Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. hella ვერ დაგეთანხმები - პირიქით პატრიარქალობის რღვევას მოჰყვა - მომხმარებლური საზოგადოების გაჩენა თუ ფემინიზმი არის ერთმანეთისგან განსხვავებული, პატრიარქალიზმი ერთინაირი როგორ არის და რატომ არ უნდა განვასხვავოთ ის - ფილმი - მებრძოლთა კლუბიდან - კარგად ჩანს, რომ მომხმარებლურ საზოგადოებას სწორედ პატრიარქალური ალტერნატივა უპირისპირდება, მარა ეს დაპირისპირება დესტრუქციულია, რაც არავის მომხმარებელს არ მოსწონს. Asmodeus კაი რომ ხმამაღლა ამბობთ - რელიგია - მომხმარებლური პროდუქტი გახდა, ხოლო სისტემის ალტერნატივად ათეიზმია მიჩნეული იმიტომ, რომ სისტემა არ მისცემს ამის უფლებას - თუმცა ესეთი სისტემა აღარ არსებობს..
  2. თავდაცვის მექანიზმები კი არ არსებობს პატრიარქალური კულტურა? რას გულისხმობ? მომხმარებლური საზოგადოება არ აკეთებს აქცენტს რომელიმე კულტურაზე (გარდა მომხმარებლის კულტურისა) - თანამედროვე ფემინიზმი, ნაკლებად მომხმარბლურია ვითომ?
  3. Anima Libera ისე საინტერესოა 26 წელი ვცხოვრობ და არ მახსენდება, რომ ადრე უფრო "მორალურები" ან "ზნეობრივები" ყოფილიყვნენ ვიდრე ეხლა არიან. ხოლო მამაჩემი კი 53 წლისაა და ზუსტად ესე ფიქრობს ზნაჩიტ ყოველთვის ესეთები ვიყავით
  4. GElevel მაიკაზე - ჩე გევარას, მარქსის, ლენინის და სხვა რევოლუციონერების გამოსახულების დახატვა რა ჯდება?
  5. მოხმარების სფეროშიც (სადაც მომხმარებელი მოჩვენებითად,თუმცა მაინც გამოხატავს თავისუფალ არჩევანს) ამგვარად ხდება: არ აქვს მნიშვნელობა რა პროდუქტის მოხმარებაზეა საუბარი,საჭმლის,ტანსაცმლის,სასმელის,სიგარეტის,კინოსა თუ სხვა – ღონიერი “მრჩეველი აპარატი” მუშაობს ორი მიზნით: პირველი, – გამუდმებით შეეცადოს,გაზარდოს ინდივიდის მიდრეკილება ახალი საქონელისაკენ და მეორე: – მიმართოს ეს მიდრეკილება ინდუსტრიის სარ გებლიანობის გაზრდისაკენ.ადამიანი იქცევა მომხმარებლად,რომლის მიზანია შთანთქოს რაც შეიძლება მეტი და უკეთესი საქონელი. ეკონომიკური სისტემა ინდივიდს აიძულებს მოერგოს საყოველთაო ტენდენციებსა და თამაშის წესებს.ქმნის ნახევრად მექანიკურ არსებას,რომელსაც უნდა მოიხმაროს მეტი და მეტი საქონელი.სისტემა ქმნის ინდივიდს,რომლის გემოვნება სტანდარტიზებულია,რომელზეც ფსიქიკური გავლენის მოხდენა ადვილად შეიძლება. სისტემას სჭირდება მასა,რომელიც თავს დამოუკიდებლად და თავისუფლად გრძნობს,თუმცა მათი ოცნებები და მისწრაფებებიც კი წინასწარ განსაზღვრულ ჩარჩოებს არ სცილდება,მასა,რომელიც სოციალური მანქანის სახელით მოირგებს ინდივიდებს,როგორც ჭანჭიკებს,იმართება ძალდატანების გარეშე,რომელსაც ადვილად უხელმძღვანელებ ლიდერების გარეშეც ძალაუფლება არსად გამქრალა,არც გავლენა დაუკარგავს.ის უბრალოდ ტრანსფორმირდა აშკარა,ექსპლიციტური ფორმიდან ანონიმურ,იმპლიციტურ ფორმად,რომლის იარაღი დარწმუნება,ფსიქოლოგიური რეპრესია და რჩევა-დარიგებაა.სხვა სიტყვებით,იმისათვის რომ შეეგუოს არსებულ რეალობას,თანამედროვე ადამიანი იძულებულია იკვებოს ილუზიით,რომ ყველაფერი მისი თანხმობით კეთდება,მიუხედავად იმისა,რომ შესაძლებელია ამ თანხმობაში ამოიცნოს კიდეც უჩინარი მანიპულაცია.იგივე მექანიზმი მოქმედებს განათლების სისტემაშიც: ბავშვი იძულებულია,გადაყლაპოს ტაბლეტი,თუმცა ტაბლეტის გარსი შაქრიანია.მშობლები და მასწავლებელი ერთმანეთში ურევენ ნამდვილ არაავტორიტარულ განათლებასა და განათლებას,დარწმუნებით,დაზეპირებითა და ძალადობის დაფარული ფორმებით. პროგრესული განათლებაც ამ გაუგებრობამ იმსხვერპლა,იგი ვერ განვითარდა იმ გზით,რა გზასაც პირვანდელი თეორია სთავაზობდა. ერიხ ფრომი რას ფიქრობთ თქვენ ამ საკითხზე?
  6. ამომრჩეველს მოსწყინდა ამერიკული არჩევნები - While Obama’s 2012 vote total, 60.7 million, was down 8.7 million from 2008, this didn’t help Romney whose 57.8 million vote total was actually 2.1 million lower than John McCain’s 59.9 million in 2008 (and 4.2 million lower than George W. Bush’s 62 million in 2004). - http://www.forbes.co...-class-warfare/ საერთო ჯამში 10 მილიონით ნაკლები ამომრჩეველი მივიდა და 300 მილიონიან ქვეყანაშI, რომ მარტო 110 მილიონი მიდის არჩევნებზე, სერიოზული კრიზისის ბრალია
  7. შეწყვიტეთ ოფტიკები, წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებით!
  8. ობამა რომ გაიმარჯვებდა დარწმუნებული ვიყავი კამპანიის დაწყებამდეც. არა იმიტომ, რომ სოციალურ ღირებულებებზე უყვარს ლაყბობა (ობამა იქნებოდა თუ რომნი ამ მხრივა არაფერი შეიცვლებოდა მაინც ამერიკაში) არამედ იმიტომ, რომ ობამა ფინანსური კაპიტალის ჯილაა, რომნი კი მენავთობეების. ფინანსური კაპიტალი არის დღევანდელი ოლიგარქიის გული და მთავარი სისტემური ფაქტორი. ვინც ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ერკვევა, იმისათვის უკვე 2 წლის წინ უნდა ყოფილიყო ნათელი, რომ ამერიკის სამხედრო პრიოიტეტების გადანაცვლება ახლო აღმოსავლეთიდან წყნარი ოკეანის აუზში არის ფიანანსური კაპიტალის ძირითადი სტრატეგია, რასაც ობამა იცავს. დეგენერატ რომნის არავინ დააწყებინებდა ომს ირანთან, როცა ამერიკის მსოფლიო ბატონობას წყალივით სწირდება ჩინეთის ჩათრევა თავის მეზობლებთან სამხედრო კონფლიქტებში. და საერთოდ ამერიკის არჩევნები სასაცილო შოუა სადაც ყველაფერი წინასწარაა გადაწყვეტილი, მაგრამ შთაბეჭდილებას ქმნიან, რომყველაფერი ბოლო წუთებში წყდება. მგონი ამ მხრივ ქართულმა არჩევნებმა აჯობა ამერიკულს
  9. Giorgi Kiskeidze საქართველოზე არის გახსნილი თემები, თუ არ გაინტერესებს ანტიკოლონიალიზმის ისტორია - შეგიძლია არ შემოხვიდე ამ თემაში.. მე მგონია, რომ სანკარას მაგალითი კარგი მაგალითია, როგორ შეიძლება წარმატება მიაღწიოს კოლონიამ და როგორ არ აპატიებენ ქვეყნის წარმატებას იმპერიები..
  10. ანტიიმპერიალისტი და პანაფრიკანისტი თომას ისიდორ ნოელ სანკარა „აფრიკელი ჩე გევარასა” და „პრეზიდენტი-ასკეტის“ სახელებით იყო ცნობილი. იგი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა ბურკინაფასოს მოსახლეობისთვის. მისი პოლიტიკური კარიერა ადრეულ ასაკში ტრაგიკულად დასრულდა. თომას ისიდორ ნოელ სანკარა 1949 წელს დაიბადა. მისი მშობლები სხვადასხვა აფრიკული ტომის წარმომადგენლები იყვნენ: დედა ფულბეს ტომიდან, ხოლო მამა – მოსის ტომიდან. მოსის ტომის საკასტო სისტემაში თომასი „სილმი-მოსი” იყო, რაც „მესამე კატეგორიის” ადამიანს, ანუ, მონების შთამომავალს ნიშნავდა. თუმცა, მისი მშობლები მონები არ იყვნენ – მამა, სამბო ჯოზეფ სანკარა, ფრანგულ ჟანდარმერიაში მსახურობდა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იყო. თომასის მშობლებს სურდათ, მათი შვილი კათოლიკე მღვდელი გამხდარიყო, თუმცა, ბურკინაფასოს რელიგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ისლამის მიმდევარია, თომასი ყურანსაც კარგად იცნობდა. 19 წლის ასაკში თომასი სამხედრო სამსახურში ჩადგა და მადაგასკარში წავიდა ოფიცრების სკოლაში სასწავლებლად. იქ თომასის თვალწინ ორჯერ მოხდა სახალხო გამოსვლები ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ და მას საბოლოოდ ჩამოუყალიბდა რევოლუციური მსოფლმხდეველობა, რაზეც დიდი გავლენა იქონია ვლადიმირ ლენინისა და კარლ მარქსის ნაშრომების გაცნობამ. თომას სანკარა სამშობლოში 1972 წელს დაბრუნდა, 1974 წლიდან კი ის ცნობილი გახდა როგორც ყველასგან განსხვავებული ოფიცერი, რომელიც უკრავდა ჯაზ-ჯგუფში და გადაადგილდებოდა მოტოციკლით. 1976 წელს სანკარამ ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა სამხედრო კომანდოსების ცენტრს, სადაც გაიცნო თავისი თანამებრძოლები – ბლეზ კომპოარე, ანრი ზონგო და სხვა რევოლუციონერები, რომლებთან ერთადაც ოპოზიციაში გადასულმა სანკარამ სამხედრო გადატრიალება მოახდინა და 1983 წელს ბურკინაფასოს ფაქტობრივი მმართველი გახდა. 1984 წელს თომას სანკარას ინიციატივით, ზედა ვოლტას შეეცვალა კოლონიური სახელწოდება და „ბურკინაფასოს რესპუბლიკა“ დაერქვა; ასევე, სანკარამ შეცვალა სახელმწიფოს დროშა და გერბი, რომლის დიზაინის შექმნაშიც თავად იღებდა მონაწილეობას. მის ტექსტსა და მუსიკაზე შეიქმნა ბურკინაფასოს ჰიმნი. რევოლუციის მთავარ გამარჯვებად თომას სანკარას თავისი პირადი უშუალობა მიაჩნდა. იგი არმიელი კაპიტნის ხელფასით ცხოვრობდა – 450 დოლარით თვეში. პრეზიდენტისთვის განკუთვნილ ხელფასს კი, 2 ათას დოლარს უსახლკარო ბავშვების დახმარების ფონდში რიცხავდა. სანკარას სიკვდილის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთელ მის ქონებას ძველი „პეჟო”, მაცივარი გაფუჭებული საყინულით, სამი გიტარა და ოთხი ველოსიპედი შეადგენდა. მისი პირველი ბრძანება, როდესაც პრეზიდენტი გახდა, შემდეგში მდგომარეობდა: აკრძალა საკუთარი პორტრეტების გამოფენა საჯარო ადგილებსა და ჩინოვნიკების კაბინეტებში. მისი თქმით, იგი არაფრით განსხვავდებოდა დანარჩენი შვიდი მილიონი ბურკინაფასოელისგან და არ იყო ღირსი, რომ მისი ფოტოები ყველას თვალში მოხვედროდა. თომას სანკარამ თავის კაბინეტში კონდიციონერის დადგმაზე თქვა უარი და ეს იმით ახსნა, რომ რიგით ბურკინაფასოელს არ ჰქონდა იმის ფუფუნება, ცხელ დღეებში კონდიციონერი შეეძინა. მისი ბრძანებით, გასაყიდად გაიტანეს სამთავრობო ავტოპარკი, რომელიც „მერსედესებისგან” შედგებოდა და შეიძინეს „რენო-5” მოდელის ავტომობილები – იმ დროისთვის იაფი შესანახი და ნაკლები საწვავის მომხმარებელი მანქანები. თომას სანკარა იმ დროის და, ალბათ, თანამედროვე ეპოქის სამაგალითო პრეზიდენტი იყო, რომელიც უარს აცხადებდა ფუფუნებაზე, სასახლეზე და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა უაგადუგუს გარეუბანში. * მმართველობის პირველ წლებში სანკარამ სამთავრობო კაბინეტის წევრებს შეუმცირა ხელფასი, აუკრძალა მძღოლებით სარგებლობა და პირველი კლასით ფრენა. ჩინოვნიკებს ეკრძალებოდათ დასავლეთში შეკერილი ძვირად ღირებული კოსტიუმების ჩაცმა და ყველა ვალდებული იყო, ადგილობრივი მკერავების მიერ შეკერილი ტანსაცმლით შემოსილიყო. ერთხელ თომას სანკარამ მინისტრთა კაბინეტის ნახევარი გაათავისუფლა, გათავისუფლებული მინისტრები კი აიძულა, კოლმეურნეობებში წასულიყვნენ და მიწაზე ემუშავათ. 1986 წლის მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სანკარას ხელისუფლებაში ყოფნის მესამე წლისთავზე ბურკინაფასოში კორუფცია, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა. * თომას სანკარას მთავარ რეფორმებად სახელდება: შიმშილის დამარცხება, უფასო ჯანდაცვისა და განათლების სისტემების შექმნა, ბრძოლა ეპიდემიებთან და კორუფციასთან, უდაბნოს გამწვანების პროექტები (სანკარას პრეზიდენტობის პერიოდში ბურკინაფასოში დაირგა 10 მილიონამდე ხე, რამაც შეაჩერა საჰარის უდაბნოს ტერიტორიის გაზრდა), კუბიდან მოწვეული ვოლონტერების მიერ სანკარას ინიციატივით ჩატარდა 2,5 მილიონი ბავშვის ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რის შედეგადაც სიკვდილიანობა ბავშვებში მკვეთრად შემცირდა – 1 000-დან 145-მდე; სანკარას მთავარ გამარჯვებად ითვლება ქალთა უფლებების დაცვა; თავის მთავრობაში მან პირველად დაასაქმა ქალები. გარდა ამისა, აიკრძალა ქალების ძალით დაოჯახება, მრავალცოლიანობა. აფრიკელი მმართველებიდან სანკარამ პირველმა აღიარა ოფიციალურად, რომ აფრიკაში შიდსის ეპიდემია მძვინვარებდა და დაიწყო კონტრაცეფციის გავრცელების პროგრამა. თომას სანკარას ხელისუფლებაში მოსვლამდე ზედა ვოლტა აფრიკის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა იყო, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 40 წელს შეადგენდა, ხოლო მოსახლეობის 98 პროცენტმა წერა-კითხვა არ იცოდა. ყველა ეს მონაცემი რევოლუციიდან 3 წელიწადში გამოსწორდა. * დასავლურ პრესაში თომას სანკარა სახელდებოდა როგორც „ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი” და, ასევე, ნეოკოლონიალიზმის ტიპის სახელმწიფოს მშენებელი. სანკარა ღიად აკრიტიკებდა დასავლურ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს და უარს აცხადებდა მათგან რაიმე სახის დახმარების მიღებაზე. მას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ფიდელ კასტროსთან, რომელიც 1987 წელს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ბურკინაფასოს, სანკარას სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. * თომას სანკარა 1987 წლის 15 ოქტომბერს, სახელმწიფო გადატრიალების დროს მოკლეს. გადატრიალების ინიციატორი და სანკარას მკვლელობის შემკვეთი მისი უახლოესი გარემოცვის წევრი, მეგობარი და თანამებრძოლი, ბურკინაფასოს იუსტიციის მინისტრი, ბლეზ კომპოარე იყო. მოგვიანებით, ლიბერიელი საველე მეთაურის, პრინს ჯონსონის აღიარების თანახმად, გადატრიალების მთავარი რეჟისორი ლიბერიელი დიქტატორი, ჩარლზ ტეილორი იყო. სანკარასა და მისი 12 თანამებრძოლის ცხედარი უსახელო ძმათა საფლავში დაკრძალეს, ხოლო მისი მეუღლე და ორი შვილი ქვეყნიდან გაიქცნენ. რევოლუციიდან რამდენიმე დღეში ბლეზ კომპოარემ საკუთარი თავი პრეზიდენტად გამოაცხადა. მისი ერთ-ერთი პირველი მოქმედება იყო საპრეზიდენტო პოსტზე კერძო „ბოინგის” შეძენა. გარდა ამისა, კომპოარემ ხელფასები გაუზარდა მინისტრებს და გადასახადი დააწესა ჯანდაცვაზე. ის იდეები კი, რისთვისაც თომას სანკარა იბრძოდა, გააუქმა. 1991 წელს ბურკინაფასოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც მხოლოდ მოსახლეობის 7 პროცენტი გამოცხადდა და 100-პროცენტიანი შედეგით პრეზიდენტი ბლეზ კომპოარე გახდა. კომპოარე დღესაც ბურკინაფასოს მოქმედი პრეზიდენტია, რომელიც თავდაცვის მინისტრის თანამდებობასაც ითავსებს. იგი აფრიკის თანამედროვე დიქტატორად არის ცნობილი. * თომას სანკარას ჩამოგდებაში დიდი როლი ითამაშეს ბლეზ კომპოარეს მხარდამჭერმა საფრანგეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. სანკარა იდეალისტი გახლდათ და მისი მთავარი სისუსტე რევოლუციური პატიოსნებისა და თავისი გარემოცვის ერთგულების რწმენა იყო. სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე, სანკარამ მიტინგზე მიმართა ხალხს. მიტინგი სანკარას კერპის, ერნესტო ჩე გევარას მკვლელობის მე-20 წლისთავს მიეძღვნა. იქ სანკარამ წარმოთქვა ფრაზა, რომელიც მის ეპიტაფიად იქცა: „რევოლუციონერების მოკვლა შეიძლება, იდეის – არა”.
  11. ერთნაირები რომ არ არიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგი უნდა კვდებოდეს შიმშილით, ხოლო ზოგი კი ოქროში იხრჩობოდეს... სხვადასხვანაირობა უბრალოდ ფუნქციების სხვადასხვანაირად გადანაწილებას ნიშნავს და არა დოვლათის..
  12. შესაბამის სამუშაო კანონმდებლობის, დეცენტრალიზაციის და შესაბამისი ღირებულებათა სისტემის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია.
  13. არა საჭირო კომუნიზმი იმისთვის, რომ ხალხმა არ იშიმშილოს მსოფლიოში..
  14. ხო და რატომ არის უსმართლო, ამაზე თუ გიფიქრიათ? რატომ აქვს ზოგს 10 სასახლე და ზოგს 1 ქოხი რატომ არ აქვს? იმიტომ, რომ დოვლათი არათანაბრად ნაწილდება..
  15. gendolf მოაცილე ეს სურათი, არ გიხდება!
  16. ხელოვნურად შექმნილი პრობლემები... როცა ესეთი რაღაცეები ხდება, ჩემთვის გასაგები ხდება, რომ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი საკითხებიდან - უმნიშვნელო საკითხებზე უნდათ, გადაიტანონ ყურადღება...
  17. პირველ ნაწილში ამაზე გეწარა და ... ამაზეც ალბათ, მარა თამაზაშვილი ვინაა არ ვიცი ხო ეგაა
  18. ადრე იყო "ტორტი თუ კაი ბიჭობა?" დღეს არის "ჰომოფობობა თუ პრადვინუტობა?" არა და ზუსტსად ერთი და იგივე აზროვნებიდან მოდის ორივე - არც მენტალური, არც არანაირი რევოლუცია არ მომხდარა. აღმოჩნდა რომ კრიმინალები იმიტომ აღარ კრიმინალობენ, რომ კანონის მხარეზე დადგნენ და კანონი გახდა კრიმინალური, ხოლო ეხლა კანონგარეშე გადიან უკვე და ამ ყველაფერს ვიღაცის პოლიტიკური ნება ცვლის და არა მენტალიტეტი და ა.შ მე არამგონია, რომ რამის დეგრადაცია ხდება - უბრალოდ არანაირი წინსვლის ნიშნები არ ჩანს - იცვლება სახელები - "ვაჟნობის და დონობის სტილები" და ესაა და ესს ქართველი ხალხი ბნელია? თუ მათ პოლიტიკოსებს შევხედავთ, უნდა ვთქვათ რომ ბნელია - აბა რატომ ირჩევს უკვე 20 წლის განმავლობაში ხალხი, ერთი მეორეზე გამოსირებულებს?! მაგრამ მეორე მხრივ, აშკარა განსხვავებასაც ვხედავ ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის და ამ შედარების დროს, ყოველთვის ვრწმუნდები, რომ ხალხი კი არა პოლიტიკოსები არიან ძალიან ბნელები...
  19. დაპირისპირების არსი რაში მდგომარეობს, ვერა და ვერ მივხვდი... თუ პროსტა 1 დღე აქვთ ჩხუბისთვის გამოყოფილი, მაშინ გასაგებია ყველაფერი..
  20. ნელ-ნელა ვხვდები, რომ ამ ქვეყანაში მუდმივი ოპოზიცონრობა მომიწევს ერთმანეთს ცვლიან და უკეთესობისკენ არაფერი არ იცვლება..
  21. მე არამგონია რომ ფარული იყოს
  22. mercia merlani ნუ ფული უხეშად იყო ნათქვამი - უფრო ძალაუფლების გამოა შექმნილი სახელმწიფოს მიერ არის შექმნილი, მასების კონტროლისთვის...
×
×
  • შექმენი...