Jump to content
Planeta.Ge

paolo

პლანეტელი
  • პოსტები

    335
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი paolo

  1. ჰო...რავიცი, რავიცი... არა მგონია "საშუალო ადამიანი" ფიქრობდეს, რომ სივრცე და დრო რეალურად არ არსებობს და მხოლოდ აზროვნების აპრიორული ფორმებიაო.
  2. ეს ყველაზე უეჭველი რამაა, როგორც დეკარტმა გაარკვია. ვაზროვნებ, ვარსებობ.
  3. nuaka რისი თქმა გინდა, რომ ადამიანის გონებას შეუძლია სინამდვილის სრული შეცნობა? კანტის მსოფლმხედველობას გულისხმობ მეცნიერულ ცრურწმენაში და რელიგიურ მატერიალიზმში?
  4. ყველაზე ობიექტური სასამართლოც შეიძლება შეცდეს და შემდეგ ამას ვეღარ გამოასწორებს. ამიტომ ცალსახად წინააღმდეგი ვარ სიკვდილით დასჯის. გარდა ამისა, სამუდამო პატიმრობა არანაკლებ მძიმე სასჯელია თუ მეტი არა.
  5. ყველაზე საშინელი სასჯელი მოვიფიქრე: მიუსაჯე სიკვდილი, ჩასვი სმერტნიკების კამერაში, ასე თვეში ერთხელ გაიყვანე დასახვრეტად, მაგრამ იქ გამოუცხადე, რომ დახვრეტა გადაიდო რაიმე მიზეზით და უკან გამოაბრუნე...და ასე დაუსრულებლად :zona:
  6. წიაღისეული საწვავი, ან ორგანული საწვავი.
  7. ამერიკაში მას ძირითადად მხარს უჭერდნენ, მაგრამ მაინც არ მიმაჩნია სწორად ასეთი ფორმულირება, რომ მიშა ვინმემ მოიყვანა. ჯერ ერთი, განიხილებოდა ბურჯანაძის კანდიდატურაც, მაგრამ მიშამ გადასწონა უფრო საკუთარი და მისი გუნდის აქტიურობის შედეგად. გარდა ამისა, ვიღაცამ თუ პროექტი დაწერა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად განხორციელდებოდა. იმ ეტაპზე ეს განხორციელდა საქართველოში და უკრაინაში, სამაგიეროდ ვერ განხორციელდა ბელორუსიაში.
  8. რუსეთში შესაძლოა ზოგიერთი პოლიტიკოსი ფიქრობდეს, რომ მიშა მათ აწყობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის რუსეთის პროექტია. მეტსაც ვიტყვი, არც ამერიკული პროექტი არ არის. ეს კონსპიროლოგების მიერ გაზვიადებული ზღაპრებია. გათვლით კი, შემდეგ რუსეთმა უფრო სწორად გათვალა.
  9. იქნებ ვინმეს მოეყვანა ადგილი ბიბლიიდან, სადაც წერია, რომ არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი?
  10. LuKa CerCvadze მე არსად ვამტკიცებ ღმერთის არარსებობას. შენ კი ამტკიცებ მის არსებობას კვლავ იმ ერთადერთი არგუმენტით, რომლის სისუსტეც ვფიქრობ უკვე დადასტურებულია. კარგი, ათეისტები ასეთი ჯიუტები და თავისნათქვამები ვართ, მაგრამ სხვა რელიგიის მიმდევრებზე რას იტყვი? მათ რომ გამოეცხადოთ იესო, ისინი უარყოფენ თავიანთ რწმენას და ქრისტიანები გახდებიან? ან შენ რომ უცებ კრიშნა გამოგეცხადოს, კრიშნაიდი გახდები? იესო ერთხელ უკვე მოღვაწეობდა დედამიწაზე, მაგრამ მის თანამედროვეთა უმრავლესობამ რატომღაც არ იწამა მისი ღმერთის შვილობა (წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე უამრავი ისტორიული მასალა გვექნებოდა ნაცვლად ფლავიუსის ერთი საეჭვო ჩანაწერისა), ამ ფაქტის ანარეკლები უამრავია თვით ახალ აღთქმაში. მაგრამ ეს ხალხი ათეისტები არ იყვნენ, მათ იესოში დაინახეს ის ადამიანი, ვინც ის ჩემი აზრით სინამდვილეში იყო - ახალი რელიგიის გამავრცელებელი.
  11. საინტერესოა სიყვარულის მეცნიერული შესწავლა რამდენად შესაძლებელია. ჩემი აზრით შესაძლებელი უნდა იყოს. ერთი ნახვით კი არა, საერთოდ უნახავად შეყვარებაც არსებობს
  12. თქვენ გადაწყვიტეთ, მაგრამ თუ ერთი ბატონი N საფუძვლიანად შემოეჩვია პლანეტას, მაშინ მგონი საჭირო გახდება :rolleyes:
  13. ჩემი აზრით უნდა დაიბლოკოს კლონები.
  14. ჩვენ, ათეისტები, ნაკლებად ამბიციურები მაინც ვართ. საოცარი ინტელექტუალური თავხედობაა (ნუ მიწყენენ : ) პრეტენზია განაცხადო რაღაც ყოვლისმომცველის და აბსოლუტურის შეცნობაზე. შემდეგ ისიც დაადგინო თუ როგორია ის, რა სურს მას და რა არა.
  15. საშინლად არ მომწონს ეგ მსჯელობა. ეხლა გავდივარ და მოვალ მოგვიანებით
  16. რატომ მოითხოვთ ევროპისგან ან ვინმესგან ისეთ რამეს, რაც ჩვენ თვითონ ისტორიის მანძილზე არავისთვის გაგვიკეთებია? ჩემთვის საკმარისია ისიც, რომ მათ ამ ომის საკმაოდ ობიექტური სურათი დადეს. სხვათაშორის დასავლეთის ზეწოლა რომ არა, ეხლა რუსის ტანკები თბილისში იდგებოდნენ. მე შენ გეტყვი ვინმე იყო წინააღმდეგობის გამწევი, ერთმანეთს ასწრებდნენ წითელ ხიდზე.
  17. დიახ მართალია. ეს დეტალი არ ვიცოდი. პენკოვსკის მიუწოდებია ასევე ინფორმაცია იმაზე, რომ საბჭოთა სარაკეტო სისტემა რეალურად საკმაოდ სავალალო მდგომარეობაში იყო და მას ამერიკასთან კონფრონტაციის უნარი არ შესწევდა. ჩემი აზრით ეს ადამიანი არასაკმარისადაა დაფასებული. მე სწორედ ამგვარი საქციელი მიმაჩნია გმირობად და არა ის, რომ ომში ბევრ ხალხს მოკლავ. ვისაც უნდა, შეუძლია მას სამშობლოს მოღალატე უწოდოს.
  18. რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ დაავაყოლოთ და ეგ იქნება. სულ გვკიდია ევროპაც ამერიკაც. აბა ტალიავინის დასკვნა ჩვენთვის სასარგებლო ყოფილიყო, მაშინ როგორ ვიჭიკჭიკებდით: აი ყველას დავანახეთ რუსეთის სახე.
  19. ჩემი ათეიზმი არ გულისხმობს იმას, რომ დავდგე და ვამტკიცო ღმერთი არ არსებობს მეთქი.
  20. რკინა-ნახშირბადის შენადნობების მდგომარეობათა დიაგრამა ალბათ.
×
×
  • შექმენი...