-
პოსტები
7.011 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
51
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Nukriko
-
Saturn არ ვიცი რა გითხრა, მე ერთი რამე ვიცი ზუსტად, რომ იმის მიუხედავად, რომ ჩაწყობები აღარ არის, ეროვნულმა გამოცდებმა მოიტანა სხვა პრობლემები და ეს პრობლემები კონკრეტულად პროფესიას ეხება. ადამიანები ხვდებიან იქ სადაც არ უნდათ, რომ მოხვდნენ (პროფესიაზე ვამბობ) არსებობს გადამზადების პროგრამა, რომლისთვისაც ფულის გადაყრა უფრო ეფექტური იქნებოდა, ვიდრე ხალხის გაყრა..
-
Siknadmo პირიქით მაგარი კომპლექსიანი ტიპია და პირველ რიგში, ეს დაჩმორება იმისთვის სჭირდება რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოს, კარგ ტიპად, არადა სინამდვილეში სლეა.. დამოჩმორებელის მთავარი პრინციპი რა არის. ირჩევ ისეთ მსხვერპლს, თავის დაცვა, რომ არ შეუძლია. არ აქვს გამომუშავებული თავის დაცვის თვისება. და მერე რა თქმა უნდა ყველანაირად გარანტირებული ხარ, რომ თავს ვერ დაიცავს. ის ვინც ჩმორდება, მთავარი პრინციპი რა არის. იცი რომ მოგერევა, ფსიქოლოგიურა გატეხილი ხარ, რომ ვერ მოერევი. ამიტომ წინააღმდეგობას გირჩევნია ჩუმად იყო და ამით გგონია ნაკლები მოგხვდება (საბოლოო კამში უფრო მეტი გვხვდება) და სულ ბოროს, როცა ვიღაცას აჩმორებ, მერე ის დაჩმორებული პოტენციური დამჩმორებელი ხდება. იმან თავის არასრულფასოვნების კომპლექსები, რომ მოიხსნას, უნდა ვიღაც მასზე კიდე უფრო სუსტი დაჩმოროს.. დასვკნა, დამჩმორებელიც და ჩმორიც საბოლოო ჯამში ერთი და იგიცვე კატეგორიაა..
-
newstudio ოპოზიციაც ესე ივსება.. სტუდკავშირი ან სტუდკავშირის ოპოზიციურ ნაწილისგან, რომელიც თავის ბუნებით ძალიან წააგავს სტუდკავშირს.. ერთი სიტყვით, ვინც ვერ შეუძვრა ნაცებს, ის უძვრება ოპოებს. (ყველაზე რა თქმა უნდა არ მაქვს საუბარი)
-
მე არ მაქვს ეხლა საუბარი ყველაზე გამორჩეულ პოლიტიკოსებზე, მე ჩვეულებრივ იმ ძირითად მასაზე მინდა დაწვერო, რომლებიც საბოლოოდ პარლამენტში ხვდებიან.. პირველი ეტაპი არის - სტუდკავშირი. სისტემა ამ ხალხისგან ივსება, ეს არის ყველაზე აქტიური ნეოკომკავშირელთა ნაწილი. აქედან მართველი ელიტა იღებს ადამიანს, რომელიც მზად არის ყველაფერი გააკეთოს კარიერული წინსვლისთვის შემდეგი ეტაპია - პოლიტიკური პარტიის აქტივი აქ ადამიანს შეუძლია აჩვენოს პარტიას, რომ ის არის მისი ერთგული და ყველაფერს უსიტყოდ გააკეთებს, რასაც ლიდერი და პარტია ეტყვის შემდეგი ეტაპია - პოსტი როცა დაამტკიცებ, რომ უსიტყოდ პარტიისა და ლიდერის ნების შესრულება შეგიძლია, ამის შემდეგ რაღაც პოსტს მოგცემენ, მაგრამ იქ ორჯერ მეტი ყურადღება გჭირდება, რადგან ორჯერ მეტად უნდა ამტკიცო, რომ პარტიის და ლიდერის ერთგული ხარ და ყველაფერზე წახვალ მათ გამო. საბოლოოდ ეს გზა თუ გაიარე, ან პარლამენტში მოხვდები ან სადმე სამინისტროში დაიწყებ მუშაობას..
-
asesino_141 წარმოიდგინე, ცუდი ხომ იყო უნივერსიტეტის სწავლების დონე, ეხლა კიდე უფრო დაეცა.. შენ იცი ის, რომ ჭავჭავაძის უნივერსიტეტ დამთავრებული ყველაზე გაუნათლებელ სტუდენტად ითვლება კავკასიის მაშტაბით..
-
ის ვინც ჩმორდება, ის შეიძლება შიეცვალოს ხვალე და აღარ დააჩმორებინოს თავი.. (ივარჯიშოს ან საძმაკაცო შეიძინოს და ა.შ გამონახოს ხერხი, რომ ვეღარ დაჩმორონ) ხოლო ვინც აჩმორებს, უკვე ბუნებითაა ესეთი და აღარ შეიცვლება..
-
ეს თემა ეხებოდეს განათლების საკითხს და მის რეფორმირებას თავიდან ბოლომდე.. მე მოვესწარი თსუ-ში განათლების რეფორმას და რა კრახი განიცადა, ამ რეფორმამ ეს ვიცი. არა თუ არ აიწია სწავლის დონემ, არამედ უნივერსიტეტში დღემდე დომხალია. დატოვეს ძირითადად, კარიერისტი ნაცებთან შეკრული ხალხი, ვინც მიშას აქებს და ადიებს და ზოგის გაგდება ვერ შეძლეს. ეს იყო მათი რეფორმა. ასევე მოგიყვებით ჩემ ამბავს ჭავჭავაძეს უნივერსიტეტში. ვიცოდი რომ ჭავჭავაძეში დოქტურანტურა იყო უფასო. გადავწყვიტე ჩამებარებინა, რადგან მიმაჩნია, რომ საქართველოში დოქტურანტურაში ფულის ჩადება, არის გადაყრა და ისე ამ დოქტურანტურის აღება აქ, სტატუსის მეტს, არც ცოდნას მოგცემს და არც არაფერს. ერთი სიტყვით, ინგლისურის გამოცდა იყო, გადავლახე ეს გამოცდა. მაგრამ გასუბრების დროს, კომისიაში იყვნენ აფრასიძე (ჟურნალისტი რომ არის) და ნოდია. ერთი სიტყვით, რაღაც სერიოზული სანამდე შევიდოდნენ ოთახში, რამოდენიმე კონკურსანტს გადაკოცნა აფრასიძემ, მერე გავიგე, რომ ისინიც ჟურნალისტები ყოფილან და იქ აბარებდნენ სადაც მე. გასაუბრება გავიარე და სერიოზულ სახეებით, რაღაცეები შემეკიტხეს, მეც ვუპასუხე და ესე სერიოზულ სიფათებით დამემშვიდობნენ. შემდეგ გავიგე რომ მე ვერ გადავლახე გასაუბრება და გასაუბრების დროს შეკითხვები როგორი იყო იცით "რატომ აბარებ ჭავჭავაძეში? რაზე აპირებ დოქტურანტურის დაცვას?" ამ ორ შეკითხვის მეტი არც არაფერი დაუსვიათ და მეც ვუპასუხე, მაგრამ შედეგებში აღმოჩნდა, რომ ისინი გავიდნენ, ვინც ინგლისურში ჩემზე დაბალი ქულები მიიღეს, საგრძნობლად დაბლები. ერთი სიტყვით არანაირი ბერკეტი იმისა, რომ გამეპროტესტებინა არ არსებობდა, გეუბნებოდნენ რომ გასაუბრება ვერ გაიარე და ინგლისურის ქულებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდათ. კაი ეს იმდენად არ მაღელვებს, რაც ის რომ სწორედ ის ხალხი გავიდა, ვინც აფრასიძემ გადაკოცნა ოთახში შესვლის წინ. ანუ რომ გვატყუებენ, რომ ჩაწყობების შანსი არ არისო, ტყუილი ამოჩნდა ეხლა ჩემი ვერსია თუ, რატომ დაშალეს უნივერსიტეტი. ნაციონალური მოძრაობა სათავეშI რომ მოვიდა, მაშინ მახოვს 2003 წელს ავტონომიის გაუქმების მოთხოვნა, რომ იყო, მიშა მოვიდა უნივერსიტეტში, მეც მანდ ვიყავი და ის სტვენით გააჩუმეს. ბევრს ემახსოვრება ეს ამბავი. უნივერსიტეტი ასე თუ ისე წარმოადგენდა რაღაც ძალზას, მთელი ეროვნული მOძრაობიდან დაწყებული შემდგომაც კი, იდეები, პროტესტის მუხტი სწორედ უნიერსიტეტიდან იწყებოდა. ეს იცოდნენ ნაცებმაც და გადაწყვიტეს დაეშალათ უნივერსიტეტი. რა თქმა უნდა კორუფცია იყო, მაგრამ კორუფიციის მოტივით ისინი შევიდნენ უნივერსიტეტში დაშალეს ის და აქციეს საკუთარ უნივერსიტეტად. ეხლა რა არის უნივერსიტეტი? ეს არის კომკავშირელთა ბუდე. მოგიყვანთ ასევე მაგალითს, 7 ნოემბრის აქციები და ა.შ რომ იყო მეც ძალიან აქტიურად ვმონაწილეობდი, პრიდაპირ შემიძლია გიტხრათ, რომ სტუდკავშირიდან და ზოგიერთ ლექტორებიდანაც იყო დაშინების მცდელობები იმ სტუდენტებზე, ვინც მონაწილეობდა აქციებზე და ამ დაშინების მომსწრე ვარ. მეორესაც გეტყვით, მე მოვხვდი რეზევისტთა პირველ ნაკადში. ოცმეთაურებად დანიშნეს სტუდკავშირელები. მეორე წასვლაზე უკვე რეზერვში, იყო ერთი შემთხვევა ერთ კვირიანი რეზერვი იყო, შემოდიოდნენ კაზარმაში ერთად რამოდენიმე ადამიანი, ძირითადად ალბათ სტუდკავშირელები იქნებოდნენ და იმ დროს როცა ყველა უკვე კაზარმაში ვიწეკით, ზოგს ეძინა, ზოგი ლაპარაკობდა რა ვიცი, ვისაც რაც უნდოდა იმას აკეთებდა, შემოდიოდნენ ესენი და ხმამაღლა ამბობდნენ "ვისაც მიშა არ უყვარს იმის დედაც" და თქვენ შეიძლება არ გახსოვთ, მაგრამ მე მახსოვს, თვითონ რეზერვში შეხლა შემოხლები იყო, მაგრამ მოხდა რამოდენიმე ჩხუბი და 3 კაცი დაიჭირეს ამ ჩხუბის გამო და 2 წლიანი მიუსაჯეს. ერთი სიტყვით უნივერსიტეტი აქციეს ბენდუქიძე როგორც ამბობს "პატიოსან მოქალაქეთა აღსაზრდელად" http://www.tabula.ge/article-2172.html აი ეს არის ბენდუქიძის სტატია, განათლების შესახებ. ჩვენც გვინდა ახალგაზრდებმა ბევრი იცოდნენ, სხაპასხუპით პასუხობდნენ შეკითხვებს, ახსოვდეთ ფორმულები და თარიღები, თუ გვინდა ისინი ღირსეული ადამიანები იყვნენ? გაიზარდონ თუ განსწავლულდნენ? ესეთ სლეობა შეკითხვას სვამს ადამიანი და ამის ირგვლივ უნდა ვიმსჯელოთ.. ერთ რამეს ვერ ვხდები, რატომ არ შეიძლება კარგი განათლებაც მივცეთ ადამიანს და კარგი მოქალაქეც იყოს? არის მარტივად ჩემი აზრით საქმე, ამ შემთხვევაში. განათლებული ადამიანს თუ მიეცი თავისუფლება ის საკუთარ ღირსებას გამოაჩენს.. ხოლო ის რასაც ბენდუქიძე ეძახის პატიოსან მოქალაქეს, ეს არის კარიერისტი ზემოთ რომ დავწერე, სტუდკავშირელი ყ%^$
-
სოციალური უთანასწორობა, გაუნათლებლობა და კრიზისი
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ტაშიი ცდები, თავად ამერიკულ პრესას ვიყენებ წყაროთი, თუ გინდა გადაამოწმე, ჩემი მოტანილი წყაროები და შენც დარწმუნდები http://www.nytimes.com/2010/09/28/science/28scientist.html ნახეთ რა ხდება, იმის მაგივრად რო ენერგეტიკა დააფინანსონ, მეცნიერებს ციხეში იჭერენ იდეის ლობირების მცდელობისთვის. ნაღდად რაღაც ჭირს ამ ქვეყანას და მერე თავისუფლებაზე ლაპარაკი ცოტა ნეტოა.. ჩვეულებრიივი კორპოროკრატიული ქვეყანაა.. და რა გაძლევს ამის იმედს? ობამას ჩაუგდეს სოციალური დაზღვევის ახალი კანონი.. მე რასაც ვხედავ, ის არის რომ რაც დრო გადის, მით უფრო მეტად კორპოროკრატიული ხდება და მით უფრო იზრდება სოციალური უთანასწორობა ამერიკაში.. -
http://www.tnr.com/article/economy/77242/inequality-recession-credit-crunch-let-them-eat-credit?page=0,1 ამ სტატიაში ჩიკაგოელი პროფესორი ცდილობს გვაჩვენოს, თუ როგორ გახდა ამერიკის ეკონომური კრიზისის ერთ ერთი მიზეზი სოციალური უთანასწორობის ზრდა. უთანასწორობამ გამოიწვია გაუნათლებლობა. გაჩნდა ბავრი არაკვალიფიციური მუშახელი, მაშინ როცა ბაზრები სულ უფრო კავალიფიციურ მუშახელს მოითხოვა. ევროაპაში თუ ბაკალავრის ხარისხის გარეშე სამუშაოს შოვნა წირს ამერიკელები სკოლებსაც კი ვერ ამთავრებენ. ამის შდეგად, ალან გრინსპენის დროს, ფედერალური რეზერვის სათავეში, ამერკის მთავრობამ გაატარა პოლიტიკა (ადვილი გზის პრინციპით) რითაც ხელი შეუწყო ამ გაუნათლებელი მუშახელისათვის კრედიტის მიცემას – აიაფმა ფულამა სამშენებლო ბუმი გამოიწვია, სადაც დასაქმდა ეს უვიცი მუშახელი და ბაკებმა კი ამ საწ####ბს ისეთი კრედიტები შეაჩეჩეს, რომის გადამხდელებიც რეალურად არ იყვნენ. ეს გაკეთდა განათლების რეფორმის მაგივრად და მიიღეს კიდევაც ეკონომიური კრიზისი. ამ ვატორის სტატია იმითაც არის ჩემთვის საინტერესო, რომ იგი ხაზს უსვამს კრიზისის იმ ფაქტორს, რაც ინოვაციებთან არის კავსირში – განათლებას. ჩემი აზრითაც კრიზისის ფუნდამენტური მიზეზი გახდა ინოვაციების უკმარისობა, რის უკანაც გაუნათლებლობაც იდგა. ასევე საინტერესო მისი მეორე მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბუშის დროს იმის მაგივრად , რომ ემკურნალათ ეკონომიკისათვის კაპიტალისტებმა თავიანთ ნაციას უბრალოდ ფული ასესხეს რითაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს, მაგრამ გარკვეული პერიოდით ეს მოჩანმდ, როგორც ეკონომიკის ზრდა. ჩემი აზრითაც, როცა ინოვაციების უკმარისობა ბაზრის სზღვარს აწესებს კრიზისის გადავადება შეიზლება მხოლოდ ფულის სესხებით, ასე აკეთებს ბევრი სახელმწიფო და ამერიკამაც ეს გააკეთა, ამგრამ ამით კრიზისი ვერ აიცილა თავიდან, რამენადაც ნასესხები ფული წავიდა მოხმარებაში და არა ინოვაციების დაგროვებაში.
-
მე მომწონს ძაღლია (dog) მაგრამ არ მომწონს მას როცა უკღმა იძახიან (god) - რომელიღაც ათეისტის ნათქვამია და ვერ ვიხსენებს ვისი Oh my dog! გამახსენდეს ნეტავი.
-
დოკინზი ლაითია... ფოიერბახი არის ათეიზმის მამა, მე თუ მკითხავთ... Атеизм фейербаха (Я отрицаю бога; для меня это значит: я отрицаю отрицание человека).
-
Siknadmo ხო და ახსენი, ნეოლიბერალიზმს რატომ უნდა აწვებოდეს ღარიბი საქართველო? ეს ხომ იგივეა, რომ მტაცებელთან შენი ნებით მიხვიდე
-
Grig შენ არ გგონია, რომ შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთის კაცი ბენდუქიძე ნეოლიბერალიზმს აწვება, რათა საქართველო რუსეთს მიყიდოს. ანუ რუსულ საქმეს აკეთებს..
-
Siknadmo აბა ათეიზტურმა პლაკატმა როგორ შეიძლება დაარღვიოს ვინმეს უფლება
-
რა შუაშია ესთეტიკა? შენ თუ გაქვს პრივილეგიები, ესეგი ეს ჩემთვის დისკრიმინაციულია, რადგან რისი უფლებაც შენ გაქვს, მე იგივეს უფლება არ მაქვს.. პრივილეგიები თავის თავად დისკრიმინაციულია, განსაკუთრებით რელიგიურ და ეთნიკურ ნიშნით თუუ ხდება პრივილეგირება.. ;) ამაზე მეცნიერულ დონეზე სერიოზული კამათი იყო, მაგრამ მიშას ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ განსაზღვრა დროშის ბედი და ეხლა მიდი და იკამათეთ დროშაზე რამდენიც გინდა.. ფაქტია, რომ ისტორიულად ეს დროშა არ ყოფილა ქართული დროშა..
-
არა დისკრიმინაცია ის არის, შენ რომ შენ ხოშზე ხატს კიდებ და მე ათეიზმის პლაკატს არ მაკიდინებ.. გეიგევი? ;)
-
Siknadmo ხო და ხატიც დისკრიმინაციულია, არამართლმადიდებლისთვის.. ;)
-
ძალიან მარტივ რამეს გეტყვი, თუ კი სკოლაში ათეისტი მშობლების შვილები არიან (მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბავშვს შეიძლება რელიგია გააჩნდეს, ის უბრალოდ იმეორებს იმას რასაც ეუბნებიან)მაშინ რამდენადაც ხატის შეტანა არის ნორმალური იმდენად უნდა იყოს პლაკატი ამ ნაწერით: და თქვენ ხმა არ უდნა ამოიღოთ.. რაც შეეხება პრივილეგიებს, საქართველოში ეკლესია კი არის პრივილეგირებული სხვა დანარჩენ ეკლესიებთან, მაგრამ არა რწმენა.. ;) ასე რომ ზუსტად იმდენივე უფლება გაქვს შენ შეიტანო სკოლაში ხატი, რამდენიც მე ამ პლაკატის შეტანის უფლება მაქვს. ;)
-
gendolf ვერ დავასახელებ. შემიძლია ფაქტები დაგისახელო, რეიგანისა თუ ბუშის პოლიტიკიდან... აუცილებლად არა, მარა უფრო გაამართლებს ვიდრე ნეოლიბერალიზმი..
-
მართლა რომ დაკიდონ, მაგარი იქნება
-
ნეოლიბერალიზმი მიუთითებს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ფილოსოფიაზე, რომელიც უარჰყოფს სახელმწიფოს ჩარევას (ინტერვენციას) ადგილობრივ ეკონომიკაში. ის ყურადღებას ამახვილებს თავისუფალ საბაზრო მეთოდებზე, საწარმოთა ფუქციონირებაში ნაკლებ შეზღუდვებსა და საკუთრების უფლებებზე. საგარეო პოლიტიკაში ნეოლიბერალიზმი უპირატესობას ანიჭებს უცხოეთის ბაზრების გახსნას პოლიტიკური მეთოდებით, ეკონომიკური ზეწოლის, დიპლომატიური და/ან სამხედრო ინტერვენციის გამოყენებით. ბაზრების გახსნაში მოიაზრება თავისუფალი ვაჭრობა და მუშახელის საერთაშორისო სპეციალიზაციის მიხედვით დაყოფა. ნეოლიბერალიზმი მულტილატერულ პოლიტიკურ ზეწოლას უჭერს მხარს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, როგორებიცაა საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი. ის ასევე ქადაგებს ეროვნული მთავრობების როლის მინიმუმამდე დაყვანას. ამ ფილოსოფიის საყრდენი თეორიაა კეინსიანიზმი, რომლის "უხილავი ხელი" მთავრობის პირდაპირ ინტერვენციაზე უფრო ეფექტურად მოქმედებს. კორპორაციული ეფექტურობის გადაუმჯობესებლად ის მოუწოდებს ფროფკავშირთა პოლიტიკის ზეგავლენის (მაგ. მინიმალური ხელფასის ზღვარი, ან მუშახელის კოლექტიური მოლაპარაკების უფლება) უარყოფას ან მინიმუმამდე დაყვანას. ნეოლიბერალიზმი ეწინააღმდეგება სოციალიზმს, პროტექციონიზმსა და მწვანეთა მოძრაობას უცხოეთის ბაზრებში. ადგილობრივად ის პროტექციონიზმს, როგორც ასეთი, არ უარჰყოფს, თუმცა გამოიყენებს მხოლოდ როგორც მოლაპარაკებებში ზეწოლის მეთოდს, რათა აიძულოს უცხო ქვეყნები საკუთარი ბაზრის ლიბერალიზაცია მოახდინონ. ნეოლიბერალიზმი ხშირად წინააღმდეგობაში მოდის თანასწორუფლებიან ვაჭრობასა და სხვა ისეთ მოძრაობებთან, რომლთა აზრით მუშახელის უფლებებსა და სოციალურ თანასწორობას პრიორიტეტი უნდა ენიჭებოდეს საერთაშორისო ურთიერთობებსა და ეკონომიკაში. სრულიად კატასტროფული იდეოლოგიაა, რომელიც რამოდენიმე კომპანიაზეა მორგებული..
-
იმიტომ, რომ სკოლაში რელიგიის შეტანით, შეიტან რელიგიურ დისკრიმინაციასაც, განსაკუთრებულად რელიგიურ უმცირესობისთვის. ხატის შეტანა სკოლაში, ხაზს უსვამს რელიგიურ პრივილიგებლობას. აბა ერთი იეჰოვას სექტის რამე ატრიბუტი, ან ისლამური, ან სხვა რელიგიის ატრიბუტიკა შესულიყო, რა პანიკა ატყდებოდა მართლმადიდებლებში, არიქა და რწმენას გვართმევენო.. შენ ეხლა 90-იან წლებში სკოლაში არ გივლია და არ იცი რელიგიის მხრიდან რა სიტუაციაც იყო. პირველნი ვინც აჩაღებენ და თესავებ ბავშვებში რელიგიურ მტრობას, განსაკუთრებით ეს ეხებოდა რელიგიურ უმცირესბებს, ეს იყვნენ რელიგიისა და ქართულის მასწავლებლები. შენ ხატი მოგწონს და სახლში დაკიდებას არავინ გიშლის, მაგრამ სალოცავის გახნას და რელიგიურ ატრიბუტიკა სკოლაში, არის ის ნიშნები რომლითაც რელიგიური მტრობა იწყება. ყველამ კეთილი ინებოს და რამენაირად შეიკავოს თავი საკუთარ რელიგიურ გრძნობნების გამოვლინებისგან სკოლაში.. ამით არაფერი არ დაშავდება.. გერმანიაში რა კანონიც არის ის კანონი, რომ ამოქმედდეს საქართველოში იქნება ძალიან კარგი..
-
რა შუაშა ნერვებს მიშლის და ნუ დემაგოგობ თუ კაცი ხარ ჯერ ახსენი რატომ უნდა იყოს ხატი სკოლაში? სკოლის გარდა ადგილი ვერ ნახეს რომ ელოცათ, თუ რა მიზეზით უნდა იყოს სკოლაში ხატი, ან რაიმე რელიგიური სიმბოლიკა? რის დემონსტირებას ცდილობთ, იმით რომ ხატი შეგაქვთ სკოლაში?
-
რელიგია სკოლის გარეთ და არა სკოლაში. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ესეა და რა არის ამაში აღმაშფოთებელი ამას ვერ ვხვდები. ტვინი წაიღეს რა ამ რელიგიური პაკაზუხობით.. წამთ და წამდეთ, მაგრამ ყველგან არ არის საჭირო შენი რწმენის დემონსტრირება, განსაკუთრებით სკოლაში და სასწავლებელ დაწესებულებებში.
-
http://www.youtube.com/watch?v=VYRK4r6ibbA&feature=player_embedded მე ესეთი რაღაცეები სკოლაში მახსოვს და ისიც მახსოვს, რომ სულ არ მსიამოვნებდა