Jump to content
Planeta.Ge

paolo

პლანეტელი
  • პოსტები

    335
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი paolo

  1. ყველანაირს. ევოლუციასთან დაკავშირებით ან ცნობილი თეორია უნდა გავიზიაროთ, ან ის საერთოდ უარვყოთ. ახალი სიტყვის თქმა დილეტანტის დონეზე შეუძლებელია. თუ საერთოდ მეცნიერებას არ უარვყოფთ, მაშინ ბიოლოგიაც მეცნიერებაა და კვლევის საკუთარი მეთოდები აქვს. ამიტომ ჩემი აზრით არ შეიძლება ევოლუციის თეორიის ხელაღებით უარყოფა სანამ რაიმე სხვა ახსნა არ მოუძებნიათ. მიუხედავად გარკვეული სისუსტეების და ხარვეზებისა, ევოლუციის თეორია კვლავ რჩება ძირითად მეცნიერულ ახსნად სახეობათა წარმოშობისა, რომელსაც მეცნიერთა დიდი ნაწილი იზიარებს. კრეაციონალიზმი არასერიოზულად მიმაჩნია რიგი მიზეზების გამო. თუმცა ევოლუციის თეორია სიცოცხლის წარმოშობას საერთოდ არ ხსნის ჩემი აზრით.
  2. მერის არჩევნებსაც ნაციონალები მოიგებენ ჩემი აზრით. ტრივიალური და მრავალჯერ ნათქვამი უნდა გავიმეორო ისევ: დიახ, "ხალხი არ ვარგა", აქ არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება. არჩევნების დროს ბევრი რამ უცნაური ხდება ხოლმე. ადამიანები, რომლებიც 24 საათი ხელისუფლებას ლანძღავდნენ, ხმას მაინც მას აძლევდნენ(ასეთი რამ ხშირად ხდებოდა შევარდნაძის დროსაც და ეხლაც), ზოგს პირდაპირ ყიდულობენ, ზოგს ისევ შეჩვეული ჭირი ურჩევნია და კონფორმიზმის ტყვეობაშია. "მაინც არაფერი შეიცვლება", "ეს თუ არა, აბა ვინ?"- ასეთ ლოზუნგებს კიდევ ხშირად გავიგონებთ. ამას დაუმატეთ გაყალბება და სახელისუფლებო რესურსები. თუმცა ქართულ საზოგადოებას კიდევ იმპულსურობა განწყობის უეცარი ცვლილებაც ახასიათებს ხოლმე.
  3. chegesto ნიბირუს თაობაზე ცოტა დაგამშვიდებთ http://astrobiology.nasa.gov/ask-an-astrob...estion/?id=2759 სხვამხრივ რავიცი, რავიცი
  4. თუთბერიძე ლიბერალია? ოდესმე გაუპროტესტებია ის უამრავი უკანონობა, რაც ამ ქვეყანაში ხდებოდა და ხდება?
  5. რამდენიც არ უნდა აცხადოს ეკლესიამ, ეს პოლიტიკური აქცია არ არისო, ამის სერიოზულად არავის სჯერა. მაგრამ ზედმეტი დრამატიზირებაც არ არის საჭირო. განსაკუთრებული არაფერი მოხდება. არც თეოკრატია დამყარდება და არც სხვა რამ . თუმცა ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს.
  6. ერეკლე მეორე კარგი მხედართმთავარი იყო და მე ვერც სუსტ პოლიტიკოსობაში დავადანაშაულებდი. მაგრამ დღეს სიტუაცია სხვაგვარია. რუსეთი არის ცალსახად მტერი და მე არ მჯერა, რომ ამ საზოგადოებას მხოლოდ მისი სახელის უკვდავყოფის საკითხი აწუხებდეს. ასეთი ლაპარაკის მიღმა როგორც წესი სხვა მიზნები იმალება ხოლმე.
  7. ბევრი მეცნობა. ისეთი არაფერი. ყველაზე ნათელი წერტილი ნადირაშვილია მანდ ჩემი აზრით.
  8. shamili მე დავწერე წმინდა პრაგმატული მოსაზრებით, რომ შანსი არ აქვთ. სხვათაშორის ყველა მათგანს პიროვნულად პატივს ვცემ, მაგრამ არ მოხდება საქართველოში ამ პარტიების რეანიმაცია რა პროგრამაც არ უნდა წარმოადგინონ. ასეა და რა ვქნა. აუცილებლად მოვა ახალი ძალა. ისე სად დაინახეთ ჩემ პოსტში სააკაშვილის კურსის მოწონება, ესეც ვერ გავიგე. თქვენეული ხედვაც საინტერესოა: ამერიკული ტექნიკა გვჭირდება, უნდა დაგვეხმარონ, მაგრამ მათი დემოკრატიული ღირებულებები არ გვაინტერესებს და დღეში ოცდაოთხი საათი მათ ლანძღვაში უნდა ვიყოთ(!). ახალი, არადასავლური, "ჭეშმარიტი" დემოკრატიის შემუშავებაც ალბათ შესაძლებელია, მაგრამ ეს ჯერ ვერავინ მოახერხა.
  9. პროგრამაში წუნს ვერ შეუტან, მაგრამ საქართველოში პროგრამებს არავინ კითხულობს. მთავარ ყურადღებას აქცევენ პერსონალიებს. თანაც ყველა უკვე ყავლგასული პოლიტიკოსია. ამიტომ ჩემი აზრით წარმატების შანსი არ აქვთ.
  10. lasha_alo ჰო, ძირითადად გეთანხმები.
  11. ზვიადის მომხრეებს კონსტრუქციული კამათი არ შეგიძლიათ. თუმცა ის მაინც გაირკვა მათ რომელ ფრთას მიეკუთვნებით. არსებობს მათი დიდი ჯგუფი, რომელიც მიშას აღმერთებს და სერიოზულად თვლის, რომ ზვიადის სული ჩასახლდა მიშაში. მოკლედ ორივე ჯგუფს იგნორი.
  12. ეს ცნობილი ზვიადური დემაგოგიაა. შუასაუკუნეობრივი მეთოდები დღეს რომ არ გამოდგება ეს ყველასთვის ცხადი უნდა იყოს. სხვათაშორის მიშას პოლიტიკის კრახიც ამან განაპირობა მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ლაპარაკობდა 21-ე საუკუნეზე. დამნაშავეების დასჯისთვის კი საკმარისია კანონი კანონობდეს და არ არის საჭირო ფეოდალური ზმანებანი. ეს მთელ დედამიწასთან ომი რაღა უბედურებაა
  13. ქალებს მივეცი ხმა, რათა აღმდგარიყო გენდერული თანასწორობა :rolleyes:
  14. რა საკვირველი იყო ალბათ, რომ მეოთხე საუკუნეში ათასწლოვანი წარმართული ტრადიციების მქონე ქვეყანა ისე მოიქცა, თითქოს ის საბერძნეთიდან მოტანილი ტრენდი იყო. :
  15. რატომღაც ვერ მიდის ფილმი და არც იტვირთება, მაგრამ შევეცდები ჩემი მოსაზრებები გამოვთქვა ამ საკითხზე. სიცოცხლე მაინც აუხსნელი მოვლენაა, მაგრამ ასევე აუხსნელია ბევრი რამ, რაც ასეთად არ გვეჩვენება მხოლოდ იმიტომ, რომ მივეჩვიეთ ან არსებობს მისი მსგავსი საგნები და მოვლენები, რაც ახსნის და გაგების ილუზიას ქმნის. ადამიანის გონებას საერთოდ არ ძალუძს მოვლენათა არსში წვდომა, მას შეუძლია მხოლოდ მათი შედარება და განზოგადება. ამით ჩვენი გონება კმაყოფილდება, მაგრამ სირთულე და გაუგებრობა წარმოიშობა მაშინ, როცა საქმე გვაქვს ერთადერთ და უნიკალურ საგანთან თუ კატეგორიასთან, როგორიცაა მაგალითად ღმერთი, სიცოცხლე, ცნობიერება... სიცოცხლის წარმოშობის სასწაული ყოველდღიურად და ყოველწამიერად ხორციელდება ჩვენს თვალწინ. ვგულისხმობ ადამიანის ჩასახვის პროცესს, ემბრიონის განვითარებას, უჯრედების დაყოფას, ორგანოთა დიფერენციაციას და ა.შ. შემდეგ ხდება კიდევ ერთი სასწაული: თანდათან, როგორღაც ბავშვში ჩაისახება ცნობიერება. ჩვენ შეგვიძლია უსასრულოდ ვსწავლობდეთ ამ პროცესებს, ვიკვლიოთ დნმ-ის კოდები, მაგრამ ალბათ მაინც ვერასდროს გავიგებთ, თუ როგორ და რატომ ხდება ეს, რა ძალა განაპირობებს, ან რამ შექმნა ეს კოდი. ასევე ვერასდროს გავიგებთ, თუ როგორაა დაკავშირებული ტვინში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური მატერიალური პროცესები მისგან კარდინალურად განსხვავებულ რამესთან - ცნობიერებასთან, როგორ გარდაიქმნება მატერიალური იდეალურად. თითქოს ყველაზე ადვილია ყველაფერი ღმერთს მიაწერო, მაგრამ აქ შემდეგ კიდევ უფრო რთული პრობლემები წამოიჭრება. ცნობილია ბიოგენეტიკური კანონი, რომ ონტოგენეზი არის ფილოგენეზის მოკლე განმეორება. მე ვფიქრობ, რომ გვქონდეს საშუალება კინოფილმივით ვუყუროთ ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის წარმოშობის და განვითარების პროცესს დასაბამიდან დღემდე, დავინახავდით ევოლუციის პროცესს ისევე, როგორც ინდივიდის განვითარების პროცესს ვხედავთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ვერაფერს გავიგებდით.
  16. shamili გამსახურდიას ციხეში ჯდომის პერიოდში თბილისში ჩატარდა უპრეცედენტო მასშტაბის ანტისაბჭოთა დემონსტრაცია ქართული ენის საკითხზე. ასე, რომ გამსახურდია არ იყო ის ფიგურა, რომელზეც ეროვნული მოძრაობა დაიყვანებოდა. მერაბ კოსტავას გათავისუფლებისთვის სხვებიც წერდნენ წერილებს, მაგრამ მაინც ყველაზე ბოლოს გამოუშვეს თუ არ ვცდები. მეტად მისი ციხეში გაჩერება უკვე წარმოუდგენელი იყო საბჭოთა კავშირში დაწყებული მოვლენების გამო და აქ ზვიადის როლი მინიმალური იყო. ეს ალბათ კომენტარის გარეშე, იმდენნაირადაა ყველაფერი არეულ-დარეული.
  17. ზვიადის ღმერთკაცობა და კერპთაყვანისმცემლობა აღარ დამთავრდა ხომ? ერთი სერიოზული არაქართველი ესპერტი დაასახელოს ვინმემ, ვინც იტყვის, რომ საბჭოთა კავშირი გამსახურდიამ დაანგრია. მან დააზარალა დისიდენტური მოძრაობა თავისი მონანიებით, ასე თვლიდა ყველა მაშინდელი დისიდენტი და ასეა დღევანდელი გადასახედიდანაც. მაგრამ ეს ყველაზე უარესი არ იყო, რაც მან გააკეთა. გამსახურდიამ სახელი გაუტეხა ქართულ ეროვნულ მოძრაობას ქსენოფობიური განცხადებებით, ე. წ. "საქართველოს კანონიერი მოსახლეობის" ცნების შემოტანით, ეთნიკური ოსების დევნით... არც მინდა ყველაფერი ვთქვა, ყველა ასე უტვინო როგორ გამოდგა. ან კიტოვანი ჩემი მოძებნილი იყო? ერთუჯრედიან ნაციხარ ძველ ბიჭს რომ თავდაცვის მინისტრად დანიშნავ, რას უნდა ელოდე კარგს.
  18. კარგი, დავუშვათ საწყის მდგომარეობად რაღაც ბაქტერიების არსებობა. ამის შემდეგ კი შესაძლებელია სიცოცხლის ფორმების გართულების, სახეობების წარმოშობის ახსნა? მე ევოლუციას არ უარვყოფ. ახსნაში მისი მამოძრავებელი ძალების დადგენას ვგულისხმობ.
  19. ეს არაფერს ხსნის. უცხოპლანეტელები საიდანღა გაჩნდნენ?
  20. შემდეგ ასე აგრძელებს: "ამის შემდეგ მას შეუძლია სხვებსაც სცეს პატივი, რადგან სხვებს პატივს ვერ სცემს ის ადამიანი, რომელიც თავის თავს არ სცემს პატივს. თქვენ იცით, თუ რამდენად გავრცელებული იყო ეს უპატივცემლობა 10-იან და 20-იან წლებში, შემდეგ ის განმტკიცდა, როგორც საბჭოთა მენტალიტეტის უმთავრესი თვისება და ამდენად ჩვენშიც, ქართველებშიც მოიკიდა ფეხი"
  21. მერაბ მამარდაშვილის ენა, ისევე როგორც ყველა ნამდვილი ფილოსოფოსის, რთული და არაკომუნიკაბელურია. ამიტომ უფრო ადვილია მისი პირდაპირ მოღალატედ ან სულელად გამოცხადება, ვიდრე მისი ფილოსოფიის ნამდვილ არსში წვდომა. აქ მამარდაშვილს როზანოვის ციტატა მოყავს რუს ადამიანზე და არა თავისი (თუმცა მას ეთანხმება და ყველა დროის უძლიერეს რუს მოაზროვნედ თვლის). ამიტომ ვერ დავეთანხმები იმას, რომ მისი დაკვირვების ობიექტი მხოლოდ რუსი იყო. მას ქართველებზეც უწერია ბევრი რამ. რაც შეეხება ამ რუსში ქართველის ამოკითხვას... რავიცი, შეიძლება.
  22. ფედერალიზმი კი არა, კონფედერალიზმიც სანატრელია.
×
×
  • შექმენი...