-
პოსტები
2.860 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
6
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Lo Janko
-
fashisti, მა მაესტრო მიკერძოებულიაო? როგორ არ შეიძლება იყოს, მაგრამ წელიწადში 365 დღეა და აქედან 2 გიორგობაა, 2 მარიამობა, ერთი აღდგომა, ერთიც კიდე შობა და კიდევ რამდენიმე ასეთი რიგის დღე, სულ ალბათ 10-ს არ აღემატება. რათქმაუნდა შეიძლებოდა დანარჩენი 355 დღიდან შერჩულიყო პოლიციის დღეც და სწორედ ამიტომაა პროვოკაცია, სწორია ძუკუ .
-
კამერა სააკაძის მოედნიდან :) ყველანი ვუყურებთ
Lo Janko replied to SHARI's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo მერე რა, აბა დიდგორი გაიხსენე. იქ მტრები უფრო მეტნი იყვნენ -
კამერა სააკაძის მოედნიდან :) ყველანი ვუყურებთ
Lo Janko replied to SHARI's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
SHARI, თუ კი მაინც დიღმიაკენ უნდა დაიძრან ეგ სცენა რაღაში ჭირდებათ, ზედმეტი ხარჯია რა? მოაყენონ ერთი გრუზავიკი და ბასტა. -
კამერა სააკაძის მოედნიდან :) ყველანი ვუყურებთ
Lo Janko replied to SHARI's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
SHARI და სცენას რისთვის ამონტაჟებენ, მოძრაობის გადაკეტვას აპირებენ, თუ მიმავალ მანქანებს უნდა მიმართონ სიტყვით -
სულ სიმართლით, სიკეთითა და გამარჯვებებით გევლოთ ამ ცოდვილ მიწაზე!
-
kisa მიუხედავად ამისა განსხვავება ძალიან დიდია. ილიას ბედნიერი ერი არ გახსენდებათ? ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი? მძიმე ყალნით, ლამაზ ფალნით მორთული და მშვენიერი; უწყინარი, უჩივარი, ქედდრეკილი, მადლიერი; უშფოთველი, ქვემძრომელი, რიგიანი, წესიერი; ყოვლად მთმენი, ვით ჯორ-ცხენი, ნახედნი და ღონიერი. ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?! ყველა უნჯი, ყველა მუნჯი, გულჩვილი და ლმობიერი; თვალაბმული, თავაკრული, პირს ლაგამი ზომიერი; ყველა ყრუი, ყველა ცრუი, ჭკვადამჯდარი, გულხმიერი; მცირე, დიდი - ყველა ფლიდი, ცუღლუტი და მანკიერი. ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?! მტვერწაყრილი, თავდახრილი, ყოვლად უქმი, უდიერი; უზღუდონი, გზამრუდონი, არგამტანი და ცბიერი; მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი, გარეთ მხდალი, შინ ძლიერი; არრის მქონე, არრის მცოდნე, უზრუნველი და მშიერი. ჩვენისთანა ბედნიერი კიდევ არის სადმე ერი?
-
მეც გილოცავ! მრავალს დაესწარი, გაიხარე!
-
ხომ გაგიგონია იმედი ბოლოს კვდებაო გიორგი68, ხოდა არ სჯერათ მაგრამ მაინც იმედი აქვთ, ავოს მოხდეს რამე და ვერ გააპრავონ ნაცებმა გაყალბება და ამ დროს ოფსაიდში დგომა არავის უნდა.
-
დეცკი სად, ჰეი ბოღუ! :nekro:
-
Siknadmo, და რას გულისხმობს გერმანული მოდელი, ერთი ორი სიტყვით თუ არ დაიზარებთ?
-
Siknadmo. ე.ი თქვენ თანახმა ხართ აჭარაში სკოლებში ისწავლებოდეს ისლამის პრინციპები?
-
ამ სიაში machkatela, არიან ჩემი ძმა და ჩემი ბიძაშვილები. ბათუმის მერიაში მუშაობს ერთი გელა მახარაძე, რომელსაც როგორც ეტყობა დაავალეს მაგ ხალხის ე.წ. "ნებაყოფილობითი" თანხმობის მიღება მიწის ნაკვეტის დათმობაზე. ეს ნაძირალა ყველა ხერხს მათ შორის დამუქრებას, ტყუილსა და შეურაცხყოფასაც არ თაკილობს მეპატრონეებისაგან თანხმობის მისაღებად. დეტალების ჩამოთვლას აზრი არა აქვს აქ, იმიტომ რომ ზოგიერთი ამის დასამტკიცებლად ვიდეოჩანაწერებს მომთხოვს. მოკლედ, ჩემი აზრით არავითარი სახელმწიფო აუცილებლობა იქ გზის გასაკეთებლად არ არსებობს, ეს არის ერთი კაცის ახირება (კარგად იცით ვისიც) და ჯერჯერობით ამ კაცს ყველაფერი გასდის.
-
კაი Saturn, არცოდნა არცოდვაა კაცო, არ გეწყინოს, მე 2001 წელს ვიყავი ტემპუსის პროექტით ბრიტანეთში და შვედეთში. ბრიტანეთში უნივერსიტეტების დაფინანსების მრავალარხიანი სისტემაა, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მაინც ძირითადია და ეს განსაზღვრავს სწორედ სტატუსს. ჩვენს მასპინძელ ინგლისელ პროფესორს შევეკითხე, თუ არის ინგლისში კერძო უნივერსიტეტები მეთქი და მითხრა არისო ერთიო, მაგრამ ძალიან დაბალი რეიტინგი აქვსო. რაც შეეხება საზღვაო განათლებას, აშშ-ში არის 7 საზღვაო აკადემია და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია 7-ვე ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ყველაზე ავტორიტეტულები მათ შორის არის აშშ-ს ფედერალური საზღვაო აკადემია USMMA (http://www.usmma.edu/), კალიფორნიის საზღვაო აკადემია (კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტი - http://www.csum.edu/), მეინის საზღვაო აკადემია (http://www.mainemaritime.edu/) და ნიუიორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის SUNY-ის საზღვაო კოლეჯი (http://www.sunymaritime.edu/) ევროპაში საზღვაო განათლების ყველაზე ავტორიტეტული ცენტრები არის სკანდინავიაში და ყველა საზღვაო სასწავლებელი რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
-
Pompiero და რა მოხდა 1989 წლის 4 აპრილს?
-
მოვიდა ზღარბი და გააგდო დათვიო ხომ გაგიგიათ, ზუსტად ასე დაემართა საზღვაო აკადემიას.93-ში მაშინდელი ხელმძღვანელობის კეთილი ნებითა და ხელშეწყობით ეს ხალხი შეასახლეს საზღვაო აკადემიის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში. წლების განმავლობაში დენის, წყლისა და სხვა სოც. უზრუნველყოფის გადასახადსაც აკადემია უხდიდა. თავიდან მათ 5 სართულიანი საერთოსაცხოვრებლის ბოლო სამი სართულის მხოლოდ ერთი ფლიგელი ეჭირათ, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველა ლეგალური და არალეგალური გზებით თანდათან გაფართოვდნენ და ეხლა ფაქტიურად კერძო საკუთრებაში იმტკიცებენ მთლიანად ბოლო 3 სართულს. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ეს ფართი არ ჭირდებათ, მაგრა ხალიავა ხალიავაა ხო გაგიგონიათ. პირველი ორი სართული აბსოლუტურად უფუნქციოდ დაკავებული აქვს თავდაცვის სამინისტროს, რომელიც დაკავებულ ფართს ვერ იყენებს, მაგრამ მაინც არ სურს დაუბრუნოს ის მის კანონიერ მფლობელს, რომელსაც სტუდენტების განსახლებისათვის ეს ფართი ჰაერივით ჭირდება. საქართველოში ხელისუფლება თავს იწონებს განათლების რეფორმით, რომელიც წარმატებულად ითვლება, მაგრამ საზღვაო აკადემიისათვის, რომლის კურსდამთავრებულებს დასაქმების მაჩვენებლით ერთერთი საუკეთესოა საქართველოში, რეფორმა განვითარების პერსპექტივის სრული უგულებელყოფით სრულდება.
-
1. გეგონათ არ ჩამოვიდოდი? 2. ვერ მოგართვით! 3. აქა ვარ და არსადაც არ ვაპირებ წასვლას! 4. მანამდე ვიქნები სანამ საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას არ აღვადგენინებ! დაახლოებით ასე იქნება, როცა ჩამოვა ისე, მგონი გაგვიბრაზდა და შეიძლება არც ჩამოვიდეს, ...............მაგრამ ამ შემთხვევაში ნახეთ პუნქტი 1.
-
shamili, ერთს მასეთს ვისზც მასე ამბობდნენ ვიცნობდი, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს მერე აღმოჩნდა, რომ უდიდეს საფრთხეს წარმოსდგენს მხოლოდ საქართველოსათვის. ამაზე რაღაცეები მახსენდება და მგონი მთლა კარგად არ დასრულებულა ის ჩვენი ქვეყნისათვის. არ უნდა ავარდნილიყავი asds, სმაილიკი ვერ შენისნე ეტყობა. გეხუმრა
-
Siknadmo, ქართველი ხალხის ტოლერანტობის მითი ყველაზე მყარი და ყველაზე მავნებელი შეცდომაა ყველა ქართულ თვითშეფასებებს შორის, სამწუხაროდ . Saturn, რელიგიური ფანატიზმი ქსენოფობიის ერთერთი საფუძველია.
-
Saturn, ისე ერთ ერთ ფორუმზე (შენც კარგადიცი რომელზე, გე-ზე არა) მაქვს დაწერილი - თქვენს პოსტებს რომ პასუხს ვცემ ძალაუნებურად მიშისტი გამოვდივარ მეთქი.
-
გამარჯობა ლიცი! ქვეყანაში ისეთი მოლოდინებია, რომ გონიერ ადამიანს ცნობიერებაში განგაშის შეგრძნება თუ არ გაუჩნდა, მაშინ მართლა არაადექვატურად უნდა აფასებებს მოსალოდნელ საფრთხეებს და აქედან გამომდინარე გასაგებია თქვენი პათოსი, მაგრამ ემოციებზე აყოლამ შეიძლება მეორე უკიდურესობაში გადაგვაგდოს, პესიმიზმში ჩაგვაგდოს და უსუსურები გაგვხადოს მოსალოდნელი საფრთხეების წინაშე. მე გუშინ ბაბუაგიორგის, რომელიც ფორუმის ადმინისტრაციას ადანაშაულებდა რომ ფორუმი ალასანიას მიეყიდაო, ვუპასუხე - მე ამის ნიშნებს ვერა ვხედავ მეთქი და ისიც დავწერე რას ვგულისხმობდი. აქაც, იმედი მაქვს ჩემგან წყენად არ მიიღებთ, მე ვერ ვხედავ რომ ადმინისტრაცია ან მოდერაცია რუსოფილობას უჭერდეს მხარს ან რუსოფილების დუდუკზე უკრავდეს სხვის საზიანოდ. ამიტომ, მე მესმის თქვენი გულისტკივილი და პათოსი, მაგრამ მაინც ვფიქრობ არ არის საჭირო უარი თქვათ იმაზე რაც სხვაზე უკეთესად გეხერხებათ, გახსნათ აქტუალური თემები და აქტიურად იმსჯელოთ საჭირბოროტო საკითხებზე. ეს სასარგებლოა ყვალასთვის განურჩევლად "ისტ"ობისა. იმედი მაქვს თქვენ არ უღალატებთ საკუთარ თავს და მომავალშიც იქნებით ამ ფორუმის აქტიური წევრი. პ.ს. მოდერაციისა და ადმინისტრაციის საყურადღებოდ - ბოლო დროს ზოგიერთი უზერის ნმხრიდან დახშირდა წესებით აკრძალული ეპითეტების ხმარება, მაგალითად - კნინობითი ტერმინის სააკიანცის გამოყენება, ან პოლიტიკოსების დამცირების მიზნით მათი რომელი ეთნიკურ ჯგუფზე მიკუთვნება (სომეხი, ქურთი, თათარი და ა.შ.) ჩემი აზრით უნდა ისჯებოდეს. ყველამ იცით რომ მიშისტი არა ვარ
-
გაუმარჯოს babuagiorgiს მიშა და პუტინი გასაგებია, არ გედავები, მაგრამ ალასანია რა დამსახურებების გამო მოხდა ამ სიაში? ფორუმთან დამოკიდებულების საკითხში არა ხარ მართალი გიორგი, იცი შენ რომ მე და ამ ფორუმის უდიდესი ნაწილი შენდამი სიმპათიით ვართ განწყობილი და ამის გამო არ გეპასუხებიან ალბათ, მაგარამ ძალიან უსაფუძვლო ბრალდებაა lasha_aloს და ზოგადად ამ ფორუმის მიმართ. ჯერ ერთი რას ნიშნავს ვიღაცისტური ფორუმი. ფორუმი არის უზერებით და ადმინისტრაციით (მოდერებსაც აქ ვგულისხმობ). თუ ადმინისტრაცია მოდერაციას აიძულებს გარკვეული ტიპის თემები, პოსტები და უზერები შეზღუდოს, მაშინ გეთანხმები ფორუმის ორიენტაციაზე შეიძლება ვილაპარაკოთ. თუ ფორუმზე ხდება უზერთა კონფედენციალური ინფორმაციის დაინტერესებულ პირებზე გადაცემა, მაშინაც შეიძლება ვილაპარაკოთ ფორუმის გარკვეულ მიკერძოებულობაზე. მაგრამ თუ ასეთი არაფერი ხდება და მე პლანეტაზე ჯერჯერობით მსგავსი არაფერი შემიმჩნევია, მაშინ რა ისტობაზეა ლაპარაკი? მეზობელი ფორუმი მიშისტურია პირველ რიგში იმით, რომ იზღუდება ოპოიუზერების თემები, არ იზღუდება ოპოუზერების ლანძღვა და ოპოუზერებზე ბანების და ვორნების გაცემა გაადვილებულია, თორე თუ ფორუმზე უზერების უმეტესობა მიშისტია ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ფორუმის ფორუმის მიშისტობას. მასე აქაც შეუძლიათ შემოვარდნენ მიშისტების ან ასლანიჩების დიდი რაოდენობა და მოიპოვონ რიცხობრივი უპირატესობა.>
-
მეც ვერ დაგეთანხმები ლ ი ც ი, რუსული პოლიტიკაც ნელ-ნელა რეალისტური და პრაგმატული გახდება, როცა დაინახავენ რომ იმ ტერიტორიების შენარჩუნებაც კი დიდი პრობლემაა რასაც ეხლა ფლობენ. გარდა ამისა, დღევანდელ მსოფლიოში მარტო "საინიციატივო ჯგუფების" თხოვნა აღარაა საკმარისი საზღვრების შესაცვლელად ან გადასაფარავად. IMHO.