Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. პოლონეთში იყო ერთი საინტერესო შემთხვევა. საზოგადოებრივ არხზე, ხელისუფლების მხრიდან აშკარა ჩარევას, მოჰყვა ერთი საინტერესო პროტესტი. კონკრეტულად: მოსხლეობის დიდმა ნაწილმა, ტელევიზროები ბანჯრებისკენ შეატრიალეს და ჩართული ჰქონდათ. ჩვენ ამას არ ვუყურებთ, ამ დემაგოგიურ ტელევიზიას თქვენვე აფინანსებთ და თქვენვე უყურეთო.. შემდგომ ამ პროტესტმა თავის შედეგებიც მოიტანა.. (მაინც ევროპაა) მაგრამ კარგი იქნებოდა, დეკლარირებულად ყველამ ვაჩვენოთ, რომ არ ვენდობით ტელევიზიას და არ ვუყურებთ მას სანამ დამოუკიდებელი არ იქნება ტელევიზია. ეს ყოველ შემთხვევაში, თუ გავა ქვეყნიდან, ეს პროტესტის ტალღები, უკეთესი იქნება..
  2. ათეიზმის დავალეება დღეს, არ შევდინენ თეისტებთან პირდაპირ დიალოგში.. დიალოგში შესვლა ნიშნავს, დააყენო მათი სარწმუნოება ათეიზმის გვერდით, არა და ირაციონალიზმის დაყენება რაციონალიზმთან, არის სუფთა მარაზმი. კრიტიკა უნდა დავწეროთ, მაგრამ პირდაპირ დებატებში არ უნდა შევიდეთ, რადგან მათთან დეპატები ჩვენს პრესტიჟს უკან დაწევს.. მარტივი რამეა, ჩვენ არავის არ ვუტმკიცებთ, ჩვენ არ გვჭირდება "დაბოლილი" და პროპაგანდისგან დაგოიმებული ხალხი, ჩვენ გვინდა თავისუფალი ადამიანები, რომლებიც თავის ნებით, ყოველგვარ ჩარევის გარეშე, გახდებიან ათეისტები. ათეიზმის ხიბლი სწორედ ეს არის, არავინ გეუბნება ათეიზმი ჭეშმარიტება არისო, შენ უნდა გაიზარდო და მიხვიდე აქამდე! ამ შემთხვევაში ათეიზმი მიიღებს თავისუფალ ადამიანს საკუთარ რიგებში.
  3. მას ეფექტის ფანებო გაერთიანდით! შეფარდი მოდის, რომ იხსნას კაცობრიობა! http://www.youtube.com/watch?v=lCpK2XnIaeI
  4. :user: არ გავამხელ, მრცხვენია მაი ამბე
  5. იცი რას ვიტყვი, ყველაზე კარგი არის, როცა ბინები გაქვს და აქირავებ. სხვა დანარჩენი კი, თუ ნაცი არ ხარ ან მათთან დაახლოებული პირი, გერხის და ბიზნესი ჯოჯოხეთად გექცევა..
  6. Siknadmo სამოქალაქო შეგნებას კარგავთ ხოლმე უამრავი მორწმუინე, როცა სამღვდელოების უსამართლო საქციელზე მიდგება საქმე. არ გაქვთ ამ დროს სამართლიანობის განცდის ინსტინქტი გამომუშავებული, პირიქით ყველა ძალით ცდილობთ დამნაშავე სასულიერო პირის დაცვას.. ამიტომაც ვთვლი, რომ მორწმუნე უფრო ნაკლებად არის სამოქალაქო ღირებულებების მატარებელი ვიდრეა ათეისტი ;)
  7. Saturn გუბაზი რომ დურაქია ეს არახალია, მაგრამ პოლიციელი რომ პოლიტიზირებულია და კანონს პოლიტიკურ კონექტურის გამო არღვევს ხოლმე, ესეც ფაქტია ;) ასე რომ მე თუ მკითხავ, ესეთი პოლიციელი, რომელიც პოლიტიკურ კონექტურის გამო შეუძლია წესრიგის დარღვევა, უნდა გაუშვა სამსახურიდან.
  8. T_A_T შეეკითხე, გერმანიაში რომ ეცხოვრა იმ თანამდებობას დაიკავებდა რაც დღეს უკავია საქართველოში? თავისუფალი, რომ იყო, შენი სამსახური უნდა იყოს შენზე დამოკიდებული და არა ხელისუფლებათა ცვლაზე (ნორმალურ ქვეყანაში ესეა) მოდი რეალობას შევხედოთ, გაჭირვება ადამიანს წელში ტეხს და ადამიანი მერე უკვე შესაძლებელია, თავის პრინციპები დათმოს იმიტომ რომ კარგად იცხოვროს და პრინციპებს როგორც კი დათმობს, ის უკვე დამოკდიებული ხდება და შესაბამისად ის ხდება მარიონეტი და მორჩილი მონა.. ეხლა არ თქვათ არავინ, რომ ვინმეს რომ შემოეთავაზებინა თქვენთვის თანამდებობა, თქვენ უარს იტყოდით. ძნელია პრესიტიჟულ, კარგ ხელფასიან სამსახურზე უარის თქმა, უარის თქმის შემთხვევაში როცა მომავლის იმედი არ გაქვს
  9. 1) რატომ გაქვს პრეტენზია "ჭეშმარიტებაზე"? 2) რატომ გგონია რომ ვინმე ცდილობს სიცრუე მართლად წარმოაჩინოს? 3) რა შუაშია დროის შერჩევა? 4) ეს თემა გახსნილია უკვე კარგა ხანია 5) და რატომ არ უნდა ყოფილიყო ეს თემა გახსნილი? 6) ამდენი პრეტენზია რატომ გაქვს?
  10. ბავშვი შენ ხარ იაფია ესეთი წიგნები?
  11. მე უკვე დავიპყარი გერმანიით სამყარო თუ ტანკები დიდი რაოდენობით გყავს ქალაქის აღებას არაფერი უნდა.. 4 ტანკი 1 ქალაქს 1 ხოდში იღებს + ამას თუ ვერტალოტები და ავიაციაც გყავს, 4 ტანკი აღარ არის საჭირო..
  12. ხო ვამბობ, რომ სახელმწიფომ ხელთ იგდო ეკლესია მეთქი და არ გჯერათ თქვენ.. ეკლესია არ არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ძალა, ის არის მართული უშუალოდ შსს-ს მიერ.
  13. ეს ხალხი დამოკიდებულნი არიან ხელისუფლებაზე და მერე ნუ გაგვიკვირდება, თავისუფლების ხარისხი რომ ესეთი დაბალია.. რა თქმა უნდა თავისუფლება ამ ხალხს არ უნდათ, თავისუფლება მათ ჩაძირავთ.. ამიტომ მუდამ გაამართლებენ ისინი ნაც.მოძრაობის ჩარევას ყველგან და ყველაფერში.. ამიტომაც არის საჭირო, თავისუფლება იყოს მოთხოვნადი, რადგან თავისუფლებით, ჩვენ აღარ ვიქნებით სისტემაზე დამოკიდებულნი, არამედ ჩვენ პროფესიონალიზმზე ვიქნებით დამოკიდებულნი..
  14. გილოცავ, გაიხარე, გაბედნიერდი და ყველაფერ კარგს გისურვებ
  15. კარლოს კასტანედა © geoastrolog (რამაზ გიგაური) კასტანედას მაგიური ხიბლი "რაც უფრო მეტი იციან გარშემომყოფებმა, თუ რას წარმოადგენთ და რას უნდა ელოდონ თქვენგან, მით უფრო მეტად იზღუდება თქვენი თავისუფლება". კარლოს კასტანედა ამერიკელი მწერალი, ანთროპოლოგი, ეთნოგრაფი, ეზოთერიკოსი და მისტიკოსი კარლოს კასტანედა დაიბადა 1925 წლის 25 დეკემბერს, პერუში, ქალაქ კახამარკაში (თუმცა არსებობს მისი დაბადების თარიღისა და ადგილის სხვა ვერსიებიც). კასტანედას თავდაპირველი გვარი იყო არანია, რომელიც პორტუგალიურად ობობას ნიშნავს, თუმცა 1959 წელს, როდესაც მან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა მიიღო, მან დედის გვარი კასტანედა აიღო. პატარა კარლოსი როდესაც დაიბადა, მამამისი ჩვიდმეტი, დედა კი თხითმეტი წლის იყო, ამიტომ, გასაზრდელად ის დეიდას გადასცეს. როდესაც კარლოსი ექვსი წლის იყო, მისი გამზრდელი დეიდა გარდაიცვალა და ის ბუენოს-აირესში ინტერნატში გააგზავნეს. ამის შემდეგ ის აღმოჩნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში, სადაც მან დაამთავრა სკოლა და გაემგზავრა მილანში (იტალია), ხელოვნების აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად. 1955-59 წლებში ის ლოს-ანჟელესში დადიოდა ლიტერატურის, ჟურნალისტიკის და ფსიქოლოგიის კურსებზე. ამავე პერიოდში მუშაობდა ფსიქოანალიტიკოსთან თანაშემწედ. 1959 წელს მან მიიღო ამერიკის მოქალაქეობა და აიღო დედის გვარი კასტანედა. ამის შემდეგ მან ჩააბარა კალიფორნიის უნივერისტეტში. 1960 წლის იანვარში მან ცოლად შეირთო მარგარეტ რანიანი, თუმცა იმავე წლის ივლისში ისინი დაშორდნენ. 1960 წელს კასტანედა გაემგზავრა ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელებში სამკურნალო მცენარეებზე სტატიის დასაწერად. თუმცა ამ სტატიის ნაცვლად... 1968 წელს გამოვიდა კასტანედას პირველი წიგნი "დონ ხუანის სწავლება: ინდიელი იაკების ცოდნის გზა", რისთვისაც მას უნივერსიტეტში მაგისტრის წოდება მიანიჭეს. წიგნი გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა (პირველივე წელს რამოდენიმე მილიონი ცალი გაიყიდა). წიგნში მოთხრობილია კასტანედას შეხვედრა იაკების ტომის ინდიელ ხუან მატუსასთან. წიგნი შედგება ორი ნაწილისგან – "სწავლება" და "სტრუქტურული ანალიზი", მასში გადმოცემულია ტოლტეკების შამანურ-მაგიური ცოდნა, რომელსაც კასტანედას ხუან მატუსა, იგივე დონ ხუანი მოუთხრობს. ამ წიგნმა არა მხოლოდ უბრალოდ მკითხველის ყურადღება მიიქცია, არამედ მეცნიერთა გარკვეული ნაწილის კვლევის საგანიც გახდა, თუმცა ზოგიერთმა მეცნიერმა კასტანედა გააკრიტიკა და მას დონ ხუანის, როგორც პერსონაჟის გამოგონებაც დასწამა. 1973 წელს კასტანედას, რიგით მესამე წიგნისთვის "მოგზაურობა იქსტლანში" უკვე დოქტორის ხარისხი მიენიჭა (მანამდე 1971 წელს გამოვიდა კასტანედას მეორე ნაშრომი – "განცალკევებული რეალობა"). წიგნში გრძელდებოდა ინდიელი შამანების ცოდნის გადმოცემა, სადაც აღწერილი მაგიური რიტუალები, ადამიანში ენერგიის მართვის ხელოვნება და ა. შ. მიუხედავად იმისა, რომ კასტანედას პოპულარობა მომენტალურად გაიზარდა, ის საკუთარ ცხოვრებას და პიროვნებას მაქსიმალურად ასაიდუმლოებდა – დღესაც კი დიდი იშვიათობაა კასტანედას ფოტოსურათი თუ დიქტოფონზე ჩაწერილი ხმა. მისი ვიდეოგადაღება კი საერთოდ სიკვდილის წინ ძლივს მოხერხდა. რა თქმა ეს გასაიდუმლოვება მის პოპულარობას კიდევ უფრო ზრდიდა და პრესაში მის შესახებ უამრავი სიყალბე და გამონაგონი იბეჭდებოდა, რამოდენიმე ჟურნალი მისი გარდაცვალებასაც კი იუწყებოდა, თუმცა კასტანედა აბსოლუტურად გულგრილი იყო პრესაში გამოქვეყნებული ჭორების მიმართ. თუმცა 1973 წელს ჟურნალში "ტაიმი" გამოქვეყნებული სტატიას კარლოს კასტანედას დაბადების, ბავშვობისა და ცხოვრების შესახებ მკვლევარები ხშირად იყენებენ, როგორც კასტანედას ბიოგრაფიულ ცნობებს. ჟურნალი წერდა, რომ 1951 წელს კალიფორნიაში ჩამოვიდა ვინმე კარლოს სეზარ არანია, რომლის შესახებ ჩანაწერი არსებობდა საემიგრაციო სამსახურში. ეს პიროვნება დაბადებული იყო 1925 წლის 25 დეკემბერს და იგი იყო პერუს მოქალაქე (კასტანედას გადმოცემით კი იგი დაბადებული 1935 წელს, ბრაზილიაში, სან-პაულოსთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში). შემდგომში გამომდინარე ჟურნალის პოპულარობიდან, კასტანედას შესახებ ბიოგრაფიულ ცნობებს სწორედ ზემოთ ხსენებული სტატიიდან იღებენ ხოლმე და არა თვითონ კასტანედას მიერ გადმოცემულ ცნობებიდან (უნდა ითქვას, რომ ამაშიც არის გარკვეული ლოგიკა). 1977-97 წლებში კასტანედა კიდევ რვა წიგნი გამოსცა და ამ დროს კასტანედა საზოგადოებასთან მხოლოდ შუამავლების მეშვეობით კონტაქტობდა. მან შეკრიბა თანამოაზრეთა მცირერიცხოვანი ჯგუფრი, რომლებსაც დონ ხუანის ცოდნას პრაქტიკულად გადასცემდა. 1990-იანი წლების დასაწყისიდან კასტანედამ უფრო გახსნილი ცხოვრების სტილი აირჩია და მან დაიწყო ლექციების კითხვა ჯერ კალიფორნიის უნივერსიტეტში, შემდგომ კი მთელს აშშ-ში და მექსიკაში. კარლოს კასტანედა გარდაიცვალა ლოს-ანჯელესში 1998 წლის 27 აპრილს. კარლოს კასტანედას შემოქმედებამ უდიდესი გავლენა მოახდინა ისეთ მწერლებზე, როგორებიცაა რიჩარდ ბახი ("თოლია, სახელად ჯონათან ლივინგსტონი", "მესიის ჯიბის ცნობარი", "ილუზიები") და პაულო კოელიო ("ალქიმიკოსი", "11 წუთი", "მოგვის დღიური", "მეხუთე მთა"). გარდა ამისა, მისი გავლენა აქვს ასევე ბევრ მწერალსა თუ მუსიკალურ ჯგუფს. 2007 წელს ინგლისურმა სატელევიზიო არხმა BBC კასტანედაზე გადაიღო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი "ზღაპრები ჯუნგლებიდან". კარლოს კასტანედას ცნობილი წიგნები: 1968 – დონ ხუანის სწავლება: ინდიელი იაკების ცოდნის გზა 1971 – განცალკევებული რეალობა 1972 – მოგზაურობა იქსტლანში 1974 – ზღაპრები ენერგიაზე 1977 – ენერგიის მეორე რგოლი 1981 – არწივის ძღვენი 1984 – შინაგანი ცეცხლი 1987 – დუმილის ენერგია 1993 – სიზმრის ხელოვნება 1997 – უსასრულობის აქტიური მხარე 1998 – დროის ბორბალი 1990 – მაგიური პასები: ძველი მექსიკის შამანთა პრაქტიკული ცოდნა http://zodiaqo.blogspot.com/2009/06/blog-post_16.html
  16. დღეს დღეობით საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი სახელმწიფო სტრუქტურებში და სახელმწიფოსგან დამოკიდებულ სტრუქტურებში (თეატრი, ხელოვნება, მეცნირება და ა.შ) არიან დასაქმებული. ალბათ დამეთანხმებით, რომ კერძო სექტორში იმის ნახევარიც არ არის დასაქმებული, რაც სახელმწიფო სტრუქტურებში ან სახელმწიფოსგან დამოკიდებულ და დაფინანსებულ სტრუქტუტრებში თუ ინსტიტუტებში. როგორ ხდება შერჩევა ამ მხრივ? პროფესიონალიზმის გზით? მე მაქვს უამრავი შემთხვევა, სადაც არა პროფესიონალიზმის, არამედ ნაც.მოძრაობის ერთგულების გამო ნიშნავენ ადამიანებს თანამდებობაზე და ეს ადამიანები, ძირითადად არის არაპროფესიონალი. ანუ დაუმსახურებელი ადამიანს, რომ ნიშნავ რაღაც ადგილზე, არაპროფესიონალს, ის ადამიანი სისტემაზე დამოკიდებული ხდება. ესე იქმნება ე.წ "მიშისტები".. ხელოვნება ევროპაში და ზოგადად ყველგან, წარმოადგენდა პირველ პროტესტის მიმცემ ძალას, მომღერლები, მსახიობები, მწერლები და ა.შ დღეს რადგან ამ სფეროში დაუმსახურებელი ხალხია, რა თქმა უნდა ხალხი აღმერთებს მიშას, რადგან მის გარეშე, ისინი ვერასდროს ვერ იქნებოდნენ იმ თანამდებობაზე, რა თანამდებობაც მიშას დროს ჰქონდათ (პრინციპში, ეს არა მარტო მიშას დროს ხდება, წინამორბედის დროსაც დაახლოებით ესე იყო, უბრალოდ იქ სახელმწიფო ისე ვერ ერეოდა დღეს სახელმწიფო ერევა და ამიტომ ტოტალურად ყველა სფეროში გაჩნდნენ კომფორმისტი "მიშისტები") პროფესიონალიზმს შეუძლია ამ სიტუაციის შეცვლა, მაგრამ პროფესიონალიზმს მოუწევს იმ ადამიანთა თანამდებობებზე მოხსნა, რომელნიც ერთგულების გამო დაინიშნა და თქვენი აზრით ეს ხალხი არ გამოვა მიშას დასაცავად? და თუ არ გამოვა მIშას დასაცავად, მითხარით, რომელი ლიდერს არ უნდა ესეთი ხალხი? ერთგულები და მასზე დამოკიდებულნი? როგორ გგონიათ მომავალ მთავრობას, როგორ აიძულებთ პროფესიონალიზმზე აიღის გეზი? ჩემი ერთ-ერთი შიში ის არის, რომ მიშას შემდეგ, ეს ტიპები, სხვას შეჰფიცებენ ერთგულებას და ისევ დარჩებიან ხელისუფლებაში, ის სხვაც მიიღებს ამას და უბრალოდ მიშა შეიცვლება და სისტემა დარჩება, ხოლო ოპოზიციიდან სწორედაც ამას ვხედავ.
  17. წაკითხული არ გაქვს და უკვე გენიალურ დასკვნებს აკეთებ პ.ს 500 გვერდიანი "ღლეობა" არ არის, 150 გვერდია მაქსიმუმ..
  18. Grig მოკლე შინაარსი მითხარი ამ წიგნის. ანუ მასას, როგორ განიხილავს ავტორი? (მე ზოგადად მიჭირს იმის კითხვა, რაზეც წინასწარ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს)
  19. ბოდიშით, ორ თემის გახსნას ვაპირებდი, ერთს რელიგიის განყოფილებაში მეორეს აქ და ტექსტები შემეშალა, იქ რაც უნდა გამეხსნა, აქ დავწერე და აქ რაც უნდა გამეხსნა იქ.. შეცდომა შესწორებულია
  20. პიროვნება, რომელსაც არ გააჩნია შემოქმედებისა და შეფასების უნარი. იგი იღებს ყველაფერს ისეთად, როგორც აწვდიან. ამის გამო, მასაზე ზეგავლენის მოხდენა ადვილია. ხოსე ორტეგა ი. გასეტის აზრით, „ადამიანი-მასა“ ისაა, ვისაც არ შეუძლია, როგორც კარგი, ასევე ცუდი მხრითაც შეაფასოს თავი; ვინც თავის თავს აღიქვამას „ისეთად, როგორიცაა ყველა“ და სულაც არ განიცდის ამას. მას მოსწონს იყოს ისეთი, როგორიცაა ყველა. ხოსე ოერტეგა ი გასეტი ესპანელი ფილოსოფოსი და ევროპული ინტელექტუალიზმის წარმომადგენელია,მე აქ შემოგთავაზებთ რამდენიმე ნაწყვეტს მისი ნაშრომიდან და თუ სურვილი გექნებათ ვისაუბროთ მასებზე და ბრბოზე ,და ამ ორი ცნების შინაარსზე ..............ამ მოვლენის შემჩნევა ადვილია.მე მას ხალხის თავმოყრას ვუწოდებ.ქალაქები სავსეა ხალხით,სახლები_ბინადრებით,სასტუმროები_მდგმურებით,მატარებლები _მგზავრებით.............რაც გუშინ არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა,დღეს თითქმის მუდმივი პრობლემაა:თავისუფალი ადგილები არ არის.. .........უწინ ბრბოს ყოველი ფეხის ნაბიჯზე როდი შეხვდებოდა კაცი.ახლა კი მაინც რა მოხდა? .......საითაც არ გაიხედავ ,ყველგან ბრბო გხვდება თვალში.ყველგან?არა,ყველგან კი არა,ყველაზე უკეთეს ადგილას,იქ,სადაც თავმოყრილიაადამიანური კულტურის საუკეთესო მიღწევები.. ....მასა "საშუალო ადამიანია" .......ერთი დახვეწილი მუსიკოსის მოსასმენად თავშეყრილ მსმენელთა ვიწრო წრეს რომ გულისხმობდა,მალარმემ შენიშნა:ეს ხალხი თავისი დასწრებით ხაზს უსვამს ბრბოს დაუსწრებლობასო. გასეტის რომ ვკითხულობ, გავიფიქრევ ხოლმე ეს კაცი საქართველოს მაგალითზე, ხომ არ წერდა მეთქი.
  21. ბავარიაში, ლანდშუტში დაიბადა. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში შეისწავლა თეოლოგია, შემდეგ ჰეგელის მოწაფე იყო ბერლინის უნივერსიტეტში. 1828 წელს ფოიერბახი ერლანგენის უნივერსიტეტის შტატგარეშე პროფესორი გახდა, მაგრამ თავისი დამოუკიდებელი ხასიათისა და ექსტრემისტული ფილოსოფიური დოქტრინების გამო აკადემიური კარიერის გაგრძელება ვერ შეძლო. ფოიერბახმა კერძოდ გააგრძელა პედაგოგიური საქმიანობა და საკუთარ ფილოსოფიურ კვლევას ჩაუღრმავდა. დაწერა მრავალი შრომა. „მემარცხენე“ პოზიციებიდან ჰეგელის დოქტრინის განმარტებისადმი მიძღვნილ რამდენიმე შრომას თუ არ ჩავთვლით, ფოიერბახის ნაშრომთა შორის მთავარია „ქრისტიანობის არსი“ (1841 წ.) და „რელიგიის არსი“ (1845 წ.), „თეოგონია კლასიკური ანტიკური, ებრაული და ქრისტიანული წყაროების მიხედვით“ (1857 წ.). ფოიერბახი იღებს ჰეგელის იმანენტისტურ დოქტრინას, როგორც ისტორიაში უმაღლესი აბსოლუტურის გადაწყვეტას. მიუხედავად ამისა, ის ისწრაფვის კონკრეტულობის, გამოცდილებისა და ჰუმანურობისკენ, როგორც ღირებულებათა თვით ადამიანში ჩაკეტვისკენ. ის ჰეგელს საყვედურობს, რომ ადამიანი იმ სულის აბსოლუტურობაში ჩაახშო, რომელიც წარმოგვიდგება აღმატებულად ისტორიულ ადამიანზე, ეს უკანასკნელი კი მუდმივ კავშირშია ბუნებასთან მისი გარდაქმნისა და მისით ტკბობის მიზნით. ფოიერბახის აზრით წმინდანები, ანგელოზები და ის ზეციური არსებები, რომელსაც რელიგიები გვთავაზობენ, არიან სწორედ ის ოცნებები, რომლებსაც ადამიანები მიელტვიან. მისი შეხედულებით ადამიანი არასრულფასოვნებას განიცდის, იდეალად კი რადგან მატერიალურ სამყაროში თითქმის არავინ ჰყავს, ცდილობს ჯერ თავის გონებაში, შემდეგ კი საზოგადოებაში შექმნას ხატი, რომლის მიბაძვაც და თაყვანისცემას მას ჩაუსახავს უაზრო იმედს (ფოიერბახის ტერმინები დაცულია). ლუდვიგ ფოიერბახის თვალსაზრისით, რელიგია უნდა გადავიდეს უკანა პლანზე, რადგან თანამედროვე რწმენები არაფრით განხვავდება იმ ცრუ რწმენებისაგან რომელსაც კერპთაყვანისმცემლობა ეწოდება, უბრალოდ ტექნოგენეზისთან ერთად, მასში (რელიგიებში) შევიდა გარკვეული პრაგმატიზმი და ადვილად მოერგო თანამედროვე საზოგადოებას და შეიძლება მომავალშიც ასეთი სახეცვლილებები ვიხილოთ. ეს მისთვის მიუღებელი და დროის კარგვა უფროა ვიდრე ევოლუცია. ფოიერბახი მიიჩნევს რომ ადამიანმა იდეალი უნდა შეიქმნას საკუთარ თავში, საკუთარ საქმეში, საკუთარ მიზნებში და თავდადებით ემსახუროს მას, რის შემდეგაც, ყოველგვარი ზეციურის დახმარების გარეშე გახდება ისეთი როგორიც უნდა რომ იყოს და როგორიც მართლაც სჭირდება საზოგადოებას. ფოიერბახი მიიჩნევს რომ, ადამიანებს გაუჭირდებათ რელიგიების მოშორება და იმ იდეისაგან თავის დაღწევა რომ ცხოვრება რელიგიებისა და ზეციური ძალების დახმარების გარეშე უაზრობაა, მაგრამ ადამიანმა უნდა შეძლოს ყველაფრისაგან თავის დაღწევა, თუ მართლაც უნდა იყოს სრულყოფილი.
×
×
  • შექმენი...