Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. რაში მჭირდება რელიგია? რელიგიის დანიშნულებაა - გადარჩენა, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, რომცა ადამიანი შეუერთდება ღმერთს. ადამიანის შექმნის დროს ადამიანი იყო სუფთა და უმანკო. ამ ზნეობრივ მდგომარების შედეგად შეეძლო მას პირდაპირი ურთიერთობა ჰქონოდა ღმერთთან. ადამიანი ცოდვილი, რომ გახდა მაშინ დაკარგა ღმერთან პირდაპირი ურთიერთობა. რელიგიის დანიშნულება კი ამ ურთიერთობის აღდგენა უნდა იყოს. დაახლოებით ეს აზრი გამოვიტანე მე ბევრ მორწმუნესთან საუბრის დროს. მაგრამ ათეისტი თუ ხარ, ყველანაირი რელიგიური არგუმენტი აზრს კარგავს. ჩემთვის როგორც ათეისტისთვის რელიგიური მტკიცებულება საკმაოდ არასერიოზულია. მათი (თეისტების) მტკიცებულებიდან გამოვიტანე შემდეგი აზრი: სიმართლე მათი არის წერილში (ბიბლიაზეა საუბარი) წერილის მიმართ არანაირი ეჭვი არ უნდა არსებობდეს ეჭვები წერილის მიმართ - არის ცოდვა მცდელობა წერილი გადამოწმების - ეჭვის შეტანა წერილზე, არის ცოდვა ცოდვები ჩვენი - ეშმაკისეულია ექსპერიმენტალური შეხედულება - ეშმაკისეულია ყველა მეცნიერება - რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს წერილს, ეშმაკისეულია, გარდა ე.წ „ქრისტიანულ მეცნიერებიბისა“. ათეისტისთვის გასაგებია, რომ მსგავსი დამოკიდებულება არა მარტო მიუღებელია, არამედ გარკვეულ პროტესტსაც იწვევს. როგორც ათეისტს მიმაჩნია, რომ მსგასი აზროვნება წარმოშობს მონურ ფსიქოლოგიას, უსიტყვოდ დაემორჩილო და ჭეშმარიტებად მიიღო ყველაფერი, რომელსაც „პაპი“, „მამაო“ ან რომელიმე ისეთი პიროვნება გეტყვის, რომელიც რელიგიურ იერარქიას მიეკუთვნება. ეს იგივეა უსიტყოდ დაემორჩილო, ყველა მის, კონკრეტულ პიროვნებისა თუ ორგანიზაციის ნება სურვილს. მთავარი აქ ხომ ის არის, რომ ვიღაცამ უნდა ილაპარაკოს ღმერთის სახელით და სწორედაც ის ვინც ილაპარაკებს ღმერთის სახელით, ის იქნება რეალურად „ღმერთი“, ყველა მორწმუნესთვის, რადგან მის სიტყვებში იქნება ღვთიური ნება გამოსახული. ისტორია გვასწავლის, რომ ყველა რელიგია ცდილობს სახელმწიფოში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს, მოიპოვოს პრივილეგიები, ძალაუფლება და შემდეგ მართოს. რელიგია ვერ გაექცევა იმ ბრალდებას, რომ ის ხშირად წარმოადგენს, პოლიტიკურ იარაღს მართველ ელიტის ხელში. ხოლო ბრმა და უსიტყვო მორჩილება რელიგიურ იერარქებისადმი, აისახება თავად პოლიტიკურ სისტემაზეც. იქ სადაც ძლიერია რელიგიური ინსტიტუტები, იქ დემოკრატიული წეს-წყობილებისთვის დამახასიათებელი ინსტიტუტების ფუნქციონირება, საკმაოდ ჭირს ხოლმე. თავისთავად დაუმორჩილებლობა, ეჭვის შეტანა ითვლება ცოდვათ. ანუ თავისუფლება, სხვანაირი ცხოვრების, აზროვნების, ქცევის სტილი არასასურველია რელიგიისთვის და ის ყოველთვის ცდილობს მისგან სხვანაირი და მეტიც დამოუკიდებელი, ბოროტებად წარმოაჩინოს. ამიტომაც თავისუფლება ამ მხრივ გამოდის, როგორც ბოროტება, რომელიც ემსახურება ადამიანის დაშორებას ღმერთთან. ამიტომ ხშირად ექსტემისტ და რადიკალ მორწმუნეებს სურვილი აქვთ, არ დაუშვან განსხვავებული აზროვნების მქონე ადამიანები საზგოადოებაში და მათგან ყოველგვარ თავისუფალ და განსხვავებულ საქციელს მკაცრად უსწორდებიან. ეს არის გარკვეულწილად ერთი იდეის (იდეაში რელიგია იგულისხმება), ერთი ინსტიტუტის (ეკლესიის) სრული დიქტატურა, საზოგადოებაზე. მე როგორც ათეისტს რელიგია არ მჭირდება. არ მჭირდება არავისგან გადარჩენაც და ღმერთთან სიახლოვე. არ მჭირდება ვინმეგან სწავლება, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი. მე მიმაჩნია, რომ მე სავსებით შემიძლია ყველა რელიგიისგან დამოუკიდებლად გავარჩიო რა არის კარგი და რა არის ცუდი, მიმაჩნია რომ მე ბედნიერებისკენ სწრაფვაში რელიგია საერთოდ არ მესაჭიროება, პირიქით თუ კი ის ძალაუფლებას გამოიყენებს რათა ჩემი თავისუფლება შეზღუდოს, მაშინ ის მხოლოდ ხელისშემშლელ ინსტრუმენტი იქნება ბედნიერებისკენ სწრაფვაში და მეტი არაფერი.
  2. Siknadmo შენი მოტივი და ჩემი მოტივი რა იქნება ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.. ძალიან სწორედ დაიჭირეს ნაცებმა არსებული სიტუაცია. უკვე ძალიან დიდი ხანი მიდიოდა, ყოფით დონეზე რელიგიურ უმცირესობების დისკრედიტაცია, დევნა და მარგინალიზაცია. ამ უმცირესობებს, აქვთ თავის პრეტენზიები და თან სერიოზული მართლმადიდებლების მიმსამართით. ცუდი ის არის რომ ამის საჯარო განხილვები არ ხდებოდა. ერთი სიტყვით, იცოდნენ რა რომ ეს მუხტი ანუ მართლმადიდებლების გამო გამწარებულ ხალხის მუხტი არსებობდა საზოგადოებაში, გამოიყენეს ეს მუხტი. ეს ხალხი ელოდებოდა, ვინმეს ვინც მართლმადიდებლების მიერ ხშირ შემთხვევაში უსამართლო საქციელს საჯაროდ დაუპირისპირდებოდა. ყოფით დონეზე რამოდენიმეჯერ მეც შემეხო, მართლმადიდებელბის უსამართლო საქციელი, განსაკუტრებით ლექტორის მხრივ, ნიშანს რომ არ მიწერდა ათეისტობის გამო . ამ დროს ნაციონალების ერთი ფრთა თავისუფლების ინსტიტუტის სახით, საჯაროდ დაუპირისპირდა მართლმადიდებლობას. ეს დაპირისპირება ბევრისთვის იყო ის საშვალება რომ თავის წყენაზე პასუხი გაეცათ, თან საჯაროდ. ანუ თქმა იმისა, რომ თქვენ ვეღარ შეძლებთ ესე ბეზპრეძელნიკულ დაჩაგვრავს, ვეღარ აახევთ უბრძოლველათ კათოლიკებს ეკლესიებს, ვეღარ შეაგინებთ ისე რომ პასუხს არ მიიღებთ და ა.შ ანუ იმ დაჩაგრულმა რელიგიურმა უმცირესობებმა, რომელიც იყო აქამდე, ხმა ამოიღო მხოლოდ მას შემდეგ რაც ამეებმა საჯაროდ ამოიღეს ხმა. ჩემი აზრით ხმა ნამდილად იყო ამოსაღები, მაგრამ უნდა ამოეღოთ გაცილებით კარგ ტიპებს ხმა, ვიდრე ნაციონალებს. მაგრამ აქ მოხდა ერთი რამე, მაგეებმა ამოიღეს ხმა ისე, რომ გამოიწვიეს მართლმადიდებლები. ეხლა მართლმადიდებლები უნდა გაეკონტროლებინად, და ამისთვის მმკ კარგი ხანი იყო შექმნილი, მმკ-ს წინამძღლობით მართლმადიდებლებმა ხმა ამოიღეს, როგორ გვიბედავთ ამასო. რა თქმა უნდა ბუნებრივი წინაპირობა დაპირისპირებისა არსებობდა და ეს წინაპირობა ყოფით დონეზე პირველ რიგში თქვენი მართლმადიდებლების დამსახურბეა, როდესაც ლანძღავდით ყველა არამართლმადიდებლურ მიმდიანრეობებს და ხშირად ცემდით კიდევადაც ან ძალიან ცუდ გარემო-პირობებს უქმნიდით, მაგრამ მტავარი აქ სხვა რამე იყო, ეს მოძრაობა ორივე მხრიდან კარგ ტიპებს რომ დაეწყო ეს კონფლიქტი არ მოხდებოდა და კონსენსუსამდე მივდიოდით. ეხლა მთავარი რა არის, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ პირობებში. ესენი ერთმანეთს აგინებენ და მაგათ გამო მერე ჩვეულებრივი ხალხი ჩხუბობს. როგორც ესენი ლანძღავენ მართლმადიდებლობას, ისე მმკ ლანძღავს არამართლმადიდებლებს. ჩვენ რომლებიც არ ვართ არც მათი წევრნი, უნდა შევთანხმდეთ, რომ მათ გინებებზე ჩვენ ერთმანეთს არ ვეჩხუბებით და მეტიც, ჩვენ არ ავყვებით მათ პროვოკაციებს. თუ ერთმა მხარემ მაინც გაითვალისწინა ეს, ეს ნიშნავს იმას რომ ეს დაპირისპირება დამთავრდება, რადგან არ იმუშავებს..
  3. მოდი რეალობას გავუსწოროთ თვალი და ერთმანეთისთვი ბნელისა და ცოვილის დაძახების იქიდაც თუ გადავიხედავთ, უფრო ნათელი გახდება ყველაფერი.. ძირითადი მორალური ღირებულებები, ჩემი ათეისტობის და შენ თეისტობის მიუხედავად ერთი და იგივე გვაქვს. მკვლელობას, ადამიანების მიმართ უსამართლო მოქცევას, მოპარვას, გაუპატიურებას და ა.შ ორივესთვის მიუღებელია. ანუ ფუნდამენტალური დაპირისპირება არ გვაქვს, გვაქვს რაღაც გარეგანი დაპირისპირება, რომელიც არ არის იმდენად გადაულახავი, რომ ამის გამო ერთმანეთი დავხოცოთ. პირიქით, რომ არ იყოს მსგავსი სიტუაციები და იყოს ნორმალური განვითარების საშვალება, ჩენ გვექნებოდა უნარი, იმისა რომ ერთმანეთთან საუბრის მეშვეობით, გავითვალისწინოთ ორივეს ელემენტარული ინტერესი და საზოგადოებრივ დონეზე დავაბალანსოთ ის. რადგან არ არის მსგავსი სიტუაცია შექმნილი და წინაპირობა, ამიტომ ვერ ვაბალანსებთ და ეს უმნიშვნელო სხვაობები, ხდება გაცილებით მნიშვნელოვანი ვიდრე რეალურად არის. ეხლა მეორე, საკთხი ის არის რომ ქრისტიანობა რას იძახის და ათეიზმს რა არგუმენტები აქვს, ამ შემთხვევაში ყოველგვარი ფასი ეკარგება, იმიტომ რომ უსარგებლო ხდება. რადგან ეს პროცესები არის მართული, რასაც არ უნდა იძახდეს ქრისტიანობა და ათეიზმი, არანაირი აზრი არ აქვს, მთავარი თავად პროცესის არის ის რომ ეს პროცესი ნაც.მოძრაობის მიერ იყოს მართული. ანუ დაპირისპირება და ის რომ ჩვენ ვერ შევთანხმდეთ, ეს არის მათი გამარჯვება, ჩვენი გამარჯვება ამ სიტუაციაში იქნება ის რომ ამ პროცესში არ ჩავერთვათ, ანუ არ დავუპირისპირდეთ ერთმანეთს. ეხლა მესამე საკითხი, ჩემი სკეპტიკურობის ეკლესიისადმი, აი დამიჯერე ამას შენთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნებოდა, ნორმალურ ქვეყანაში, როგორც ჩემთვის შენ რწმენას. იცი რატომ? მე ეკლესია არ შემეხებოდა, შენ კი ათეიზმი. ორივე დაცულები ვიქნებოდთ და დარეგულირებული იქნებოდა სიტუაცია და მხოლოდ აქ ფორუმზე შეიძლება რაღაც რელიგიურ საკიტხებზე გვეკამათა. ეს იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ, ამაზე უკეთესი რა გინდა, ერთმანეთს არაფერს არ ვაძალებთ, ერთმანეთს არ ვეხებიტ დისტანცია გვაქვს და ჩვენთვის ნორამლრუად ვცოვრობთ. რაც შეეხება "ლიბერასტებს" ანუ მე მგონია ე.წ ელიტარულ ნაციონალებზეა საუბარი, დააკონკრეტე ვინ შედის ამ ლიბერასგტებში და ნახავ რომ ნაციონალები და მIშას მხარდამჭერნი შედიან. ავტომატურად, საკითხი ნათელია რა, არ მომწონს ხელისუფლება და მისი კამანდაც და შესაბამისად არ ვუჭერ მხარს მათ. და ბოლოს უნდა აღიარო ის რომ რელიგიური საკითხი არ არის დარეგულირებული და საჭიროებს იმდენად დარეგულირებას, რომ ყველა რელიგიური ჯგუფის ან საერთოდ არარელიგიური ჯგუფების ინტერესი ეთნაირიად უნდა იყოს გათვალისწინებული და დაცული. ეს არ მოხდება, პრინციპულად არ მოხდება, ამ მთავრობის პირობებში და თუ კიდე რუსეთუმე ხელისუფლება მოვიდა, არც იმ ხელისუფლების პირობებში. ანუ პრინციპი და პოლიტიკა არის ისეთი, რომ რომელიღაც ჯგუფი უნდა იყოს ძალიან უკმაყოფილო და დაჩაგრულად უნდა იგრძნოს თავი. დაბალანსება და პრობლემის მოგვარება ხელისუფლებას არ ჭშირდება, რომ მოაგვაროს ეს საკიტხი, დაკარგავს მანიპულაციის ერთ-ერთ საშავალებას.
  4. ამ დაპირისპირებებზე, თქვენ არ იცით, როგორ კვდებიან სიცილით ნაც.მოს წევრები აი მმკ-ს და მაგათ შორის რომ ხდება მე ეს სიცილი რომ არ მქონდეს მოსმენილი და ინფორმაცია რომ არ მქონდეს მიღებული მათგან (სამწუხაროდ რამოდენიმე ნათესავისგან) მეც თქვენაირად ჩართული ვიქნებოდი ამ პროცესებში..
  5. მე საერთოდ არ ვთვლი რომ რამე დიდ საზიზღრობას ჩადის, უბრალოდ ის რომ შეეკრა მიშისტებს, ამით ყველაფერი ნათელი გახდა და თავისუფლების იდეის ქადაგება მისი მხრიდან ნეტო რამეა.. მმკ-ც მაგათია (ნაციონალების) და ესენიც მაგათია და როცა ყველაზე ძალიან სჭირდებათ ყურადღების გადატანა, არაპრობლემატურ საკითხებზე, მათი გააქტიურება ხდება. ამ დროს კი ისეთი რამეს ჩადიან ნაციონალები, რაც საზოგადოების და არამარტო საზოგადოების, არამედ დასავლეთის ყურადღების გვერძე რჩება.. მე ზუსტად ვიცი რომ ესე ხდება, როცა არ ვიცოდი, სხვანაირი დამოკიდებულება მქონდა ამ საკითხების მიმართ, როცა ესენი აქტიურდებიან, ზნაჩიტ რაღაც სხვა ხდება ქვეყანაში და იმ სხვას უნდა მიაქციო ყურადღება, რაც ამ სასტავის დაირისპირების მიღმაა.. ამაზე კამათი კი ჩემთან ნე ტო იქნება, რადგან მე ეხლა მაქვს ასე თუ ისე ინფორმაცია და ამ ინფორმაციას, რაღაც თეორიებით და კამათით, მაინც ვერ მოვიტყუებ თავს და ინფორმაციას უფრო დავეყრდნობი ვიდრე თეორიებს. შენი კი როგორც გინდა ისე გადაწყვიტე, ვის ენდობი, ეს ჩემი საზრუნავი არ არის ;)
  6. newstudio ლეო ნაფტა რომ დამოუკიდებელი ტიპი იყოს და ესეთები თქვას და წეროს, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, ჩვეულებრივი მოვლენა იქნებოდა, ესეთი ტიპები არიან მისი ფენიდან.. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ის დამოკიდებულია ჰასუდარსტვნიკებზე.. ფულს ისინი უხდიან და გასაგები მიზეზების გამო, რომ მან მუდამ ყურადღება გადაიტანოს, რეალურად არაპრობლემატურ საკითხებზე და მუდამ გამოიწვიოს საზოგადოებში "აღშფოთება".. ესეთ ხალხს სახელმწიფო ათამაშებს ისე, რომ მათ საერთოდ არ იცოდნენ რომ მარიონეტები არიან..
  7. კოდები როგორ შეგყავს? მე არ ვიცი კოდები.. დრო დააყენე ცოტა გვიანი, როცა თემურ ლენგითან ომი არ გაქვს და ჯარი გყავდეს მზად, ლენგის იმპერია ინგრევა და როცა დაინგრვა (დაპროგრამებულია, თუ შენ არ თამაშობ ლენგის იმპერიით, მაშინ იშლება რა ის იმპერია) ეგრევე სომხეთს დაუწყე ომი, ტრაპიზონის შემოერთებაც არ გაგიჭირდება + აღმოსავლეთში რაღაც სასულთნო რომ არის, დაღესტნამდე, იმასთან ბრძოლაც არ გაგიჭირდება და ამ ყველაფერს რომ დაიპყრობ, შემოსავალიც გეზრდება და ძლიერი სახელმწიფოც ხდები.. ალიანსები გენოასთან ვენეციასთან და ბალკანელ ქრისტიანებთან დაამყარე, ოსმალეთის შემოსევის შემთხვევაში დაგეხმარებიან. ჩრდილოეთში ოქროს ურდოსთან მშვიდი ურთიერთობა გქონდეს, მაგრამ დიდი ლიტვის სამთავროსთან და მოსკოვტან ალიანს თუ მიაღწევ, ოქროს ურდოს დამარცხების შანსი გექნება, ოქროს ურდოს რამდენი ომიც ჰქონდა ლიტვასთან და პოლონეთთან, ყველგან დამარცხდა..
  8. asesino_141 შენ თუ აღმოჩენილი არ გექნება ტერიტორიები, მაშინ ომს ვერ გამოაცხადებ, მაგრამ თუ აღმოაჩენ ტერიტორიებს, ანუ როგორ არის იცი, რუკა არის ჩაბნელებული რომელიც ჯერ არ აღმოგიჩენია, ევროპელები კი დიდი გეოგრაფიულ აღმოჩენების შედეგად, სხვადასხვა ტერიტორებს აღმოაჩენენ ხოლმე და მერე შეგიძლია შენი აღმოჩენილი ტერიტორიები, სხვის აღმოჩენილ ტერიტორიებში გაცვალო და რუკა გაგეხსნება.. ომის წარმოება კი შეგიძლია, მაგრამ ომი აგდებს სტაბილურობას და რევოლუციურ რიკებს ზრდის. არა მგონია
  9. asesino_141 ჩემთან თავისუფლად წავიდა და დარა ვიცი აბა აბა აქედან სცადე http://gou.ge/games/1846-europa-iii-universalis-2010rus1r-rrssrrrr.html
  10. newstudio ეს თამაში იწყება 1399-წლიდან და მთავრდება 1820-წელს. თქვენსგან დამოუკიდებლად, უარმავი ისტორიული მოვლენა ვითარდება, როგორებიცაა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, რეფორმაცია, ინგლისის, ჰოლანდიის და საფრანგეთის რევოლუციები, გლეხთა აჯანყებები და ა.შ ამ თამაშში თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ისტორიული რეალობა და სულ სხვა გზით განავითაროთ იგი. შეგიძლიათ, პროტესტანტიზმი დამარცხდეს, შეგიძლიად საქართველო აქციოთ იმპერიად (როგორც მე ვაქციე), იმპერიად რომ იქცეს, მას სჭირდება პრესტიჟი + დიდი ტერიტორია და ტიტულები, ტიტულებს ნელ-ნელა იმატებთ.. მოგოიწევთ მუდმივი დიპლომატიურ ურთიერთობებში გარკვევა, რადგან დიპლომატიის გარეშე თქვენ ვერ მოახერხებთ დიდ წარმატებებს და დიდი ალიანსების მსხვერპლი გახდებით. ჩემთან რომ ჩანს... თამაშს ინსტალაცია არ სჭირდება, უბრალოდ ამოარქივეთ და ითამაშეთ
  11. asesino_141 რა პომტში არ ირთვება თამაში აბა მითხარი და დაგეხმარები.. უნდა ამოარქივო, დაინსტალირება არ სჭირდება და ეგრევე მიდის თამაში.. აი დიად ნუკრიკოს დროინდელი საქართველოს იმპერია, რომელიც იერუსალიმდეა მისული და კონსტანტინოპოლს ალყას უკეთებს, ანუ ბალკანეთშიც ვარ შესული, აი ესეთია ჩემი იმპერია, დიდი იმპერია... http://s58.radikal.ru/i159/1009/18/a2fc23b3789b.jpg
  12. მოდერაციამ ერთხელ მაპატიოს. ეს არის გლობალური სტრატეგია, რომლის დროც ყველა ქვეყნის არჩევა შეგიძლია, მათ შორის საქართველოსიც.. ფორუმ.გე-ზე ვჩალიჩობთ რომ ხალხი შევკრიბოთ, რომ მერე ვითამაშოთ ონლაინში და ვისაც ინტერესი ექნება იქნებ შემოგვიერთდეთ. (პოლიტიკაში იმიტომ გავხსენი, რომ აქ არიან ბევრი ხალხი და ჩვენ კი გვესაჭიროება მსურველები) მე როგორც წესი ინგლის ვირჩევ ეხლა ამ სტრატეგიაზე http://i062.radikal.ru/1009/45/7cdcb23a4e56.jpg 1. ესაა თქვენი სახელმწიფოს გერბი(ამ შემთხვევაში მექლენბურგის,გერმანიიის ერთ-ერთი პროვინცია),რომელზეც მაუსის ისრის მიტანის შემდეგ საშინაო პოლიტიკის ოფციები გეხსნებათ თვალწინ. 2. ესაა მაქსიმალური რაოდენობა,თუ რამდენი ჯარისკაცი შეიძლება გყავდეთ. ამ ციფრს განსაზღვრავს ყველა თითოეული პროვინცია,რომლის მფლობელიც ხართ.(მაგ: პროვინცია ქართლი ყოველთვიურად 800-მდე ჯარისკაცს აგროვებს). ჯარისკაცების რაოდენობა განისაზღვრება ასევე იმით,თუ მმართველობის ფორმა აქვს თქვენს სახელმწიფოს.(აბსოლუტური დიქტატურა,იმპერია,რესპუბლიკა,კონსტიტუციური მონარქია და აშ.). 3. ესაა სახელმწიფოს სტაბილურობის მაჩვენებელი. მინიმალურია -3 და მაქსიმალური +3. სტაბილურობა გამოიხატება შემდეგნაირად: -1 რევოლუციის რისკი.(ანუ რაც მაღალია სტაბილურობა,მით უფრო დაბალია იმის შანსი რომ რომელიმე პროვინციაში რევოლუცია მოხდება) +5% ვაჭრების შანსი .(პ.ს. ვაჭრობაზე ცალკე თავს დავწერ biggrin.gif) +5% შპიონების შანსი. +10% გადასახადები(რაც ძალიან მნიშვნელოვანია...თუ სტაბილურობა დაეცა,ეცემა ასევე გადასახადების რაოდენობაც). 4. მარცხნიდან მარჯვნივ. დიპლომატები კოლონისტები ვაჭრები მისიონერელები შპიონები 5 სტატისტიკა,ფიზიკური რუკა,პოლიტიკური რუკა,რელიგიური რუკა(რომელ პროვინციაში რა რელიგიაა),გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის რუკა,დიპლომატიური რუკა და ა.შ. 6 მსოფლიო რუკა biggrin.gif =============================== დავიწყოთ საშინაო პოლიტიკით,რომელიც მოიცავს: ეკონომიკას, ჯარს, რელიგიას, მთავრობას, მეფესა და მის მრჩევლებს, და ჯარის წინამძღოლებს. http://s51.radikal.ru/i131/1009/2b/3e7c3e21d443.jpg მარცხენა სურათზე ჩანს სახელმწიფო ფორმა(კონსტიტუციური მონარქია). რელიგია პროტესტანტიზმი(ჯვრის ფორმა) წრეში მოთავსებული ციფრი 95 აღნიშნავს თქვენს პრესტიჟს,რომელიც მნიშვნელოვანია ძალიან და ციფრი 1 იმას თუ რომელ ადგილზე ხართ პრესტიჟით. პრესტიჟს იგებთ ომების მოგებით,კოლონიების დაარსებით,ასევე ნაციონალური იდეებით. პრესტიჟს დიდი მნიშვნელობა აქვს დიპლომატიურ ურთიერთობებში. ყოველწლიურად ეცემა თქვენი პრესტიჟი. რეპუტაცია,დიდება საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ სტრატეგიაში.რაც უფრო მაღალია იგი,მით უფრო ცუდია. თქვენი რეპუტაცია ეცემა სხვადასხვა შემთხვევაში.მაგ: +1 ვინმესთვის ომის გამოცხადების გამო. +6 რომელიმე სახელმწიფოს ანექსიისათვის. +1 კოლონიის დაარსებისათვის. თუ თქვენი რეპუტაცია +30-35-ია,მაშინ თქვენი მეგობარი სახელმწიფოებიც კი გიცხადებენ ომს! ასევე ვასალებიც მზად არიან იბრძოლონ დამოუკიდებლობისათვის,თუ თქვენი სახელი შებღალულია მსოფლიოში biggrin.gif სამეფო სახლი სამეფო სახლში შეგიძლიათ თქვენი მეფის შესაძლებლობები ნახოთ. შესაძლებლობებში შედის:დიპლომატია,ჯარი და ადმინისტრაცია. ვარსკვლავების რაოდენობით განისაზღვრება თქვენი მეფის შესაძლებლობები,რაც უფრო მეტი ვარსკვლავი აქვს,მით უფრო ძლიერია.(შეიძლება ადმინისტრაციაში 5 ვარსკვლავი ჰქონდეს,ხოლო დიპლომატიაში მხოლოდ 1....ან კიდევ ბევრი ვრაიანტია biggrin.gif) მრჩევლები შეგიძლიათ მაქსიმუმ სამი მრცეველი გყავდეთ. კანცლერი(აძლიერებს სამეფო სასახლის ტექნოლოგიებს. ბუნებისმეტყველი(აძლიერებს პროდუქციას). ფინანსისტი(აძლიერებს ვაჭრობის ტექნოლოგიას). საზღვაო რეფორმატორი(აძლიერებს საზღვაო ტექონოლგიებს). ჯარის რეფორმატორი(აძლიერებს ტექნოლოგიებს,რომლებიც ჯართანაა დაკავშირებული) ხელოვანი(ზეგავლენას ახდენს სახელმწიფოს სტაბილურობაზე) ფილოსოფოსი(გიმატებს პრესტიჟს) დიპლომატი(ზრუნავს დიპლომატიური ურთიერთობისათვის/რეპუტაციისთვის). თეოლოგი(მისიონერელების შანსს ამაღლებს.მაგალითად თუ პროვინციაში რელიგია მუსლიმანურია,შეგიძლიათ მისიონერელი გაუშვათ და პროვინცია გახადოთ მართლმადიდებლური) ვაჭარი(უმაღლებს ვაჭრებს შანსს) კოლონიის გუბერნატორი(შანსს იძლევა უფრო მალე მოხდეს ამა თუ იმ რეგიონის კოლონიზაცია). უფროსი შპიონი(შანსს უმაღლებს თქვენს შპიონაჟს სხვა სახელმწიფოების მიმართ) პ.ს. ვაგრძელებ თარგმნას.უბრალოდ არ მინდოდა ყველაფრის ერთი წერილით გამოქვეყნება. ეკონომიკა/ფინანსები. შემოსული თანხები ეყრდნობა პრუდუქციას,ვაჭრობას,ოქროს და გადასახადების რაოდენობას. თუ მაგალითად სავაჭრო ცენტრებში ვაჭრები არ გყავთ,რაღა თქმა უნდა ვაჭრობიდან შემოსული თანხების რაოდენობა 0 იქნება. თუ არ გაქვთ პროვინცია,რომელიც ოქროს აწარმოებს,ასევე ვერ მიიღებთ თანხებს,რომლებიც ოქროს უკავშირდება. ჯარის რაოდენობა,მრჩევლები და ასევე ინვესტიციები სხვადასხვა ტექნოლოგიებისათვის ზრდის ხარჯებს ინფლაცია თუ მაღალი ინფლაცია გაქვთ,რაღა თქმა უნდა უფრო მეტის გადახდა მოგიწევთ სხვადასხვა შენობების აშენებისათვის. მაგ:თუ ინფლაცია 5%-ია,ასევე 5%-ით იზრდება ფასები სხვადასხვა შენობებისა. ალბათ ინფლაციის მნიშვნელობა ისედაც იცით,ამიტომ აღარ დავწერ ბევრს. ფინანსური სესხი თუ ძალიან არ გჭირდებათ,ნუ აიღებთ სესხს. თუ აიღეთ 200 ოქრო სესხად,მაშინ ყოველწლიურად 5 ოქრო მიდის სესხის პროცენტებში და 5 წლის გასვლის შემდეგ თუ ანგარიშზე 200 ოქრო არ გაქვთ,რომელიც ისესხეთ,ყოველთვიური პროცენტი იზრდება. საომარი გადასახადები თუ ომში ხართ,შეგიძლიათ დამატებითი გადასახადები მოითხოვოთ,რომელიც 50%-ით ზრდის თქვენს ყოველწლიურ შემოსავალს. სამეცნიერო კვლევები კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენი შემოსავლიდან ყოველთვიურად ფინანსდება პროდუქციის,ვაჭრობის,ჯარის ტექნოლოგიების კვლევა,რაც საშუალებას გაძლევთ ჯარის მორალი გააძლიეროთ,ან ახალი შენობები გამოიკვლიოთ,ანაც ნაციონალური იდეის ამორჩევის უფლება მოიპოვოთ. არსებობს კვლევის სხვადასხვა საფეხურები... სამეცნიერო კვლევის საფეხურებს სურათზე ხედავთ... წარწერებიც მივაწერე,არ ვიცი კარგად თუ ჩანს. მმართველობის ფორმა[b/] როგორც ზემოთ აღვნიშნე,სეგიძლიათ სხვადასხვა მმართველობის ფორმები აირჩიოთ.რა თქმა უნდა,მე-14 საუკუნეში რესპუბლიკურ მონარქიას ვერ აირჩევთ,ამისათვის აუცილებელია თქვენი მთავრობის ტექნოლოგიები გააძლიეროთ და კვლევა განაგრძოთ. ნაციონალური იდეები ნაციონალური იდეები განაპირობებენ თქვენი სახელმწიფოს მმართვის ფორმასაც. 1-ელი ნაციონალურ იდეა შეგიძლიათ აირჩიოთ,თუ თქვენი სახელმწიფო მართვის ტექნოლოგიებმა მიაღწიეს მე-4 საფეხურს. შემდეგი ნაციონალური იდეების არჩევა შეგიძლიათ: ფლოტი სამეფო მარინები(+33%-ით ამაღლებს გემების რაოდენობას,ანუ მაქსიმუმ რამდენი გემი შეიძლება გყავდეთ). სამწუხაროდ ყველას ვერ ვთარგმნი,შესაბამის ტერმინებს ვერ ვუძებნი... ამიტომ უბრალოდ მონაცემებს დავწერ.(წერტილების მაგივრად იგულისხმება სიტყვები,რომლებიც ვერ ვტარგმნე biggrin.gif) ..............ფლოტის მორალს აძლიერებს 1%-ით. .............მარინები თუ მტრების პროვინციას ბლოკავენ,მაშინ იმ პროვინციიდან გადასახადები შემცირდება 25%-ით. .............+33% პრესტიჟს იმატებ,თუ მოიგე საზღვაო ომი. ჯარი ............ჯარისკაცების მაქსიმალურ რაოდენობას ზრდის 50%-ით. ............არმიის მორალს ზრდის 1%-ით. ............არმიის ტრადიციები +1%. ............33% პრესტიჟს იმატებს,თუ მოიგე ბრძოლა. სახელმწიფო იდეები ბიუროკრატია(საგადასახადო შემოსავლები გაიზრდება 5%-ით) ნაციონალური ბანკი(-0,10% ინფლაცია) ნაციონალური სავაჭრო პოლიტიკა(+10%-ით მეტი შემოაქვთ ვაჭრებს) (რაღაცნაირი) ეკონომიკა(პრუდუქცია იზრდება 10%-ით) შპიონაჟი(+1 შპიონი ყოველ წელს) ხელოვნური იდეები ღმერთის ძალა(+1 მისიონერი ყოველ წელს) ტოლერანტობა(სხვა რელიგიების მიმართ ტოლერანტული) და სხვები...ბევრი ნაციონალური იდეაა,მაგრამ ყველას შესაბამისი სიტყვა ვერ მოვუძებნე biggrin.gif ============================================ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი რამ...ყოველ 10 წელში ერთხელ შეგიძლიათ ზეგავლენა მოახდინოთ სახელმწიფოს მმართველობის ფორმაზე შემდეგნაირად. არისტოკრატია-პლუტოკრატია ცენტრალიზაცია-დეზენტრალიზაცია ინოვაციური-''გონებაჩლუნგი''(biggrin.gif) მერკანტალიზმი-თავისუფალი ვაჭრობა თავდასხმა-თავდაცვა ჯარი-ფლოტი ხარისხი-რაოდენობა ბატონყმური წყობა-თავისუფალი გლეხობა. ყველა მათგანს,რაც ზემოთ ჩამოვთვალე, აქვს თავისი პლიუსი და მინუსი,ამიტომ თქვენი გადასაწყვეტია როგორი ფორმა ექნება სახელმწიფოს. ეს ყველაფერი კარგად რომ გაიგოთ,სურათს ავტვირთავ და დააკვირდით მის მარჯვენა მხარეს(მიხვდებით რასაც ვგულისხმობდი არისტოკრატია-პლუტოკრატიაში და ა.შ) აი საქართველოც ამ თამაშში http://s51.radikal.ru/i131/1009/41/b5775f868472.jpg ძალიან გთხოვთ მსურველები დაგვიკავშირდით ვისაც თამაშის გადაწერა უდნა აქედან შეუძლია გადაიწეროთ http://beef.ge/15438-europa-universalis-iii-heir-to-the-throne.html
  13. აი ელიტა საიდან შოულობს ფულს და რატომ არის უიდეალო, აი რატომ არის რომ შემოქმედებითი პროტესტი ესეთი ძნელია საქართველოში. იმიტომ რომ კარის მუსიკოსებით გაივსო ქვეყანა.. ყველა ერთად უმღერის მიშკას.. სოციალური უთანასწორობა, კიდე გაიზრდება, რაც დრო გავა, თუ სისტემა არ შევცვალეთ... ჩვენთვის უმთავრესი მოთხოვნა, რომ სოციალური თანასწორობა იყოს, გაცილებით მეტს მივაღწევდით..
  14. იმედია ხელოვნებით დატკბებიან, ოღონდ ამ ტკობობას ტელევიზორით მიიღებენ, რომელიც ექნებათ ციხის საკნებში..
  15. ჩემი კომენტარი ზედმეტი იქნება, უბრალოდ უყურეთ ამ ვიდეოებს
  16. ნორმალურია, არაა მთლად კვერცხობა..
  17. dire მოდი ჯერ რელიგიის და მერე ათეიზმის განმარტებები გაიგე და მერე დაწერე ესეთი სიბრძნე ხოლმე. ;)
  18. 4.1 აკრძალულია თანაფორუმელს მიმართო სიტყვით "სექტანტო". ამ აკრძალვის მიზეზია სხვა ადამიანის რელიგიური უფლებების, ღირსებათა და გრძნობების პატივისცემა. 10 დღე დარჩა არჩევნების დაწყებამდე, ნუ საბოლოო შედეგამდე კიდე 7 დღე დაემატება. 17-დღის შემდეგ, დიდი ალბათობით დაახლოებით 95% ეს წესი აღარ იარსებებს.. წესზე არა იმდენად არის საუბარი, რამდენადაც "დოგმატურ-პოხუისტურ" წესების შეცვლა, რომელიც ჩემი ტოლერანტულ მოდერატორობის დროს დაიწყო და ამ ტოლერანტობამ მიგვიყვანა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვამდე. კონცეპცია ადვილი გასაგებია, ტოლერანტობა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გარეშე. იუზერები დამეთანხმებიან, რომ ამ განყოფილებას უკან წევს მსგავსი "დოგმატურ-პოხუისტური" წესები და მოდერატორის გარდა, ამ წესების გამოც გარბიან იუზერები, ამ განყოფილებიდან. სწორედაც "დოგმატიკურ-პოხუისტური" წესების წინ წამოწევამ დღევანდელი მოდერატორის მიერ, აქცია მგანყოფილება 2 კაცის განყოფილებად და იეჰოვას სექტის ზეიმამდე.. სწორედაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვამ, რელიგიურ მგრძნობალობის მოტივით, იყო დასაწყისი იმისა რასაც ჰქვია განყოფილება მოდერატორისთვის და არა განყოფილება იუზერთათვის..
  19. აქ რელიგიურ სექტების არსებობა არ არსებობაზე არ არის საუბარი აქ არის სიტყვის თავისუფლებაზე საუბარი, როდესაც სიტყვის თავისუფლება იზღუდება რელიგიური გრძნობების გამო.. აი ეხლა შენ რომ უთხრა იეჰოველს, სექტანტი ხარო, ამ ფორუმზე დაისჯები ხო და რა გირჩევნია თავისუფლება თუ ესეთი "დოგმატურ-პოხუისტური" წესები?
  20. დავამატებდი მხოლოდ ერთს, ეს წესი გასაუქმებელია, რადგან მარაზმატიკულია და "დოგმატურ" შეზღუდვას შეიცავს 4.1 აკრძალულია თანაფორუმელს მიმართო სიტყვით "სექტანტო". ამ აკრძალვის მიზეზია სხვა ადამიანის რელიგიური უფლებების, ღირსებათა და გრძნობების პატივისცემა. ეს ოგოვეა ათეისტს "უღმერთო", რომ უწოდო და ამის გამო მიიღო შენიშვნა.. არ არის საჭირო თავისუფლება შეიზღუდოს, ვიღაცის მგრძნობელობის გამო..
  21. კარგი იქნებოდა მუდამ გვახსოვდეს სოლი სარაბჯის, ინდოეთის ყოფილი გენერალური პროკურორის სიტყვები: „გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სისხლის სამართალი, რომელიც კრძალავს სიძულვილის შემცველ გამონათქვამებსა და გამოსვლებს, სტიმულს აძლევს შეუწყნარებლობას, მტრობასა და სიტყვის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვას. ქრისტიანი ფუნდამენტალისტები, ღვთისმოსავი მუსლიმები და კეთილმორწმუნე ინდუსები დაიწყებენ საშუალებების ძიებას, რათა აამოქმედონ ერთმანეთის რელიგიის, დოგმატებისა და კულტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის მექანიზმი. ეს სულ უფრო და უფრო ხშირად ხდება ინდოეთში. ჩვენ აღარ გვჭირდება რეპრესიული კანონები, ჩვენ სიტყვის თავისუფლება გვჭირდება, რათა დავძლიოთ ფანატიზმი და მივაღწიოთ შემწყნარებლობას საზოგადოებაში“. მე ამას ვხედავ ფორუმზე, რაც უფრო მეტი "დოგმატური" შეზღუდებია, მით უფრო მეტი სიძულვილია. არჩევნების შემდეგ, ეს ფორუმი თავისუფალი უნდა გახდეს ყოველგვარ "დოგმატურ" შეზღუდვების.. მეც თავის დროზე მომხრე ვიღაცი ამ "დოგმატურ" შეზღუდვების და სიტყვის თავისუფლებას ვზღუდავდი, იმის გამო რომ რელიგიური შემწყნარებლობისთვის მიმეღწია, მარა საპირისპიროს მივაღწიე, აგერ ხედავთ, პროტესტის ნიშნად უამრავმა მათლმადიდებელმა დატოვა ფორუმი, რამოდენიმე იეჰოველი ზეიმობს განყოფილებაში, რა კარგი ფორუმია, არ "ვიდევნებითო" და თან ვზღუდავთ ამ "დოგმატურ" წესებით მართლმადიდებლებსო და რეალურად გამოვიდა ის რასაც ჰქვია ძალაუფლების ცვლა, ერთი რელიგია შეიზღუდა სექტის გამო, სექტა კი არ იზღუდავს თავს რა თქმა უნდა. ამიტომ რა თქმა უნდა ჯობია, არც არავინ შეიზღუდოს.. პ.ს პროვოკატორებს არ გამოველაპარაკები, მიხვდებიან ვიზეც მაქვს საუბარი (მათთან სალაპარაკო არაფერი მაქვს)
  22. ანუ შენ გინდა თქვა რომ ძველი ბერძნები ცუდს და კარგს ვერ ამჩნევდნენ და მხოლოდ რჩეულ ქრისტიანებს შეუძლიათ ცუდისა და კარგის გარჩევა? კარგით რაა... არსებობს უამრავი კულტურა და ყველა კულტურას აქვს საკუთარი მორალს, თუმცა ყველა მორალში დევს ზოგადად საერთო პრინციპები "არა კაც კვლა" შენ რა გგონია ეს ქრისტიანობამ შემოიღო თუ რა? აიღე ძველი ეგვიპტური, "მიცვალებულთა წიგნი" და იქ ნახავ, რომ ქრისტიანობამ, უფრო სწორედ იუდაიზმმა დააკოპირა უამრავი რამ ეგვიპტური კულტურიდან, ხოლო ქრისტიანობა რომ იუდაიზმის სექტა იყო თავიდან ამაზე არავინ არ დაობს.. კარგს და ცუდს, პირველ რიგში მიხვდები დამოუკიდებლად, ყოველგვარ "გამოგონილ მორალის" გარეშე. ცხოვრება თვითონ მიგახვედრებს და გასწავლის, რა არის კარგი და რა არის ცუდი, ისე რომ არც ბიბლიის წაკითხვა არ დაგჭირდება იმისთვის რომ გაიგო რა არის კარგი და რა არის ცუდი და არც რომელიმე რელიგიური წიგნის.. ;)
×
×
  • შექმენი...