Jump to content
Planeta.Ge

paolo

პლანეტელი
  • პოსტები

    335
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი paolo

  1. ფანატიკოს მორწმუნეს შეუძლია დაუსრულებლად ილაპარაკოს იმაზე, თუ როგორი სამართლიანია ღმერთი, რა გონივრულად და კანონზომიერად მოაწყო მან სამყარო... მაგრამ როდესაც წინ დაუდებენ უსამართლობის, ბოროტების და კანონზომიერებიდან გადახვევების მაგალითებს, გვპასუხობენ, რომ შეუცნობელია გზანი უფლისანი, ან პირად შეურაცხყოფაზე და აგრესიაზე გადადიან.
  2. ქალშიც და კაცშიც ვფიქრობ გოიმობის განმსაზღვრელი უპირველესად განათლების ცენზია, პლიუს ამას ამპარტავნება და თავის იმად წარმოჩენა, რაც სინამდვილეში არ არის; კონსერვატორიც იწვევს გოიმის ასოციაციას; ისიც, ვინც ყოველგვარ სიახლეს საშინლად შეიცხადებს.
  3. არ ვთვლი მეთქი ავადმყოფობად. მაგრამ ცოტა სხვა საკითხიც წამოვჭერი.
  4. ბევრი ასეთ ქვეტექსტს დებს სიტყვა ავადმყოფში, განსაკუთრებით სულით ავადმყოფებში.
  5. რათქმაუნდა ავადმყოფობა არ არის, მაგრამ ასეც რომ იყოს, განა ავადმყოფი გაკიცხვას ან დაცინვას იმსახურებს?
  6. რა უნდა უნდოდეს, წევს ქალი :rolleyes: ისე სერიოზულად: დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანას თითქმის არავინ შეწინააღმდეგებია. აბა ნახეთ თუ სტალინის ძეგლის გადატანა დააპირეს, რა ვაიუშველებელი ატყდება.
  7. დავაკლიკე ”არა”. მაგრამ ერთ ტიპთან მოსულ კამათზე ვფიქრობდი, მიმტკიცებდა, რომ სწორედ საქართველოში გრძნობს ადამიანი თავს ადამიანად.
  8. აი ეს მევასებოდა და ყველა პასეანსი
  9. დიდება ზეცით კურთხეულს, დიდება ქვეყნად სამოთხეს ტურფა ივერსა. დიდება ძმობას, ერთობას. დიდება თავისუფლებას, დიდება სამარადისო ქართველ მხნე ერსა! დიდება ჩვენსა სამშობლოს, დიდება ჩვენი სიცოცხლის მიზანს დიადსა; ვაშა ტრფობასა, სიყვარულს, ვაშა შვებასა, სიხარულს. სალამი ჭეშმარიტების შუქ-განთიადსა.
  10. ყველანი მოვკვდებით... და თანაც ამ წამს...
  11. liliko კი გეთანხმები. ბევრი იყო ასეთი და არის. განსაკუთრებული გულახდილობით ილაშქრებდნენ დემოკრატიის წინააღმდეგ ასე ვთქვათ "ქვედა დონეზე", რიგითი ნაციონალები პირად საუბრებში, აცხადებდნენ მას ფიქციად და ა.შ.
  12. თუ ბალტიის ქვეყნები აღნიშნავენ, რომელთაც ასე თუ ისე წარსულს მიაბარეს ბოლშევიზმის შედეგები, რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენც აღვნიშნოთ როგორღაც. მითუმეტეს, როცა მათი მემკვიდრეების ტანკები სულ ახლოს არიან. იმას ვგულისხმობ, რომ ჩვენთვის ეს საკითხი ბევრად უფრო აქტუალურია. ქვემოთ ნაცისტების და კომუნისტების ერთობლივი პარადი პოლონეთში. http://s49.radikal.ru/i125/0908/d1/2749bfffde5b.jpg
  13. asds მხოლოდ ჩემი სახელით შემიძლია ვუპასუხო: მინდა, რომ ვცხოვრობდე თავისუფალ, ერთიან, დემოკრატიულ საქართველოში, სადაც ყველას ექნება საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობისა; მინდა, რომ ყველა აქ მცხოვრები თავს აღიქვამდეს საქართველოს მოქალაქედ; მინდა, რომ არ იყოს ომები; მინდა, რომ არ ველოდებოდე ყოველდღე ახალი საშინელების მოსმენას ტელევიზორით; მინდა, რომ დაცული იყოს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები(ზოგს რატომღაც ღიმილს ჰგვრის ეს სიტყვა, სანამ საკუთარ თავზე არ გამოსცდის უსამართლობას); მინდა, რომ შემეძლოს სიმართლის დამტკიცება სასამართლოში; მინდა, რომ არ მატყუებდნენ; მინდა, რომ არ მისმენდნენ ტელეფონზე; მინდა, რომ არჩევნები ნორმალურად ტარდებოდეს; მინდა, რომ შეეძლოთ განსხვავებული აზრის მოსმენა; მინდა, რომ ნაკლებს ლოთობდნენ; მინდა, რომ მრავალსართულიანი კორპუსის ეზოდან არ უსიგნალებდნენ ზემოთ და არ ღრიალებდნენ მთელი ხმით... თუმცა, ეს პრობლემები უკვე შემდგომ...:ravic:
  14. ზოგადად ყოველ ნებაყოფილობით გაერთიანებას და ინტეგრაციას მივესალმები, მაგრამ კავკასიაში ეს ყველაზე ძნელად წარმომიდგენია. ამისთვის საჭიროა ყველამ დათმოს საკუთარი ამბიციების და სუვერენიტეტის ნაწილი. რა ვაიუშველებელი ატყდება საქართველოშიც და სხვაგანაც ძნელი წარმოსადგენი არაა.
  15. გამსახურდია გახდა მასების მძევალი. ერთ მაგალითს მოვიყვან. ჰელსინკის ჯგუფი წლების განმავლობაში ითხოვდა ე.წ. თურქი მესხების ჩამოსახლებას (სწორი იყო თუ არ იყო სწორი, ამას არ ვამბობ), მაგრამ გამსახურდია როგორც კი მიხვდა, რომ მასებში ამაზე უარყოფითი რეაქცია იქნებოდა, მაშინვე შეცვალა პოზიცია და სუკის აგენტების ძახილი დაუწყო ამის მომხრეებს. ზურაბ ჭავჭავაძე ხომ უპირობო აგენტი იყო. მერაბ კოსტავასაც დაესხნენ თავს რამდენჯერმე აგრესიული ბრბოები, მთლად იმდენი ვერ გაუბედეს, როგორც სხვებს უბედავდნენ, მაგრამ მაინც.
  16. ყველა თვლის, რომ მხოლოდ თავისი რელიგიაა ჭეშმარიტი, თან შეკამათებაც არ შეიძლება(!) გასაგებია, რომ რწმენის საკითხია, მაგრამ მაინც წარმოიშობა კითხვები, რომლებიც რაციონალურ ახსნას მოითხოვს, სხვანაირად შეუძლებელია. თუნდაც როცა ვაცხადებ, რომ ღმერთი მწამს, უნდა შემეძლოს განვმარტო ღმერთის ცნება, ვინ არის ღმერთი. დარწმუნებული ვარ, რომ არათუ სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები, არამედ ორი ადამიანიც ვერ შეთანხმდება აქ. თუ გნებავთ, ჩავატაროთ ექსპერიმენტი.
  17. http://s41.radikal.ru/i091/0908/74/71486462617b.jpg http://i028.radikal.ru/0908/6e/eef2986da15c.jpg http://s06.radikal.ru/i179/0908/8d/78316aeb8ace.jpg http://i079.radikal.ru/0908/9e/04c2fc646929.jpg
  18. გამსახურდია კომუნისტებთან ალიანსში არ ყოფილა. გუმბარიძემ მიუშვა სადავეები. თუმცა ამბობენ იმასაც, რომ არჩევნების წინ შოთა გორგოძეს უმტკიცებდა, უპრობლემოდ მოვიგებთ არჩევნებსო, ხომ ხედავ მაგათ მიტინგებზე 10 ათასი კაცი თუ დადისო. არ იცოდა რა იყო კრიტიკული მასა :unsure: იმასაც ამბობენ, რომ კგბ-ში მუშაობდნენ გამსახურდიას უალტერნატივო ლიდერად წარმოჩენაზე, რადგან იცოდნენ მისი გაუწონასწორებელი ხასიათი. თუმცა მე ნაკლებად წარმომიდგენია, როგორ უნდა მიეღწიათ ამისთვის. მან როგორღაც მაინც თვითონ მოახერხა ხალხის დიდი ნაწილის მხარდაჭერის მოპოვება. შეცდომები კი საკმარისზე მეტი დაუშვა...
  19. Goddess რასაც შენ ფიქრობ, მეც იმას ვფიქრობ.
  20. ჯოჯოხეთის წარმოდგენა კიდევ შესაძლებელია, მაგრამ აი სამოთხეში რა უნდა ხდებოდეს, ვინმეს შეგიძლიათ პასუხის გაცემა თუნდაც ფანტაზიის დონეზე? ულამაზესი ბაღები და შადრევნები? ჩიტების გალობა გაუთავებლად? სადღაც ფრენა და ლივლივი? ხომ არ ჩავარდება ასეთ სამოთხეში მყოფი სული საშინელ სასოწარკვეთილებაში??? დანტემაც ჯოჯოხეთი ძალზე ცხოველმყოფლად აღწერა, მაგრამ სამოთხეზე ფაქტიურად ვერაფერი თქვა...
  21. ჰო, მეც მასე მგონია... თუმცა, ვინ იცის...
  22. დღესაც კი ისევ ისმის გაუთავებლად, რომ საქართველო უნდა იყოს უნიტარული. თითქოს ვინმე თანახმა იყოს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ქართველებთან ერთად ერთ სახელმწიფოში ცხოვრებაზე ფედერაციაში ან თუნდაც კონფედერაციაში. ბევრი კი მიხვდა, რომ საქართველო ბუნებრივად და ისტორიულად ფედერაციულია, მაგრამ ძალიან გვიან. ფედერაციულია გერმანია, კანადა, ბელგია... და კიდევ ბევრი სხვა. ეს თავისთავად არავითარ პრობლემას არ ქმნის, პირიქით-პრობლემებს აგვარებს.
  23. თავისუფლად შევედი, მაგრამ არავითარი შედეგები არ არის :angel:
×
×
  • შექმენი...