭირდება მასობრივი მოძრაობები და საუკუნოვანი ბრძოლა, არამედ კონსენსუსი ქართულ მედიაში, არასამთავრობოებსა და ხელისუფლებაში, რომლის საფუძველიც უნდა იყოს იურისტებსა და სამართლის სპეციალისტებს შორის დავა დეფინიციების განსაზღვრისა და მართებულობის ირგვლივ. ამ პრობლემის მოგვარებაში გადამწყვეტი როლი შეიძლება შეასრულონ საქართველოს ევროპელმა მეგობრებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქვეყნის კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზებით. ეს ფაქტორი დამატებით და მნიშვნელოვან წნეხს შეუქმნის საქართველოს ხელისუფლებას. ევროკავშირის და ეუთო-ს წარმომადგენლებმა 19 მარტს უკვე გააკეთეს ზოგადი განცხადება და მთავრობებს ინტერნეტში გავრცელებული ისეთი აქტების გამოძიება ურჩიეს, რომლებიც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულსა და სიძულვილის ენას შეიცავს. საქართველოს პრობლემა ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ინტერნეტში მსგავსი დანაშაულებების რეგულირება: საქართველოს კანონმდებლობა საერთოდ არ ცნობს ამ ორ სამართლებრივ კონცეფციას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ამერიკელმა ხალხმა გაიარა რასიზმის თითქმის ორასწლოვანი ისტორია, რომ სამოქალაქო უფლებების აქტი მიეღოთ. საქართველოს 21-ე საუკუნეში მსგავსი ფუფუნება არ აქვს; ჩვენთვის უფრო ღირებული იქნება ევროპის პატარა თუ დიდი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და სიძულვილის ენის ამგვარად პრევენცია. ეს ხელს შეუწყობს არა მხოლოდ უმცირესობების პრობლემების მოგვარებას, არამედ მთლიანად პოლიტიკური და მედია დისკურსის რაციონალიზაციას. ევროპას ერთხელ უკვე ჰქონდა იმის გამოცდილება, თუ როგორ დააბრალეს ფაშისტებმა ყველა პრობლემა ეთნიკურ და სექსუალურ უმცირესობებს. http://liberali.ge/node/2198
-
აქ ფილოსოფიის 5 წუთია?
-
analgin არანაირად არ ტეხავს. ერი არის წარმოსახვითი საზოგადოება.. კარგი წიგნია ამის შესახებ, შეგიძლია გაეცნო http://www.gumer.info/bibliotek_Buks/Sociolog/anders/index.php ჩვენიც, რომ იცოდე, რა თქმა უდნა ისე არა როგორც აშშ-ში, მაშტაბები არ არის იმხელა, მარა საქართველოც მულტინაციონალისტური და მულტიკულტურულ საფუძვლებზე დგას ტრადიციულ ერების მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მაგალითად ზანგი ფრანგიც ფრანგია და თეთრკანიანი ფრანგიც ფრანგია. არ გეწყინოს მაგრამ ეს შენი წარმოდგენებია, ვიდრე რეალური სიტუაცია
-
ერთია მოწინააღმდეგეს უცხო ძალა რომ ამარაგებს მეორეა როცა უშვალოდ ჩართულია კონფლიქტში. სსრკ-ფინეთის ომში, ფინელებს იარაღით, რესურსებით და ასევე სამხედროებითაც (ოფიცრებით) ფაშისტური გერმანია ეხმარებოდა, ხოლო დანიელები, შვედები და ნორვეგიელების მთელი მოხალისეთა რაზმები ჩადიოდნენ ფინელების დასახმარებლად. თუმცა ამის მიუხედავად ეს არ ნიშნავს რომ ის კონფლიქტი გერმანია-სსრკ-ს კონფლიქტი იყო და არა ფინურ-სსრკ-სი ისიც გემახსოვრება რომ გადატრიალება ავტონომიურმა რესპუბლიკამ უკანონოდ ცნო. ამის გარდა ისიც გემახსოვრება, რომ ის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ზვიადის დროს შეიქმნა და ახალმა მოსულმა ხელისუფლებამ ძველი 1921 წლის კონსტიტუცია აღადგინა. ასე რომ კიტოვანიც და იოსელიანსაც ისინი ოფიციალურად უკანონო ხელისუფლებად აღიარებდნენ და მათი შესვლა არ იყო მათთვის მთლად კანონიერი
-
გილოცავ მომავალო პრეზიდენტო ყველაფერ კარგს გისურვებ
-
2003 წელს მოხდა რევოლუცია და იმ დრიდან 2008 წლამდე ის კონფლიქტი ოფიციალურად ქართულ-აფხაზურ ომად ითვლებოდა. სკოლების სახელმძღვანელოებში შეგიძლია ნახო, 2003-2008 წლებში ის კონფლიქტი როგორ მოიხსენება და როგორი იყო ამ კონფლიქტის ინტერპრეტაცია. 2008 წლიდან ახალი ინტერპრეტაცია მოხდა ამ კონფლიქტის და მას ქართულ-რუსული კონფლიქტი უწოდეს ძალიან იდეოლოგიზირებულია ბოლო 20 წლის ისტორია, ზედმეტად. ობიექტურობა 0
-
მოდი ერთ რამეს გეტყვი. ყველა იტალიელი ამერიკაში ჩასული არის ამერიკელი, მარა გარკვეულწილად არ კარგავს თავის იტალიელობას, ესევეა ირლანდიელიც. ამერიკის ჯარში მსახურობენ, ამერიკელი პატრიოტები არიან ერთი სიტყვით. არ დაივიწყოს იმ სომეხმა რომ სომხური წარმომავლობის არის, მარა მსგავსად ამერიკელ იტალიელებისა ისიც ქართველი სომეხი გახდეს. მეორე არის რწმენა, პირველ რიგში რწმენას რაც შეეხება, მე ისე გავაკეთებდი რომ მავიანთი წმინდა წიგნები ქართულად მიუწვდებოდეთ. მაგალიტად სპეციალურად დავურიგებდი ყორანს და დავურიგებდი სპეციალურად ყველა ქართულ მეჩეთს, ყველა მაჰმადიანს, რათა ისინი თავიანთ სარწმუნოებაზე ინფორმაცია ქართულად მიუწვდომოდეთ, ასევე სომხურ რელიგიურ სტატიებს, დოგმებს, წიგნებს ვთარგმნიდი ქართულად და ისე მივაწოდებდი სომხებს და ა.შ და ამას პირველ რიგში გავაკეთებდი იმიტომ რომ ქართული გახდეს მათი მთავარი ენა. გაცილებით მეტი პერსპექტივა ჰქონდეთ მათ ქართული ენის ცოდნით ვიდრე მაგალითად სომხურის და აზერბაიჯანული ენის ცოდნით. ხოლო მოთხოვო რომ სარწმუნოება შიეცვალონ, ყველაზე კრეტინული ნაბიჯია რისი გაკეთებაც კი შეიძლება. აბა რატომ შეინიშნება სომხების ქართველ გვარზე გადასვლის პროცესი Grig ინტერნაციონალიზმი არის საჭირო როცა მრავალეთნიკური სახელმწიფო ერთ ორგანიზმად უნდა შეიქმნას და მერე უკვე რომ ერთ ნაწილად გადაიქცევა ნაციონალიზმის ტალღა ამთავრებს ამ ერთ ორგანიზმად შექმნის პროცეს. ჩვენ ჯერ არ ჩამოვყალიბებივართ და უკვე ნაციონალიოზმს ვაწვებით.. პ.ს ანდერსონის "წარმოსახვითი საზოგადოება" წაკითხული გაქვს?
-
შეიძლება მაშინ ჩაითვალოს 92-93 წლის კონფლიქტი აფხაზეთში, სამოქალაქო ომად? თუ ჩვენ ორივენი ერთი ერის ნაწილნი ვართ, მაშინ კომფლიქტი პოლიტიკური ხასიათისაა და პოლიტიკური ხასიათის კონფლიქტი. და მეორე, თუ კი აფხაზეთბი და ოსები ჩვენი ერის ნაწილნი არიან, რამდენად სამართლიანი და კარგი ნაბიჯი იქნება, ომში დაღუპულთა მემორიალზე არა მარტო ქართველების, არამედ აფხაზების და ოსების სახელებიც იყოს დაწერილი.
-
ყველა საქართველოს მოქალაქე ქართველია? თვლით რომ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხები, ქვემო ქართლელი აზერბაიჯანლები, ოსები, აფხაზები, ქურთები, ასირიელები, ქისტები, ჩეჩნები და ა.შ არიან ქართველი ერის ნაწილი?
-
ანტიეროვნულიო ხო იცი ადამიანის ფსიქოლოგია, თავის ცუდს სხვას აბრალებს ხოლმე ალბათ შენ ლიბერალურ-ნაციონალიზმზე და სოციალურ-ნაციონალიზმზე არაფერი გსმენია ხო იცის ეს, წიგნების უკითხაობამ
-
GeoStream შენ შეგიძლია გაიხსენო წინა საუკუნის 20-30-იანი წლები, მარა მას შემდეგ თავად ფაშიზმის იდეამ ისეთი დისკრედიტაცია განიცადა, რომ ფენიქსივით რომ გაცხოცხლდეს ამის უნარი არ აქვს. თუ დააკვირდები, II მსოფლიო ომის შემდგომი ფაშისტური რეჟიმები ძალიან მოკლევადიანი რეჟიმები აღმოჩნდნენ. მეორც, ჩვენი პოლიტ. ელიტა დამოკიდებულია უცხოურ რესურსებზე (ფულზე, იარაღზე და ა.შ) მსგავს რეჟიმს ესე აშკარად არავინ დაუჭერს მხარს და შესაბამისად ჩვენ აქ არ გაგვაჩნია ისეთი რესურსები, რომ დამოუკიდებლად იარსებობს მსგავსმა რეჟიმებმა. მსგავს რეჟიმები ძალიან დიდ რესურსებს მოითხოვენ, საქართველო კი უცხოურ რესურსების გარეშე ვერ უზრუნველყოს.