asds კი იმ ფორუმზეც ვარ დარეგისტრირებული. ხანდახან შევდივარ ხოლმე იქაც (ფორუმგეზეც) იმისათვის, რომ წავიკითხო ე.წ. განსხვავებული ჰაზრი. კალახარის უდაბნოში უფრო მეტი ხალხია ვიდრე იქა. მაგრამ ეგ არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ ძალიან აგრესიულია იქაური რამოდენიმე უზერი (ხვდები ალბათ ვინ). თუ შენი აზრი არ მოწონთ, ან დაბალი დონე ხარ ან მიშმაკაკა. ამას წინათ, ერთერთ თავისი ჭკუით მაგარ მოაზროვნეს არგუმენტები რომ გამოელია ჩემს ავარტარს მიახტა. :018: მე პირადად არ ვისურვებდი მასეთ ხალხთან დებატებს. ჩემი გადასახედიდან, იქ არიან გონიერი უზერები, როგორებიცაა პიო, ადმირალი, კოტე, შენ და კიდე რამდენიმე კორექტული უზერი, მაგრამ ზოგადად ჩემთვის იქაური გენერალური მიმართულება მიუღებელია. ხო, მართლა დღეს ხომ არ გიცდია შესვლა?