Jump to content
Planeta.Ge

Lo Janko

პლანეტელი
  • პოსტები

    2.860
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    6

ყველა პოსტი Lo Janko

  1. mtidan რაცხა არა მგონია ჩვენი სურვილის გარეშე მომხდარიყო ესე. ერთხელ ხომ ავირჩიეთ 89-ში სხვის ჩაურევლად და ავშენდით არა?
  2. და რატომ მაინცა და მაინც ვენაში? მანდ ხომ რუსეთუმე გრუზინების და ქურდების სხოდკები იმართება?
  3. არ ვიჩქარებ, და ვინც იჩქარებს ისიც მაგრად მიჰქარავს. ჯერ თუ არ დარწმუნებულა, 5-ში დარწმუნდება.
  4. DonCaredo მე ნორმალური კანონები მაქვს მხედველობაში და არა პარანოიკების მიერ დაწერილი. მე პირადად ყელში მაქვს ამათი უკანონობა ამოსული , ამიტომ ნორმალურ სამართლებრივ გარემოში მინდა ვიცხოვრო. შურისძიება უარეს შედეგებს გამოიწვევს.
  5. ისედაც თითზე ჩამოსათვლელები ვართ ამ ფორუმზე და კიდე ვჭამთ ერთმანეთს კაცო?
  6. analgin არც ერთს არ გეთანხმებით. უნდა გასამართლდეს კანონის შესაბამისად და მიესაჯოს რასაც კანონი ითვალისწინებს და არავითარი ბოღმა. თუ ბოღმას მივცემთ გასაქანს მიხოები და მიხოისტები არ დასრულდება ამ ქვეყანაში.
  7. მე გეთანხმები იმაშიც რომ არც ილიას კანონიზაცია იყო მართალი, მაგრამ ის უფრო დიდი შეცდომაა ილიას ზვიადს რომ ადარებენ.
  8. Siknadmo როგორ შეიძლება ილიას ღვაწლი გაწეული ქართველი ხალხის წინაშე, შევადაროთ ამბიციებით შეპყრობილ მედროვე პოლიტიკური ავანტურისტის ნამოქმედარს, რომლის შედეგებსაც დღესაც კი ვიმკით.
  9. მეც ამას ვამბობდი. მასეა და მიშას რომ არ აწყობდეს ამდენხანს მაგენს არავინ აჩალიჩებდა.
  10. GeoStream კარგად შემოღობონ რა, ბლენა?რას ქვია შემოღობონ, კომუნისტების დროს აჭარის საზღვრისპირა სანაპირო იყო შემოღობილი (დაყოფილი) ზონებად , მაგრამ ადგილობრივებისათვის მაინც ღია იყო და ეხლა ამათ უნდათ ადგილობრივები არ მიუშვან ზღვასთან? ვეფხვი , მაშინ დაარქვან პირდაპირ იმპოტენტების პლაჟი. ძუკუ მერე, ვინ უშლის ნინას შიშველი სიარულს, გამოვიდეს და იაროს ზღვისპირში შიშველმა რამდენიც უნდა, ამისათვის ნუდისტების პლაჟის გახსნა სულ არ არის საჭირო.
  11. Saturn არ გეკადრება შენ ასეთი ხუმრობა.ნუდისტური პლაჟი არა შაშაკოლა. მე არ ვიცი თბილისის ტოპ ოფისებიდან როგორ ჩანს აჭარა, მაგრამ მაღლა მჯდომ ჩინოვნიკებს მინდა ვუთხრა, რომ აჭარის სოფლებში, იმ სოფლებშიც კი რომლებიც უშუალოდ ზღვის პირს ესაზღვრება, დღემდე, შორტებით და ნახევრადშიშველ მდგომარეობაში გამოჩენა არც თუ კარგ ტონად ითვლება და ამათ ეხლა ამ ხალხის ცხვირწინ ნუდისტების პლაჟის მოწყობა გადაწყვიტეს? ვაი მაგათ პატრონს! აჭარლების დიდი ნაწილი ბევრ რამეზე ხმას იმიტომ არ იღებს - სეპერატიზმში და კუთხურობაში არ ჩაგვითვალონო და ეგენი იმდენს იზამენ რომ მათაც ამოაღებინებენ ბოლოს ხმას და ერთი თუ გაიხსნა საღერღელი მერე ღმერთმა უწყის რა მოხდება. ასლან აბაშიძე რუსებმა კი არ შექმნეს, ასლანი კიტოვანმა და იოსელიანმა შექმნა. გვარდიისა და მხედრიონის მძარცველთა ბანდების აჭარაში შეჭრის საფრთხე რომ არ ყოფილიყო ვინ გააბედინებდა ასლანას ჩოლოქის დაკეტვას და საკუთარი სატრაპოს შექმნას? სწორედ ცენტრის უგუნურმა ქცევამ შექმნა ასლანა და გააძლიერა მისი გავლენა აჭარაში. აგენი ისე იზამენ,მეორე ასლანას შექმნიან,ასეთი უტვინო მოქმედებით. analgin კომპეტენტური უკვე მოძველდა, ახლა ქუულ-ია მოდაში.
  12. Siknadmo აბა ეს ჯობდა? http://www.fact.ge/userfiles/image/mediko%20mezvrishvili.jpg
  13. SHARI, გაგიმარჯოს! ბათუმში ხომ არა ხარ?
  14. lasha1997 მაპატიეთ, ცოტა ბნელი ვარ და ეს ივენთი ინჩ პონტი? რამდენადაც ჩემი მწირი ინგლისურიდან ვიცი ივენთი მოვლენას უნდა ნიშნავდეს და ბათუმი ივენთი გამოდის ბათუმის მოვლენაა?
  15. მესმის lasha1997, მაგარამ ხო ხედავ ათასი პარაზიტი ცდილობს გამოიყენოს ხალხის სამართლიანი პროტესტი თავისი მიზნებისათვის და საბოლოოდ მხოლოდ უნდობლობა და ნიჰილიზმი ძლიერდება ხალხში. ამიტომ მივედი იმ დასკვნამდე, რომ გარედან ზეწოლა რომ შეწყდეს ამ ეტაპზე, ისინი თვითონ გადაჭამენ ერთმანეთს. ჩამჭრელი კითხვაა, ალბათ ყურცქვიტას არ ვირჩევდი.;)
  16. lasha1997 არ ვჩუმდებით მაგრამ ვუშლით რამით ხელს რო? მე მაგ საქმეში პასიური ვარ, თემას ვერ შემოგთავაზებ, მაგრამ მხარს დაგიჭერ. წინა პოსტი საყვედური კი არ იყო შენზე, უბრალოდ მიხოს სირობებმა ძალიან დამთრგუნა და ჩემთვის გამოსავალს ვეძებ რა.;)
  17. McLaren ეეე, ვერკა სულ სხვა პონტია. ამერიკელებს ხო აქვთ თავისი ოცნება და აი, ვერკა კი ჩვენი, გრუზინული ოცნების ხორცშესხმაა და აბა როგორ შეგვეზარება. ეეეხ, ;)
  18. Siknadmoჭკვიანი კი არა ბრძენი კაცი ხარ (სერიოზულად ასე ვფიქრობ)და ისიც მოგეხსენება, რომ გრუზინულ ცხოვრებაში ყველაფერი ლოგიკას არ ექვემბდებარება, ამიტომ პროგნოზების კეათებას ამ ქვეყანაში აზრი არა აქვს, მაგრამ გუმანი მკარნახობს შტილის შემდეგ ქარიშხალი იქნება და ეს ქარიშხალი შიგა ძალებით იქნება ინსპირირებული.
  19. lasha1997 არ გინდა, ნუ გააგრძელებ, მე პირადა მომწყინდა ამდენი უარყოფითი ემოციის გენერირება.;)
  20. lasha1997 არა, რათქმაუნდა არ ვიცი და არც შეიძლება ვიცოდე, ყველაფერი ინტუიციის დონეზეა.ალბათ იქნება დროებითი მთავრობა, რომელიც ჩაატერებს არჩევნებს და რატომღაც მგონია იმ არჩევნების მნიშვნელოვნად გაყალბება არ მოხდება. Siknadmo რათქმაუნდა სხვაგვარადაც მომხდარა და აქაც შესაძლებელია სხვაგვარად მოხდეს, მაგრამ მე ოპტიმისტი ვარ შენგან განსხვავებით.
  21. lasha1997 არა, განსაკუთრებული არაფერი ვიცი, მაგრამ ჩემის დაკვირვებით დვარცოვი პერევაროტს უნდა ველოდოთ. მიხოს ძალა არის მტრის ხატით მანიპულირებაში. რუსების თემა თანდათან ძველდება, ოპოზიცია ფაქტიურად ჩაირეცხა. ახალი პერსპექტივები კი ჯერ არ ჩანს, თუ რათქმაუნდა ჯიბის ოპოზიცია არ "გაააქტიურეს", მაგრამ ამის დამაჯერებლად გაკეთებას სერიოზული ძალისხმევა ჭირდება. ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება.
  22. lasha1997 ნწუ, ნწუ, ეშჩო ნე ვეჩერ.
×
×
  • შექმენი...