-
პოსტები
7.011 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
51
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Nukriko
-
მე სხვა რამე დავწერე, დაცვა რის მიხედვით უნდა მოხდეს, როცა ლიტერატურული ენა არ არსებობს თქო? გეიგევიით უკრაინული არის დიალექტი, რაც არ უნდა იჩალიჩონ უკრაინელებმა ამას ვერ შეცვლიან, კიდე კარგი ხანი.. რაც შეეხება ეხლა პრობლემას, რამდენადაც ვიცი ფილოლოგიაში მეგრულ და სვანურ ენებს ასწავლიან.. ანუ სამეცნიერო დონეზე, ეს ენები არ დაიკარგება.. ყოფით დონეზე კი ეს ენები (თუ დიალექტები) იმდენად ღარიბია, რომ ელემენტარულ წიგნს ვერ წაიკითხავ და შესაბამისად, უკაცრავად და მეორეხარისხოვან როლს იღებს..
-
რატომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ ითხოვს სოციალურ თანასწორობას? რატომ უნდა ჰქონდეს, რჩეულიშვილის და მის ცოლს მილიარონები (როცა აშკარაა, რომ ტიპმა ფული კორუფციით აკეთა) და მილიონამდე ქართველი ცხოვრობდეს გაჭირვებაში? რატომ არ გვაქვს სოციალური თანასწორობის მოთხოვნა, ეს ხომ ყველაზე მთავარი მოთხოვნაა, რაც შეიძლება გააჩნდეს ადამიანს
-
ვიზა გამოუშვი დროზე!
-
asesino_141 სახელმწიფო რა შუაშია, არ კულტურაში არ არსებობს მეგრული სალიტერატურო ენა, სვანურზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. სწორედ ის რომ სალიტერატულო ენა არის ქართული, ამიტომაც მიმაჩნია, რომ მეგრულიც და სვანურიც არის დიალექტები.. სახელმწიფო არ ქმნის სალიტერატულო ენას, სალიტერატულო ენას ქმნის თავად კულტურა და მეგრულიც და სვანური კულტურაც, სალიტერატულო ენად ქართულს იყენებდნენ და არა იმიტომ, რომ ვიღაც აიძულებდა, არამედ იმიტომ, რომ ქართულია ძირითადი ენა, რომლითაც შეგიძლია გააცნო სხვას საკუთარი ნაშრომები...
-
asesino_141 ბიჭოს, 7 მილიონიან შვედეთში, რომლებმაც საკუთარ თავს სამოთხე მოუწყეს და ეხლა თურქები და არაბები ზღვასავით ჩადიან და ხშირად იღებენ ფულს მხოლოდ იმიტომ რომ უმუშევრები არიან იქ, აი ეს არის პრობლემა. ანუ შვედური სოციალიზმა შექმნა ის სისტემა, რომ უმუშევრებს სახელმწიფო უხდის ფულს, მაგრამ ერთი ამიხსენი, რატომ უნდა წავიდეს ჩვეულებრივი შვედის გადასახადი, რომ ვიღაც არაბი და თურქი შეინახოს? რა თქმა უნდა პრობლემები მექნებოდა ამ შემთხვევაში, ხოლო საქართველოში აშკარად სხვა სიტუაციაა, ჩვენ პირიქით გვჭირდება ემიგრანტები proletari შენ რომ შვედი იყო მოგეწონებოდა უამრაბვი ემიგრანტის ჩამოსვლა? მე პირადად არა და სწორედ ამ მოტიფვით მივცემდი მემარჯვენეებს ხმას, მოეგვარებინათ ემიგრანტთა პრობლემა..
-
კარგი თავი, რომ დავანებოთ ენებსა და დიალექტებზე საუბარის, არის ერთი ძირითადი პრობლემა.. არც მეგრულს და არც სვალურს არ გააჩნია სალიტერატურო ენა, ანუ რა პრინციპებით უნდა დაიცვათ ეს ენეა, როდესაც სალიტერატურო ენა არ არსებობს?
-
ხო მე ესე არ ვიცოდი, მე ვიცი მაგათი მუშათა პარტიას რომ 70 წელი მაგრა რომ ჰქონდა ფესვები გადგმული.. ისე პრინციპში არც არის გასაკვირი მემარჯვენეების მოსვლა, განსაკუთრებით უკიდურესი მემარჯვენეების.. იმ მხარეს არაბები რომ შეესიენ, გახდებოდნენ აბა რა, მემარჯვენეები და გაყრიან ეყლა მაგათ.. იმის მიუხედავად, რომ მემარცხენე ვარ, შვედეთისნაირ ქვეყანაში, სადაც არაბები, თურქები და სხვადასხვა ემიგრანტები ბლომად ჩადიან, მემარჯვენე ვიქნებოდი, იმიტომ, რომ უცოელების შემოსვლა და დასახლებისთვის ხელი შემეშალა.. ფაქტია, რომ დალაგებულ ქვეყანაში, ეს ემიგრანტები პრობლემებს ქმნიან..
-
იმიტომ რომ შვედეთი ერთადერთი ქვეყანაა მგონი, სადაც რევოლუცია არ ყოფილა. ყველაფერი ვითარდება ევოლუციის გზით და არა ძალადობით და რევოლუციებით. მონარქიიდან, მშვიდად კონსტიტუციურ მონარქიაზე გადავიდნენ, მერე ასევე მშვიდად სოციალისტები მოვიდნენ. იქ უბრალოდ გამორიცხულია რა რევოლუციური გზა. ანუ ტიპებს ტვინი აქვთ და ემოციებს არ არიან აყოლილი, ეს ალბათ იმიტომ, რომ ჩრდილოეთის ბუნებაც თავისას შვება, მზე ნაკლებია, ადამიანი ნაკლებ ემოციური ხდება, უფრო ფლეგმატური იქ მონარქს ექცევიან როგორც თავისიან და არა მეტს. მაგალითად აქვს ბიძაჩემს მოყოლილი, როცა გააფრთხილეს ერთი პატარა ქალაქის საზოგადოება, რომ მეფე უნდა მოსულიყო, კონკრეტულ ბარში, ბარის პატრონმა უთხრა, რომ ამ დროს არ ეცლებოდა და თუ უნდოდა ცოტა მოგვიანებით უნდა მოსულიყო. მეფე იძულებული გახდა მოგვიანებით მოსულიყო.. აი ესაა შენი შვედური მონარქია
-
მეგრული და სვანური არის ქართული ენის დიალექტები.. დიალექტების სახელმწიფო ენად გამოცხადება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ხოლო რაც შეეხება მზრუნველობას, რა სახის მზრუნველობაზეა საუბარი, ენა განიცდის ცვილილებებს და ეს ბუნებრივი მოვლენაა. ამ ცვლილებების წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული რამე მოქმედება?
-
შვედურ გამოვდილებას თუ გაზვითვალისწინებთ უკვე 70 წელია მუშათა პარტია თითქმი (მემგონი ამ 70 წლის განმავლობაში 2-ჯერ დათმო ხელისუფლება) სულ იგებს არჩევნებში. ანუ წარმატებულ სოციალი-დემოკრატიულ მოძრაობას შეუძლია დიდი ხანი იყოს არჩევნების გზით ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა დემოკრატიულ რეფორმებს თუ გაატარებს და პროფკავშირებს გააძლიერებს, მომდევნო ხელისუფლებას არ შეეძლება თავის ხუშტურებზე იაროს და ამიტომ ტრაგიკული არ იქნება არჩევნებში დამარცხება
-
asesino_141 შანსი არ არის, მაშინ სახელმწიფოს ის მოუვა რაც ობამას დროს მოუვიდა. ანუ გადასცეს კერძო ბანკებს, ბანკებმა მიწები იყიდეს და სახელმწიფოზე გაყიდეს.. ანუ არაფერი შეუქმნიათ და უბრალოდ ფული დახარჯა სახელმწიფომ... სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ინოვაციური იდეები, ტექნოლოგიური პროგრესი და საქართველოს შემთხვევაში, ინდუსტრიალიზაცია უნდა წამოიწყოს..
-
asesino_141 ჩინურ გამოცდილებას თუ გავიზიარებთ, მაშინ შეიძლება.. რადგან ჩინეთში, ინოვაციების მთავარი წყარო არის სწორედ სახელმწიფო ბანკები. სწორედ სახელმწიფო, ინოვაციებს სახელმწიფო ბანკების მეშვეობით აფინანსებს და ამიტომ განიცდის ჩინეთი ესეთ ტექნოლოგიურ პროგრესს..
-
Siknadmo სახელმწიფო ბანკების (ანუ სახელმწიფოსი) სახელმწიფო უნდა იყოს კოტროლირებული, თავისუფალ პრესის მიერ (სხვათა შორის სოციალ-დემოკრატების დროს, თავისუფალი პრესა არსებობდა) და სამოქალაქო საზოგადოების მიერ, რომლის შექმნა განვითარებაში, ყველაზე დიდ როლს პროფკავშირები ითამაშებს, რომელიც იქნება სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი, მაგრამ სახელმწიფოსგან დაფინანსდება.
-
asesino_141 კი ჩანდა, რა თქმა უნდა ჩანდა. იცი რატომ? იმიტომ რომ მათ უკან აშკარად იდგა თავისუფლების ინსტიტუტი და ყველამ იცოდა თუ რა იყო ეს თავისუფლების ინსტიტუტი, ვითომ ლიბერალები.. მოდი მე არ დავიწყებ ლიბერალიზმზე ლაპარაკს, მე შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, ვინ ამბობს საქართველოში, რომ არის ლიბერალი. Siknadmo სახელმწიფომ უნდა შექმნას კონტროლირებადი სახელმწიფო ბანები (როგორც ჩინეთშია) რომელიც იქნება ის ძალა, რომელიც გააკონტროლებს კერძო სახელმწიფო ქონებას და არ დაუშვებს უცხოურ კაპიტალის მონოპოლიზაციას საქართველოში. და სახელმწიფომ ფსონი უნდა დადოს საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, ანუ უცხოურ კომპანიებს და ადგილობრივ ოლიგარქებსა თუ მაფიას, არ უნდა ჩააძირინონ ეს ბიზნესები.. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის შექმნა და არ უნდა უყუროს კერძო სექტორს, თუ როდის შექმნის ის სამუშაო ადგილებს (როგორც ეს დღეს არის)
-
asesino_141 შემიძლია მოვიყვანო ფაქტი, რატომაც ვთვლი ესე. სწორედაც 2003 წელს მიხეილ სააკაშვილს თავის ე.წ "ლიბერალურ" იდეოლოგიით შეძლო უამრავი მასის, მათ შორი პირველ რიგში ახაგაზრდა თაობის მოზიდვა და სათავეში მოსვლა. ვერ ხედავ ის არ ენდობა უფროს თაობას და ფსონს დებს საკუთარ თაობაზე (ანუ ახალგაზრდებზე) რა თქმა უნდა ნოეს ვგულისხმობ და არა მარტო ნოეს, არამედ მთელ სოციალ-დემოკრატ თეორეტიკოსებს. საქართველოს მაშინ შეეძლო უამრავი პროგრესული იდეის დამყარება. მაშინ საქართველოში, რეალურად არ არსებობდა ეთნიკური ჩაგვრა, პირიქით ხელისუფლება მზად იყო, დიალოგისთვის. ნოეს ხელისუფლება ეს ის ხელისუფლებაა, რომელსაც შეეძლო უმცირესობებთან დიალოგი. ამის გარდა, ის მოდელი რომელიც არსებობდა მაშინ, არის ყველაზე დემოკრატიული მოდელი, რაც კი საქარტველოში არსებობდა. მსგავსი პარლამენტარიზმი არ გვქონია ჩვენ. ანუ დემოკრატიზაციის გზაზე მივდიოდით და ამის გარანტი სწორედ მემარცხენე სოციალ-დემოკრატები იყვნენ. ელემენტარულად პირველი კონსტიტუცია მათგან გვაქვს.. რა თქმა უნდა იდეალიზმისგან შორს იყვნენ მაშინდელი სოციალ-დემოკრატები, მაგრამ მათ პროგრესულობა აშკარად ჩანს. ამიტომ ვთვლი რომ სოციალ-დემოკრატია არის ის იდეოლოგია, რომელსაც შეუძლია დღეს, თუ კი ძალა ექნება, პროგრესული და რაც მთავარია დემოკრატიული პროცესები განავითაროს. Siknadmo პატივისცემაში, ხშირად იგულისხმება და აღიქვება, უპირობო მორჩილება. უფროსისადმი მორჩილება არის სწორედ ის ბიუროკრატიული დესპოტია, რომელსაც ჯერ კომუნისტები, ეხლა კი ნაცები აწვებიან.
-
ბოლშევიზმმა როგორც რადიკალურ-მემარცხენულმა მიმდინარეობამ კრახი განიცად. უამრავმა ქვეყანამ საბჭოთა კავშირის დაცემა აღიქვა, როგორც მემარცხენულ იდეოლოგიის სრული კრახი. საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ, ახალმა აღმოცენებულმა დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა მემარცხენული განვითარების გზა უარყვეს და აიღეს მემარჯვენული კურს, მათ შორის იყო საქართველოც იყო. საქართველო თავიდანვე დადგა რადიკალურ-მემარჯვენულ გზაზე. განსაკუთრებით მემარცხენული ინტერნაციონალიზმის იდეა იყო უარყოფილი და ნაციონალიზმი ეროვნულ იდეოლოგიად იქცა. ზვიად გამსახურდია ერთ ერთ შეკრებაზე განაცხადა: „ყველა ერის ინტერესები დაცული უნდა იყოს, მაგრამ ქართველი ხალხი და საქართველო ცალჯკე უნდა ჩანდეს პროგრამაში“, „საქართველო არის ქართველების ქვეყანა“. აშკარა იყო, რომ ერებს შორის უნდა ყოფილიყო იერარქია, სადაც ყველაზე პრივილეგირებულნი იქნებოდნენ ეთნიკური ქართველები. ყოველგვარი თანასწორობა ერებს შორის საქართველოში, გამორიცხული უნდა ყოფილიყო. გამძაფრებულმა, ზოგჯერ ისტერიულმა ნაციონალურმა ენთუზიაზმმა მოიცვა მთელი საქართველო. რადიკალურ-ნაციონალიზმის შედეგად დაწყებულმა ეთნო-კონფლიქტებმა აფხაზეთში და სამაჩაბლოს რეგიონში და ომში მარცხმა, განაპირობა რადიკალურ-ნაციონალიზმის როგორც იდეოლოგიის კრახი. ნაციონალიზმი გახდა შედარებით ზომიერი, თუმცა ნაციონალიზმი ჩაანაცვლა ამჯერად არა მემარცხენულმა იდეებმა, არამედ ე.წ კონსერვატივიულ და ლიბერალურმა იდეოლოგიებმა. ქართული კონსერვატივიზმის ძირითადი თემები არის: 1) ტრადიცია 2) მორალიზმი/რელიგიის როლის გაზრდა 3) ძლიერი ხელისუფალის იდეა 4) ანტიმოდერნი 1) ტრადიცია ძირითად იდეალად ქართული ტრადიციებია მიჩნეული, თუმცა ამ ტრადიციების კონკრეტიზაცია ძალიან რთული საკითხია, ტრადიციში იგულისხმება ძირითადად იგულისხმება ის ურთიერთობის ფორმები, რომელიც არსებობდა საბჭოთა კავშირის დროს. ახალ რეალობას ვერ შეგუებულმა საზოგადოებამ, ვერ აუღეს ალღო საბაზრო კაპიტალიზმის იმ ფორმას რა ფორმაც არსებობს საქართველოში, ანუ ველურ კაპიტალიზმს. ველურ კაპიტალიზმში ფასეულობათა სისტემის ყველაზე მაღალ იერარქიის საფეხურზე ფული დგას. ამ შემთხვევაში ჰუმანიზმის დონე მკვეთრად ეცემა. მსგავს ანტიჰუმანურ დამოკიდებულებამ გააჩინა პროტესტი თანამედროების მიმართ და ხალხი ეძებს იმ საშუალებას, რომ აღადგინოს ის ასე თუ ისე წარსული ურთიერთობები. 2) მორალიზმი/რელიგიის როლის გაზრდა ველურ კაპიტალიზმის ანტიჰუმანურობამ, მკვეთრად გაზარდა მოთხოვნა ჰუმანიზმისა. ხოლო ჰუმანიზმის ერთ-ერთ ყველაზე გამოკვეთილ ინსტიტუტად ითველბა ეკლესია. ეკლესიისგან ხალხი ელის, რომ ამოძირკვოს ის „ბოროტება“, რომელიც სუფევს სახელმწიფოში, ეკლესია აღიქმევა ერთ ერთ ძალად, რომელიც დაუპირისპირდება უსმართლობას და შექმნის სასურველ გარემოს, ამიტომ რელიგიის როლის გავლენა საზოგადოებაზე არის სასურველი. 3) ძლიერი ხელისუფალის იდეა მართალია ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად ერთპიროვნული მართველები იყვნენ და სააკაშვილი დღემდე რჩება, ძლიერი ხელისუფალის იდეა კვლავ აქტუალურია ქართველ კონსერვატორებში. ძლიერი ხელისუფლების ეტალონად არის აღებული სტალინი. ეს არის მესიის ლოდინი, რომ ვიღაც ველური ძალის გამოყენების შედეგად, უამრავი ადამიანის ნების გატეხვის შედეგად, მიიყვანს საქართველოს ოქროს ხანამდე. 4) ანტიმოდერნი ქართული კონსერვატივიზმი თავის ბუნებით არის ანტიმოდერნული მოძრაობა, რომელიც აიდეალებს წარსულს და ყოველგვარ სოციალურ პროგრეს ბოროტებად აღიქვავს. სწორედ ყველაზე დიდი ნაკლი, რომელიც მას გააჩნია არის ანტიმოდერნი, სოციალური იერარქია და უფროსის პატივისცემის იდეალი, არის ფეოდალიზმის გაცოცხლების მცდელობა. მემარცხენული იდეის, სოციალური თანასწორების მარგინალიზაციამ, ქართული საზოგადოება მიიყვანა ქართული კონსერვატივიზმი ძირითადად მომხიბლელი გახდა ყოფილ რადიკალ-ნაციონალისტებისთვის და იმ უფროსი თაობის ხალხისთვის, თუმცა ახალგაზრდა თაობისთვის, ლიბერალური იდეები უფრო მომხიბლელი აღმოჩნდა. ქართულ ლიბერალიზმი, რეალურად არ არის ლიბერალიზმი, ის არის უფრო ოლიგარქიული მოდერნიზმი, უბრალოდ საქართველოში ელიტამ შენიღბა საკუთარი ინტერესები ლიბერალური იდეოლოგიით და ამ იდეოლოგიის წყალობით, ის გარეგნულად დაემსგავსა ლიბერალებს, მაგრამ შინაგანად ის ავტოკრატიულია. ქართული ლიბერალიზმის ძირითადი ამოცანები გახდა შემდეგი 1) სახელმწიფო მოდერნიზაცია 2) დასავლეთთან ინტეგრაცია 3) ჯინგოიზმი 4) ელიტიზმი 1) მოდერნიზმი სააკაშვილის მოსვლისთანავე, მთავარი ამოცანა გახდა ქვეყნის მოდერნიზაცია, განსაკუთრებით ბიუროკრატიული აპარატის მოდერნიზაცია. მთავარი მიზანი იყო მართველს შეძლებოდა ეფექტური მართვა ერთპიროვნულად და სწრაფად. ამიტომ საჭირო იყო ბიუროკრატიული აპარატისა და ძალოვანი უწყებების მოდერნიზაცია. ამ მხრივ, სერიოზული მოდერნიზაცია განიცადა ქვეყანამ 2) დასავლეთთან ინტეგრაცია ძირითადი ამოცანა გახდა დაასავლეთთან ინტეგრაცია, კონკრეტულად კი ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია, თუმცა ეს გეგმა ქართველ ლიბერალებს წყალში ჩაუვარდათ. 3) ჯინგოიზმი ჯინგოიზმი ნიშნავს ნაციონალისტურ ენთუზიაზმისა და სახალხო ზეიმის განწყობას, რომელიც პროვოცირებულია სამხედრო ექსპანსიით. მართალია ექსპანსიას არ ჰქონია ადგილი, მაგრამ სამხედრო დღესასწაულების, მილიტარიზმისა და ომისკენ მზადებას, ჰქონდა ადგილი. მთელი 4 წლის განმავლობაში, სამხედრო სიძლიერის დემონსტრირება მიდიოდა, რომელიც კრახით დამთავრდა 2008 წლის აგვისტოში. 4) ელიტიზმი ქართული ლიბერალიზმი თავისთავად არის ელიტური. ელიტა არის დაპირისპირებული დაბალ ფენებთან და სწორედ ამ ჩაკეტილ სივრცეში, ოლიგარქიული ხელისუფლებამ გამოკეტა ქვეყნის სიმდიდრე. თუ კი ადამიანებს უნდათ, რომ კარგად იცხოვრონ, ამ ელიტაში შესვლა უნდა შეეძლოთ, ხოლო ამ ელიტაში შესვლა ხელისუფლების ერთგულების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ თავისთავად ელიტა აიდეალებს ხელისუფლებას. საბოლოო ჯამში ორივე იდეოლოგია განიცდის სერიოზულ კრიზის. მათ არ შეუძლიათ დააბალანსონ, უცხო კაპიტალის მონოპოლია ადგილობრივ ბაზარზე, მათ არ შეუძლიათ უზრუნველყონ სოციალური სამართიალნობ, პირიქით, ორივე იდეოლოგიას სოციალურ უსამართლობისკენ მივყავართ. ორივე იდეოლოგია თავის ბუნებით ანტიდემორკატიულია. კონსერვატივიზმი ანტირაციონალურია (ირაციონალური კი არა, ანტირაციონალური), ხოლო ლიბერალების რაციონალიზმი, საკუთარ კუჭისა და კლანის იქით არაფრში ჩანს. ორივე იდეოლოგიას აქვს ადამიანის უფლებებთან სერიოზული პრობლემები. ადამიანის უფლებებს ორივე მარტო სათავისოდ იყენებს, თუმცა როცა სხვას ეხება ესა თუ ის უსამართლობა, ორივე მხარე დუმს. ერთი სიტყვით საქართველოში გაბატონებული ნიჰილიზმი არის იმის მანიშნებელი, რომ ძველმა ფასეულობებმა, ანუ ქართულმა კონსერვატორიზმა და ლიბერალიზმა დრო მოჭამა. საჭიროა იმ ძალის მოსვლა, რომელიც შეძლებს იყოს თან ადამიანის უფლებების დამცველნი, თან კანონის უზენაესობა სუფევდეს, უზრუნველყოს სოციალური თანასწორობა, დააბალანსოს ბაზარი, რათა უცხოურმა მონოპოლისტებმა და ადგილობრივმა ოლიგარქებმა, ბოლო არ მოუღონ ქვეყნის ეკონომიკას და შეეცადოს, მთავარი საფრთისგან დაიცვას საქართველო, ანუ რუსეთისგან. ესეთ ძალად მხოლოდ სოციალისტური მოძრაობა შეიძლება იყოს, ისტორია გვასწავლის, რომ სოციალისტებს შეუძლიათ მასების მობილიზება სწრაფად, თუ კი ამის საჭიროება იქნება. ამის გარდა დასავლურ ტიპის სოციალიზმს შეუძლია დემოკრატიის გარანტი იყოს, რომ ის არ ჩავარდეს ერთის მხრივ ოლიგარქთა ხელში, ხოლო მეორე მხრივ ბრბოს ხელში. სოციალისტებს შეუძლიათ თავის იდეოლოგიიდან გამომდინარე, სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა და ელიტიზმის აღმოფხვრა. პირველ რიგში, იმ მონოპოლიზირებულ ქონების, რომელიც მიტაცებული აქვს ელიტას უნდა ჩამოერთვას, არა ისე როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა, არამედ ისე როგორც ამას კანონი მოითხოვს. ანუ საჭიროა, კორუმპირებულ ოლიგარქთა ციხეში დაჭრა და მოპარულ ქონების ჩამორჩმევა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, საშუალო ბიზნესის განვითარება და არ მისცეს უცხოურ კომპანიებს, იმის საშვალება, რომ ადგილობრივი წარმოება გააკოტროს. ქართული სოციალიზმის ფორმა უნდა იყოს სოციალ-დემოკრატია, რისი ტრადიციაც გაგვაჩნია.
-
რანაირად არის კოსოვო ისტორიულად სერბული ტერიტორია?
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ალბანელების მიგრაციაზე არანაირი წყარო არ არსებობს. მეტიც ცნობილია რომ დღევნდელი ალბანელები, ილირიულ ტომის დარდანელების შთამომავლები არიან. აი სლავების მიგრაციაზე ბალკანეთში კი არსებობს წყარები. მეტიც იმენნა ალბანეთი სიტყვა დამკვიდრდა 9-ე საუკუნეში და ალბანელები მაშინ ორ ნაწილად იყოფოდნენ. ერთნი იყვნენ ჰეგერიეკები (რუსულად გეგერინცია და ქართულად როგორ არის არ ვიცი) რომლები ცხოვრობდნენ კოლოვოსა და ჩრდილო ალბანეთში და მეორენი იყვნენ ტოსკები. როგორც ცნობილია მათ ერთმანეთთან მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ. ანუ გამოდის რომ 9-ე საუკუნეში, როცა ალბანური ხალხი ჩამოყალიბდა (ნუ ჩამოყალიბებაზე კამათი შეიძლება), კოსოვო მათი ტერიტორია იყო და არა სლავების. -
რანაირად არის კოსოვო ისტორიულად სერბული ტერიტორია?
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დააკონკრეტე რაზე მეკითხები? რომელ საუკუნეებში იყო დასახლებული ილირელთა ტომების მიერ, იუგოსლავიის ტერიტორია? ჯერ კიდე ალექსანდრე მაკედიონელის დროს, იყო დასახლებული.. -
რანაირად არის კოსოვო ისტორიულად სერბული ტერიტორია?
Nukriko posted a topic in პოლიტიკა და საზოგადოება
Наиболее распространённой в науке является точка зрения, возводящая этногенез албанцев к иллирийским племенам, в основном дарданцам. აი ვიკის ინფორმაცია. ანუ ალბანელები არიან ილირიული წარმოშობის ხალხი. ილირიელები კი უძველეს პერიოდში, არა მარტო კოსოვოს ტერიტორიას, არამედ იუგოსლავიის მთელ ტერიტროიაზე ცხოვრობდნენ, იტალიამდე. შემდეგ ჩამოსახლდნენ სლავური ტომები და შეავიწროეს ილირიელები. ეხლა კიდე ალბანელებმა დაიბრუნეს კოსოვო. აბა ამდენი ლაპარაკი რომ მიდის ისტორიულ სამართლიანობაზე, რანაირი ისტორიული სამართლიანობაა, რომ კოსოვო ითვლებოდეს ისტორიულად სერბულ მიწად და არა ალბანურ? -
ბიჭოს ეს რა შუაშია, შენ თქვი, რომ ეკლესია უპირისპირდება ისეთ ხელისუფლებას, რომელიც ანტიეკლესიურიაო. მე კი მოგიყვანე მაგალითი, რომ არ უპირისპირდებოდა მეთქი, საბჭოთა დროს. ეხლა საჯაროობისთვის ეს მაგალითი ყველაზე ნათელია. აი ნახე, ხო გვიწოდა ბნელები და მეტიც აგრესულები, ჩვენი რეაქცია რა უნდა იყოს შენი აზრით Siknadmo? ამ შემთხვევაში არის რამოდენიმე გზა, მათ შორის ყველაზე გავრცელებული არის პირიქით, მისი სარწმუნოების დადანაშაულება სიბნელეში და აგრესიულობაში (აგრესიულობის ფაქტებიც საკმაოდ არსებობს დღევანდელ რეალობაში). მერე შენ რომელიც არ იყავი ჩართული ამ კამათში რას გააკეთებ? დიდი ალბათობით, იტყვი რომ "ჩვენ მართლმადიდებლები კი არ ვართ ბნელები და აგრესიულები, ეს თქვენ ხართ ბნელები და აგრესიულები", ამას კვლავ პასუხი ექნება აქეთა მხრიდან. ეხლა ნახე, რა მარტივი ასაგდები იქნება სიტუაცია. რა უნდა ქნას ჭკვიანმა ადამიანმა ამის შემდეგ? უბრალოდ იგნორი რომ მისცეს, შემდეგ პროცესები უბრალოდ არ განვითარდება, ერთმა ვიღაცამ რაღაც სისულელე დაწერა და ეხლა რა ვუყო, ყველა სულელურ აზრს და გამონათქვამს ყუარდღება თუ მივაქციე, კარგად ყოფილა ჩემი საქმე და ამ შემთხვევაში, კონფლიქტი თავიდან აცილებულია. აღარ ნეიტრალურ ადამიანს მოუწევს, ამ პროცესებში ჩართვა.. პ.ს კაი ათეიზმის განმარტება არ იცის და ნუ იცის, რელიგიის განმარტება მაინც მიეცით იმ ადამიანს, თქვენიანი არ არის
-
Siknadmo ჯერ ესერთი ამაზე არ მქონდა საუბარი, მქონდა კონკრეტულად პატრიარქებზე საუბარი, რომლების საჯარო გამოსვლებში, სტალინს ადიდებდნენ.. და მეტიც არანაირი დაპირისპირება ოფიციალურ დონეზე არ არსებობდა სახელმწიფოსა და ეკლეისიის შორის.. dire მე შენთან სასაუბრო არაფერი არ მაქვს, მარტივი მიზეზის გამო, სისულელებზე კომენტარის გაკეთება და მეტიც დიალოგში შესვლა ორჯერ მეტი სისულელე იქნება ჩემი მხრიდან, შენ კი სისულელების მეტს არაფერს წერ ;)
-
Siknadmo ვერ გავიგე ეგ რა შუაშია ამ კონკრეტულ შემთხვევაში? (პ.ს ვიდეოების ჩვენება თუ იუთუბზე გდია შემიძლია, როგორ ადიდებენ სასულიერო პირები ბოლშევიკებს) აქ არის ძალიან მარტივი რამე, ეკლესია იყო თავისუფალი შევარდნაძის დროს, მაგრამ ეხლა ამ წამს, როცა აგერ ჩემი მეზობელია არც სასულიერო სემინარია აქვს დამთავრებული, არც არაფერი, ეგრევე მღვდელი გახდა და გაუშვეს გურიაში და ტიპი არის ნაციონალი. დღეს შსს-მ საკმაოდ ღრმად შეაღწია ეკლესიაში, თავის ხალხით, ძალაუფლებით და ა.შ მე რომ მართლმადიდებელი ვიყო, ვიბრძოლებდი ეკლესიაში არსებულ სისტემის გამო და იმას შევეცდებოდი, რომ დამოუკიდებლად მექცია, მაგრამ რადგან არ ვარ მართლმადიდებელი, საერთოდ არ მაღელვებს ეკლესიის ბედი. შენ კარგად დააკვირდი რამხელა ქონება გადასცეს მიშას დროს ეკლესიას და კიდე გამოძიებას თუ ჩაატარებ, ისიც გამოიძიე, რა ხდება ამ ქონებასთან დაკავშირებით და რა ფული თეთრდება. რატომ აქვთ ზოგიერთ მღვდლებს ოფიციალური ხელფასი სახელმწიფოსგან (ყველას არ ვცგულისხმობ, აი იმეებზე მაქვს საუბარი, ვინც ცხოვრება აიწყო მღვდლობით) და რატომ ირებენ ესე ხშირად საჩუქრებს სახელმწიფოსგან. მე დარწმუნებული ვარ, ამას რომ მე ვამბობ ათეისტი, გაცილებით სხვანაირად იღებ, ვიდრე ეს რომ ეთქვა მართლმადიდებელს და მითუმეტეს მღვდელს. არა და ვიცნობ ბერს რომელიც ჩემ სიტყვებს დაგიდასტურებდა.. ისე ბერების ფენა სუფთა არის..
-
Siknadmo არა და ზუსტად ვიცი რომ მსგავსი არაფერი არ არის დაგეგმილი. ეკლესიას რომ ის აკონტროლებს და თუ თქვენ პატრიარქს დააკვირდებით, ყველა ამ პოზიციის დროს, სიმშვიდეს რომ მოგიწოდებთ და არავინ უსმენთ. სიმშვიდეს იმიტომ ქადაგებს, რომ გეუბნებათ არ აჰყვეთ, მშვიდათ იყავითო. თქვენ კი სხვანაირად იქცევით. რეალურად ზუსტად ვიცი, რომ მისი დიშვილი კარგა გვარიანად არის გამოჭერილი, ორთაჭალის კოლონიაში თუ ვინმე იჯდა ბოლო 4 წლის განმავლობაში, ან ნათესავი, ან მეზობელი ან უბნელი, შეეკითხე რა მოხდა კოლონიაში, ილიას დიშვილთან დაკავშირებით.. ეკლესიის საკმაოდ დიდ ნაწილს შსს აკონტროლებს. პრინციპში მეორე მხრივ, იმიჯის შექმნა უნდათ დასავლეთში და ეკლესიას როცა უნდა მაშინ გამოიყენებენ. აი ის რომ ესენი არიან პროგრესულები და ეკლესია და ხალხია ბნელი, მსგასი იმიჯის დამყარება სურთ.. რაც შეეხება კორექტულობას, მახსოვს ეს ხემოწერთა კამპანია რომ იყო, მეც მინდოდა მომეწარა ხელი, მაგრამ მერე გადავიფიქრე და არ მოვაწერე. ვერ იქნება ადამიანი კორექტული, თუ კი მის უფლებებს ზღუდავთ. მე პირადად რომ არ გამეგო ბევრი რამე, ამ პროცეებშI ჩემი ემოციების გამო, ჩართული ვიქნებოდი. ეხლა რომ ვიცი რაშიც არის საქმე, გამოდის, არ ჩავერთვები პრინციპულად ამ საკიტხს. ეს ხომ რეალურად ფუნდამენტალისტების და ლიბერალების დაპირისპირება არ არის, ეს არის პროვოკაცია. სხვა შემტხვევაში, რომ ვიოდე რომ დამოუკიდებელი პროცესი ყოფილიყო, მე ფუნდამენტალისტებს, ამ შემთვევაში მმკ-ს დავუიპირსიპირდებოდი საჯაროდ და აქტიურად. მაგრამ ეხლა ჩემი დაპირისპირება გამოიხატება იმაში რომ სულ ცალ ფეხზე მკიდია ესენი, ვაიგნორებ და ამით ისინი ზარალდებიან რადგან ერთით ნაკლები კაცი ააგდეს..