mtidan მიწას როგორ გვართმევენ ეს თვალნათლივ ვნახეთ, ეს მტკიცებას არ საჭიროებს, თვითონ ოკუპანტებიც არ მალავენ ამას და თავის მოტყუების საშუალებას არ გვაძლევენ, მაგრამ ამ ქართველობას ამერიკელები როგორ გვართმავენ, ან რაში ჭირდებათ ამას ვერ ვხვდები და ჩამთვალეთ გონება ნაკლულად თუ გნებავთ. ლექსს რაც შეეხება, არ არის ცუდი და შესაბამის გარემოში შეიძლება ძლიერი ემოციური მუხტიც აღძრას, როგორც ეს მაგ ეკლესიაში მოხდა, მაგრამ ნუთუ ქართული პოეზიის მოტრფიალენს, პოეზიისა რომლის 90% სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულისა და თავდადების პათოსითაა გაჟღენთილი, პატრიოტული ლექსი გაგიკვირდათ? იხილეთ ჩემი სიგნატურის მეორე სტროფი.