Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. Saturn ეს ფუნქცია გამოვიყენე, მაგრამ არ გამოიღო შედეგი. http://planeta.ge/index.php?showtopic=47152&view=findpost&p=351648 დედას ვფიცავრ ადამიანისთვის, არც მისი სიტყბის ციტირება მომიხდენია, არც დავლაპარაკებივარ, მაგრამ სულ ესეთი პოსტები მხვდებოდა, ხან მარტო სმაილიკების პოსტები, აი როგორიც ესაა ) ხო და ადამიანი მიწვევდა მაქსიმალურად და ამის გამო მომივიდა კონფლიქტი ტატ-თან, რომ უგულებელყოფთა ამას. გეუბნები ეს წესები შემოიღეთ და ესეთ დაპირისპირებას ადგილი აღარ ექნება.
  2. Saturn გილოცავ lasha_alo მერე ამ წესების შემოღებას რატომ გგონია, რომ ვცდილობ? ეს კანონი წესების დონეზე, მიცეს ადამიანებს იმის საშუალებას რომ ერთმანეთი დააიგნოროს.. და რა არის ამაში ცუდი? შემოიღეთ ეს ოხერი წესები და საერთოდ მე და იუზერ აზრს შეხება არ გვექნება... არც იმ ადამიანებს ექნება ამ განყოფილებაში შეხება, ვისაც არ უნდა რომ ჰქონდეს შეხება, ასე რომ კონფლიქტი თავშივე ამოიწურება.. დაფიქრდით და მითხარით, არ ვარ მართალი?
  3. lasha_alo დადებითი, მაგრამ თუ პროვოკაციაზე წესები არ შევა, გინდ სატურნი ყოფილა და ვინც გინდა ის. თუ კი მოდერატორი არ მოახდენს რეაგირებას პროვოკაციაზე (წესები თუ არ იქნება, არ მოახდენს) მაშინ ისევ იქამდე მივალთ..
  4. ეს დემაგოგია ბატონი სატურნი იტყუება სატურნის ბოროტი და უსინდისო განზრახვა ამ პოსტში ჩანს ეხლა მითხარი, ესეთი და მსგავსი პოსტები, არის თუ არა პროვოკაცია? რა იგნორი გინდა, როცა ნიკსერჩში მაინც მოგდის, მსგავსი პოსტები, გინდა არ გინდა მაინც ნახავ.. რაც შეეხება იმას, თუ ვინ თვლის რომ მე ტყუილს ვამბობ, ამის თქმა მე რომ არ შემეხოს და ჩემთან პირდაპირ დისკუსიაში, რომ არ შევიდეს ისედაც შეუძლია. ამტკიცოს საკუთარი ჭეშმარიტება და ეს თავისთავად იქნება ჩემი სიცურის მხილება..
  5. lasha_alo newstudio მინდა ამ თემაში თქვენი ყურადღება მივიქციო, რადგან საჭიროა კრიზისიდან გამოსვლისთვის, ახალი ნორმების დანერგვას. მე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება თავად ამ განყოფილების არსზე თუ ადამიანი ამ განყოფილებაში შემოდის იმიტომ, რომ ვიღაცას დაცინოს, ეს განყოფილება არ არის საამისო ადგილი. თუ გინდა ვიღაცას პირად რწმენებსა და წარმოდგენებს დაცინო, მაშინ ადამიანი აქ არ უნდა შემოვიდეს. აქ შემომსვლელმა უნდა დაიცვას ეთიკური ნორმები და სხვისი რწმენის და შეხედულებების პატივისცემა უნდა შეძლოს მეთანხმებით თუ არა? ამ ორ ვარიანტის წინააღმდეგ რა არგუმენტები უნდა იყოს? მემგონი არც არაფერი. მოდი ავიღოთ კონფლიქტების დაწყების დიდი ნაწილი, საიდან იწყება. ერთი იუზერი უხურებს მეორეს, მეორე წამოეგება და უპასუხებს და ქაოსში ჩავარდება. ეს ვარიანტი პოლიტიკის განყოფილებისთვის მისაღებია, მაგრამ არა ისეთ პრივატულ და სათუთ თემებზე, როგორიც რელიგიაა და მსოფლმხედველობა. როცა არ გინდა, რომ შენს პირად რწმენას და მსოფლმხედველობას შეეხონ და მაინც ეხებიან, რას გააკეთებ ამ დროს? როცა ეტყვი, რომ შენს და მას შორის დიალოგი დასრულებულია ამ თემაზე, ეს არ ნიშნავს რომ თემამ ამოწურა თავი, არამედ იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულად ამ ორ იუზერს ერთმანეთთან სალაპარაკო არ აქვთ ამ კონკრეტულ თემის ირგვლივ. უამრავი კონფლიქტი აცილებული იქნება. მეთანხმებით თუ არა ძვირფასო ადმინისტრაცია? თუ გინდათ კრიზისის მოგვარება, ესეთ თემაბში მიიღეთ მონაწილეობა და მივიდეს კრიზისი თავის საბოლოო დასასრულამდე.. ამ წესბის არსებობის შემთხვევაში, კრიზისი გადალახული იქნება, ამაში დარწმნუებული ვიქნჯები, მაგრამ თუ არის ალტერნატიული ვარანტი, რომელიც კრიზისის მოგვარებას რეალურად შეძლებს, მაჩვენეთ და თუ რეალურია ყველა დავეთანხმებით.
  6. Saturn არ არის გადაჭარბებული, როცა რელიგიისა და ფილოსოფიის განყოფილებას ეხება.. დიახ ეთიკურ ნორმები უნდა იყოს მაღალ დონეზე უკაცრავად და როცა გეუბნები, რომ შენთან არ მსურს საერთოდ ლაპარაკი და ამ დროს, შენ ჩემს ნიკს და ჩემ სიტყვეის ციტირებას ახდენ და გამოწვევას, მაიძულებ მე ჩავერთო შენს მიერ წამოწყებულ დიალოგიში, ეს დიალოგი კი როგორც წესი არასასიამოვნოა, რელიგიისა და ფილოსოფიის განყოფილებაში. რომ მიმტკიცებ რაღაცას კონკრეტულ რელიგიაზე და გეუბნები არ მჭირდება შენი მტკიცებები, შენთვის დაიტოვეო, არ ვაპირებ შენთან საუბარს ამ თემაზე, პროვოკაციად უნდა იყოს მიჩნეული იმ იუზერის გამოწვევა მერე... და ეს მოდერატორმა უნდა უზრუნველყოს. ეს წესები არის ის ელემენტარული, რომელის არ არსებობის გამოც, დაირღვა განყოფილებაში ელემენტარული ბალანსი და გადავარდა რაღაც ემოციურ-პროვოკაციულ განზომილებაში.
  7. განყოფილება არ უნდა ემსახურებოდეს "კომპლექსიან" ტიპების არენას უნდა აიკრძალოს ყველანაირი პროვოკაცია განყოფილების მიზანი უნდა იყოს, კონსტრუქციული დიალოგი მორწმუნეებს, ურწმუნოებსა და აგნოსტიკებს შორის პოსტი რომელიც შეიცავს მხოლოდ: 1)სხვისი სიტყვების ციტატის ქვეშ დაწერილი დაცინვის სმაილიკი ჩაითვალოს პროვოკაციად (მხოლოდ პოსტში მოცემული თუ იქნება ეს) 2) იუზერთა პიროვნებებზე ლაპარაკის გადატანა და მათი მარგინალიზაციის მიზნით, მათი დაცინვა, შეურაცხყოფა დაისჯება. განყოფილება არ არის იუზერთა პიროვნებების გასარჩევი ადგილი 3) იუზერის რელიგიურ და ფილოსოფიურ წარმოდგენებზე დაცინვა, ჩაითვლება პროვოკაციად 4) იუზერისადმი გადაკიდება, თუ კი იუზერი უარს აცხადებს კონკრეტულ იუზერთან მიიღოს კამათში მონაწილეობა, მაგრამ ის იუზერი მაინც მის პოსტებს აციტირებს და აიძულებს იუზერს უპასუხოს მის პროვოკაციას(როგორც წესი ამ ნაიძულებ პასუხი შეიცავს უცენზურო და შეურაცხყოფელ ლექსიკას ხოლმე) დანარჩენს მერე დავწერ.. ადმინისტრაცია რა აზრის არის, ამასთან დაკავშირებით? ჩემი აზრით, ამ წესების დამატება, ჯანსაღ განწყობას შექმნის განყოფილებაში
  8. T_A_T წინასწარ ვიცოდი, რომ დაახლოებით ესეთი პასუხი იქნებოდა ბოლოს.. მინიმუმ ის მაინც უზრუნველყვე, რომ პირადი შეურაცხყოფა არავინ არავის არ მიაყენოს აქ. თუმცა ამის იმედიც შენსგან არ მაქვს.
  9. სოციალიზმთან დაკავშირებული თემები რომელიც გავხსენი პოლიტ განყოფილებაშო: http://planeta.ge/index.php?showtopic=42642&st=0&p=329082&hl=%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98&fromsearch=1entry329082 http://planeta.ge/index.php?showtopic=45352&hl=%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98&st=0 http://planeta.ge/index.php?showtopic=43744&hl=%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98&st=0 http://planeta.ge/index.php?showtopic=15427&hl=%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&st=45 http://planeta.ge/index.php?showtopic=46654&hl=nukriko&st=0
  10. asesino_141 ეს თემა მინდა იქცეს მარქსიზმის ბიბლიოთეკად ნაწილობრივ.თუ რამე ინფორმაციას იშოვი, ქართულად დადე ხოლმე. ნაწილობრივ კი მარქსიზმზე დიალოგით
  11. T_A_T ყოფილი მოდერატორის დროს გამოჩნდა, მთელი რიგი ხარვეზები და თუ გახსოვს ჩემ წინასაარჩევნოდ გახსნილ თემაში, მეორე მოდერატორის იდეა წამოვაყენე. ხო გამოჩნდა რომ მართლმადიდებლები ტოვებდნენ განყოფილებას, ერთ-ერთი მოდერატორი მართლმადიდებელი რომ ყოფილიყო, ისინი აღარ დატოვებდნენ განყოფილებას. თუმცა საინტერესო რამე მოხდა, რომ გავხსენი თემა არჩევნებზე, ლაშამ თქვა საინტერესოა, შენ შემოხვედი და ეს თემა დახურე თუ დაახურინე ყოფილ მოდერატორს, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი ის იყო, რომ შენი პოზიცია ადმინისტრაციის პოზიციიდან განსხვავდებოდა. ძალიან კარგად იცი, რომ არჩევნები არ ჩატარებულა რადგან ერთი კანდიდატი იყო. მოხდა მარტივად საქმე მე დავუთმე მოდერატორობა იმ იუზერს და შეგიძლია ნახო, მისი პოსტები მოდერატორობამდე და მოდერატორობის შემდეგ, რა მკვეთრად განსხვავდება. ეს შენი წარმოსახვაა, არანაირი ასაკობრივი მაქსიმალიზმი არ არის. კომფორმიზმზე მე არ წავსულვარ, არის ეს თემა ჯერ კიდე გახსნილი სადაც დაიწყო ეს მოთხოვნა არჩევნებზე. მე ხომ არ მომითხოვია ეგრევე არჩევნები, მე ვთქვი თუ კი მოვითხოვთ თუნდაც 10 კაცი მეთქი,(რადგან ფორუმი პატარა იყო) მოდერაციის არჩევნებს, არჩევნები უნდა ჩატარდესთქო. შემდეგ ყოფილი მოდერატორტის ტონი როგორია, რომ მე მანიაკალურად მინდა მოდერატორობა და უკარავად და #######საც ვაძლევ მოდეერატორი რომ გავხდე, აი ამის შემდეგ დავიწყე ის რაც დავიწყე და ყველა საკის ადამიანი დაახლოებით ესე გააკეთებდა, ჩემს მაგივრად. ჩემ მოდერატორობის დროს, რამოდენიმე თემა დაიხურია ავტორის მიერ (მათ შორის ჭანოც ხურავდა ხშირად საკუთარ თემებს), მაგრამ მოდერაცია იუზერის ნების საწინააღმდეგოდ არ ხსნიდა თემებს. ყველას აქვს უფლება საკუთარი გახსნილი თემა დახუროს. თუ გინდათ რომ ეს უფლება არ ჰქონოდა იუზერს, გაუუქმეთ ეს არჩევანი და ვერ დახურავს თემას. რადგან ჰქონდა იუზერს საკუთარ თემის დახურვის უფლება, ეს მისი პირადი უფლებაა და ამ უფლებას პატივი უნდა სცე. თქვენ რაც გააკეთეთ, ეს კონკრეტულად იუერის უპატივცემულობა იყო. რაც შეეხება რეპუტაციას მე ვიზრუნებ ამაზე, თქვენ არ გჭირდებოდათ ამაზე ზრუნვა. ტყვილია, ადმინისტრაცია დათანხმდა რელიგიის განყოფილებაში მოდერატორის არჩევნებს, შეგიძლია ნახო ეს განყოფილება "ფორუმის შესახებ", თქვენ კი ადმინისტრაციის გვერდის ავლით, ყველაფერი გააკეთეთ, რომ არჩევნები არ ჩატარებულიყო და მითხარი ერთი, რატომ უნდა შევგუებოდი ორი იუზერის ახირებას, რომ ის საზიზღარი სიტუცია დარჩენილიყო რაც იყო და რაც ნაწილობრივ არის. ჩემ არაადეკვატურობის არც ერთი არგუმენტი არ გაგაჩნია. ხო ჩანს, რა ობიექტურობაც არის ამ განყოფილებაში, ისევ რეაგირება გაქვთ ამ განყოფილებაში მხოლოდ მაშIნ, როცა ყოფილი მოდერაქტორი გეუბნება და ზუსტად იგივე წესებით აXლევ შენიშვნას იუზერებს, რა წესებითაც ყოფილი მოდერატორი აძლევს. ამ განყოფილებას რომ ვერ უვლით (ადმინისტრაცია და მითუმეტეს ყოფილი მოდერი), ეს ძალიან კარგად ჩანს. გადახედე ელემენტარულად ამ თემას და ყოფილ მოდერატორის პოსტებს http://planeta.ge/index.php?showtopic=47152&st=0&p=351648entry351648 რეაგირება 0. ელემენტარული მსგავსი პოსტები, ვინმეს მხრიდან ჩემ მოდერატორობის დროს თუ ნახავ, საერთოდა აღარ ამოვიღებ ხმას. ელემენ#######ლუდა თქვენი პოზიცია, არის მრბილად რომ ვთქვათ არაობიექტური და უსამართლობას იჩენთ და მერე ჩვენ ვართ არაადეკვატურები. ეხლა იმ ადამიანს, პირად შეურაცხყოფის გამო პასუხი რომ გავცე, მხოლოდ ამის შემდეგ გექნებათ რეაქცია და მერე იტყვით ნუკრიკო არაადეკვატურიაო.
  12. კლასიკური თეისტური პასუხი, რომელსაც არგუმენტებით ვეღარ დაუპირისპიდები. ზუსტად იგივეს მიმართავენ იეჰოველებიც, მართლმადიდებელბიც და სხვეიც. განსხვავება ის არის, რომ ტრადიციული რელიგიები უფრო სოციალიზირებულია საზოგადოებრივ ნორმებთან და რეალობა ნაკლებად არის მოწყვეტილი, განსხვავებით სექტებისგან.
  13. baltasari არ ველოდი შენნაირ ადამიანის შემოსვლას ამ განყოფილებაში (სასიამოვნოდ გაოცებული ვარ)
  14. ნეომარქსიზმი არაერთგვაროვანი ფილოსოფიური, იდეოლოგიური და პრაქტიკულ-პოლიტიკური მიმდინარეობა, რომლიც აგრძელებს მარქსისა და ენგელსის მოძღვრებას. ნ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყალიბდება. აკრიტიკებს რა ლენინიზმს და მის პრაქტიკულ რეალიზაციას, ნ. ცდილობს მოახდინოს მარქსის შრომების ახლებური ინტერპრეტაცია. ნ-ის ყურადღების ცენტრშია ადამიანის გაუცხოებისა და იმ პირობების მოხსნა, რომელიც გვიანკაპიტალისტურმა საზოგადოებამ (spetkapitalismus) შექმნა (ძირითადი თემაა დამოკიდებულება სოციალისტურ და კაპიტალისტურ სახელმწიფოებს, მდიდარ ინდუსტრიულ ქვეყნებსა და მესამე სამყაროს ღარიბ ქვეყნებს შორის). ნ-ის თეორეტიკოსები პოლიტიკურად ახლოს დგანან ახალ მემარცხენეებთან. ნ-სტული მიმდინარეობა წარმოდგენილია დიორ ლუკაჩის, ჰერბერტ მარკუზეს, მაქს ჰორკჰაიმერის, თეოდორ ადორნოს, ერიხ ფრომის, იურგენ ჰაბერმასის, ერნსტ ბლოხის ნააზრევის სახით. ნ. XX ს-ის ოციან წლებში გაჩნდა ჰეგელიანური მარქსიზმის იმ ვერსიის ნიშნის ქვეშ, რომელიც დაკავშირებულია დ. ლუკაჩთან და კ. კორშასთან. აღნიშნული ვერსიის ყურადღების ცენტრში პროლეტარიატის მიერ თავისი მისიისა და ისტორიის „ობიექტური ჭეშმარიტების“ რეალიზების პოლიტიკური და სულიერი წანამძღვრები იყო. 30-40-იან წლებში პირველ პლანზე გამოდის ფრანკფურტის სკოლასთან დაკავშირებული ჰეგელიანური მარქსიზმის სხვა ვერსია. მისი თეორეტიკოსები (მ. ჰორკჰაიმერი, თ. ადორნო) ეჭვქვეშ აყენებენ პროლეტარიატის პოტენციურ უნარს კრიტიკული, არაფეტიშური თვითშეგნების მოპოვების შესახებ. 50-60-იან წლებში ავანსცენაზე „ინდივიდუალისტური მარქსიზმის“ სხვადასხვა მიმდინარეობები ჩნდება: ფროიდო-მარქსიზმი (ე. ფრომი, გ. მარკუზე), ეგზისტენციალური მარქსიზმი (მ. მერლო-პონტი, ჟ.პ. სარტრი), ფენომენოლოგიური მარქსიზმი (ე. პაჩი, პ. პიჩონე). მათ ამოცანას ადამიანის განთავისუფლების პოტენციალის ძიება შეადგენდა, რომლის პოვნასაც ისინი ისეთი ადამიანის სუბიექტურობის სიღრმეში ცდილობდნენ, რომელიც სოციალურობის შედეგად გაუპიროვნებას არ განიცდიდა. 60-იანი წლებიდან სტრუქტურული მარქსიზმი განვითარდა (ლ. ალტიუსერი, მ. გოდელიე, პოლიტიკური თეორიის სფეროში ნ. პულანცასი). მისი პათოსი „ისტორიის ობიექტური ჭეშმარიტების“ უფლებებში აღდგენაა, რომელიც მან სუბიექტივისტური მიმდინარეობების შედეგად დაკარგა. ინგლისურენოვან ქვეყნებში ნ. სოციოლოგიისა და პოლიტეკონომიის სფეროში განსაკუთრებული ტენდენციის სახით ვითარდება, რომელსაც ანტიპოზიტივისტური მიმართულება აქვს (ჩ.რ. მილსი, ა. გოულდნერი, პ. ბარანი, პ. სუიზი და სხვ.). თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ნ. უპირატესად მემარცხენე და მემარცხენე-ლიბერალურ, უპირველესყოვლისა, საუნივერსიტეტო ინტელიგენციაში ვრცელდებოდა. მისი რეალურ პოლიტიკაში გამოვლენა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყოველთვის მინიმალური იყო. თვით ნ.-ის თეორეტიკოსების აღიარებით, პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგიისა და ტაქტიკის გამომუშავება ყოველთვის იყო და რჩება მის სისუტედ. დ. ლუკაჩის (1885-1971) თანახმად, სოციალიზმის ისტორიულად აუცილებელი გამოჩენა ასპარეზზე კაპიტალიზმის თვითუარყოფის დიალექტიკური მოძრაობის შედეგია. კაპიტალისტური წარმოების წესი იწვევს იმას, რომ ადამიანთა შორის დამოკიდებულება ემსგავსება საგანთან დამოკიდებულებას (გასაგნება). საქონელი იქცა საერთო საზოგადოებრივ უნივერსალურ კატეგორიად. ეს პროცესი პროლეტარიატის რევოლუციურ-კლასობრივი ცნობიერების გადატრიალებას იწვევს, რამაც შესაძლოა კაპიტალიზმის „გამასაგნებელი“ სტრუქტურა რევოლუციური მოქმედებით დაძლიოს. ნ-ის განვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ფრანკფურტის სკოლის ფილოსოფოსების (ადორნო, ფრომი, ჰორკჰაიმერი, მარკუზე) კრიტიკულ თეორიას. შრომაში „განმანათლებლობის დიალექტიკა“ (1947) ადორნო და ჰორკჰაიმერი მიუთითებდნენ თანამედროვე კაპიტალიზმის წინააღმდეგობაზე და ცდილობდნენ მარქსიზმზე ორიენტირებული კრიტიკულ-დიალექტიკური პერსპექტივის დაფუძნებას. ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენლების უმრავლესობა ასევე უარყოფს კაპიტალისტური საზოგადოებისათვის დამახასიათებელ წმინდა ტექნიკურ-მიზანრაციონალურ აზროვნებას, ინსტრუმენტულ გონებას და აქედან გამომდინარე საბჭოთა მარქსიზმის თეორიასა და პრაქტიკას. ე. ბლოხი ხაზს უსვამდა მარქსისტული აზროვნების მომავალზე მიმართულ ასპექტს და აგებდა „მომავლის პრინციპზე“ დაფუძნებულ ყოვლისმომცველ ფილოსოფიას. ბლოხის თანახმად, უტოპიური აზროვნება არსებითია ადამიანისათვის და იგი სოციალურ უტოპიაშია წარმოდგენილი. ი. ჰაბერმასი ეხება კრიტიკული თეორიის და მარქსიზმის შემეცნებით და მეცნიერულ-თეორიულ დასკვნებს. ბურჟუაზიული საზოგადოების რეპროდუქცია როგორც ადრე, ასევე ახლაც ლატენტურად შეიცავს მასალას კრიზისისათვის და მას საზოგადოებრივად წარმოებული სიმდიდრის მითვისების ასიმეტრია ახასიათებს. საზოგადოებრივი ინტერესები შეიძლება ლეგიტიმური იყოს მხოლოდ მაშინ, თუკი ისინი გადამოწმდებიან „პრაქტიკული დისკურსით“. საჯაროობის პრინციპი, როგორც ბატონობისაგან თავისუფალ სივრცეში ინტერესთა კონფლიქტის კომუნიკაციური განხორციელება-გატარების გამჭვირვალობის პირობა, თანამედროვე კაპიტალიზმში შეუძლებელია. ნეომარქსისტ მოაზროვნეებს შეიძლება მივაკუთვნოთ ასევე ფრანგი და იტალიელი მოაზროვნეები: ჰ. ლეფევრი, რ. გარაუდი, მ. მერლო-პონტი, ჟ.პ. სარტრი, ლ. ალთიუსერი, გალვანო დელა ვოლპე, ჩეზარე ლუპორინი, ჩეხი ფილოსოფოსი კ. კოზიკი, რ. კალივოდა, იუგოსლავიელი მოაზროვნეები გ. პეტოვიჩი, მ. მარკოვიჩი, ს. სტოიანოვიჩი, პოლონელი ლ. კოლაკოვსკი.
  15. რუსეთთან მტრობა ქმნის საქართველოში დიქტატურას ეს მტრობა ასუსტებს დემოკრატიულ მოძრაობებს. აზროვნება გაყინულია და ეს აისახება პირველ რიგში, პოლიტიკურ აზროვნების დონით, პოლიტიკურ კულტურით. პრაქტიკულად როგორიც იყო პოლიტიკური კულტურა შევარდნაძის დროს, დაახლოებით ისეთივეა მაგრამ უფრო მახინჯი ფორმისაა ეხლა ავტოკრატიულ-ოლიგარქიული სისტემა, ვერტიკალური ურთიერთობები უკვე ჩამოყალიბდა და არსებობს რუსეთთან მტრობაზე ყველაზე საინტერესო ამ სივრცეში ის არის, რომ ალერნატივაც იგივეა. ანუ რეალურად ალტერნატიული პოლიტიკური აზროვნება, კულტურა არ გაგვაჩნია. დემოკრატიასთან ერთად, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება და სხვა მრავალი თავისუფლება და უფლებები ვერ ყალიბდება. ამ ყველაფრიდან არის რეალობა, რომ რუსეთი მტერია და მას სურს საქართველოს კონტროლი, რაც ჩვენ არ გვინდა. დიქტატორი ჩემთვის ასოცირდება დამპყრობელთან, ანუ მართველი დამპყრობელივით რომ გექცევა. გამოდის რომ გვყავს ორი დამპყრობელი ერთი რუსეთი, მეორე დიქტატორი. რატომ დამპყრობელი? დამპყრობელის პრინციპია, ძალის მეშვეობით გაიძულოს გააკეთო მისთვის სასურველი საქმე. ანუ ამ შემთხვევაში მისი ძალაუფლება აღიარ და შეეგუო. ფაქტია რომ ეს სისტემა ვერ დაიმსხვრევა მარტო შიგნიდან, 7 ნიოემბერმა ეს აჩვენა. უცხო ძალას რაც შეეხება რუსეთს მოვიყვაჯთ, ისიც დამპყრობელია და ისე მოგვექცევა თუ უარესად არა, როგორც ადგილობრივი დამპყრობელი შესაბამისად რუსეთი, როგორც ადგილობრივი დიქტატორის ალტერნატივა გამოირიცხა ამერიკა არ ერევა ჩვენ შიდა საქმეში, არ სცალია საამისოდ. კაროჩე ამდენი იმიტომ დავწერე, რომ გითხრათ ელემენტარული ჭეშმარიტება, კიდე რამოდენიმე წელი არაფერი გვეშველება! და ეს ნიჰილიზმი სულაც არ არის, ეს არის რეალიზმი. და შიდა დამპყრობელი იმიტომ არის დამპყრობელი, რომ გარე დამპყრობლის მიერ არის მოგზავნილი, ანუ რუსეთის. ამიტომ დამპყრობლის წინააღმდეგ ომი, ეს არის დემოკრატიითვის ომი. გვექნება დემოკრატია, მაშინ განვთავისუფლდებით, არ გვექნება მაშინ ცუდად იქნება ჩვენი საქმე. ამიტომ თავად იდეა დემოკრატიის, თავისუფლების და ადამიანის უფლებების, არის ის იდეა რომლის მეშვეობითაც როდესმე შევძლებთ ორივე დამპყრობლისგან თავი ვიხსნათ. ამიტომაც ამ იდეებს არ უნდა ვუღალატოთ, რა თქმა უდნა დღეს ეს იდეები დამარცხდა, მაგრამ როდესმე როცა დრო იქნება ამ იდეების წყალობით, შევძვლებთ დამპყრობლების მოცილებას.
  16. analgin :018: ჟურნალისტი არ არის, სამხატვროს სტუდენტია, ფეისბუქელი, სახელად ინტერპრესი
  17. 60-იანი წლების დასასრულს მარქსისტულმა სოციოლოგიამ, როგორც იქნა, დაიწყო შეღწევა ამერიკულ სოციოლოგიურ თეორიაში. ამას ქონდა თავისი მიზეზები. ჯერ-ერთი, გაბატონებულ თეორიას (სტრუქტურულ ფუნქციონალიზმს) აკრიტიკებდნენ ბევრი პოზიციიდან, მომეტებული კონსერვატიზმის ჩათვლითაც. მეორე, მილზის რადიკალურმა სოციოლოგიამ და კონფლიქტის თეორიამ, თუმცა თავად არ წარმოადგენდნენ რთულ მარქსისტულ თეორიებს, საფუძველი ჩაუყარეს მარქსისტული ტრადიციების ამერიკულ თეორიას. მესამე, 60-იანი წლები გახდა ზანგების პროტესტის, ქალთა და სტუდენტური მოძრაობების გამოფხიზლების, აგრეთვე ვიეტნამში ომის საწინააღმდეგო მოძრაობის ერა. ამ დროის სტუდენტ მრავალ ახალგაზრდა სოციოლოგს იზიდავს რადიკალური იდეები. თავიდან ეს ინტერესები გამოვლინდა იმაში, რასაც მაშინ ეძახდნენ ,,რადიკალურ სოციოლოგიას”. რადიკალური სოციოლოგია სასარგებლო იყო, რადგან მუშაობდა, მაგრამ მსგავსად მილზის შემოქმედებისა, ის საკმაოდ არადამაჯერებელი იყო იმაში, რაც შეეხებოდა მარქსისტული თეორიის დეტალებს. ძნელია შეარჩიო რომელიმე ერთი თეორია, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა მარქსისტული თეორიის განვითარებისათვის ამერიკაში, მაგრამ ჰენრი ლეფევრის ,,მარქსის სოციოლოგია” მართლაც შეასრულებს მნიშვნელოვან როლს. მის მნიშვნელობას განსაზღვრავდა მთავარი არგუმენტი, რომლის თანახმად, მარქსი თუმც კი არ იყო სოციოლოგი, მაგრამ თავის შრომებში შეეხო მრავალ სოციოლოგიურ პრობლემას. სულ უფრო მეტი სოციოლოგები მიმართავდნენ როგორც თვით მარქსის შრომებს, ასევე მრავალი მარქსისტების იდეებს, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ მარქსისტული სოციოლოგიის განვითარებას. პირველ ხანებში ეს ნიშნავს, რომ ბოლოს და ბოლოს ამერიკელმა თეორეტიკოსებმა დაიწყეს მარქსის სერიოზული კითხვა, მომავალში ისინი აღნიშნავდნენ მარქსისტული მოძღვრების მრავალი დებულების მნიშვნელობას. ამერიკელ სოციოლოგებს უფრო იზიდავს კრიტიკული სკოლის საქმიანობა ვიდრე ვინმე სხვას, კერძოდ იმიტომ, რომ ის აერთიანებდა მარქსისა და ვებერის თეორიას. კრიტიკული სკოლის ბევრი ნაშრომი გადაითარგმნა ინგლისურ ენაზე, გამოჩნდნენ წიგნების კრიტიკული სკოლის შესახებ . ამასთან ერთად, ასეთი მიმდინარეობისადმი ინტერესის ზრდა აღმოჩნდა მისთვის ინსტიტუციონალური მხარდაჭერის ტოლფასი. რამოდენიმე ჟურნალი მიაქცევს სერიოზული ყურადღებას მარქსისტულ სოციოლოგიურ თეორიას, მათ შორისაა ,,თეორია და საზოგადოება”, ,,მარქსისტული გამოკვლევები”, “თელოსი”. 1977 წელს მარქსისტული სოციოლოგიის სექცია შეიქმნა ამერიკულ სოციოლოგიურ ასოციაციაში. ამერიკაში პოპულარობა მოიხვეჭეს არა მხოლოდ თეორეტიკოს_კრიტიკოსების პირველმა თაობამ, არამედ შემდეგი თაობის წარმომადგენლებმაც, მათ შორისაა იურგენ ჰაბერმასი. მაგრამ 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლისა და მსოფლიოში მარქსისტული წყობის კრახის გამო მარქსისტულ თეორიას მძიმე დღეები დაუდგა. ზოგიერთები დარჩნენ ,,არაგარდაქმნილ” მარქსისტებად; სხვებმა შექმნეს მარქსისტული თეორიის სახეშეცვლილი ვერსია (ქვემოთ იხ. პოსტ-მარქსისტების მსჯელობები; არსებობს აგრეთვე ჟურნალი ,,მარქსიზმის ხელახალი გააზრება”). სხვები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თავი უნდა დაანებონ მარქსისტულ თეორიას. ამ ბოლო თვალსაზრისს ატერებს რონალდ არონსონი წიგნში ,,მარქსიზმის შემდეგ” (1995). წიგნის დასაწყისში მოთხრობილია ასეთი ისტორია: ,,მარქსიზმი დასრულდა და ჩვენ დავრჩით საკუთარი თავის ამარა”. და ჩვენ ეს გვესმის აღიარებული მარქსისტისაგან! მიუხედავად არონსონის ვარაუდისა, რომ ზოგიერთები გააგრძელებენ მუშაობას მარქსისტულ თეორიაში, ის აფრთხილებს, რომ მათი მოღვაწეობა არ გახდება ნაწილი სოციალური გარდაქმნების უფრო დიდი მარქსისტული პროექტისა. ეს ნიშნავს, რომ მარქსისტული თეორია აღარ არის, როგორც უნდოდა მარქსს, დაკავშირებული საზოგადოებრივი ბაზისის შეცვლის გეგმასთან; ეს თეორია პრაქტიკის გარეთაა. ყოფილი მარქსისტები თავისთავად, იმ აზრით, რომ მეტი ვეღარ დაეყრდნობიან მარქსისტულ გეგმას, იძულებული იქნებიან ქიშპობა გაუწიონ თანამედროვე საზოგადოებას ,,საკუთარი ძალითა და ენერგიით”.
  18. ეს ყველაფერი მეძავის გამო? კომფორმიზს? კონდიციონერს? ჩამოთვლილ სიტყვების დიდ ნაწილს, პრაქტიკულად არ ვიყენებ... (რა თქმა უნდა ჩემზეა ლაპარაკი და მაგიტომ) მსგავსი დიპლომი არ მაქვს
  19. ისე თქვენი გამკვირვებია რა, რაღაც 3 კაციან მარგინალთა პარტია დაარსდა და ამ დროს კი მთელი ისლამური სამყარო, პედოფილიაშია გადავარდნილი. დღემდე ბავშვებს ათხოვებენ ირანში. ამის გარდა საქართველოს რეგიონებშიც გვხვდება, თინეიჯერთა გატაცებები და თინეიჯერების ქორწინებებიც
  20. ინტერპრესი იუწყება, რომ თბილისში აპირებენ ქანდაკების დადგმას, რომელის სახელიც იქნება "უსახელო მეძავი", ის იქნება კერძო საკუთრების ტერიტორიაზე, თუმცა ყველას შეეძლება ნახოს იგი და იქნება ღია ადგილზე. მოქანდაკე, რომელიც არ ასახელებს თავის სახელს და გვარს, განაცხადა რომ: "მეძავე არის საზოგადოების მანკიერების შედეგი, რადგან სწორედ საზოგადოებაში არსებული უსამართლობა და სიღარიბე აიძულებს, ახალგაზრდა გოგონებს სხეულით ივაჭრონ. ეს იქნება ერთ-ერთ იმ უსახელო მეძავის ძეგლი, რომელიც გარდაიცვალა სქესობრივ დაავადებისგან. ეს ძეგლი შეახსენებს საზოგადოებას საკუთარ მანკიერებას"
  21. T_A_T ჯერ ესერთი მიკერძოებული ხარ და თავიდანვე იმ შემთხვევაში ჩემს წინააღმდეგ წახედი (რატომ ვერ გამიგია) დავწერ მიზეზებს, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი მარტივი რამე იყო, იყო აწყობილი სისტემა სადაც ყველა პოსტავდა და იმ დროს ოფიციალურად არავის უთქვამს ვტოვებ განყოფილებასო, არც მართლმადიდებელს, არც იეჰოველს და ათეისტს მითუმეტეს. მართალია მფარველობდი რელიგიურ უმცირესობებს, მათ შორის იეჰოველების შეურაცხყოფასაც არ ვუშვებდი და ჩავთვალე, რომ განყოფილების განვითარებისთვის საჭირო იყო, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი ყოფილიყო მოდერი, რადგან მართლმადიდებლები უფრო აქტიურად შემოვიდოდნენ და განყოფილებას კიდე უფრო წაადგებოდა (შევცდი) ამის გარდა ჩემი ნებით გადავდექი, თუმცა ადმინისტრაციამ მომცა უფლება, როცა მომინდებოდა მოდერატორად დავბრუნდებულიყავი, ეს ჩანს ლაშას პოსტში "ნუკრიკოს საპრეტენზიო ოთახში". გავიდან სულ რაღაც 6 თვე და ამ 6 თვეში რა მოხდა, არა მარტო არ გაიზარდა ფორუმელთა რიცხვი, არამედ დაეცა და მართლმადიდებლებმა ოფიციალრუად დაიწყეს განყოფილების დატოვება. ამის გარდა, მოდერატორის ტონი მოგეხსენება როგორი იყო და რა ყველა მეორე პოსტი მოდერატორის იყო, რაც საერთოდ რაღაც ტოტალიტარულ განყოფილებად გადაიქცა. ეს ამბავი არც მე მომეწონა. ამას დაემატა ჭანოს და ყოფილი მოდერატორის დაპირისპირება და სწორედ მაშინ გადავწყვიტე რომ მოდერატორი ათეისტებსაც დაერია (რაც მის პროვოკაციულ პოსტებში ჩანდა) ავდექი და მოვითხოვე არჩევნები. შემეძლო ლაშასთვის მეთხოვა მოდერატორად გახდომა, მაგრამ არ მიმაჩნდა მიზანშეწონილად აზრთან ერთად მოდერატორობა, ამიტომ არჩევენების გზით გამარჯების შემთხვევაში, სამართლიანად და ყოველგვარ პრეტენზიის გარეშე შემეძლო, როგორც მე ვთვლი გამემარჯვა და არავინ წესით უკმაყოფილო არ იქნებოდა. ამ პერიოდში სკაიპში მყავდა დამატებული ყოფილი მოდერატორი, რომელიც მხოლოდ იმიტომ რომ არჩევნები მოვითხოვე, მომწერა რომ ვარ არაკაცი და ეგრევე დამბლოკა. ეხლა ეს როგორია ესეთ შეურაცხყოფას რომ მოგაყენებს, თითქმის არაფრის გამო და მერე უნდა შერჩეს. ამ დროს გამოჩნდი შენ და თქვი, რომ არანაირი არჩვენები არ ჩატარდებოდა და მხარი დაუჭირე ყოფილ მოდერატორს. შემდეგ იყო შემი თემების დახურვა, რათა ადმინისტრაციის ყურადღება მიმექცია, ამაზე იყო რეაქცია ის რომ მოდერატორი ჩემ თემებს ისევ ხსნიდა (არა და წესების თანახმად მე უფლება მქოდნა დამეხურა ჩემი თემები) და შემდეგ უკვე პროვოკაციები, ამ პროვოკაციებზე წამოვეგე და დამსახურებული შეურაცხყოფა მივაყენე მას, ამ დროს შენ დეპრესას რთავ საქმეში და მე მოდერატორობდიან გადამაყენე. ამას დაემატა ის რომ 66 დღიანი ბანიც დამადეს იმიტომ რომ იეღოვას სექტა ვთქვი, რაც არსებულ წესების თანახმად არ იყო წესების დარღვევა. 66 დღიან ბანის მომიხსნა ლაშამ და გადაწყვიტა ადმინისტრაციის ხელში გადასულიყო განყოფილება. ეხლა არ თქვა ესე არ იყოვო.
×
×
  • შექმენი...