Jump to content
Planeta.Ge

paolo

პლანეტელი
  • პოსტები

    335
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი paolo

  1. ჰო მეც ეგ უნდა მეთქვა :rolleyes: ისე მთავარია კარგი ქართული ოჯახი შექმნან, ორიენტაციას რა მნიშვნელობა აქვს :
  2. მგონი ჭანოს რაღაცის თქმა უნდა და ჯერ არ ამბობს. ასეა?
  3. ერთის მხრივ ანათემას გადასცემს პაპს და პაპიზმს მისი შეუცდომლად აღიარებისთვის, მეორეს მხრივ ამტკიცებს, რომ მართლმადიდებლობაა შეუმცდარი და უცვლელი. ამიხსენით რა განსხვავებაა მათ შორის? ნეტავ ამგვარი რელიგიური შუღლის გამაღვივებელ ფანატიკურ-ობსკურანტულ ნაბოდვარზე კანონი არაფერს ითვალისწინებს?
  4. T_A_T როგორ თუ არ შეგხვედრია? :unsure: მე მაგალითად არცერთი ეს თვისება არ გამაჩნია. :no2:
  5. newstudio არ ვიცი, ნაკლებად მჯერა ამ გამოკითხვების. დაუმატეთ ამას სახელისუფლებო რესურსები და კვლავ სავარაუდო გაყალბება. ამჯერად ნაცმოძრაობა ყველა ღონეს იხმარს, რომ თბილისი არ წააგოს.
  6. უარყოფითი. შეიძლება ზედმეტად კატეგორიული ვარ, მაგრამ ჩემი აზრით წესიერი კაცი ასლანთან არ უნდა ყოფილიყო არცერთ ეტაპზე.
  7. რა ადგილებიც მე მახსენდება ბიბლიიდან, ის მოწმობს, რომ იესო თავის თავს ყველგან მამა ღმერთზე დაბლა აყენებს. მაგ: "რატომ მიწოდებ კეთილს? არავინაა კეთილი, გარდა ერთის - ღმერთისა. " და კიდევ მრავალი სხვა. თუ ასე არ არის, დადოს მაშინ ვინმემ საპირისპიროს დამამტკიცებელი საბუთი ან ციტატა.
  8. Leo_Nafta სულიერი მამის რა მოგახსენოთ, მაგრამ პრეზიდენტი ხომ არის? მისი სუკ-თან თანამშრომლობა მე არც მინდა, რომ დავუშვა. თქვენ თუ ამას უშვებთ, მაშინ პირველ რიგში სწორედ ამაზე უნდა ტეხდეთ განგაშს.
  9. მე ხმას მაგას ვაძლევ, მაგრამ მისი შანსი ჯერჯერობით ალბათ მართლაც ნოლია. თუმცა სიტუაციის და განწყობის შეცვლა ყოველწუთს მოსალოდნელია ამ ქვეყანაში.
  10. DATA TUTASXIA ეს იყო სწორედ სააკაშვილის დანაშაულებრივი არაადეკვატურობა და რეალობას მოწყვეტა. წარმოვიდგენდი კი არა, 24 საათი იმას ვუჩიჩინებდი ზოგიერთებს, რომ ის მოხდებოდა, რაც მოხდა.
  11. დავამატებ იმას, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, თითქოს სივრცეში რაღაც ლივლივებდა და უცებ აფეთქდა. არავითარი სივრცე-დრო (დღევანდელი გაგებით) არ არსებობდა. სამყაროს გაფართოება უფრო შეიძლება წარმოვიდგინოთ ორგანზომილებიან მაგალითზე: სფეროს ზედაპირი, რომელზეც დატანილია წერტილები (გალაქტიკები) და რომელიც იბერება. გალაქტიკები შორდება ერთმანეთს, თან ისე, რომ ყველა მათგანზე მყოფ დამკვირვებელს თავი სამყაროს ცენტრში ჰგონია, რადგან რაც უფრო შორსაა მისგან სხვა გალაქტიკა, მით უფრო სწრაფად შორდება ის მას.
  12. კითხვები ცხადია ტენდენციურია და ხშირად პასუხებსაც გულისხმობს. მიუხედავად ამისა, მე ვფიქრობ, რომ საპატრიარქომ ამას აუცილებლად უნდა უპასუხოს.
  13. შოვინიზმი გადაჭარბებული ნაციონალიზმია და მეტი არაფერი. პრინციპული განსხვავება არ არსებობს.
  14. შადრევანების მიმართ ლტოლვას რა ქვია?
  15. არსებობს ცნებები, რომლებსაც ხშირად ვიყენებთ, მაგრამ მათი განმარტება რთულია. ასეთებს მიეკუთვნება ერის ცნებაც. ცნობილია, რომ თვით საბჭოთა ფილოსოფიურ წრეებში გაცხარებული კამათი მიმდინარეობდა ამის შესახებ, საბოლოოდ ვერაფერზე შეთანხმდნენ და ერის განსაზღვრება საერთოდ ამოიღეს ე.წ. ისტმატის სახელმძღვანელოებიდან. მაშ თქვენი აზრით რა არის ერი საერთოდ? რა ნიშნები უნდა ახასიათებდეს მას? არსებობს ქართველი ერი? თუ არსებობს, როდიდან?
  16. ბუდიზმთან დაკავშირებით ტიბეტური სწავლება მახსენდება ხოლმე შეცდომის ათ წყაროზე. რუსულად ასეა: 1. Желание можно принять за веру. 2. Привязанность можно принять за благоговение и сострадание. 3. Прекращение мыслительных процессов можно принять за спокойствие бесконечного ума, являющееся истинной целью. 4. Чувственные ощущения (или феномены) можно принять за откровения (или проблески) реальности. 5. Простой проблеск реальности можно принять за полное ее осуществление. 6. Те, кто проповедует, но не практикует религию, могут быть приняты за истинно посвященных. 7. Рабы страстей могут быть приняты за мастеров йоги, которые освободились от всех условностей. 8. Действия, предпринимаемые в собственных интересах, можно ошибочно принять за альтруистические. 9. Обман может быть принят за осторожность. 10. Шарлатанов можно принять за мудрецов.
  17. ეხლა ყველა რელიგიას ერთად როგორ ვეკამათო არ ვიცი, მაგრამ თუნდაც კოპერნიკი გავიხსენოთ. განა კათოლიკურმა ეკლესიამ არ აკრძალა მისი წიგნი და მხოლოდ 400 წლის შემდეგ არ აღიარა, რომ ცდებოდა? ეხლა კი თეოლოგები ამტკიცებენ, რომ ყველაფერი, რაც მეცნიერებამ შეისწავლა ან მომავალში შეისწავლის, მათ უკვე წინასწარ იცოდნენ ბიბლიიდან. წაიკითხავთ იმასაც, რომ მათ ბიბლიაში თურმე დიდი აფეთქების თეორიის დამადასტურებელი საბუთებიც კი აღმოუჩენიათ(http://www.orthodoxy.ge/metsniereba/samkaro.htm.) საინტერესოა საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია ამის შესახებ. თუმცა ეს ყველაფერი უკვე არის post factum. მათ როცა აწყობთ სიტყვასიტყვით უნდა გავიგოთ წმინდა წერილი, ხოლო როცა აწყობთ - ალეგორიულად. საინტერესოა გალილეის, კოპერნიკის, ან ტორიჩელის დროს რატომ არ ახსენდებოდათ ის ადგილი, სადაც წერია, რომ "(ღმერთმა) არაფერზე დაჰკიდა დედამიწა", ან რომ "იგი ქარს წონას უწესებდა". ასეთი მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება. გარდა ამისა, ჩემი აზრით რელიგიას ბევრად უფრო მეტად მოეთხოვება სრულყოფილება, ვიდრე მეცნიერებას, რადგან ის პრეტენზიას აცხადებს რაღაც აბსოლუტურთან და უზენაეს ჭეშმარიტებასთან კავშირზე.
  18. ვფიქრობ, ისტორია ამის საწინააღმდეგოს ამტკიცებს. მეცნიერების განვითარებამ რელიგიის გავლენის სფეროების შევიწროვება გამოიწვია. თეოლოგები მიხვდნენ, რომ მეცნიერებასთან დაპირისპირება რელიგიისთვის საზიანო იყო და დაიწყეს მტკიცება, თითქოს მათ შორის წინააღმდეგობა აღარ არსებობს. სინამდვილეში ასე არ არის. მათი ინტერესები მაინც ეჯახება ისეთ საკითხებში, როგორიცაა სამყაროს გენეზისი, სიცოცხლის გენეზისი და სხვა. ჩემი აზრით მეცნიერების არასრულყოფილებას თვით მეცნიერები უკეთ ხვდებიან. შეუძლებელია ასეთი დასკვნების გაკეთება, თუ კარგად არ ვართ ჩახედული მეცნიერების რომელიმე დარგში მაინც. მაგრამ აქედან არ გამომდინარეობს არც ღმერთის არსებობა და არც არარსებობა, არც რელიგიის სრულყოფილება. ყოველი ადამიანი კომპეტენტურია თავის პროფესიაში(ყოველ შემთხვევაში ასე უნდა იყოს). მაგალითად ღმერთს ძალზე ხშირად აკავშირებენ მიწისძვრების ან ამინდის საკითხებთან, მაგრამ ნებისმიერი გეოლოგი ან მეტეოროლოგი ამ ყველაფერს ღმერთის ცნების გამოუყენებლად აგვიხსნის(თუმცა ის შეიძლება აცხადებდეს, რომ ღმერთის სწამს). ამას ვგულისმობდი აქ.
  19. აზრი მე ვფიქრობ, რომ მაინც რელიგიის მინუსად რჩება ის, რომ ის იქ გრძნობს თავს კომფორტულად, სადაც მეცნიერება ჯერ სუსტია. მაგრამ მორწმუნეები რატომღაც მაინც განაგრძობენ ამ წამგებიანი არგუმენტის გამოყენებას ("აი ხედავთ? მეცნიერება ამას ვერ ხსნის"). ნიშანდობლივია ასევე, რომ ყველა ადამიანი გამორიცხავს ღმერთის მონაწილეობას იმ სფეროში, რომელშიც ის კომპეტენტურია.
  20. მე პირველ რიგში ღმერთის ცნების დაზუსტებას მოვითხოვდი მისი არსებობა-არარსებობისგან დამოუკიდებლად. არ შეიძლება ვლაპარაკობდეთ რაღაცაზე და არ ვიცოდეთ მისი განმარტება, ან მასში სხვადასხვა რამეს ვგულისხმობდეთ. მაშ, თქვენი აზრით რას ნიშნავს ღმერთი? ვინ არის (არაეგზისტენციალური არის) იგი?
×
×
  • შექმენი...