ირაკლი75 თუ ნებაყოფილობითია ,მაშინ ვეთანხმები DonCaredoს , მაგრამ აქ არის კიდევ ერთი მომენტი. რატომ მიდიან ეს ჯარისკაცები ნებაყოფილობით იქ, საიდანაც შეიძლება ცოცხლები ვერ დაბრუნდნენ?შესაძლო პასუხებია: 1. დღეს სამშობლოს ასე ჭირდება და შენგან განსხვავებით მე ეს შეგნებული მაქვს; 2. ოჯახს შენახვა უნდა, ჩემი აქაური ხელფასი არ ყოფნის, იქ კარგ ფულს მიხდიან, თან დაღუპვის შანსი არც თუ ისე მაღალია და მაინცადამაინც მე რატომ უნდა დავიღუპო. 3. სულით მეომარი ვარ, მინდა სამშობლოსთვის ვიომო, მაგრამ ახლა ამის შესაძლებლობა არა მაქვს, ამიტომ მივდივარ სხვაგან, რომ მუდამ ფორმაში ვიყო. 4. რა ვქნა, ნებაყოფილობითი ქვია თორემ სინამდვილეში არავინ გვეკითხება. ფიცი გვაქვს მიცემული და ბრძანებზე არ დამორჩილება ღალატის ტოლფასია. ეგება ცოცხალი გადავრჩე. და სხვა