Jump to content
Planeta.Ge

Lo Janko

პლანეტელი
  • პოსტები

    2.860
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    6

ყველა პოსტი Lo Janko

  1. და ეს გასათვალისწინებელია. :beach: ყველა მოდერი გარდა მოდერისა აქტიური იუზერიცაა და აბსოლუტურად მიუკერძოებელი ვერ იქნება, ამიტომ არ არის გასაკვირი მათი კონკრეტული სიმპატია-ანტიპატიები, მაგრამ ამ (ჩვენს) ფორუმზე მგონი მნიშვნელოვანი მიკერძოება არ ხდება. ისე, საერთოდ მოდერები მე იშვიათად მაწუხებენ, უფრო ხშირად კეთილგანწყობილები არიან. ლიცის მაგალითად მოდერად არასდროს აღვიქვამდი.
  2. lasha1997, მგონი მაინც წავა, არის კიდევ ბუფეტის შესაძლებლობა, რომელსაც მაგის შუსტრობის ამბავ რომ ვიცი მოახერხებს ობამას გამოჭერას, მაგრამ აი R2-ბის ამალით ბუფეტში სირბილი შეიძლება გაჭირდეს. :beach:
  3. Saturn თუ სწორად გავიგე "კომერსანტ.რუ -ს არ მჯერა" ნიშნავს, რომ მათ შესაძლოა ვანოს ინტერვიუ შეეთხზათ? არ მჯერა, ვერ გაბედავდნენ.
  4. Saturn, აბსოლუტურად გეთანხმები, ეს არა მარტო IT-ის პრობლემაა. ყველა საგანმანათლებლო პროგრამა უნდა იყოს ორიენტირებული დარგის თანამედროვე ცოდნაზე, რომელიც მხოლოდ დარგის მოქმედ სპეციალისტებს შეუძლიათ უზრუნველყონ, მაგრამ არსებობს ე.წ. საბაზო განათლება რომელიც მეტ ნაკლებად არ არის სწრაფად ცვლადი და იქ შეიძლება განათლება უზრუნველყონ პროფესიონალმა პედაგოგებმა. ჩვენს განათლების სისტემაში კიდევ ბევრი რამეა შესაცვლელი და იმედი მაქვს რეფორმა ნორმალური კალაპოტში ჩაჯდება, მაგრამ რაც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს "ძველი" კადრი რეფორმას მისი ერთი ხელის მოსმით სანაგვეზე გადაგდება ან ჩარეცხვა არ შეიძლება. ბოლობოლო რეფორმა ადამიანებისთვისაა და არა პირიქით ადამიანები რეფორმისთვის. ასეთი რეფორმა არავის ჭირდება და მე ვფიქრობ არც გამოვა.IMHO
  5. McLaren, ყველაზე რა მოგახსენო და ნაცები კი ამაზე გამუდმებით საუბრობენ, იმიტაციებსაც იღებენ და იცი რატომ? ჩემი აზრით იმიტომ, რომ კარგად იციან - არანაირი რუსული აგრესია აღარ იქნება. რუსებმა მიიღეს ის რაც უნდოდათ - აფხაზეთ და არასტაბილური საქართველო გაუწონასწორებელი პრეზიდენტით. სიზმარშიც კი ვერ ინატრებდნენ ასეთ წარმატებას. რუსები საშისნი გახდებიან მხოლოდ მაშინ, როცა მიხოს ხელისუფლებას საფრთხე შეექმნება. დააკვირდი, როცა მიხოს პოზიციები სუსტდება ეგრევე რუსეთში იქმნება საქართველოს ხელისუფლების კრიმინალებით და მარგინალებით დაკომპლექტებული ალტერნატივა, რომელიც ქართულ მოსახლეობაზე საფრთხობელასავით მოქმედებს და მიხოს კი არ უპირისპირებს, პირიქით მის მხარეს განაწყობს. მარტივი, მაგრამ ქმედითი მეთოდია. მიხო ინარჩუნებს ანტირუსი პროდასავლელის იმიჯს და ამავე დროს კეთდება დიდი რუსული პოლიტიკის საქმე. აბა სხვა რა უკანალში სადღლეზად უნდა ხმელეთის ერთი მეშვიდედის მპყრობელს ერთი ციცქნა საპრობლემო ტერიტორია, რომლის შენახვა მათთვის უზარმაზარ მატერიალურ და პოლიტიკურ საფასურს წაიღებს. lasha1997, აბა? მეც მანჩესტერს ვგულშემატკივრობდი და ეხლა მაგრა წამიხდა გუნება.
  6. lasha1997, როგორ გითხრა ეხლა, განათლებაში რეფორმა რომ გასატარებელი იყო ეს არ იწვევს არანაირ ეჭვს. ევროპაშიც მიდის ეხლა განათლების მასშტაბური რეფორმა - ბოლონიის პროცესის სახელითაა ცნობილი და ხელისუფლების პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით, ვთვლი რომ სწორი იყო. აქ იგულისხმება საკანონმდებლო ბაზის შექმნა, უნივერსიტეტების სტრუქტურული რეფორმა, ეეგ-ს შემოღება, იმ ზოგადი უნარების საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს, არაფერს არ უშლის ხელს. მაგრამ, სამწუხაროდ რეფორმა პარალელურად გამოყენებულ იქნა პოლიტიკური ოპონენტებისაგან თსუ-ს (ხაზს ვუსმევ მხოლოდ თსუ-ს) გაწმენდის მიზნით და როგორც იტყვიან ჭუჭყიან წყალს ბავშვიც გადააყოლეს. რათქმაუნდა ამ რეფორმაში არის ბევრი დადებითი და სატურნი მაგაში მართალია, მაგრამ სატურნს იმის აღიარება არ სურს, რომ რეფორმის ყველაზე უარყოფითი ეფექტი სწორებ მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების ფაქტებია. ჯერ რუსუდან ლურთქიფანიძის და მერე ხუბუას დანიშვნა თსუ-ს რექტორად ამის დასტურია, რომ არაფერი ვთქვათ დღევანდელ განათლების სამინისტროზე, სადაც სასჯელაღსრულების გამოცდილებიანი ხალხი საზღვრავს განათლების პოლიტიკას და ახორციელებს რეფორმას. Saturn, ეს იმიტომ გკითხე, რომ თსუ-ს IT საგანმანათლებლო პროგრამების წარმომადგენლები საყვედურობდნენ სტუ-ს კოლეგებს, რომ რუსეთის უნივერსიტეტებში დამკვიდრებული სპეციალობების დასახელებები გაქვთო, რამაც ფრანგიშვილი ძალიან გააღიზიანა.
  7. ჰო არ გაუყრიათ, კარებამდე მიაცილეს და მერე ისინი აღარ მობრუნებულან. კარგი რა Saturn, თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტს რაც უქნეს უკვე ანეგდოტები დადის მაგაზე. ჩემი თუ არ გჯერა, კითხე ძუკუს და გეტყვის. სტუ-ს ფიზიკოსებს არ შეხებიან, იმიტომ რომ არც არაფერს წარმოადგენდნენ არასდროს. ერთი ლერი ქურდაძე დაწონიდა მთელ სტუ-ს. ალბათ ინფორმატიკასთან დაკავშირებულ დისციპლინას არა?
  8. დასავლეთმა (ბუშმა უმცროსმა) დიდი შეცდომა დაუშვა, როცა 2001-ის 11 სექტემბრის შემდეგ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიზეზით მოახდინა ავღანეთის ოკუპაცია. ტერაქტის მთავარი დამნაშავეები დღემდე არ არიან შეპყრობილნი. ამერიკელებს პირველ რიგში ამაზე უნდა ეზრუნათ და არა დომოკრატიის გავრცელებაზე მთელს მსოფლიოში. ვერც დემოკრატია გაავრცელეს და ვერც ტერორიზმი შეზღუდეს. ომებში უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ, რამაც მსოფლიო ეკონომიკაზე მიბმული დოლარი შეარყია და კრიზისის გამოწვევა თუ არა დამძიმება მაინც მოახდინა. მოკლედ ის რაც ხდება ავღანეთში ლოგიკურია და არც კარზაის ამერიკელებისადმი ზურგშექცევა იქნება არალოგიკური. აი ჩვენ რა .... გვინდა ავღანეთში ამას ვერ ვხვდები რა?
  9. Saturn მე მაგ პოსტში ის კი არ მიგულისხმია, რომ შენ სწორ დასკვნებს არ აკეთებ მეთქი, მე ვიგულისხმე, რომ სწორი დასკვნების გასაკეთებლად არ არის აუცილებელი ურმის მართვა გებაროს მეთქი.
  10. რათქმაუნდა შენ არა Saturn, მაგრამ იმისათვის რომ სწორი დასკვნები გააკეთო ეს არცაა აუცილებელი.
  11. არა UTUFURS, ამჯერად აქ შენზე არაა საუბარი. წიპა ვინც მიხოსკენ არაა ის ქვეყნის მტერი და რუსეთუმეა.
  12. კი Saturn, კარეტის გადაბრუნების შემდეგ დასკვნების გაკეთება ადვილია. საინტერესოა რას იტყვი შენ, როცა გადაბრუნდება ურემი.
  13. UTUFURS, სხვათაშორის ამ ლოგიკის ავტორი ნეობოლშევიკი მიშისტების წინამორბედი ბოლშევიკების ბელადია: ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია.ამ ლოგიკის ზეიმს შევცქერით საქართველოში უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში. ასე რომ არაფერია ამაში გასაკვირი.
  14. და შენ ეს გიკვირს newstudio? მიშას რაზმს მოსწონს მხოლოდ მიშა, სხვა შემთხვევაში მას სხვისი რაზმი ერქმეოდა და ამ რაზმის ყველაზე დიდი ღირსება არის ის, რომ უკანალით გრძნობს ხაზეინის განწყობას.
  15. ერიჰა FRIDRIX, georgekh13-სა არ იყოს მართლა ბრავო. არ ვიცი რა ლოგიკას ეყრდნობა თქვენი დასკვნა FRIDRIX, მაგრამ დარწმუნებული ვარ იგივე ლოგიკით შესაძლებელია 2008-ის აგვისტოს ომის გამართლებაც რუსების მხრიდან.
  16. არა Siknadmo, მმკ არ მიგულისხმია.ბევრი შვილები რომ ყავთ და არც სხვა სიგლახეებს აკეთებენ ეს ძალიან კარგია და თუ ამ საქმეს გააგრძელებენ ისე, რომ დაანებებენ სხვების საქმეებში ჩარევას კიდევ უფრო უკეთესი იქნება, მაგრამ ეს ჯერ კიდევ მაინც არ ნიშნავს რომ ერის მომავალი უზრუნველყოფილია. ერი ცხოვრობს ძალიან სწრაფად განვითარებად, კონკურენტულ და გლობალურ გარემოში. თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი ამ სამყაროში და თანაბარნი თანაბართა შორის, მაშინ საკუთარი გადარჩენის გზა უნდა ვეძიოთ ჩვენი ერის უდიდესი ინტელექტუალური და სულიერი პოტენციალის რეალიზაციის გზაზე. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ თავისუფალ, სეკულარულ საზოგადოებაში. ეს საერთოდ არაფერ შუაშია. ლეო ნაფტა არავის არ უვარდება არც სახლში და არც სკოლაში და ძალით ან მუქარით არ ახვევს თავზე თავის აზრებს.
  17. მოგესალმებით მეგობრებო! ყველას, კიდევ ერთხელ გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს! რაც შეეხება გადარჩენა-არგადარჩენას, ვთვლი რომ თუ ჩვენ გადაშენების საფრთხის წინაშე ვართ (რასაც მე პირადად არ ვიზიარებ), ეს შეიძლება მოხდეს არა გარეშე მტრის ზეწოლით, არამედ შინაგანი გადაგვარებით. გარეშე მტერს შეუძლია მხოლოდ ხელი შეუწყოს შინაგან გადაგვარებას. შინაგანი გადაგვარება არ გულისხმობს მხოლოდ რელიგიის მიმართ (ამ შემთხვევაში მართლმადიდებლობის მიმართ) გაუცხოებას, ეს ალბათ გაცილებით უფრო რთული პროცესია. რელიგიური ფანატიზმიც ჩემი აზრით შინაგანი გადაგვარების ერთერთი სახეა.
  18. გილოცავთ ყველას. ბედნიერებასა და სიკეთეს გისურვებთ!
  19. ლ ი ც ი 100%-მა რომ მისცეს ნატოშე შესვლას ხმა, ეს რაიმეს შეცვლის? ხელისუფლება ვერ ეშვება პროცენტებით ამ იდიოტურ მანიპულირებას რა.
  20. kardu, ძალიან საინტერესო იქნებოდა ამ "ჰმმმმ"-ს ჩვენთვის უფრო გასაგები ფორმით წარმოდგენა.
  21. Saturn ასეთი მოვლენები როგორც წესი ხდება სპონტანურად და არა დროში გაწელილად, ამიტომ არაფერია გამორიცხული, მითუმეტეს თუ ნოსტრადამუსობს ისეთი აღიარებული რუსეთოლოგი როგორიც ბჟეჟინსკია.
  22. proletari ისე, ეს მეც მაინტერესებს, მითუმეტეს ჩემთვის არავის არაფერი არ დაუნიშნავს. :bushti:
  23. kisa, რას ერჩი, კაცმა თანამშრომლებს არ დაუკარგა ნაშრომი. , აბა თქვენ ამას :beat: ელოდით? ვერ მოგართვით.
×
×
  • შექმენი...