-
პოსტები
7.011 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
51
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Nukriko
-
რომელ სამოქალაქო სექტორზეა საუბარი? სად გვყავს საერთოდ სამოქალაქო სექტორი?
-
პოლიტიკური აზრი თავისით არ ყალიბდება, მას აყალიბებს სხვადასხვა საშუალებით სხვადასხვა პოლიტიკური ძალები. ხალხი არ არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია პოლიტიკურად დამოუკიდებლად იაზროვნოს, ეს ჩანს იმაში, რომ წინასაარჩევნო რეკლამები და სხვადასხვა საშვალებებით, შეიძლება არჩევნებზე გავლენა მოახდინო. ანუ საზოგადოებრივი აზრი, სინამდვილეში სულაც არ არის საზოგადოებრივი, ის არის საზოგადოებაზე თავს მოხვეული აზრი. მაშ რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ ჩვენ არ ვიყოთ მანიპულირებული პოლიტიკოსთა მეირ? ვერც ვერაფერს ვერ იზამთ, რადგან ისე შეეჩვიეთ, რომ პოლიტიკოებმა უნდა გამოგიყენონ, თქვენ კი უნდა იწუწუნოთ, თუმცა რეალურად არაფერი უნდა გააკეთოთ და თქვენი ნიჰილიზმით სხვები დაავადოთ. რა თქმა უნდა თქვენ ნიჰილიზმზე სხვა წარმოდგენები გაქვთ, თქვენ გგონიათ რადგან ადამიანი არ ირჩევს არსებულ პოლიტიკოსებიდან ერთს მაინც, ის ნიჰილიზმშია ჩავარდნილი, მაგრამ სულ არ ფიქრობთ იმაზე, რომ როცა თქვენ თავს აყენებინებთ პოლიტიკოსებს, იმიტომ რომ იმდენად არათავისუფლები ხართ, რომ თქვენით დამოკიდებლად შექმნათ სამოქალაქო მოძრაობები ამით ყოველგვარ თავისუფალ ნების მქონე ადამიანს ნიჰილიზმში აგდებთ და ყოველგვარ იმედს უწურავთ, რადგან ის თქვენს შემხედვარე, საკუთარი თავის უძლურებას ხედავს. პოლიტიკა, პოლიტიკოსი, პოლიტიკური პარტია - ეს ყველაფერი არის ძალაუფლებისკენ მოპოვების სურვილი და ძალაუფლების მოპოვების ინსტრუმენტები. ანუ თქვენ გინდათ ძალაუფლება და ამიტომ მიჰყვებით პარტიას, ხოლო ძალაუფლება თუ გინდათ, თქვენ ავტომატურად კარგავთ თავისუფლებას. თქვენ წარმოგიდგებათ თვალწინ მშვენიერი ახალი ლიდერი, ახალი პარტია, რომელიც დაგიფასებთ თქვენ იმას, რომ მათ გვერძე იდექით, თანამდებობეს თუ არ მოგცემთ, ყოველშემთხვევაშ, რაღაცით მაინც უზრუნველყოფელი იქნებით. ეს ბუნებრივი ადამიანური მოთხოივნილებებია. მაგრამ ის უნდა აღიაროთ, რომ სამოქალაქო მოძრაობა უფრო კეთილშობილური და საბოლოო ჯამში, უფრო ეფექტური საშუალებაა, სისტემის ევოლუციისკენ. სამოქალაქო მოძრაობა არ იქმნება იმისთვის, რომ პოლიტიკური ძალაუფლება მოიპოვოს, არამედ იმისთვის, რომ იმას ვისაც აქვს ეს ძალაუფლება, შეთანხმებულ თამაშის წესებით იმოქმედოს და არ მისცეს მას საშუალება ბოროტად გამოიყენოს თავის ძალაუფლება. უკვე დიდი ხანია ერთ წრეზე დავდივართ და მაინც ამ წრეზე სიარული არ გვბეზრდება, არც კი ვფიქრობთ იმას, რომ ამ წრეს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული, არამედ ვაზროვნებთ მხოლოდ ემოციებით: „დღეს ესეთი ვითარეება და ესე უნდა ვქნათ“, „სხვა გზა არ არის“ და ა.შ რასაც საბოლოოდ მივყავართ იმედგაცრუებამდე და კიდე უფრო დიდ ნიჰილიზმამდე. ნიჰილიზმც რომ არ გვივარგა, ეს არის კიდე ერთი პრობლემა. შენ კარგი ადამიანო, თუ ნიჰილისტური განწყობა გაქვს, ესეგი უკეთესი მომავალი არ არის, ესეგი დასაკარგი არაფერი არ არის, ამიტომ ყველანაირ წესების დარღვევა შეიძლება, რადგან მომავალი ისედაც ცუდია და როგორი ცუდი იქნება ის, ამას რა მნიშვნელობა აქვს. ნიჰილიზსტები არ ვართ, იმიტომ, რომ ნამეტანი მხდალები ვართ ნიჰილიზმისთვის. ჩვენ ადამიანები აღარ ვართ, ჩვენ ვართ პაიკები, რომელსაც მართავენ და პაიკობას ისე მივეჩვიეთ, რომ სხვანაირად არ კი წარმოგვიდგენია ჩვენი თავი (ქვეცნობიერად). სხვა თუ პაიკი არ არის, მას ვაიძულებთ გახდეს ვინმეს პაიკი. თავიოსუფლება პაიკებს არ უყვართ, ამიტომაც ვექცევით არაპაიკებს, აგრესიულად, სასტიკად და ზიზღით.
-
შესაძლებელია თუ არა სოციალური რევოლუცია საქართველოში?
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn მითხარი ვინ არეგულირებს დასავლეთში სოციალურ სიტუაციას? -
შესაძლებელია თუ არა სოციალური რევოლუცია საქართველოში?
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვერ დაგეთანხმები -
პოლიტიკოსობა საქართველოშ გახდა წარმატებულ ბიზნესის წამოწყების წინაპირობა. უკვე დიდი ხანია პოლიტიკოსები და მათი ნათესაობა მდიდრდება საქართველოში. ვერდების რევოლუციის შემდეგ სოციალური განსხვავებები იმდენად აშკარა გახდა, რომ სოციალური იერარქიასავით ჩამოყალიბდა. ელიტა თავისთვის ელიტური უბნები შეიქმნა, რათა უცხოებისგან ცალკე იყვნენ (ესეთი უბანია მაგალითად შარდენი), შეიქმნა უამრავი ძვირადღირებული დაწესებულება, სადაც ქართველთა დიდი ნაწილი უბრალოდ ვერ შევა, რაც არ უნდა დიდი სურვილი ჰქონდეს. როცა საშუალო კლასი რეალურად არ არსებობს და არსებობენ მხოლოდ მდიდრებისა და ღარიბების ფენა, ამ შემთხვევაში შეუძლია აიძულო დაბალ კლასის წარმომადგენლებს, არ ჰქონდეთ ზიზღი, მდიდრებისადმი. რა არის მდიდრების მთავარი ამოცანა? რომ მათ სიმდიდრეს და ძალაუფლებას საფრთხე არ შეექმნათ და ეს სიმდიდრე მეკმკვიდრეობით გადასცეს შთამომავლებს. შთამომავლეობითი სიმდიდრე კი უკე ცალკეულ კლასის ჩამოყალიბების ის საფეხურია რომელსაც მივყავართ კაპიტალისტურ ფეოდალიზმამდე. შეუძლიათ თუ არა პოლიტიკოს-ბურჟუებს შეცვალონ სისტემა? კი შეუძლიათ, მაგრამ ჩვენთვის სასიკეთოთ არ შეცვლიან. რაც უფრო დრო გავა, მით უფრო მეტ შეზღუდვას დაგვიწესებენ, მით უფრო შეეცდებიან, რომ ჩვენი და მათი შვილები ერთ პირობებში არ ვიყოთ და რომ ჩვენი შვილები მხოლოდ იმიტომ უნდა გავზარდოთ, რომ მათ შვილებს მოემსახურონ. პროცესი მივა თავის ლოგიკურ დასასრულამდე, პოლიტიკოს-ბურჟუებს არ ენდომებათ რეფეორმები და ისეთივე დაუნდობლობას გამოიჩენენ ჩვენს მიმართ. როგორც ეხლა იჩენენ, არანაირი დახმარება, მხოლოდ ექსპლუტაცია და ჩაგვრა (სამსახურებიდან მასობრივი გაყრა, ცხოვრების დონის საგრძნობლად დაცემა, გადასახადების გაზრდა, თუ კი შევარდნაძის დროს 12%-17%-მდე მერყეობდა გადასახადი დღეს ოფიციალურად შენი ხელფასის 20% უხდი სახელმწიფოს და ა.შ) გაგრძელდებ და საბოლოოდ სისტემა, როცა თავის სისუსტეს გამოიჩენს, ამ დროს ლოგიკურ დასასრულამდე მივა პოლიტიკური სიტუაცია, ანუ რევოლუცია გარდაუვალი გახდება, მაგრამ მთავარი რევოლუცია არ არის, მთავარი ის არის, რომ ამ რევოლუციის დროს, შევუვარდებით კი გამდიდრებულ ყოფილ-ჩინოვნიკებს და რეალურად დავიწყებს იგივე საქმეების კეთებას, რაც ოდესღაც ბოლშევიკებმა გააკეთეს? საშუალო ფენას შეუძლია აიტანოს მდიდარი, მაგრამ ღარიბები ვერ აიტანენ, ეს ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა და გაგვიჩნდება კი იმის სურვილი, რომ დავხოცოთ მდიდრები, მათ ოჯახებთან ერთად? ფაქტია, არსებული სისტემა არ ქმნის საშუალო ფენას, არამედ ქმნის იმ ფეოდალურ მოდელს რაც 19-ე საუკუნეში არსებობდა. დიდი ალბათობით ქვეყნის სიმდიდრე და ძალაუფლება თაობიდან თაობაში, ნაც.მოძრაობას გადაეცემა. მათ შვილებს განათლება ექნებათ მიღებული უცხოეთში, რაც მათ გარანტირებულად მისცემს უპირატესობას (ჩვენი და ჩენი შვილების ფულებით ექნებათ განათლება მიღებული) ჰქონდეთ, ამას დაემატება მემკვიდრეობით მიღებული დიდი ქონება (მოპარული ქონება რა თქმა უნდა, ისევ ჩვენთვის რომ იყო განკუთვნილი) და ჩაკეტილი წრეში გარანტირებული ადგილი ექნებათ, იმ ჩაკეტილ წრე-ზეა საუბარი, რომელიც რეალურად ქვეყნის მართვის საქმეში იღებენ გადაწყვეტილებებს, ანუ გარანტირებული მართველი ელიტა იქნება. მე პირადად ესე ვხედავ საქართველოს განვითარების გზას, თუ კი სისტემა არ შეიცვლება, ხოლო ფაქტია, რომ სისტემას პოლიტიკოსები ვერ შეცვლიან, ისინი აგრძელებენ სისტემას, მაშინ ამ მომავალს უნდა შევეგუოთ. თუ ჩვენ საზოგადოებამ არ მოვახდინეთ ორგანიზებულობის შექმნა და პოლიტიკურ პარტიებისგან დამოკუდებლად ბრძოლა, მაშინ მსხვერპლი ვიქნებით და ერთადერთი რა გზაც დაგვრჩება ბოლოს, ეს იქნება სისხლიანი რევოლუციის გზა და ამ სისხლიან რევოლუციის შემდეგ სამოთხე ნამდვილად არ დაგვრჩება, მათ მოვკლავთ მაგრამ უფრო დიდ მხეცებს გადავცემთ ძალაუფლებას.
-
მეც გილოცავ ათე გფარავდეს
-
PEPE. ეხლა მე შევედი კამათში, რომელი პირდაპირ კავშირში ამ თემასთან არ არის გინდ "ქართულ-აფხაზური" ომი დააქვან ისტორიის სახელმძღვანელოებში, გინდ რუსულ-ქართული ომი, მთავარი ეს არ არის, მთავარი ის არის რომ ეს პოლიტიკოსებმა კი არ უნდა გადაწყვიტონ არამედ ისტორიკოსებმა, უნდა მოხდეს, რამოდენიმე ისორიული დისკუსი ამ საკითხზე და სამეცნიერო კონფერენცია უნდა გაიმართოს, რის შემდეგაც მეცნიერები მივლენ, კონსესუსამდე და ამ პროცესებს თავის სახელს დაარქმევდნენ და ამ კონფერენციებში, ხელისუფლებამ და პოლიტიკოსებმა ზოგადად, არ უნდა აიძულონ ისტორიკოსები, ისე იხელმძღვალენონ, როგორც მათ უნდათ.. აი ამის თქმა მინდოდა ზემოთ, რომ უცბად რადგან პოლიტიკურ კონტექტში სხვა რეალობა შეიქმნა, მაშინ გადაიხედა ისტორიაც
-
ქართულ მხარეს უკრაინელები იბრძოდნენ, ზნაჩიტ რუსულ-აფხაზეური მხარისა და ქართულ-უკრაინულ მხარის შორის ომი დავარქვათ იმ კონფლიქტს? არა, მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რასაც არ დავარქმევთ ამ კონფლიქტს ეხლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი სხვა რამეა, ის რომ აფხაზურ-ქართული ომი პოლიტიკურ კონექტურის გამო შეიცვალა და დაერქვა ქართულ-რუსული პირველი ომი და ეს პოლიტიკურ კონიუნქტურის გამო მოხდა და არა მეცნიერებამ ისტორიამ, ამ სახელების დარქმევაში საერთოდ არანაირი როლი არ შეასრულა.
-
PEPE. ამერიკა-ვიეტნამის ომში, საბჭოთა კავშირი აქტიურად ეხმარებოდა ვიეტნალმელებს, მათ შორის სამხედრო პილოტებს უგზავნიდა (ცოცხალი ძალითაც) მაგრამ ეს არ აქცევს იმ ომს სსრკ-ამერიკის ომად..
-
newstudio განსხვავება ერთია, ჩვენ სხვის სახელმწიფო მონაცემებს გამოვაქვეყნებთ, რომელიც ჩვენ სახელმწიფოსთან კავშირში არ არის.. ანუ ამ დოკუმენტების გამოქვეყნება, ჩვენ სახელმწიფოებრიობას არანაირ საფრთხეს არ უქმნის, უბრალოდ უფრო მეტი რამე "იასნდება"
-
მოსწავლეები.დირექტორები. აქციები. შაშკინი
Nukriko replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რატომ შეეშინდა ხელისუფლებას მოსწავლეების გამოსვლების? ბავშვებმა თავის პროტესტი დააფიქსირეს ეხლა, როცა ბავშვები არიან და როცა გაიზრდებიან, მაშინ რაღა იქნება? არ აქვს ამ შემთხვევაში იმას დიდი მნიშვნელობა, თუ რადენად ლოგიკური იყო ეს მოთხოვნები, მნიშვნელობა სხვა რამეს ჰქონდა, რომ ბავშვები თავის პოზიციის დაფიქსირებას ახერხებენ და გამოირჩევიან რადიკალურ მიდგომით. ამ ბავშვებმა მომავალში შეიძლება დიდი პრობლემები გაუჩინონ, დღევანდელ ელიტის შთამომავლებს, არ იყვნენ ისეთივე მორჩილები, როგორიც ჩვენ ვართ. ამიტომ საჭიროა, რომ ეს ნება თავიდანვე გატეხონ, ბავშვობიდან დააკარგინონ სურვილი, რომ უსამართლობას დაუპირისპირდნენ. მთავარი ამოცანაა ეხლა, რომ მომავალი თაობა დღევანდელ თაობას დაამსგავსონ. მათ არ სჭირდებათ „ბუნტარშიკი“ თაობა, მათ სჭირდებათ კომკავშირლები -
რა არის ისტორიის ფალსიფიკაცია? რა თქმა უნდა ისტორიის სრული ფალსიფიკაცია შეუძლებელია. ვერ შესთავაზებ საზოგადოებას ისეთ ვერსია, მაგალითად რომ რომის იმპერია არ არსებობდა ან მეორე მსოფლიო ომში გერმანიამ გაიმაჯრვა. ეს ისტორია აღარ იქნება, არამედ ფანტასტიკად გადაიქცევა. საქმე გვაქვს ისტორიის მანიპულაციასთან, ანუ ერთი ფაქტების წინ წამოწევასთან, რათა მეორე ფაქტები დაფარო ან საერთოდ არ გამოაჩინო, რათა მკითხველმა შენთვის სასურველი დასკვნები გააკეთოს ან საერთოდ დასკვნები მიაწოდო შენ თვითონ, რომელსაც მკითხველი ჭეშმარიტებად მიიღებს. ქართულ-რუსული ურთიერთობის ისტორია არის საკმაოდ რთული საკითხი და პოლიტიკური დაძაბულობა და ხალხში ანტირუსული განწყობა არ აძლევს ისტორიკოსებს გამოიკვლიოს ეს ისტორია ისე, რომ ყველა ფაქტის მოყვანით აღადგინონ ისტორია ისეთი, როგორიც ის იყო და არა ისეთი, როგორიც გვინდა, რომ დავინახოთ. ისტორია არის ძლიერი იდეოლოგიური იარაღი, ყველა პოლიტიკური იდეოლოგია ისტორიას იყენებს, როგორც საკუთარ ჭეშმარიტების დამტკიცების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. ამჯერადაც ქართული პოლიტიკური ელიტას თუ კი საერთიოდ გააჩნია იდეოლოგია, ეს იდეოლოგია რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე (დაპირისპირებებზე) დგას, ანუ ელიტა იმით ამართლებს საკუთარ არსებობას, რომ დაპირისპირებულია რუსეთთან. ჩვენი ხელისუფლება მედიასივცის მეშვეობით ცდილობს გაგვხადოს მონაწილე საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის ხელისუფლების დაპირისპირების ირიბ მონაწილედ, რომელიც უფრო ვირტუალურ ხასიათს ატარებს, ვიდრე რეალურს. ამ დაპირისპირებას ქართული ხელისუფლება უკავშირებს ისტორიულ დაპირისპირების გაგრძელებას, რომელიც 1801 წლიდან დაიწყო. ანუ ჩვენი ხელისუფლება პრინციპში შეუძლებელია შეცდეს ქართულ-რუსულ დაპირისპირებაშ, რადგან ეს დაპირისპირება დაიწყო ძალიან ადრე და ისტორიულ სტერეოტიპები, რომელიც ჩამოყალიბდა ამ ურთიერთობების დროს, ჩვენი ხელისუფალი მუდამ პატიოსნად ასრულებდა მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო რუსეთი მუდამ მზაკვრობით არღვევდა შეთანხმებებს და საქართველოზე აგრესიას ანხორციელებდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის ქართული მხარე იქნება მართალი (იმის მიუხედავად, რომ შეიძლება მართალი არ იყოს), ეს გახდა ოფიციალურად დოგმა. დავუბრუნდეთ უშალოდ ისტორიას. ცარისტულ რუსეთისა და შემდგომ საბჭოთა კავშირის დროს, ქართულ (უფროსწორედ საბჭოთა) ისტორიოგრაფიაში დოგმად იქცა წარმოთდგენა, რომ რუსეთის გარეშე ქართული ხალხს გადაშენება ემუქრებოდა და რომ რუსეთთან შეერთება, იყო ყველაზე კარგი გამოსავალი. ამ მიდგომის დროს ხდებოდა ერთი სერიოზული შეცდომის დაშვება, რადგან ისტორიამ როგორც მეცნიერებამ არ იცის წინადადება „ისე რომ მომხდარიყო“ ეს არ არის მისი საკვლევი საგანი და შეუძლებელია ისტორიკოსმა იმსჯელოს იმ ამბების შესახებ, რაც უბრალოდ არ მომხდარა. ნაციონალურ განმანთავისუფლებელ მოძრაობის დროს და შემდეგ პერიოდში, გაჩნდა უამრავი თეორია, თუ როგორი იქნებოდა, ერეკლეს გეორგევსკის ტრაქტატზე, რომ არ მოეწერა ხელი და ყველა ინტერპრეტაციის შემთხვევაში, საქართველო უნდა განვითარებულიყო და რადგან შეცდომა დაუშვა და მოაწერა ხელი გეორგევსკის ტრაქტატს, ეს გახდა იმ იდეალურ ალტერნატივისგან უარის თქმა, რა ალტერნატივებს ქმნიდნენ ისტორიკოსები თუ ჩვეულებრივი მოქალაქეები. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ისტორია რეალურად ახლიდან დაიწერა, რასაც აქამდე ოფიციალურ სახელმძღვანელოებში და ისტორიის წიგნებში უწოდებდნენ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ომს, აგვისტოს ომის შემდეგ მას პირველი ქართულ-რუსული ომი უწოდეს. პრეზიდენტის ინიციატივით, შეიქმნა კომისია, რომელიც ქართულ-რუსულ ურთიერთობების ისტორიას გამოიკვლევს და ახლიდან დაწერს, როგორც წინასწარ არის ცნობილი ეს ურთიერთობები იქნება წარმოდგენილი ყველაზე ბნელი ფერებში, სადაც ქართველთა ჩაგვრაზე და რეპრესიებზე იქნება ყურადღება გამახვილებული. რა თქმა უნდა ეს ისტორიაც, როგორც აქამდე დაწერილი ისტორია, არ იქნება ობიექტური და პოლიტიკურ კონიუნკტურა მასზე სერიოზულ დაღს ასვამს. ჩვენ თუ გვინდა ისტორიის ობიექტურად დაწერა, მაშინ უნდა მოვითხოვოთ სახელმწიფოსგან იმ დოკუმენტების გახსნა, რომელიც არქივში ინახება, სხვანაირად ისტორია იქნება პროპაგანდა და მეტი არაფერი, მაგრამ საკითხავი ის არის, ჩვენ ხელისუფლებას უნდათ კი, რომ ხელიდან გაუშვან პოროპაგანდის ისეთი იარაღი როგორიც ისტორიააა და აქციონ ის მეცნიერებად?
-
დაფნა აპოლონი ტყუპები ზოდიაქო ცრურზმენა რელიგია ოპიუმი კომუნიზმი წითელი სისხლი სიკვდილი აღსასრული :018: :018:
-
……………………………………..________ ………………………………,.-‘"……………….``~., ………………………..,.-«……………………………..»-., …………………….,/………………………………………..":, …………………,?………………………………………………\, ...………………./…………………………………………………..,} ……………../…………………………………………………,:`^`..} ……………/……………………………………………,:"………/ …………..?…..__…………………………………..:`………../ …………./__.(….."~-,_…………………………,:`………./ ………../(_…."~,_…….."~,_………………..,:`…….._/ ……….{.._$;_……"=,_……."-,_…….,.-~-,},.~";/….} ………..((…..*~_……."=-._……";,,./`…./«…………../ …,,,___.\`~,……»~.,………………..`…..}…………../ …………(….`=-,,…….`……………………(……;_,,-" …………/.`~,……`-………………………….\……/\ ………….\`~.*-,……………………………….|,./…..\,__ ,,_……….}.>-._\……………………………..|…………..`=~-, …..`=~-,_\_……`\,……………………………\ ……………….`=~-,,.\,………………………….\ …………………………..`:,,………………………`\…………..__ ……………………………….`=-,……………….,%`>--==`` …………………………………._\……….._,-%…….`\ ……………………………..,
-
7 ნოემბრის აქციებში (რაც 7 ნოემბრამდე ხდებოდა იმ აქციებშიც) რომ ვიღებდი მონაწილეობას და თან აქტიურად, რა მოგვიტანა რომ? ან იმ ხალხს რა მოუტანა, სამოქალაქო ომში რომ ჩაერთვენ? რა თქმა უნდა ავტორს სწორი გზა აქვს აღებული, მაგათი დედაც, მე ჩემთვის უნდა ვიცხოვრო და თავს არავის გამოვაყენებინებ.. სწორია, რადგან პოლიტიკოსი რომ გიყენებს თავის პირად ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე ცუდი არაფერი არ შეიძლება იყოს ადამიანისთვის.
-
ეგეთსაც...
-
dariala ზოგადად შეიზლება, მე ზემოთ არ დამიწერია, რომ შავგვრიმნები მახინჯები არიან მეთქი. მე დავწერე, რომ შავგვრიმნების სილამაზეს ვერ აღვიქვავ მეთქი, უცხოსავით არის ჩემთვის. ჩემთვის სილამაზე კონკრეტულია
-
analgin რამდენი წევრი ჰყავს ფორუმს? გამოცდილებას (და თუ ესე გაგიხარდება, უკვე რამდენიმე პოსტია ჩემ ბოღმაზე აკეთებ აქცენტს, ბოღმაც იყოს) ოფიციალურად რუსეთუმეა და შესაბმისად მოღალატე მე არ დამიწყია კამათი, მე უბრალოდ ლიცის დავეთანხმე, მის მიერ გამოთქმულ აზრთან დაკავშირებით და რატომღაც ამაზე შეგექმნა დისკომფორტი როცა ადამიანი არ გეთანხმება ხოლმე, მისი სიცრუის დასამტკიცებლად, მოწინააღმდეგის პიროვნებას ეხები და ცდილობ მის პიროვნების ცუდ მხარეებზე გააკეთო აქცენტი, რათა საკუთარი სიმართლე დაამტკიცო. თუ დააკვირდები, პროვნებების შეხების დროს, მე არასდროს არ შევხებივარ შენ პიროვნებას და არ დამიწყია, შენი პიროვნების განხილვა, შენსგან განსხვავებით
-
analgin დარწმუნებული ვარ ფორუმის რეიტინგი ძალიან დაბალი იქნება და ხომ ამბობენ, რომ ეხლა გააქტიურდებიან,ხო და დიდი ლოდინი არ მოგვიწევს და ვნახავთ რამდენი ადამიანი უჭერს ფორუმს მხარს.. მალე გეტყვი: "ხო გითხარი ცდებოდიო" დემაგოგებს, მოღალატეებს და რუსეთუმებს თუ არ შევეკარი ესეგი მონა ვარ დაგიჟანგდათ ლოგიკა
-
ეგ ხომ ხაინდრავამ თქვა და ამის შემდეგ ვინც არ ეძეხდა წვერებიან %$ეს იმანაც კი აღიარა რომ მართლა წვერებიანი %$ე იყო და დღეს პოლიკუტ ნაგავში არის მოსვრილი.. ;)
-
analgin მთავარია ერთი ღამით შეგიყვაროს და მერე უნდა დაიკიდო ფაქტს ეხლა ვერ დაგიდებ, დოკუმენტს რომ გამყიდველები არიან ნოტარიუსთან დამოწმებულს არ გჯერა ნუ გჯერა, უბრალოდ დრო გვაჩვენებს მართალი რომელი ვიყავით.. ხო არ გეუბნები, არ შეუერთდე მეთქი და ა.შ, უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე და ზუსტად ვიცი, რომ მათ მხარს არ დავუჭერ. - ერთი ხმა ჩემგან და ჩემი ოჯახისგან, ასევე ნათესავებისგან იმიტომ რომ მათი განწყობაც ვიცი.. უბრალოდ მერე მხარს რომ არ დაგიჭერთ, უკმაყოფილება არ გამოთქვათ ამის გამო და "ფარჩაკები" და "ჩაჯმულები" არ დაგვიძახოთ
-
analgin 1) გუბაზას ქაჩავდნენ ვითომ ოპოზიციური არხით "კავკასიაში" მთელი წლის განმავლობაში, ხოლო კავკსია არის ეხო-მასკვას მოდელი, ხელისუფლების მიერ მართული ვითომ ოპოზიციური არიხი. ერთი სიტყვით ხელისუფლებამ გაქაჩა გუბაზა და აწია მისი პოპულარობა 2) არსებობს კამათის დროს ყველაზე კარგი ტაქტიკა, როცა არ ეთანხმები მოწინააღმდეგეს, უნდა დაეთანხმო და ამ დათანხმების დროს შენი პოზიციაც მიაწერო, თითქოს ის შენ პოზიციას გულისმობს სინამდვილეში, ამ დროს ყველა იბნევა და მთავარი ყურადღება ექცევა იმას რომ შენ დათანხმდი და არა იმის, რაც შენ მიაწერე ამ დათანხმებას. დაახლოებით ესე რომ წარმოიდგინო მიხვდები, რომ ოფიციალურად არ დათანხმობით და დაპირიპირების უკან, ამ დათანხმება. ანუ გვაწვდიან ნაციონალურ მოძრაობის ინტერეს ისე, თითქოს ის მისი ინტერესის საწინააღმდეგოა და ხალხი იჯერებს, რომ რადგან ის არ თანხმდება ნაცებს, რეალობაში აკეთებს ანტინაცურ საქმეს. 3) ამ ლაპარაკს ისეთივე აზრი აქვს, როგორც მიშისტთან ლაპარაკს (ამიტომ არ ვეკამათები მიშისტს, მხოლოდ ცინიკურად ვპასუხობ ხოლმე) ანუ როცა მიშისტთან შედიხარ დიალოგში და ყველა არგუმენტზე, რომ მიშისტური პასუხი აქს, დაახლოებით ეხლა იგივე ნაირად განვითარდება ეს დიალოგიც, ამიტომ ჩემთვის თავიდანვე ნათელია რა იქნება თითეულ წინადადების შემდეგ და ვიცი რომ საბოლოოდ ამ კამათს აზრი ეკარგება. დემოკრატიის არ ქონაზე რომ ეკამათები მიშისტს და ვუღაც სოციალურ გამოკითხვას რომ მოგიტანს არგუმენტად, დაახლოებით იგივწ იქნება ეხლა. 4) ოფიციალურად რუსეთუმეა ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი ბატონი ჰყავთ მიშიკოსაც და მათაც
-
გემოვნებაზე არ კამათობენ, მაგრამ ვერ აღვიქვავ შავთმიანების და უფრო მუქ კანინანების სილამაზეს, საერთოდ არ მომწონს (მანდილოსებს არ გეწყნოთ ) სილამაზე მესმის, თითრკანიანი, ფითქინა რომ არის ქალი და ქერა თმებით :pupuza: