Jump to content
Planeta.Ge

paolo

პლანეტელი
  • პოსტები

    335
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი paolo

  1. ერთი რამ მაინტერესებს. ვის აქვს უფლება, რომ უგულებელყოს რეფერენდუმის შედეგი, რომელიც მაშინ არავის დაუყენებია ეჭვქვეშ? მხოლოდ ცოტა პროცენტები მოუმატესო ითქვა. თუ რაღაც თვისებრივად ახალი რეალობაა შექმნილი, მაშინ ჩატარდეს ახალი პლებისციტი.
  2. ცალსახად არა "მკვლელობა ცუდია, მაგრამ თუ საჭიროა, თუ შემომაკვდა...", ამგვარი "ფილოსოფია" ჩემთვის მიუღებელია.
  3. არც ეს არის გამორიცხული, მაგრამ ამგვარი რამეების მაინც ნაკლებად მჯერა. უფრო რუსეთის თამაშს თამაშობს. ორივე შემთხვევაში ეს კაცი მიუღებელია.
  4. Siknadmo რატომ გძულვართ კონსერვატორებს? მე კი რატომ მიყვარხართ?
  5. Lo Janko ჰო რავიცი, დაახლოებით იგივე მეც დავწერე ერთხელ და სასაცილოდ არ ეყოთ. ისე ნეტავ გამაგებინა ეს ფუნდამენტალისტები კლასიკურ ლიტერატურას არ კითხულობენ? ან თუ კითხულობენ ნეტავ ვის მხარეზეა ხოლმე მათი სიმპათიები, პიროვნების თუ საზოგადოების? თუნდაც ვაჟას შემოქმედებაში, ან იმავე ნატვრის ხეში.
  6. ვინ გამოდის უფრო გამასხარავებული. ვაი მაგათ პატრონს.
  7. ვგონებ თვითონაც კარგად ხვდებით თუ რა სავალალო მდგომარეობაშია ამჟამად ”დედის კულტი”. აბა ამას რომ სერიოზულად იტყვით, როგორ შეიძლება არ გაგეღიმოს. კი, მეხუთე კლასში ამ ზღაპრისაც მჯეროდა.
  8.  კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი ვაჟა ფშაველა ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, - რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში... ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად. ყველა გენიოსები ნაციონალურმა ნიადაგმა აღზრდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად. მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო - მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გენიოსთ ნაწარმოებნიც უფრო სარგები და შესაფერებელია ეროვნულ ნიადაგზე. „ჰამლეტით“, „მეფე ლირით“ ვერც ერთი ქვეყნის შვილი ვერ დასტკბება ისე, ნამეტნავად თარგმანით, როგორც თვით ინგლისელი, რომელიც ინგლისურს ენაზე კითხულობს ამ ნაწარმოებთ. შორს სად მივდივართ? ნუთუ სხვა ქვეყნის შვილი ისე დასტკბება „ვეფხისტყაოსნით“ და ისე გაიგებს მას, რაც უნდა კარგი თარგმანი წაიკითხოს, ან თუნცა კარგად იცოდეს ქართული ენა, როგორც თვით ქართველი? - არასდროს. გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება... მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის მეოხებით. განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე. პატრიტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქო დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერც ერთი ჭკვათმყოფელი ადამიანი ვერ უარყოფს, როგორც მაგ. არის დედაენა, ისტორიული წარსული, სახელოვანი მოღვაწენი და ეროვნული ტერიტორია, მწერლობა და სხვა. იმავ წამიდანვე, როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას, გარდა ჰაერისა, სადგომ-საწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი, რძე - საზრდოდ, ნანა - მოსასვენებლად. ყველა ეს ხდება ოჯახში, დედის ხელმძღვანელობით და სწორედ აქ არის დასაბამი პატრიოტიზმისა. ყმაწვილი იმ თავიდანვე მჭიდრო კავშირს იმათთან ჰგრძნობდა, ვინც იმას ესაუბრება, ვინც გარშემო ახვევია, - ვისგანაც პირველ შთაბეჭდილებას ღებულობს. ამიტომ უყვარს ის ენა, რომელიც იმას სიყრმის დროს ესმოდა, და ის ადამიანები მიაჩნია თავისიანებად, რომელნიც ამ ენაზე ლაპარაკობენ თუ მღერიან. თავის სოფლელთა სრულიად უმნიშვნელო სხვებისაგან განმასხვავებელი საუბრის კილოც კი შვენიერებად მიაჩნია. თავისი სოფლელი, თუნდაც უკანასკნელი ადამიანი, უცხო ადგილას, უცხო მხარეს რომ შეჰხვდეს, დიდ სიამოვნებას აგრძნობინებს. ვიდრე გაფართოვდება ბავშვის მხედველობა და გაიზრდება მისი პატრიოტიზმი, მას მხოლოდ განსაკუთრებით ის სოფელი, ან დაბა უყვარს, სადაც დაბადებულა და ბავშვობა გაუტარებია. ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? - იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, - სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი. სამოწყალეო სახლში აღზრდილი ბუშიც კი, რომელსაც, შეიძლება, ათასი ლალა გამოუჩნდეს და გარშემო ათასი ენა ესმოდეს, ბოლოს ერთს რომელსამე ენას იწამებს და ერთს ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშობლოდ... პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს. ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერის კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა. აჰა, კიდევ ერთხელ ყურადღებით წავიკითხოთ და შემდეგ გამოვიტანოთ დასკვნა თუ ვინ იყო ვაჟა სინამდვილეში, კოსმოპოლიტი, ნაციონალისტი, პატრიოტი თუ სხვა რამ. სხვა ნაწარმოებებიც გავიხსენოთ.
  9. აი ეს მინდოდა, რომ ნაციონალისტებს გეთქვათ საკუთარი პირით. თქვენ ეროვნულ იდეოლოგიაზე ვერაფერი რაციონალურის თქმა ვერ მოახერხეთ გარდა ხმაურიანი და არაფრისმომცემი ლოზუნგებისა. ბოლოს კი ყველაფერი დავიდა მხოლოდ კუჭზე, ჭამა-სმაზე, სტუმარ-მასპინძლობაზე და დროსტარებაზე. მე არ მინდა, რომ საქართველოს ხსენებაზე პირველ რიგში სამზარეულო ახსენდებოდეთ. ფრანგებს ისედაც უკეთესად აქვთ ეს საკითხი მოგვარებული და საეჭვოა, რომ ოდესმე გავუსწროთ. მაგრამ ამის გარდა რაღაც ღირებულს კიდევ სთავაზობენ ხოლმე ხანდახან მსოფლიოს. მინდა, რომ ქართველებიც ამ მხრივ წარმოვჩნდეთ, იქნება ეს მეცნიერება, ფილოსოფია, კულტურა, სპორტი თუ სხვა რამ. მინდა, რომ აქ თავისუფალი ადამიანები ცხოვრობდნენ, სადაც არ იქნება ეთნიკური და რელიგიური შუღლი და ანტაგონიზმი. ეს არის თუ გნებავთ, ჩემი ეროვნული იდეოლოგია და არა იმის ძახილი თუ როგორი უნდა იყოს ქართველი, რა მაგრები ვიყავით ერთ დროს და ა.შ.
  10. კი, ტერიტორიული პრობლემები მარტო მიშას ბრალი არ არის. ზოგი რამ კარგი ეხლაც კეთდება. ისე მიშას დამცველად მე არ გამოვდგები, ვინმე იკისრებს ამ მისიას და დაველოდოთ.
  11. ლ ი ც ი გეთანხმები თუ არ გეთანხმები, შენ პოსტებს მაინც ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ
  12. მართალია, გააფუჭა, მაგრამ ნურც წინა პრეზიდენტებს დავუკარგავთ ამ მხრივ "დამსახურებებს". სხვათაშორის გააფუჭა სწორედ იმით, რომ ვერ გათვალა და ადეკვატურად ვერ შეაფასა სიტუაცია. ნუ იფიქრებს ვინმე, რომ საქმის კიდევ უფრო გაფუჭება შეუძლებელია. ჩვენ არ უნდა მივიღოთ ახალი გაუაზრებელი გადაწყვეტილება.
  13. მანამდე სურათს ჩავსვამ, ხომ შეიძლება http://s004.radikal.ru/i207/1001/40/88e6514d95db.jpg
  14. uran და შენი აზრით დავით აღმაშენებელმა ტრადიციები გააგრძელა? თუ პირიქით მოიქცა, როცა თურქ-სელჩუკებს ხარკის გადახდა შეუწყვიტა? გაატარა უპრეცედენტო ეკონომიკური, საეკლესიო და სამხედრო რეფორმები. ან იქნებ რუის-ურბნისის კრება იყო ტრადიციული? ან ყივჩაღთა ჩამოსახლება და რეგულარული ჯარის შექმნა? ან თუნდაც დიდგორი ტრადიციული წესებით მოიგო? მარტო წაკითხვა არაფერს შველის, ცოტა გააზრებაც არის საჭირო.
  15. ნატოში არ გვიღებენო და ვგონებ ამგვარად სწორედ შენ დასვი საკითხი. მხოლოდ ორი პასუხი, ან კი ან არა. ან ნატოში შესვლა და ტერიტორიების დაკარგვა, ან არშესვლა და რა? ... აი ეს უკვე გაუგებარი და ბუნდოვანია.
  16. ვეფხვი როგორც ვატყობ შენი სიმპათიები ამ პუნქტისკენაა. იქნებ დააზუსტო რას ნიშნავს რუსეთისკენ პირის ბრუნება? შემთხვევით დამოუკიდებლობაზე უარის თქმას ხომ არა?
  17. ვალი მართლა არასოდეს ამიღია და არ წამიკითხავს რა არის იქ მითითებული. მაგრამ ალბათ მართლაც ასეთი რაღაცეები წერია, ანუ მხოლოდ ბანკის სასარგებლო, კლიენტს კი არაფრის უფლება არა აქვს. ეს არის სწორედ კომუნისტური მიდგომა და არა ის, რასაც დირე გულისხმობდა. რამდენადაც ვიცი, ამერიკაში ამ მხრივ სულ სხვაგვარი მიდგომა არსებობს.
×
×
  • შექმენი...