-
პოსტები
7.011 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
51
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Nukriko
-
კარგი ანეკდოტი იყო
-
ვახუშტი ბაგრატიონი ქართველებზე – ხოლო ანაგებით არიან კაცნი და ქალნი შვენიერნი,ჰაეროვანნი,შავ თვალ-წარბ-თმოსანნი,თეთრყირმიზნი,იშვით შავგვრემან და მოყვითან,იშვით თვალჭრელ და გრემანი,და მწითურ ანუ თეთრ . . . . წერწეტნი, უმეტეს ქალნი,იშვით სქელნი.მხნენი,მუშაკნი,ჭირთა მომთმენნი,ცხენსა ზედა და მხედრობათა შინა კადნიერნი,მკვირცხლნი, მსწრაფლნი სალაშქროთა შინა ახოვანნი,საჭირველთ მოყვარენი,ამაყნი,ლაღნი, სახელის მაძიებელნი(ესრეთ,რამეთუ თვსთა სახელთათვის არა რიდებენ ქვეყანასა და მეფესა თვისსა),სტუმართა და უცხოთ მოყვარენი,მხიარულნი (უკეთუ ორნი ანუ სამნი არიან,არარაჲ შეიჭირვიან),უხვნი(არცა თვისსა და არცა სხვისას კრძალვენ),საუნჯეთა არა მმესველნი,გონიერნი,მსწრაფლმიმხდომნი, მჩემებელნი,სწავლის მოყვარენ (არამედ არს ჟამი რაოდენიმე, არღარა ისახელების ცოდნა,თვინიერ წიგნის კითხვისა და წერისა,გალობა-სიმღერისა და სამხედროსაგან კიდე და ჰგონებენ დიდმცოდინარობად),ურთიერთის მიმყოლნი,სიკეთის დამსწავლელნი და მიმგებელნი,სირცხვილის მდევარნი, კეთილ ბოროტზედ ადრე მიმდრეკნი,თავხედნი,დიდების მოყვარენი, თვალმგებნი და მოთაკილენი ხოლო რომელნი მთათა შინა სცხოვრებენ, მსგავსი ნადირთა,გარნა გონიერნი. არჩილ ჯორჯაძე – ქართველს აქვს თავისი საკუთარი ხასიათი და ტემპერამენტი.მას მეტად უყვარს საკუთარი თავი;პირადობა მისი ბატონია,საზოგადო საქმე ძალდატანებაა.იგი მალე ინთება,ხოლო უმალვე ჰქრება.მისი ენთუზიაზმი უფრო ფიზიოლოგიურია,ვიდრე ფსიქიური.იგი შრომობს,ხშირად ბევრსაც შრომობს,ხოლო მის შრომას გაუტანლობის ნიშნები ატყვია.არ უყვარს საერთო მუშაობა.იგი ინდივიდუალისტია.ჯგუფობრიობა სულს უხუთავს.იგი განზე იწევა,არ უთმობს გზას იმას,რაც საჭიროა საერთო საქმის გაკეთებისთვის.საერთო საქმე მას არ ეხერხება.შესაძლებელია ეს უკულტურობის ნიშანი იყოს,მაგრამ უკულტურობის გარდა საჭიროა ეროვნულ თვისებების მხედველობაში მიღება.ქართველი ინტელიგენტი არსებითად საამქვეყნო კაცია,მისი სიცოცხლის ფესვები აი ამ მიწაშია ჩაფლული, რომელზედაც დგას.მას უყვარს მზე,ლაყბობა,ოხუნჯობა,იგი გულუბრყვილოა, მაგრამ თავს არ ივიწყებს.მას მეტად უყვარს თავისი ხორცი,თავისი კეთილდღეობა.ამიტომ არის იგი ხშირად ფარისეველი,როდესაც სასწორზე "პირადი" და "საზოგადო" იწონება. დიმიტრი უზნაძე – ქართველს აკლია დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ,რომელსაც ვერავთარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს;მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი,თავდავიწყებითი ჭაპანის წევა.პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება,როგორც დიდი საქმეებისა.ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს.მისი გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქს.გული აინთება-ნებაც მოქმედებს,მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება.იშვიათია ჩვენში ისეთი ადამიანი,რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს.პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის;დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ,მაგრამ გული მანამდე ცივდება,სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს,და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება.ამიტომ არის,რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და ბედნიერი მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით. საკუთარ საქმეს კი გამბედაობა და ინიციატივა ეჭირვება და ჩვენს ხალხს ეს აკლია;უამისობაა,რომ ჩვენ სხვის საწველ ფურად გვაქცევს და საკუთარ დოვლათს სხვების საკეთილდღეოდ გვადებინებს. აქტიური ხასიათი,ძლიერი ნება – აი,რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული.ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ,რომ ღატაკნი ვართ,არამედ ღატაკნი მიტომ ვართ,რომ გლახები და მონები გახლავართ,და თუ რამ გვჭირია, ყოვლის უწინარეს,აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო”. ოთარ ჭილაძე – მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვაცხადებ,ხუთი წუთიც არ ყოფილა მეგობრული ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის.სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთი არ შეიძლება საქართველოს მეგობარი იყოს.მას შემდეგ,რაც საქართველო უნებლიე დაბრკოლება აღმოჩნდა სამხრეთისკენ დაძრული რუსეთისთვის,თავისთავად გადაწყდა ჩვენი ურთიერთობის სახეობაც:ჩავყვებით თუ ჩაგვითრევს, დავუჩოქებთ თუ დაგვაჩოქებს,ორივე შემთხვევაში მაინც ერთნაირად უნდა მოგვსპოს,რათა თავად აღორძინდეს,კიდევ უფრო განავრცოს საზღვრები და თუნდაც ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს საწადელს.რაც მთავარია,იმდენად სჯერა სამართლიანობა საკუთარი მიზნისა თუ სურვილისა, ვეღარ ამჩნევს, დრო რომ იცვლება.მართალია ნელა,მაგრამ იცვლება ფსიქიკაც და დღეს აღარავინ დააპყრობინებს რუსეთს კონსტანტინეპოლს,რაც არ უნდა «ქრისტიანული» იყოს მისი მისია.მაგრამ ის მაინც ჯიუტად აგრძელებს თავისას,ანუ, ჯიუტად ცდილობს ჩვენს აღგვას პირისაგან მიწისა და ჩვენც მლიქვნელური ღიმილითა და კუდის ქიცინით ველოდებით,როდის გადაგვსანსლავს ერთხელ და სამუდამოდ… ნოე ჟორდანიას სიტყვა,წარმოთქმული 1920 წლის 14 იანვარს,დამფუძნებელი კრებაზე,საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო – ჩენი დღევანდელი ცხოვრება და მომავალი გზა–კვალი მჭიდროთ გადაეჯაჭვა დასავლეთს და ამ კავშირის გაქარწ####ბა არ ძალუძს არავითარ ძალ–ღონეს . . . ასეთია ბატონებო ახალი საქართველო და ის წარსდგა ევროპის წინაშე მსჯავრის მისაღებად.წავრსდექით არა მოწყალებისათვის,არამედ უფლებისათვის და მათ გვკითხეს – რა მოგაქვთ?ჩვენ ვუპასუხეთ:მოგვაქვს 2 წლის კულტურა,ბუნებით მდიდარი და მშვენიერი ქვეყანა,მოგვაქვს უაღრესი დემოკრატიული წყობილება,დემოკრატიული შემოქმედება და ვითხოვთ შესაფერ ადგილს აზიის გზის ყურეში . . . აქ არის დიდი ბრიტანია – სამშობლო კულტურის დიდი წარმოების და თავისუფალი მმართველობისა.აქ არის საფრანგეთი – სამშობლო დიდი რევოლუციისა და პირველი მოციქული ადამიანის უფლებებისა.აქ არის შეერთებული შტატები სამშობლო დიდი დემოკრატიისა და პოლიტიკური შემოქმედებისა.აქ არის მშვენიერი იტალია – ეს ცოცხალი ხიდი ძველი და ახალი ცივილიზაციისა,ისეთი ცხელი მზით და მკვირცხლი ხალხით,როგორიც ჩვენი მზე და ჩვენი ხალხია . . . დასავლეთი და აღმოსავლეთი – აი ეს კითხვაა ჩვენს წინაშე დასმული და აქ ყოყმანი შეუძლებელია.ჩვენ მუდმივად ვირჩევდით და ვირჩევთ დასავლეთს . . . გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს და მის ევროპასთან დაკავშირებას
-
ათეიზმი ჭეშმარიტებაა ღმერთის არ არსებობა აქსიომაა ყველანაირი მტკციებულება ღმერთის არსებობის (რომელიც სინამდვილეში არ არის ღმერთის არსებობის მტკიცებულებ) არის სოფიზმი თეიზმი სოფისტია თავის ბუნებით, მას სხვანაირად არ შეუძლია, რადგან აბსურდს ამტკიცებს, აბსურდის მტკიცება კი სოფიზმის გარეშე შეუძლებელუია ;)
-
ბობი სენდსი ჩემი საყვარელი ისტორიული ფიგურაა, მაგარი ტიპია რა, მიყვარს ესეთი იდეინიი ტიპები
-
ვინ არის აზრზე ამ თამაშის სასწრაფოდ დაწეროს რამე
-
როგორ დავამარცხოთ რუსეთი მეორე ომის შემთხვევაში
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
asesino_141 მე ჯერ ანარქისტი ვარ, მერე სოციალისტი და ბოლოს ვარ უკვე ლიბერალი -
როგორ დავამარცხოთ რუსეთი მეორე ომის შემთხვევაში
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ომის დროს რეზერვში გამოვცხადდი, თბილისსში ჩამოსული კი მივედი როგორც მოხალისეთ, თბილისის დაცვაზე რომ დადგა ამბავი და იარღი არ მომცეს. მე ერთ რამეს ვიტყვი, თუ კი პარტიზანული ან თუნდ ტერორისტული ომს დავიწყებთ, მე შევუერთდები ამ ომს, სხვა დანარჩენ შენთხვევაში, თუ კი ქართული საზოგადოება შეეგუება ოკუპანტს, მე ამ ქვეყნიდან წავალ და უცხოეთიდან შევეცდები რამე გავაკეთო. ალბათ შენ ხარ ის ისტორიის მასწავლებელი რომელიც მე მჭირდება -
როგორ დავამარცხოთ რუსეთი მეორე ომის შემთხვევაში
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
2 რამე რომ ექნათ ქართვეკლებს 1) ელიტა რომ მოიცილონ 2) მასობრივი წინააღმდეგობა რომ გამოუცხადონ დამოუკიდებლობას შეინარჩუნებენ, თუნდ პარტიზანულ-ტერორისტულ ომით მაგრამ როგორც ვხედავ ვატყობ, ბევრი წავა რუსებთან თანამშრომლობაზე, კომFორტის გამო თორე ისე შესაძლებელი არის დამოუკიდებლობის შენარჩუნება ომის შემთხვევაშიც კი -
ძალიან კომიკური ფიგურაა ეგ თქვენი ვერა
-
როგორ დავამარცხოთ რუსეთი მეორე ომის შემთხვევაში
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn რომ შემოვიდეს, მერე ეტყვი დაიცა ეკონომიკურად უნდა დაგამარცხოვო და თავისუფლება ისე შევინარჩუნოვო ) -
როგორ დავამარცხოთ რუსეთი მეორე ომის შემთხვევაში
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვეფხვი სანამ რამეს დააბრალებდე ადამიანს ჯერ ისტორიას გაეცანი 1904-1905 წლებში რუსები ნიკოლოზ II-ის მთავარსარდლობით რომ დამარცხდა იაპონიასთან და თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ, ეს ალბათ არ გეცოდინებოდა (ისტორიის გაკვეთილზე შატალოზე იქნებოდი ) http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A0%D1%83%D1%81%D1%81%D0%BA%D0%BE-%D1%8F%D0%BF%D0%BE%D0%BD%D1%81%D0%BA%D0%B0%D1%8F_%D0%B2%D0%BE%D0%B9%D0%BD%D0%B0 არა ომამდე ) ძუკუ მიზანი იყო იმ ომის დაეპყროთ ფინეთი და კვლავ რუსეთის იმპერიის (სსრკ-ს) ნაწილი გაეხადათ, სანაცვლოდ მიიღეს უამრავი მსხვერპლი, რამოდენიმე პატარა ტერიტორია და მისია მაინც შეუსრულებელი დარჩათ. ასე რომ მისიის შეუსრულებლობა არის სწორედ დამარცხება ;) -
როგორ დავამარცხოთ რუსეთი მეორე ომის შემთხვევაში
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
პოლონელებს მოსკოვი ჰქონდათ აღებული (მაშინ ესე რუსეთი არ არსებობდა) მონღოლებმა დაიპყრეს და მოსკოვი მათ შორის ვასალი გახდა რუსეთის ომში დამარცხებებს 20-ე საუკუნეში გეტყვი 1) იაპონიასთან დამარცხება 2) პოლონეთთან დამარცხება 3) ფინეთთან დამარცხება 4) ავღანეთში დამარცხება 5) ჩეჩნეთის პირველ ომში დამარცხება -
როგორ დავამარცხოთ რუსეთი მეორე ომის შემთხვევაში
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რეზერვში 18 დღიანშიც ვიყავი და 7 დღიანშიც ომის დროს 3 დღე ვიყავით, ბრძანება იყო გამოვცხადებულიყავით და გამოვცხადდი. რომ ჩაგვიყვანეს, მეორე დღეს ოფიცერი აღარ იყო, არ ვიცი წავიდა თუ რა ქნა, მარა ასეული და ზოგადად რეზერვის დიდი ნაწილი ოფიცრების და ბრძანების გარეშე დავრჩით. მესამე დღეს ბრძანება იყო ჩაგვებარებინა იარღი და ავტობუსებით უკან გამოგვიშვეს ;) მორალური გახრწნა იწყება იქიდან როცა ქართველები ზვიადის და ედიკას გამო ერთმანეთს ხოცავენ ;) -
როგორ დავამარცხოთ რუსეთი მეორე ომის შემთხვევაში
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მაშ რეზერვში რატომ წავედი ჩემი ნებითა ომის დროს? ;) ხოლო ვის კიდია ფეხებზე ძალიან კარგად ჩანს (სწორედ ყვირალა "პატრიოტებს" რომლებიც პირველები გარბიან ქვეყნიდან) -
როგორ დავამარცხოთ რუსეთი მეორე ომის შემთხვევაში
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
) "სისხლის ბოლო წვეთამდე უნდა ვიბრძოლოთ" ამას რომ იტყვიან ხოლმე, მერე ტკბებიან საკუთარ თავის "პატრიოტიზმით" -
როგორ დავამარცხოთ რუსეთი მეორე ომის შემთხვევაში? რა ისწავლა ქართულმა ჯარმა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, რა სამხედრო სტრატეგია შეიმუშავა საერთოდ შეიმუშავა ახალი სამხედრო დოქტრინა მთავრობამ? აი ხვალე შემოდის რუსი, რითი უნდა შევაჩეროთ ოკუპანტები?
-
ჯერ ესერთი დარგები არის რომელიც ვითYარდება, მეორეც ხელისუფლება და ზოგადად საქართველო უცხო ქვეყნის რესურსებით არსებობს და მესამეც ეს რესურსები არ შეწყდება კიდე კარგი ხანი, ასე რომ ნუ ნერვიულობ.. მე რაც შემეხება, მე მაქვს კონტრაქტები, ძირითადად 2 თვიანი და ამ კონტრაქტებით ვირჩენ თავს ;)
-
მე პირადად ამ თემის პათოსზე (დააშინო ხალხი, აი თუ ჩემნაირ მორალურ კრიტერიუმებს არ დაიცავთ დაგერხათ, გაბოზდებით) მაგარს ვკაიფობ )
-
მსოფლიო ბანკის ეს ანგარიში გვეუბნება, რომ საქართველო არის მსოფლიოსი ყველაზე დიდი ჩრდილოვანი ეკონომიკის მქონე ქვეყანა – 68,8% მთელი ეკონომიკის არის ჩრდილოვანი. აი აქ იხილეთ თვითონ ანგარიში http://www-wds.worldbank.org/external/default/main?pagePK=64193027&piPK=64187937&theSitePK=523679&menuPK=64187510&searchMenuPK=64187511&entityID=000158349_20100719131253&cid=3001_4
-
პატრიოტიზმი ერთგვარი ფორმით გაჩნდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში და ეს უკავშირდებოდა ახალი თაობის, ე.წ. თერგდალეულებს გამოჩენას. თუმცა მათ ასეთი ტერმინოლოგიური დაყოფა არ ჰქონიათ, ისინი არ გამოდიოდნენ და არ იძახდნენ - ჩვენ ვართ პატრიოტები! აქ იყო ლაპარაკი მამულზე, მამულიშვილობაზე, რაც პატრიოტობის ერთგვარი შემცვლელი სიტყვა იყო. მამული “პატრიას” თარგმანად შეიძლება ჩაითვალოს, - პატრია ანუ სამშობლო. შემდგომში, რომ გადმოვიდეთ დღევანდელ დღეს, სადაც პატრიოტიზმი სახელმწიფო იდეოლოგიის რანგშია აყვანილი დღევანდელი მმართველი ძალის მიერ, - მე ეჭვი მეპარება, რომ პატრიოტიზმის ეს ფორმა თვისობრივად ახალი მოვლენა იყოს. ეჭვი მეპარება, რომ იგი აუცილებლად გაჩენილიყო საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. უნდა ითქვას, რომ ეს არის საკმაოდ მცდარი დებულება, პატრიოტიზმის ის იდეა, რომელიც 80-იანი წლების ბოლოს ძალიან აქტიურად გაისმოდა მთელ ქართულ ეროვნულ მოძრაობაში და მედიაში, როცა ყველანი ლაპარაკობდნენ პატრიოტიზმზე - ეს იყო ფაქტიურად იმ პატრიოტიზმის ფორმის გაგრძელება, რომლის ავტორიც არის იოსებ ბესარიონის ძე სტალინი. აი ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იმ თვალსაზრითითაც, რომ თავდაპირველად ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსული ბოლშევიკები, დაუპირისპირდნენ და ჩამოიცილეს პატრიოტიზმის ის იდეა, რომელიც უკავშირდებოდა ნაციონალიზმს, მიუხედავად იმისა, რომ ეს 2 სხვადასხვა ტიპის მოვლენაა. ისინი გაემიჯნენ ნაციონალიზმს და პატრიოტიზმს, როგორც ნაციონალიზმის ერთგვარ იდეოლოგიურ ან რელიგიურ თაყვანისცემის ფორმას. მათ გამოაცხადეს, რომ პატრიოტიზმებს და ნაციონალიზმებს ჩვენ მივყავართ დიდ კატასტროფებამდე, ეს უკავშირდება იმპერიალიზმს. პირველი მსოფლიო ომი გამოაცხადეს, როგორც ნაციონალიზმების და იმპერიალიზმების შეტაკება, რომელმაც უზარმაზარი მსხვერპლი და უბედურება მოიტანა. მათ ამის სანაცვლოდ წამოაყენეს, გააცოცხლეს ის იდეა რომელიც თავდაპირველად შექმნა ადრეულმა ქრისტიანობამ, სახარებამ, პავლე მოციქულმა - არ არსებობს დაყოფა ადამიანების ნაციონალური ნიშნით, ყველა ადამიანი არის თანასწორი. მე-19 საუკუნეში მარქსიზმმა გააცოცხლა ეს იდეა და ბოლშევიკებმა სცადეს მისი განვრცობა. რა თქმა უნდა ეს იყო პირველი, დიდი ფორმა კოსმოპოლიტიზმისა, რომელიც დაუპირისპირდა ნაციონალიზმს, სეპარატიზმს და მის სანაცვლოდ ყველა ადამიანი, - დამოუკიდებლად მისი წარმომავლობისა, სქესისა, რასისა, ეროვნებისა, ეთნოსისა - გამოაცხადდა თანაბრად. შემდგომში კი უკვე 20-იანი წლების ბოლოს და განსაკუთრებით 30-იან წლებში ეს პარადიგმა შეიცვალა. ეს უკავშირდება იმას, რომ სტალინმა მოახერხა ხელისუფლების საკუთარ ხელში მოქცევა, მან ფიზიკურად გაანადგურა ყველა პირველი თაობის ბოლშევიკი და რადიკალურად შეცვალა იდეოლოგია. სტალინი დაუბრუნდა ნაციონალიზმს, ზუსტად იმ ნაციონალიზმის ფორმებს, რომელიც მე-19 საუკუნეში არსებობდა და ამას მისცა უკვე წითელი შეფერილობა ანუ საბჭოთა იდეოლოგიას მოარგო. ნაციონალიზმი არის ერთი ნაციის, ერის წინ წამოწევა, მისი სამყაროს ცენტრში დაყენება, სადაც ყველაფერი უნდა ემორჩილებოდეს ამ ნაციის, ამ კონკრეტული ერის ინტერესებს.Eეს ფაქტიურად, უკვე მე-20 საუკუნეში, გადაიზარდა და შეესისხლხორცა სახელმწიფოებრიობის იდეას. არსებობს ნაციონალიზმის მეორე ფორმა, რომელიც უფრო დამახასიათებელი იყო საბჭოთა ხალხებისათვის და რომლის გაგრძელებაც მოხდა სწორედ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში - ეთნოცენტრისტული ნაციონალიზმი, როდესაც ერთი ეთნოსი იგივდება ნაციასთან, არა სახელმწიფოსთან, რომელშიც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, არამედ ერთ კონკრეტულ ეთნოსთან. “ერთი სისხლი”, “გენეტიკურად ერთი” - ეს ფაქტიურად ის ტერმინოლოგიაა, რომელიც 20-იან, 30-იან წლებში ძალიან სახიფათოთ და ბოროტად გაავრცელა გერმანულმა ნაციონალ-სოციალიზმმა და შემდგომში ნაციონალიზმის ამ ექსტრემალურმა გამოვლინებამ - ფაშიზმმა შემოიტანა, - ეს არის მიწის და სისხლის ერთიანობის თეორიაა. ეს არის ფაშისტური იდეოლოგიის მთავარი პრინციპი, რომელიც სწორედ ნაციონალიზმის რადიკალური ფორმა იყო. თავისთავად ნაციონალიზმი არანაირად არ არის მშვიდობიანი, ის წარმოშობს აზროვნებისას იმ ფორმას, რომ, მაგალითდ, მე თუ ვარ ქართველი და ვდგავარ ქართულ მიწაზე, ე.ი. ეს არის ჩემი საკუთრება და აქ ფეხის დადგმის უფლება არავის არ უნდა ჰქონდეს, ან თუ დაადგამს მე უნდა მემორჩილებოდეს. ჩვენ გავიხსენოთ 80-იანი წლების ბოლოს ყველაზე ცნობილი ლოზუნგები: “საქართველო ქართველებისათვის”, “არც ერთი არაქართველი ქართულ მიწაზე”... ძალიან საინტერესო იყო მეორე მომენტი, სწორედ სისხლით ერთობის იდეების და სისხლით ერთობის თეორიები - “გენეტიკურად ქართველი”, “ქართული სისხლი” და ა.შ. მაშინ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამას დაუპირისპირდა და ამის წინააღმდეგ ხმა ამოიღო ზაალ ქიქოძე იყო, ცნობილი არქეოლოგი და პალეოანთროპოლოგი. კიდევ ერთი მომენტი – “სტუმრების” თემა: ყველა ის არაქართველი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა, “სტუმრად” იყო მიჩნეული, ჩვენ ვართ მასპინძლები, სტუმრებს უნდა ახსოვდეთ, რომ სტუმრები არიან და ოდესღაც უნდა დაბრუნდნენ თავიანთ მხარეში. ეროვნული მოძრაობის კიდევ ერთი ლოზუნგი იყო, რამაც უზარმაზარ კატასტროფამდე მიგვიყვანა, ის რომ აფხაზების სამშობლო არ არის ზღვისპირა ტერიტორია, ისინი მთიდან ჩამოსულები არიან და თუ მათ საკუთარი სახელმწიფოს შექმნა უნდათ, მაშინ უნდა გადაბრძანდნენ იქ საიდანაც ჩამოსულან. გავიხსენოთ 1988 და 1989 წლებში რა პათოსი იყო “ლიტერატურული საქართველოს” პუბლიკაციებში - ოსებს არ უნდა მივცეთ 2 შვილზე მეტის გაჩენის უფლება, იმიტომ რომ სწრაფად მრავლდებიან ან მაჰმადიანები სწრაფად მრავლდებიან, აზერბაიჯანელები, ჩვენ ეს უნდა დავარეგულიროთ... იმის ნაცვლად რომ ქართველს ეცადა, ეთნიკურად არაქართველებისათვის ქართული ეროვნული ცნობიერება ჩაენერგა, მოეხდინა მათი ინტეგრაცია, გვეთქვა რომ ჩვენ ერთნი ვართ და აქ ვინც ვცხოვრობთ ყველანი საქართველოს ნაწილები ვართ - ამის ნაცვლად გაჩნდა ზღვარი ეთნიკურად ქართველსა და არაქართველს შორის. შესაბამისად ეს ხალხი გავაუცხოვეთ და ვუთხარით, რომ ისინი არ იყვნენ ქართველები.