-
პოსტები
7.011 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
51
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Nukriko
-
მორწმუნეებს და ათეისტებს.....მართლა გჯერათ?
Nukriko replied to lasha_alo's თემა in რელიგია და ფილოსოფია
lasha_alo ესეთი მოვლენები არ არსებობს, მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ მსგავსი მოვლენები ან აფიორაა (ტრიუკი) ან მეცნიერულად ჯერ არ ახსნილი, მერე ხსნიან და ჩვეულებრივი რამე აღმოჩნდება ხოლმე -
http://www.myvideo.ge/?video_id=1015650 ჰაე ჰუე ჰაე ტაში, ტუში, ტაში
-
მორწმუნეებს და ათეისტებს.....მართლა გჯერათ?
Nukriko replied to lasha_alo's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ესეთი რამე არ არსებობს და თუ არსებობს დაასახელე აბა -
უნდა დავიკიდოთ, არარაობები არ არსებობენ, ისინი არ უნდა შემჩნიო კაცმა http://www.myvideo.ge/?video_id=1013255
-
ფორუმი იყო შენობა რომში სადაც საზოგადოების თავშეყრის ადგილი იყო და სადაც ერთმანეთს საზოგადოება აზრს უზიარებდა და მსჯელობდა სხვადასვა საკითხებზე ფორუმის Форум в республиканский период стал центром политической, религиозной и экономической жизни Рима
-
შეხვდერის მომხრე ვარ, თუ ძალიან არ გადადეთ, მერე შეიძლება წავიდე
-
მე ფორუმ.გე-ზე 2007 წელს დავრეგისტრირდი და მახსოვს რამდენად გახსნილი და რამდენად სხვანაირი იყო ფორუმი, ლანძღვა რამდენადაც მახსოვს და მსგავსი გამოხტომები ისე ხშირად არ იყო, როგორც დღესაა. მაშინ ძირითადად ილანძღებოდნენ ზვიადისტები და ლანძღავდნენ "პუტჩისტებს" ეს იყო და ეს. დღეს რადიკალურად სხვა სიტუაციაა აშკარად ხედავენ საფრთხეს ფორუმებიდან და ამიტომაც დაიწყეს იმის გაკონტროლება, რასაც აქამდე ვერ აკონტროლებდნენ
-
არ ვიცი თქვენ იგივე ნაირად გაქვთ თუა რა, მარა რაღაცას თუ დაწერ (განსაკუთრებით სააკაშვილის წინააღმდეგს) ფორუმ.გე-ზე პ.მ ვიღაც სლეები, რაღაც სლეობებს წერენ (ილანძღებიან დედაკაცებივით) ეს უკვე ერთი და ორი შემთხვევა არ არის, უკვე მეზიზღება პოლიტიკის განყოფილებაში შესვლა იქ და საერთოდ იმ ფორუმზე შესვლა, მგონი ამას არა ჩვეულებრივი იუზერები, არამედ რომელიღაც სახელმწიფო სამსახური აკეთებს, თქვენ როგორ გგონიათ? აკონტროლებს თუ არა სახელმწიფო სამსახური ფორუმებს და ქმნის თუ არა გარკვეულ განწყობას, ფორუმ.გე-ზე რათა ადამიანები უფრო ჩაიკეტნონ და არანაირი სურვილი არ ჰქონდეთ ერთმანეთში საუბრის?
-
შენ არასწორი წარმოდგენები გაქვს იმიტომ რომ უამრავი ახალგაზრდა და ძირითადად ახალგაზრდები აქტიურობდნენ ;) მართვის თეორია საიდან მოიტანე მსგავსი რამე, თქვენი თაობა არ იყო კომკავშირელებით და კგბ-შნიკებით სავსე? და კიდე ჩვენ გვაბრალებთ? თქვენი თაობა არ გვიჩიჩინებს რუსებთან "კარგ, ძმურ ურთიერათობებზე", ეს თქვენ ვერ ამჩნეთ მოყვას და მტერს, თორე ჩვენ ძალიან კარგადაც ვამჩნევთ ხო ერთმანეთს ხოცავდა
-
აზრი საკუთარი შეცოდმების უარყოფაში არის რაღაც მისტირუი ოო რა კარგია პ.ს. შუტკა..... თემას შუტკებით ნუ გააოფებ. ბოლო ბოლო საშენო თემაა, ათეისტობაზეა და შენ საყვარელ თემას მაინც გაუფრთხილდი.
-
ეს როდის, 1999-ი წლის შემდეგ აპოკალიპს რომ ელოდით და არ მოხდა, მაშინ მოხვედით სიცილის ხასიათზე? )
-
თქვენ თუ ესეთი განსწავლილები იყავით, რას ანგრევდით ამ ქვეყანას? აშკარად პირიქითაა, ჩვენი თაობა უფრო მცოდნე გამოდგება ვიდრე თქვენი. მეორეც რა "ცოდნაზე" ლაპარაკობთ? მამაჩემს ბაბუაჩემმა უყიდა სახლი, მე კი მამაჩემი ვერ მყიდულობს სახლს, ეხლა მამაჩემმა რომ მითხრას, მე სახლი მაქვს და შენზე მაგარი ვარო, ეს პონტია. რა შექმენით ერთი თქვენ, ეს გვანახეთ? რა დაანგრიეთ და რა დაკარგეთ ეს ვნახეთ რა თქმა უნდა ხდება, მარა მართველი ელიტა ჩვენ თაობას არ მიეკუთვნება, გვაცალე ბატონო, მოვა ერთ დღესაც ჩემი თაობის წარმომადგენლები ხელისუფლებაში და ვნახავთ რა იქნება რა ვიცი, 7 ნოემრბის აქციებზე ვიყავი, მაგრამ მერე მივხვდი რომ ოპო არ გვივარგა და შეცვლას არანაირი აზრი არ ჰქონდა, რადგან იგივე გამოსირებულები მოვიდოდნენ ხელისუფლებაში გაზეთშიც ვწერდი სტატიებს და რითაც შემეძლო ვაპროტესტებდი და ვაკრიტიკებდი და ეხლა თქვენი თაობა "მაღალ" მატერიებგზე ნუ გველაპარაკება იმ დროს როცა თცვითონ ბავშვობა მოწყობილი ჰქონდათ, ჩემ დროს კიდე დღეში 1 საათი შუქი რომ იყო ის გვიხაროდა, პურის რიგები 7 წლის ბავშვი რომ ვიდექი ისიც მახსოვს და მახსოვს თქვენმა თაობამ რა კარგ ქვეყანაში გამატარებინა ბავშვობა ესეთ პრიობებში მოამვალ თაობას რომ გაზრდით, მერე "საამაყო" წესით არაფერი არ უნდა გქონდეთ
-
ჩემ თაობას ვუყურებ გარდამავალ თაობას, თაობას რომელიც იქნება ხიდი, ძველს დაასრულებს და ახალს დაიწყებს (დაიწყებს, მარა სხვა გააგრძელებს) ჩემ თაობაზე დიდი წარმოდგენები არ მაქვს, უფრო დიდ აქცენტებს ახალგაზრდა თაობაზე ვაკეთებ ხოლო საამაყოს რაც შეეხება დიდი არაფერი, რადგან ყველაფერი ინერციით მოდის რაც დაიწყო თქვენმა თაობამ ანუ რაც თქვენ ვერ შექმენით, (დემოკრატია, პრესის თავისუფლება, ძლიერი სახელმწიფო და ა.შ) ინერციით ჩვენამდე მოვიდა. თუმცა ეხლა მთავრობაში თქვენი თაობის და თქვენზე ოდნავ ახალგაზრდები არიან ძირითადად და ჩვენი თაობა ამ ყველაფერში ჯერ ჯერობით ვერ ახერხებს ამ ყველაფერის გაკონტროლებას, თუმცა თქვენ თაობასგან განსხვავებით გაცილებით მეტი გამოცდილება აქვს და ისე აღარ ტყუვდება, როგორც თქვენი თაობა ტყუვდებოდა
-
lasha1997 არა, ეს ვიდეო, წინა პოსტების არგუმენტებს აქარწლებს არაა გაკეთებული ვიდეოები, ნაღდი ვიდეოებია ;)
-
დაწერე ჯერ რა საამაყოს გულისხმობ, პირადულს თუ ეროვნულს? რაც შეეხება თაობებს თქვენ თაობას ჰქონდა შანსი, თან გაცილებით დიდი შანსი შესულიყო ისტორიაში როგორც ყველაზე მაგარი თაობა საქართველოს ისტორიაში, რომ არა სამოქალაქო ომი და ამ ომის შედეგად განადგურებული ქვეყანა
-
მაშ თავისუფალმა ადამიანებმა რატომ ვერ შექმნეით თავისუფალი საზოგადოება? ჩვენი არა, მე არ ვთვლი რომ რომელიმე კოლექტივის ნაწილი ვარ ასე რომ კოლექტივის სახელით ვერ გიპასუხებ
-
http://www.youtube.com/watch?v=ukot1fPCnDY&feature=player_embedded
-
თავისუფლება ;)
-
Nukriko ამ თემის გახსნის შემდეგ შემეცვალა შეხედულებები და ეხლა ვთვლი რომ ცხოვრებას არ გააჩნია აზრი, მაგრამ ეს უაზროს არ ხდის მას
-
1. ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის ცენტრში დგას ადამიანი, როგორც განსაკუთრებული არსება - ეგზისტენცი. აქ იგულისხმება ადამიანის ყოფნის მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სპეციფიური სახე. ადამიანს კი არა აქვს ეგზისტენცი, არამედ თვითონაა ეგზისტენცია. 2. ადამიანური ეგზისტენცი ყოველთვის ინდივიდუალურია. იგი არა საერთოდ ადამიანს ანდა ადამიანთა სიმრავლეს, არამედ ინდივიდუალურ, ერთეულ ადამიანს ეხება. ეგზისტენცი ინდივიდის ყოფნის სახეა, იგი მკაცრად პიროვნული და სუბიექტურია, არ ემორჩილება ობიექტურ ზოგადოებას. 3. ეგზისტენციალიზმი არ აღიარებს მხოლოდ ადამიანის იზოლირებული მე-ს არსებობას. ეგზისტენციალიზმში ადამიანი არ განიხილება თავისთავში ჩაკეტილ,იზოლირებულ,ინდივიდუალურ არსებად. პირიქით, ადამიანი მასში გაგებულია როგორც გახსნილი, ღია რეალობა, რომელიც თვისი არსებით დაკავშირებულია გარესამყაროსთან და სხვა ადამიანებთან. ეგზისტენცი დასაწყისიდანვე სამყაროში ყოფნაა, სხვა ინდივიდებთან მყოფი. ამგვარად, ეგზისტენციალიზმი ერთეულ ადამიანს ყოველთვის კონკრეტულ სიტუაციაში განიხილავს, მაგრამ არასოდეს იზოლირებულად, არამედ ყოველთვის საზოგადოებასთან კავშირში. 4. ეგზისტენცი ყოფნის უცვლელი ფორმა კი არ არის, არამედ დინამიურია. იგი არასოდეს არაა მოცემული როგორც უცვლელი ყოფნის სახე, არამედ ყოველთვის თავისუფლად ქმნის თავის თავს. ამიტომაც, ეგზისტენციალისტების აზრით ადამიანს წინასწარ არა აქვს მოცემული თავისი არსება, ძირითადი განსაზღვრულობა. ადამიანი ამგვარი წინასწარ დადგენილი არსების გარეშე არსებობს და მუდმივ ქმნადობაში, თვითპროექტირებაშია. იგი თავისუფლად ქმნის თავის თავს და არის სწორედ ეს თავისუფლება. 5. ეგზისტენციალისტების აზრით რეალობა გაიგება და განიცდება მხოლოდ პირად ეგზისტენციალურ გამოცდილებაში. ამ ცხოვრებისეული გამოცდილების წყაროდ კი მათ მიაჩნიათ ძრწოლა, რომელსაც ადამიანი განიცდის მაშინ, როცა გააცნობიერებს ამქვეყნიური არამყარი უსაფუძვლო ყოფნის სასრულობას, რაც გარდაუვალი სიკვდილით მთავრდება. 6. თანამედროვე ეგზისტენციალისტები კვლევის დროს მეტ-ნაკლებად ფენომენოლოგიურ მეთოდს იყენებენ: მათთანაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყოფიერების უშუალო წვდომას, მაგრამ ფენომენოლოგებისგან განსხვავებით მათთვის კონკრეტული ეგზისტენცი, ადამიანის არსებობაა კვლევის მთავარი საგანი და არა ზოგადი, მარადიული ,იდეალური არსებები.
-
რაო საგუშაგო კოშკშიც ეცინებათ? http://s16.rimg.info/432c42269535b607fc8be592a54cd4ec.gif
-
აუ რა მიმართულება მიიღო თემამ, რა რა და ამას არ ველოდი... ამ თემით იმის ჩვენება მინდოდა როგორ განსხვავდებით რუსებისგან და რომ ჩვენი ადგილი დასავლურ ცივილიზაციაშია და რამდენად უცხოა რუსული მენტალიტეტი რომელსაც ესე ნერგავენ (პრესით,სახელმწიფო ორგანოთი - საქ. სახელმწიფო ხო რუსული მდოელით არის აშენებული, ეკლესიით თუ სხვა საშვალებებით) სანამ ამ რუსულ მოდელით ვიცხოვრებთ ნორმალურ განვითარებას ვერ დავადგებით. აქ კიდე ბაზარი წავიდა თითქოს ქართველი არ არის ადამიანი და მხოლოდ მას შემდეგ გადაიქცევა ადამიანად რაც მართლმადიდებელი გახდება (რუსული ფუნდამეტალისტური აზროვნების ქართული მოდელი) და სწორედ მსგავსი აზროვნებაა რეგრესული მეტი არაფერი
-
რამეს რომ წერ რაციონალურ აზროვნებას რატომ არ დებ ნაწერში ხოლმე? შენი ნაწერით არამართლმადიდებელი ქართველი არაადამიანია ნუ შეურაცხყოფის მიყენების სურვილი რომ გაქვს და გარკვეული ზიზღი განსხვავებულ აზრისადმი ეს გასაგებია, დამახასიათებელია შენისთანა ადამიანებისთვის, მაგრამ ამ ზიზღს რომ რაციონალურ არგუმენტებით რომ ვერ ფუთავ, სწორედ ეს ხდის შენს არგუმენტებს არასერიოზულს