ყველა იდეოლოგია, კომუნიზმი, ლიბერალიზმი, ფეოდალიზმი, ანარქიზმი, ყველა რელიგია, ქმნის კოლექტიურ აზროვნების ფორმას... რადგან ყველა იდეოლოგია მიმართავს კოლექტივა, ხშირ შემთხვევაში პრივატულს უგულებელყოფს, როგორც არასასურველს. ხოლო ათეიზმი კოლექტიურ აზროვნებისგან შორსაა, რადგან ცხოვრების ყველა სფერო ათეიზმის შემთხვავში ადამიანის ინდივიდუალურ საქმეში გადადის, ის ხდება პირადად ადამიანის, ინდივიდის გადასაწყვეტი და არა კოლექტივის. მე შემიძლია დავეთანხმო რაღაცას შემიძლია არა, მაგრამ შენ თუ მორწმუნე ხარ კონკრეტული რელიგიის, შენ არ გაქვს იმის უფლება რომ არ დაეთანხმო რელიგიურ სწავლებას, და თუ არ დაეთანხმები ერესში გადავარდები.. ათეიზმი ყველაფერში უტოვებს ადამიანს პრივატულ თავისუფლებას, მან უნდა გადაწყვიტოს როგოგ უნდა იცხოვროს, რა პრინციპებით, ათეიზმი არაფერს არ ეუბნება მას. ხოლო რელიგია და იდეოლოგია ბევრ რამეში მას პრივატულ თავისუფლებას უქზღუდავს. ღმერთის არსებობა და არარსებობა კი არ განსაზღვრავს ნებადართულობას და ნებადაურთველობას, არამედ გარემო-პირობვები. ადამიანი არის საქზოგადო არსება, რომელიც ცხვრობს მისნაირებში, ხოლო საზოგადოება ქმნის გარკვეულ წესებს რომელის დამრღვევსაც ის სჯის. იმიტომ არ არის ყველაფერი ნებადართული რომ ზოგი რამე ისჯება. ამას მშვენიერი მატერიალისტური ახსნა ააქვს. ზემოთ ნახსენები ღმერთის თეორია, არის ამ წესის გამაძლიერებელი ერთ-ერთი იდეოლოგიური ინსდტრუმენტი და არა თავად ნებადაურთველობის შემქნელი. თუმცა მე როგორ ინდივიდ ათეისტს, მიმაჩნა რომ ისედაც ბევრი ბუნებრივი შეზრუდვებია, რომ კიდე ზედმეტად შევიზღუდო თავი რელკიგიურ იდეოლოგიის გამო. 2008 წელს ესე ვფიქრობდი ჩემი ძველი პოსტები ვნახე და ვფიქრობ რომ მაშინ უფრო ვფიქრობდი ესეთ თემებზე ვიდრე ეხლა, ეხლა უამრავი არგუმენტი დამავიწყდა საერთოდ